სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

23

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 04:59-ზე, მთვარე 09:03-ზე გადავა თევზების ზოდიაქოში ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. ამ დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე.
სპორტი
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
“ერთმა პარტიამ თავზე დაიხია კონსტიტუცია - მეცოდებიან, პირველ რიგში კობახიძე მეცოდება, როგორც ამ კონსტიტუციის დამწერი, როგორც ჩანს რაღაცები ვერ გათვალა“ - პრეზიდენტი
“ერთმა პარტიამ თავზე დაიხია კონსტიტუცია - მეცოდებიან, პირველ რიგში კობახიძე მეცოდება, როგორც ამ კონსტიტუციის დამწერი, როგორც ჩანს რაღაცები ვერ გათვალა“ - პრეზიდენტი

“დღეს სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტი აღარ არ­სე­ბობს და სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტმა თუ მმარ­თველ­მა გუნ­დმა, ერ­თმა პარ­ტი­ამ და­ი­ხია თავ­ზე კონ­სტი­ტუ­ცია“, - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტმა, სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა მი­მარ­თვა­ში გა­ნა­ცხა­და.


  • რო­გორც პრე­ზი­დენ­ტმა აღ­ნიშ­ნა, გან­სა­კუთ­რე­ბით ეცო­დე­ბა პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძე, რად­გან კონ­სტი­ტუ­ცია, რო­მე­ლიც “თავ­ზე გა­და­ი­ხი­ეს“, მისი და­წე­რი­ლია.

“მი­ვე­სალ­მე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს სა­ზო­გა­დო­ე­ბას, რო­მელ­საც დღეს გული სტკი­ვა და ყვე­ლას უნდა სტკი­ო­დეს გული, რად­გან დღეს სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტი აღარ არ­სე­ბობს და სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტმა თუ მმარ­თველ­მა გუნ­დმა, ერ­თმა პარ­ტი­ამ და­ი­ხია თავ­ზე კონ­სტი­ტუ­ცია. ძა­ლი­ან მე­ცო­დე­ბი­ან.


მე­ცო­დე­ბა პირ­ველ რიგ­ში კო­ბა­ხი­ძე, რო­გორც ამ კონ­სტი­ტუ­ცი­ის დამ­წე­რი. რო­გორც ჩანს რა­ღა­ცე­ბი ვერ გათ­ვა­ლა, თო­რემ არ დას­ჭირ­დე­ბო­და, რომ თავ­ზე და­ე­ხია კონ­სტი­ტუ­ცია.


მე­ცო­დე­ბი­ან ყვე­ლა ეს პარ­ლა­მენ­ტა­რე­ბი, რომ­ლე­ბიც დღეს ის­ხდნენ გა­ყი­ნუ­ლი სა­ხე­ე­ბით, რა­მე­თუ მათ იცი­ან, რომ არი­ან გა­ყალ­ბე­ბუ­ლი არ­ჩევ­ნე­ბის შე­დე­გი, რა­მე­თუ იცი­ან, რომ იქ­ნე­ბი­ან რამ­დე­ნი­მე თვით, თუ რამ­დე­ნი­მე კვი­რით ჩა­კე­ტი­ლი ამ დარ­ბაზ­ში, სა­დაც მათ, არ­ცერ­თს არა­ნა­ი­რი უფ­ლე­ბა არ გა­აჩ­ნია.


მე­ცო­დე­ბა ის სა­ქარ­თვე­ლო, სა­დაც ადა­მი­ა­ნე­ბი ერ­თმა­ნეთს ისე ესალ­მე­ბი­ან, რო­გორც დღეს კად­რე­ბი ვნა­ხეთ, რო­მე­ლიც ნამ­დვი­ლად სა­მარ­ცხვი­ნოა და შევა ის­ტო­რი­ა­ში, რო­გორც სა­მარ­ცხვი­ნო კად­რი ერთი მე­ო­რის მი­სალ­მე­ბი­სა თუ და­ჩო­ქე­ბის.


სა­მა­გი­ე­როდ არ მე­ცო­დე­ბით თქვენ, არ მე­ცო­დე­ბა ჩვე­ნი სა­ზო­გა­დო­ე­ბა, რო­მე­ლიც დგას იქ, სა­დაც უნდა იდ­გეს და როცა უნდა იდ­გეს. არ მე­ცო­დე­ბა ჩვე­ნი ახალ­გაზ­რდო­ბა, რა­მე­თუ მო­მა­ვა­ლი მათ ხელ­შია. უნდა მო­ემ­ზა­დონ იმი­სათ­ვის, რომ არამ­ხო­ლოდ მო­მა­ვა­ლი იყოს მათი, არა­მედ ძა­ლი­ან მალე, ძა­ლი­ან სწრა­ფად ხელ­ში აი­ღონ ამ ქვეყ­ნის სა­და­ვე­ე­ბი. თუ რა­მეს ვხე­დავთ ჩვენ, ეს არის, რომ თქვე­ნი დრო მო­ვი­და. ის ძვე­ლი დრო, რო­მე­ლიც ასა­ხუ­ლია დღე­ვან­დელ პარ­ლა­მენ­ტში, ნამ­დვი­ლად დამ­თავ­რდა“, - გა­ნა­ცხა­და სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა.


  • მისი თქმით, სა­ჭი­როა, რომ ახა­ლი თა­ო­ბა, ახა­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი ძა­ლე­ბი გა­მოჩ­ნდნენ ქვე­ყა­ნა­ში.

“ძა­ლი­ან მალე დად­გე­ბა დრო ახა­ლი არ­ჩევ­ნე­ბის, რო­მე­ლიც უნდა ჩა­ტარ­დეს ახა­ლი ფორ­მით, არა კა­ლან­და­რიშ­ვი­ლი­სე­უ­ლი ფორ­მით, არა­მედ თა­ვი­სუფ­ლად, სა­მარ­თლი­ა­ნად. ეს დრო ნამ­დვი­ლად მო­დის. დღეს, ჩვე­ნი მთა­ვა­რი მო­ვა­ლე­ო­ბა ის კი არ არის, რომ მა­ინც და მა­ინც ყო­ველ დღე ვიდ­გეთ სად­მე, არა­მედ მთა­ვა­რი მო­ვა­ლე­ო­ბაა მომ­ზა­დე­ბა. თუ მო­ვემ­ზა­დე­ბით, იმე­დი უნდა გვქონ­დეს ჩვე­ნი თა­ვის, პარტნი­ო­რე­ბის, რომ­ლე­ბიც მზად არ არი­ან მი­ა­ტო­ვონ სა­ქარ­თვე­ლო და იმე­დი უნდა გვქონ­დეს იმის, რომ მო­მა­ვა­ლი არის ამ ქვეყ­ნის და ჩვე­ნი, ყვე­ლა­სი ერ­თად.


მე როცა გა­დავ­წყვეტ, რომ წა­ვი­დე სტრას­ბურ­გში, რო­გორც აქამ­დე, ყო­ველ ჯერ­ზე, გე­ტყვით წი­ნას­წარ, გე­ტყვით რის­თვის მივ­დი­ვარ, ვის ვხვდე­ბი, რას ვა­კე­თებ და რო­გორ დავ­ბრუნ­დე­ბი. მე აქ ვიქ­ნე­ბი და ერ­თად მო­ვემ­ზა­დე­ბით შემ­დე­გი არ­ჩევ­ნე­ბის­თვის“, - გა­ნა­ცხა­და სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა.


იხი­ლეთ ასე­ვე:


00:00 / 00:00
ავტორი:

“ერთმა პარტიამ თავზე დაიხია კონსტიტუცია - მეცოდებიან, პირველ რიგში კობახიძე მეცოდება, როგორც ამ კონსტიტუციის დამწერი, როგორც ჩანს რაღაცები ვერ გათვალა“ - პრეზიდენტი

“ერთმა პარტიამ თავზე დაიხია კონსტიტუცია - მეცოდებიან, პირველ რიგში კობახიძე მეცოდება, როგორც ამ კონსტიტუციის დამწერი, როგორც ჩანს რაღაცები ვერ გათვალა“ - პრეზიდენტი

“დღეს საქართველოს პარლამენტი აღარ არსებობს და საქართველოს პარლამენტმა თუ მმართველმა გუნდმა, ერთმა პარტიამ დაიხია თავზე კონსტიტუცია“, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მიმართვაში განაცხადა.


  • როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, განსაკუთრებით ეცოდება პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, რადგან კონსტიტუცია, რომელიც “თავზე გადაიხიეს“, მისი დაწერილია.

“მივესალმები საქართველოს საზოგადოებას, რომელსაც დღეს გული სტკივა და ყველას უნდა სტკიოდეს გული, რადგან დღეს საქართველოს პარლამენტი აღარ არსებობს და საქართველოს პარლამენტმა თუ მმართველმა გუნდმა, ერთმა პარტიამ დაიხია თავზე კონსტიტუცია. ძალიან მეცოდებიან.


მეცოდება პირველ რიგში კობახიძე, როგორც ამ კონსტიტუციის დამწერი. როგორც ჩანს რაღაცები ვერ გათვალა, თორემ არ დასჭირდებოდა, რომ თავზე დაეხია კონსტიტუცია.


მეცოდებიან ყველა ეს პარლამენტარები, რომლებიც დღეს ისხდნენ გაყინული სახეებით, რამეთუ მათ იციან, რომ არიან გაყალბებული არჩევნების შედეგი, რამეთუ იციან, რომ იქნებიან რამდენიმე თვით, თუ რამდენიმე კვირით ჩაკეტილი ამ დარბაზში, სადაც მათ, არცერთს არანაირი უფლება არ გააჩნია.


მეცოდება ის საქართველო, სადაც ადამიანები ერთმანეთს ისე ესალმებიან, როგორც დღეს კადრები ვნახეთ, რომელიც ნამდვილად სამარცხვინოა და შევა ისტორიაში, როგორც სამარცხვინო კადრი ერთი მეორის მისალმებისა თუ დაჩოქების.


სამაგიეროდ არ მეცოდებით თქვენ, არ მეცოდება ჩვენი საზოგადოება, რომელიც დგას იქ, სადაც უნდა იდგეს და როცა უნდა იდგეს. არ მეცოდება ჩვენი ახალგაზრდობა, რამეთუ მომავალი მათ ხელშია. უნდა მოემზადონ იმისათვის, რომ არამხოლოდ მომავალი იყოს მათი, არამედ ძალიან მალე, ძალიან სწრაფად ხელში აიღონ ამ ქვეყნის სადავეები. თუ რამეს ვხედავთ ჩვენ, ეს არის, რომ თქვენი დრო მოვიდა. ის ძველი დრო, რომელიც ასახულია დღევანდელ პარლამენტში, ნამდვილად დამთავრდა“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.


  • მისი თქმით, საჭიროა, რომ ახალი თაობა, ახალი პოლიტიკური ძალები გამოჩნდნენ ქვეყანაში.

“ძალიან მალე დადგება დრო ახალი არჩევნების, რომელიც უნდა ჩატარდეს ახალი ფორმით, არა კალანდარიშვილისეული ფორმით, არამედ თავისუფლად, სამართლიანად. ეს დრო ნამდვილად მოდის. დღეს, ჩვენი მთავარი მოვალეობა ის კი არ არის, რომ მაინც და მაინც ყოველ დღე ვიდგეთ სადმე, არამედ მთავარი მოვალეობაა მომზადება. თუ მოვემზადებით, იმედი უნდა გვქონდეს ჩვენი თავის, პარტნიორების, რომლებიც მზად არ არიან მიატოვონ საქართველო და იმედი უნდა გვქონდეს იმის, რომ მომავალი არის ამ ქვეყნის და ჩვენი, ყველასი ერთად.


მე როცა გადავწყვეტ, რომ წავიდე სტრასბურგში, როგორც აქამდე, ყოველ ჯერზე, გეტყვით წინასწარ, გეტყვით რისთვის მივდივარ, ვის ვხვდები, რას ვაკეთებ და როგორ დავბრუნდები. მე აქ ვიქნები და ერთად მოვემზადებით შემდეგი არჩევნებისთვის“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.


იხილეთ ასევე: