პოლიტიკა
მოზაიკა

24

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 05:13-ზე, მთვარე 11:20-ზე ესტუმრება ვერძს კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
თვის კითხვადი სტატიები
15-თვიანი ორსულობის შედეგად "გაჩენილი" ჩვილი, გამოკეტილი ფეხმძიმე გოგონები და "სასწაულებრივი ნაყოფიერების" თაღლითური სქემა - რას მიაგნო ნიგერიაში BBC-მ
15-თვიანი ორსულობის შედეგად "გაჩენილი" ჩვილი, გამოკეტილი ფეხმძიმე გოგონები და "სასწაულებრივი ნაყოფიერების" თაღლითური სქემა - რას მიაგნო ნიგერიაში BBC-მ

ნი­გე­რი­ე­ლი გო­გო­ნა ჩი­ო­მა დარ­წმუ­ნე­ბუ­ლია, რომ ჰო­უ­პი, ბავ­შვი, რო­მე­ლიც ხელ­ში უჭი­რავს, მისი ვა­ჟიშ­ვი­ლია. 8 წლის უშე­დე­გო მცდე­ლო­ბე­ბის შემ­დეგ, ის მას სას­წა­უ­ლით მოვ­ლე­ნილ ბავ­შვად მი­იჩ­ნევს.

ის თა­ვის მე­უღ­ლეს­თან, აიკ­თან ერ­თად ნი­გე­რი­ის სა­ხელ­მწი­ფო მო­ხე­ლის ოფის­ში ზის და კი­თხვებს პა­სუ­ხობს. აი­კის ოჯა­ხის ხუთ წევ­რს, რომ­ლე­ბიც ასე­ვე ოთახ­ში იმ­ყო­ფე­ბი­ან, არ სჯე­რათ, რომ ჰო­უ­პი წყვი­ლის ბი­ო­ლო­გი­უ­რი შვი­ლია.

  • ჩი­ო­მა ამ­ტკი­ცებს, რომ ბავ­შვი 15 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში "ატა­რა". კო­მი­სა­რი და აი­კის ოჯა­ხი ამ აბ­სურ­დულ გან­ცხა­დე­ბას არ იჯე­რე­ბენ.

სა­სო­წარ­კვე­თის გამო მან მი­ა­კი­თხა "კლი­ნი­კას", რო­მე­ლიც არატ­რა­დი­ცი­ულ "მკურ­ნა­ლო­ბას" სთა­ვა­ზობ­და - ეს სა­ში­ნე­ლი თაღ­ლი­თო­ბა აღ­მოჩ­ნდა, რო­მე­ლიც დე­დო­ბა­ზე მე­ოც­ნე­ბე ქა­ლე­ბის უი­მე­დო­ბით სარ­გებ­ლობს და ბავ­შვე­ბით ვაჭ­რო­ბას მო­ი­ცავს.

ნი­გე­რია მსოფ­ლი­ო­ში ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი შო­ბა­დო­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი აქვს. ქვე­ყა­ნა­ში ქა­ლე­ბი წნეხს გა­ნიც­დი­ან და თუ ბავ­შვის ჩა­სახ­ვა არ ხდე­ბა, შე­საძ­ლოა, ისი­ნი გა­რი­ყონ ან მათ­ზე იძა­ლა­დონ.

სა­ხელ­მწი­ფო კო­მი­სა­რი ცდი­ლობს და­კი­თხვის შე­დე­გად სი­მარ­თლე და­ად­გი­ნოს

ე.წ. "კრიპ­ტუ­ლი ორ­სუ­ლო­ბის" თაღ­ლი­თო­ბას BBC ერთი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში იძი­ებ­და.

ნი­გე­რი­ა­ში თაღ­ლი­თე­ბი, რომ­ლე­ბიც თავს ექი­მე­ბად ან ექთ­ნე­ბად ასა­ღე­ბენ, ქა­ლებს არ­წმუ­ნე­ბენ, რომ "ნა­ყო­ფი­ე­რე­ბის სას­წა­უ­ლებ­რი­ვი მკურ­ნა­ლო­ბა" შე­უძ­ლი­ათ, რო­მე­ლიც და­ორ­სუ­ლე­ბას გა­რან­ტი­რე­ბუ­ლად უზ­რუნ­ველ­ყოფს. სა­წყი­სი "მკურ­ნა­ლო­ბა" ჩვე­უ­ლებ­რივ, ასო­ბით დო­ლა­რი ღირს და სა­ს­ქე­სო ორ­გა­ნო­ში ინექ­ცი­ას, სასმლი­სა ან ნივ­თი­ე­რე­ბის შეყ­ვა­ნას მო­ი­ცავს.

  • კონ­კრე­ტუ­ლად რა არის ამ წამ­ლებ­ში, არც ერ­თმა ქალ­მა არ იცის, რო­მელ­თაც BBC ესა­უბ­რა. მაგ­რამ რამ­დე­ნი­მე ქალ­მა აღ­ნიშ­ნა, რომ “მკურ­ნა­ლო­ბამ” მათ სხე­ულ­ში ცვლი­ლე­ბა გა­მო­იწ­ვია - მა­გა­ლი­თად, მუც­ლის შე­შუ­პე­ბა - რა­მაც ისი­ნი კი­დევ უფრო მე­ტად და­არ­წმუ­ნა, რომ ორ­სუ­ლად იყ­ვნენ.

ქა­ლებს აფრ­თხი­ლე­ბენ, არ მი­მარ­თონ ტრა­დი­ცი­ულ ექი­მებს ან სა­ა­ვად­მყო­ფო­ებს, რად­გან ვერც ერთი სკა­ნი­რე­ბა თუ ორ­სუ­ლო­ბის ტეს­ტი ვერ აღ­მო­ა­ჩენს "ბავ­შვს", რო­მე­ლიც, თაღ­ლი­თე­ბის მტკი­ცე­ბით, საშ­ვი­ლოს­ნოს გა­რეთ იზ­რდე­ბა.

რო­დე­საც ბავ­შვის "გა­ჩე­ნის" დრო მო­დის, ქა­ლებს ეუბ­ნე­ბი­ან, რომ მშო­ბი­ა­რო­ბა მხო­ლოდ მა­შინ და­ი­წყე­ბა, რო­დე­საც ისი­ნი "იშ­ვი­ათ და ძვირ წა­მალს" მი­ი­ღე­ბენ, რაც ფუ­ლის კი­დევ ერთხელ გა­დახ­დას გუ­ლის­ხმობს. "მშო­ბი­ა­რო­ბა" სხვა­დას­ხვა­ნა­ი­რად ხდე­ბა, მაგ­რამ ყო­ვე­ლი მათ­გა­ნი შე­მა­წუ­ხე­ბე­ლია. ზოგს აძი­ნე­ბენ და სა­კე­ის­რო კვე­თის მსგავ­სი ნა­ი­ა­რე­ვით იღ­ვი­ძე­ბენ. ზოგს ისეთ ინექ­ცი­ას უკე­თე­ბენ, რო­მე­ლიც ჰა­ლუ­ცი­ნა­ცი­ურ მდგო­მა­რე­ო­ბას იწ­ვევს, რომ­ლის დრო­საც მათ სჯე­რათ, რომ ბავ­შვს აჩე­ნენ. ყვე­ლა შემ­თხვე­ვა­ში, ქა­ლებს იმ ბავ­შვებს აძ­ლე­ვენ, რომ­ლე­ბიც მათ “უნდა გა­ე­ჩი­ნათ”.

უამ­რა­ვი ნი­გე­რი­ე­ლი ქალი დგას "მკურ­ნა­ლო­ბის" რიგ­ში "ექიმ რუთ­თან"

  • BBC-ის გუნ­დმა ერთ-ერთ ასეთ სა­ი­დუმ­ლო "კლი­ნი­კა­ში" შეღ­წე­ვა - "ექიმ რუთ­თან" და­კავ­ში­რე­ბა ისე­თი წყვი­ლის სა­ხე­ლით მო­ა­ხერ­ხა, რო­მე­ლიც ბავ­შვის ყო­ლას უკვე წლე­ბია ცდი­ლობს.

რო­დე­საც BBC-ის გა­დაც­მუ­ლი რე­პორ­ტი­ო­რე­ბი “ექიმ რუთს” ხვდე­ბი­ან, ის მათ ეუბ­ნე­ბა, რომ გა­რან­ტი­ას იძ­ლე­ვა, რომ მკურ­ნა­ლო­ბა იმუ­შა­ვებს. "ექი­მი" ქალს ინექ­ცი­ას სთა­ვა­ზობს და აღ­ნიშ­ნავს, რომ ის წყვილს სა­შუ­ა­ლე­ბას მის­ცემს, ბავ­შვის სქე­სი აარ­ჩი­ონ - ეს კი სა­მე­დი­ცი­ნოდ შე­უძ­ლე­ბე­ლია.

მას შემ­დეგ, რაც წყვი­ლი ინექ­ცი­ა­ზე უარს ამ­ბობს, “ექი­მი რუთი” მათ აბებს სახ­ლში ატანს და ინ­სტრუქ­ცი­ებს აძ­ლევს იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით, თუ რო­დის ჰქონ­დეთ სექ­სუ­ა­ლუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბა.

ეს თავ­და­პირ­ვე­ლი “მკურ­ნა­ლო­ბა” 350,000 ნა­ი­რა ($205) ჯდე­ბა.

BBC-ის რე­პორ­ტი­ო­რე­ბი არც ინექ­ცი­ას იკე­თე­ბენ და არც აბებს სვა­მენ, თუმ­ცა 4 კვი­რის შემ­დეგ “ექი­მის” სა­ნა­ხა­ვად ბრუნ­დე­ბი­ან. მას შემ­დეგ, რაც “ექი­მი რუთი” ექოს­კო­პი­ის სკა­ნე­რის მსგავ­სი მან­ქა­ნით ქა­ლის მუ­ცელს ამოწ­მებს, ის აცხა­დებს, რომ ქალი ორ­სუ­ლა­დაა. მისი თქმით, წყვილს ბავ­შვის გა­სა­ჩე­ნად "იშ­ვი­ა­თი" და ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი წამ­ლის შე­ძე­ნა დას­ჭირ­დე­ბა, რო­მე­ლიც 1.5-დან 2 მი­ლი­ონ ნა­ი­რამ­დე ($1,180) ღირს.

“ექი­მი რუ­თის” თქმით, ამ წამ­ლის გა­რე­შე ორ­სუ­ლო­ბა 9 თვე­ზე მეტ ხანს გაგ­რძელ­დე­ბა.

ოფი­ცი­ა­ლუ­რი პი­რე­ბის თა­ნახ­მად, "მკურ­ნა­ლო­ბის" და­სას­რუ­ლებ­ლად თაღ­ლი­თებს ახალ­შო­ბი­ლი ჩვი­ლე­ბი სჭირ­დე­ბათ, ამის გამო ისი­ნი ისეთ ქა­ლებს ეძე­ბენ, რომ­ლე­ბიც სა­სო­წარ­კვე­თი­ლე­ბი და და­უც­ვე­ლე­ბი, ხშირ შემ­თხვე­ვა­ში, ახალ­გაზ­რდე­ბი და ორ­სუ­ლე­ბი არი­ან. ქვე­ყა­ნა­ში აბორ­ტი აკ­რძა­ლუ­ლია.

2024 წლის თე­ბერ­ვალ­ში, სა­ხელ­მწი­ფო ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრომ ის და­წე­სე­ბუ­ლე­ბა გა­ჩხრი­კა, რო­მელ­შიც ჩი­ო­მამ ჰო­უ­პი "გა­ა­ჩი­ნა". BBC-იმ რე­ი­დის ვი­დე­ო­მა­სა­ლა მო­ი­პო­ვა, რო­მელ­შიც უზარ­მა­ზა­რი ორ შე­ნო­ბი­ა­ნი კომ­პლექ­სი ჩანს. ერთ მათ­გან­ში იყო ოთა­ხე­ბი, სა­დაც სა­მე­დი­ცი­ნო აღ­ჭურ­ვი­ლო­ბა ინა­ხე­ბო­და, რო­გორც ჩანს, კლი­ენ­ტე­ბის­თვის, ხოლო მე­ო­რე­ში არა­ერ­თი ორ­სუ­ლი ქალი, მათი ნე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ ჰყავ­დათ გა­მო­კე­ტი­ლი. მათ­გან რამ­დე­ნი­მე ძა­ლი­ან ახალ­გაზ­რდა - 17 წლის იყო. ზო­გი­ერთ წყა­როს ინ­ფორ­მა­ცი­ით, ისი­ნი იქ შე­ი­ტყუ­ეს და არ იცოდ­ნენ, რომ მათ ბავ­შვებს თაღ­ლი­თე­ბი გა­ყიდ­დნენ.

წყა­რო

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
26 ოქტომბერი
5

ამ დღესთან მაინც ვერ მივა მთელი მათი თაღლითობის ისტორია.

ბარბარე
51

ქართული ოცნება და მისი ამომრჩეველი გამახსენა ამ ამბავმა. ისინიც ასე ა დ ე ბ ი ლ ე ბ ე ნ ხალხს.

ავტორი:

15-თვიანი ორსულობის შედეგად "გაჩენილი" ჩვილი, გამოკეტილი ფეხმძიმე გოგონები და "სასწაულებრივი ნაყოფიერების" თაღლითური სქემა - რას მიაგნო ნიგერიაში BBC-მ

15-თვიანი ორსულობის შედეგად "გაჩენილი" ჩვილი, გამოკეტილი ფეხმძიმე გოგონები და "სასწაულებრივი ნაყოფიერების" თაღლითური სქემა - რას მიაგნო ნიგერიაში BBC-მ

ნიგერიელი გოგონა ჩიომა დარწმუნებულია, რომ ჰოუპი, ბავშვი, რომელიც ხელში უჭირავს, მისი ვაჟიშვილია. 8 წლის უშედეგო მცდელობების შემდეგ, ის მას სასწაულით მოვლენილ ბავშვად მიიჩნევს.

ის თავის მეუღლესთან, აიკთან ერთად ნიგერიის სახელმწიფო მოხელის ოფისში ზის და კითხვებს პასუხობს. აიკის ოჯახის ხუთ წევრს, რომლებიც ასევე ოთახში იმყოფებიან, არ სჯერათ, რომ ჰოუპი წყვილის ბიოლოგიური შვილია.

  • ჩიომა ამტკიცებს, რომ ბავშვი 15 თვის განმავლობაში "ატარა". კომისარი და აიკის ოჯახი ამ აბსურდულ განცხადებას არ იჯერებენ.

სასოწარკვეთის გამო მან მიაკითხა "კლინიკას", რომელიც არატრადიციულ "მკურნალობას" სთავაზობდა - ეს საშინელი თაღლითობა აღმოჩნდა, რომელიც დედობაზე მეოცნებე ქალების უიმედობით სარგებლობს და ბავშვებით ვაჭრობას მოიცავს.

ნიგერია მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი შობადობის მაჩვენებელი აქვს. ქვეყანაში ქალები წნეხს განიცდიან და თუ ბავშვის ჩასახვა არ ხდება, შესაძლოა, ისინი გარიყონ ან მათზე იძალადონ.

სახელმწიფო კომისარი ცდილობს დაკითხვის შედეგად სიმართლე დაადგინოს

ე.წ. "კრიპტული ორსულობის" თაღლითობას BBC ერთი წლის განმავლობაში იძიებდა.

ნიგერიაში თაღლითები, რომლებიც თავს ექიმებად ან ექთნებად ასაღებენ, ქალებს არწმუნებენ, რომ "ნაყოფიერების სასწაულებრივი მკურნალობა" შეუძლიათ, რომელიც დაორსულებას გარანტირებულად უზრუნველყოფს. საწყისი "მკურნალობა" ჩვეულებრივ, ასობით დოლარი ღირს და სასქესო ორგანოში ინექციას, სასმლისა ან ნივთიერების შეყვანას მოიცავს.

  • კონკრეტულად რა არის ამ წამლებში, არც ერთმა ქალმა არ იცის, რომელთაც BBC ესაუბრა. მაგრამ რამდენიმე ქალმა აღნიშნა, რომ “მკურნალობამ” მათ სხეულში ცვლილება გამოიწვია - მაგალითად, მუცლის შეშუპება - რამაც ისინი კიდევ უფრო მეტად დაარწმუნა, რომ ორსულად იყვნენ.

ქალებს აფრთხილებენ, არ მიმართონ ტრადიციულ ექიმებს ან საავადმყოფოებს, რადგან ვერც ერთი სკანირება თუ ორსულობის ტესტი ვერ აღმოაჩენს "ბავშვს", რომელიც, თაღლითების მტკიცებით, საშვილოსნოს გარეთ იზრდება.

როდესაც ბავშვის "გაჩენის" დრო მოდის, ქალებს ეუბნებიან, რომ მშობიარობა მხოლოდ მაშინ დაიწყება, როდესაც ისინი "იშვიათ და ძვირ წამალს" მიიღებენ, რაც ფულის კიდევ ერთხელ გადახდას გულისხმობს. "მშობიარობა" სხვადასხვანაირად ხდება, მაგრამ ყოველი მათგანი შემაწუხებელია. ზოგს აძინებენ და საკეისრო კვეთის მსგავსი ნაიარევით იღვიძებენ. ზოგს ისეთ ინექციას უკეთებენ, რომელიც ჰალუცინაციურ მდგომარეობას იწვევს, რომლის დროსაც მათ სჯერათ, რომ ბავშვს აჩენენ. ყველა შემთხვევაში, ქალებს იმ ბავშვებს აძლევენ, რომლებიც მათ “უნდა გაეჩინათ”.

უამრავი ნიგერიელი ქალი დგას "მკურნალობის" რიგში "ექიმ რუთთან"

  • BBC-ის გუნდმა ერთ-ერთ ასეთ საიდუმლო "კლინიკაში" შეღწევა - "ექიმ რუთთან" დაკავშირება ისეთი წყვილის სახელით მოახერხა, რომელიც ბავშვის ყოლას უკვე წლებია ცდილობს.

როდესაც BBC-ის გადაცმული რეპორტიორები “ექიმ რუთს” ხვდებიან, ის მათ ეუბნება, რომ გარანტიას იძლევა, რომ მკურნალობა იმუშავებს. "ექიმი" ქალს ინექციას სთავაზობს და აღნიშნავს, რომ ის წყვილს საშუალებას მისცემს, ბავშვის სქესი აარჩიონ - ეს კი სამედიცინოდ შეუძლებელია.

მას შემდეგ, რაც წყვილი ინექციაზე უარს ამბობს, “ექიმი რუთი” მათ აბებს სახლში ატანს და ინსტრუქციებს აძლევს იმასთან დაკავშირებით, თუ როდის ჰქონდეთ სექსუალური ურთიერთობა.

ეს თავდაპირველი “მკურნალობა” 350,000 ნაირა ($205) ჯდება.

BBC-ის რეპორტიორები არც ინექციას იკეთებენ და არც აბებს სვამენ, თუმცა 4 კვირის შემდეგ “ექიმის” სანახავად ბრუნდებიან. მას შემდეგ, რაც “ექიმი რუთი” ექოსკოპიის სკანერის მსგავსი მანქანით ქალის მუცელს ამოწმებს, ის აცხადებს, რომ ქალი ორსულადაა. მისი თქმით, წყვილს ბავშვის გასაჩენად "იშვიათი" და ძვირადღირებული წამლის შეძენა დასჭირდება, რომელიც 1.5-დან 2 მილიონ ნაირამდე ($1,180) ღირს.

“ექიმი რუთის” თქმით, ამ წამლის გარეშე ორსულობა 9 თვეზე მეტ ხანს გაგრძელდება.

ოფიციალური პირების თანახმად, "მკურნალობის" დასასრულებლად თაღლითებს ახალშობილი ჩვილები სჭირდებათ, ამის გამო ისინი ისეთ ქალებს ეძებენ, რომლებიც სასოწარკვეთილები და დაუცველები, ხშირ შემთხვევაში, ახალგაზრდები და ორსულები არიან. ქვეყანაში აბორტი აკრძალულია.

2024 წლის თებერვალში, სახელმწიფო ჯანდაცვის სამინისტრომ ის დაწესებულება გაჩხრიკა, რომელშიც ჩიომამ ჰოუპი "გააჩინა". BBC-იმ რეიდის ვიდეომასალა მოიპოვა, რომელშიც უზარმაზარი ორ შენობიანი კომპლექსი ჩანს. ერთ მათგანში იყო ოთახები, სადაც სამედიცინო აღჭურვილობა ინახებოდა, როგორც ჩანს, კლიენტებისთვის, ხოლო მეორეში არაერთი ორსული ქალი, მათი ნების საწინააღმდეგოდ ჰყავდათ გამოკეტილი. მათგან რამდენიმე ძალიან ახალგაზრდა - 17 წლის იყო. ზოგიერთ წყაროს ინფორმაციით, ისინი იქ შეიტყუეს და არ იცოდნენ, რომ მათ ბავშვებს თაღლითები გაყიდდნენ.

წყარო