სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

23

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 04:59-ზე, მთვარე 09:03-ზე გადავა თევზების ზოდიაქოში ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. ამ დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე.
სპორტი
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სეზონები თითქმის წაიშალა... შესაძლოა, დეკემბერ-იანვარში ტემპერატურამ მოიმატოს" - როგორი ზამთარი გველის საქართველოში?
"სეზონები თითქმის წაიშალა... შესაძლოა, დეკემბერ-იანვარში ტემპერატურამ მოიმატოს" - როგორი ზამთარი გველის საქართველოში?

ბაქო გა­ე­როს კლი­მა­ტის ცვლი­ლე­ბის 29-ე კონ­ფე­რენ­ცი­ას მას­პინ­ძლობს. კლი­მა­ტის ჩარ­ჩო-კონ­ვენ­ცი­ის მხა­რე­თა შეხ­ვედ­რას წინ უძღო­და ან­გა­რი­ში, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც, ტემ­პე­რა­ტუ­რა, გან­სა­კუთ­რე­ბით ევ­რო­პის კონ­ტი­ნენტზე, მკვეთ­რად მო­მა­ტე­ბუ­ლია, რაც გან­პი­რო­ბე­ბუ­ლია სათ­ბუ­რი გა­ზე­ბის ემი­სი­ე­ბით და ეს შე­იძ­ლე­ბა შე­უქ­ცე­ვა­დი გახ­დეს კლი­მა­ტის­თვის დე­და­მი­წა­ზე.

რა პრობ­ლე­მე­ბის წი­ნა­შე დგას კლი­მა­ტის ცვლი­ლე­ბე­ბის გამო მსოფ­ლიო, რა არის გა­სა­კე­თე­ბე­ლი და რა კეთ­დე­ბა, ამ თე­მა­ზე ორ­გა­ნი­ზა­ცია "სა­ქარ­თვე­ლოს მწვა­ნე­ე­ბი - დე­და­მი­წის მე­გობ­რე­ბის" თავ­მჯდო­მა­რე ნინო ჩხო­ბა­ძე სა­უბ­რობს.

- კლი­მა­ტის ცვლი­ლე­ბის მხა­რე­თა შეხ­ვედ­რა ყო­ველ­წლი­უ­რია. 1992 წელს შეხ­ვედ­რა­ზე მხა­რე­ებ­მა ხელი მო­ა­წე­რეს და აღი­ა­რეს კლი­მა­ტის ჩარ­ჩო-კონ­ვენ­ცია, რომ­ლის მხა­რე ჩვენც ვართ. კონ­ვენ­ცი­ის აღ­სრუ­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით ძა­ლი­ან ბევ­რი სა­კი­თხი იყო მო­საგ­ვა­რე­ბე­ლი, მათ შო­რის სათ­ბუ­რი გა­ზე­ბის ემი­სი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ეროვ­ნუ­ლი წვლი­ლის დო­კუ­მენ­ტის მომ­ზა­დე­ბა, რო­მე­ლიც ვალ­დე­ბუ­ლე­ბებს აკის­რებ­და ქვეყ­ნებს, რომ ისი­ნი გან­სა­ზღვრუ­ლი პე­რი­ო­დის­თვის შე­ამ­ცი­რებ­დნენ სათ­ბუ­რი გა­ზე­ბის ემი­სი­ებს კლი­მა­ტის გა­სა­უმ­ჯო­ბე­სებ­ლად. კლი­მა­ტის ჩარ­ჩო-კონ­ვენ­ცი­ის მხა­რე­თა შეხ­ვედ­რას, რო­მე­ლიც ბა­ქო­ში იმარ­თე­ბა (პირ­ვე­ლი კონ­ფე­რენ­ცია, რო­მე­ლიც პოსტსაბ­ჭო­თა სივ­რცის ქვე­ყა­ნა­ში ტარ­დე­ბა), წინ უძღო­და ან­გა­რი­ში, რო­მე­ლიც აფიქ­სი­რებს, რომ ევ­რო­პის კონ­ტი­ნენტზე ტემ­პე­რა­ტუ­რა მკვეთ­რად მო­მა­ტე­ბუ­ლია 1,5 გრა­დუ­სით, თით­ქმის 2 გრა­დუ­სამ­დეც მი­ვი­და. არის ვა­რა­უ­დი, რომ 3 გრა­დუ­სამ­დეც მალე აი­წევს.

და­წყე­ბუ­ლი დათ­ბო­ბა გან­პი­რო­ბე­ბუ­ლია სათ­ბუ­რი გა­ზე­ბის ემი­სი­ე­ბით და შე­იძ­ლე­ბა შე­უქ­ცე­ვა­დი გახ­დეს კლი­მა­ტის­თვის დე­და­მი­წა­ზე.- რა შე­იძ­ლე­ბა მოჰ­ყვეს ამას?

- ყვე­ლა­ზე დიდი პრობ­ლე­მაა მყინ­ვა­რე­ბის, არ­ქტი­კი­სა და ან­ტარ­ქტი­დის დნო­ბა. ბევ­რი სცე­ნა­რია დათ­ქმუ­ლი. სა­ვა­რა­უ­დოდ, და­ახ­ლო­ე­ბით 50 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ზღვის დო­ნემ შე­იძ­ლე­ბა მეტ­რამ­დე აი­წი­ოს, რაც ზე­მოქ­მე­დე­ბას იქო­ნი­ებს ყვე­ლა იმ ქვე­ყა­ნა­ზე, რომ­ლე­ბიც ზღვას­თან ახ­ლოს მდე­ბა­რე­ო­ბენ.ეს გან­სა­კუთ­რე­ბით პრობ­ლე­მა­ტუ­რია კუნ­ძუ­ლო­ვა­ნი სა­ხელ­მწი­ფო­ე­ბის­თვის. ამი­ტომ ყვე­ლა ქვე­ყა­ნა ვალ­დე­ბუ­ლია მკვეთ­რად შე­ამ­ცი­როს სათ­ბუ­რი გა­ზე­ბი. ჩვენ ადრე სათ­ბუ­რი გა­ზე­ბის 31%-ით შემ­ცი­რე­ბის ვალ­დე­ბუ­ლე­ბა ავი­ღეთ. ახლა ვალ­დე­ბუ­ლე­ბას ვი­ღებთ, რომ 50%-მდე შე­ვამ­ცი­რებთ სათ­ბუ­რი გა­ზე­ბის ემი­სი­ას. საკ­მა­ოდ ამ­ბი­ცი­უ­რი ვალ­დე­ბუ­ლე­ბაა, გათ­ვლი­ლი 2030-50 წლე­ბის­თვის.

- 1,5 გრა­დუ­სით ტემ­პე­რა­ტუ­რის მა­ტე­ბა ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბის შეს­რუ­ლე­ბის შე­დე­გია, თუ პი­რი­ქით, არ ას­რუ­ლებ­დნენ და ამან გა­მო­იწ­ვია?

- ყვე­ლა ვალ­დე­ბუ­ლე­ბა დრო­ში იყო გა­წე­რი­ლი. ყვე­ლა­ზე მკაც­რი 2030 წე­ლია ყვე­ლა ეკო­ნო­მი­კურ სექ­ტორ­ში, გან­სა­კუთ­რე­ბით ნავ­თობ­გა­და­მა­მუ­შა­ვე­ბელ სა­წარ­მოო სექ­ტო­რებ­ში. ინერ­გე­ბა ახა­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი, რაც უფრო ნაკ­ლე­ბად მო­ახ­დენს ზე­მოქ­მე­დე­ბას გა­რე­მო­ზე და უფრო მე­ტად შე­ამ­ცი­რებს სათ­ბუ­რი გა­ზე­ბის გა­ჩე­ნას. ახლა ყვე­ლა ქვე­ყა­ნას მო­ე­თხო­ვე­ბა ამ ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბის ეტა­პობ­რი­ვად შეს­რუ­ლე­ბა, რად­გან თუ ტემ­პე­რა­ტუ­რამ 3 გრა­დუ­სამ­დე მო­ი­მა­ტა, დე­და­მი­წა­ზე შე­უქ­ცე­ვა­დი პრო­ცე­სე­ბი და­ი­წყე­ბა. მსოფ­ლი­ოს არა­ერთ ქვე­ყა­ნა­ში დნე­ბა მყინ­ვა­რე­ბი.

სა­ქარ­თვე­ლო­ში ცენ­ტრა­ლურ კავ­კა­სი­ონ­ზე ერთი მე­სა­მე­დით არის შემ­ცი­რე­ბუ­ლი მყინ­ვა­რის სა­ფა­რი, რა­მაც ის ბუ­ნებ­რი­ვი კა­ტას­ტრო­ფე­ბი გა­ა­აქ­ტი­უ­რა, რაც გა­სულ წელს გვქონ­და შო­ვის ტრა­გე­დი­ის სა­ხით.მო­სა­ლოდ­ნე­ლია, რომ ასე­თი ბუ­ნებ­რი­ვი კა­ტას­ტრო­ფუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბი, რო­მელ­თაც იწ­ვევს კლი­მა­ტის ცვლი­ლე­ბა, შე­საძ­ლოა გახ­შირ­დეს.

გა­რე­მოს დამ­ცვე­ლე­ბი და არა­სამ­თავ­რო­ბო სექ­ტო­რი ითხო­ვენ აიკ­რძა­ლოს წი­ა­ღი­სე­უ­ლი საწ­ვა­ვი, რო­მე­ლიც ყვე­ლა­ზე მე­ტად გა­მოს­ცემს სათ­ბურ აი­რებს. გან­ვი­თა­რე­ბულ ქვეყ­ნებ­ში ცდი­ლო­ბენ მთლი­ა­ნად გა­და­ერ­თონ ელექტრო­მო­ბი­ლებ­ზე, რათა ნაკ­ლე­ბი გა­მო­ნა­ბოლ­ქვი ავი­დეს ჰა­ერ­ში...გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

მკითხველის კომენტარები / 13 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Sniper
0

ელექტრომობილების ბატარეები წყობიდან რომ გამოვა, სად მიგაქვთ? დედამიწის მოსახლეობამ 8 მილიარდს გადააჭარბა. ამდენ ხალხს კვება უნდა, გათბობა და გადაადგილება. კიდევ ათასი რამ, რაც არსებობისთვისაა საჭირო და ბუნებას ანადგურებს. ეს გლობალური პროცესია და ვერაფერი უშველის მოსახლეობის რაოდენობის შემცირების გარდა. ოღონდ არა ომებით, ხელოვნური ვირუსებით და ერთსქესიანთა ქორწინებებით. აბა რა ვქნათ? ვიხმაროთ დამცავი საშუალებები და იმ ქვეყნებს დავეხმაროთ, სადაც 10 და მეტი შვილი ყავთ ოჯახებს. კანონი უნდა მიიღოს ყველამ მრავალშვილიანობის აკრძალვაზე. შეიძლება არაქრისტიანულია მაგრამ ქრისტიანები არც ისე მრავლდებიან, ვიდრე მაგალითად ბუდისტები და სხვა რწმენის ხალხები. ჩინეთმა ხომ მიიღო ეს კანონი? ინდოეთმა გადაუსწრო მოსახლეობით. ჩინეთმა გააუქმა ეს კანონი ეკონომიკური კოლაფსის მოლოდინიდან გამომდინარე. ასე რომ რაც ბიბლიაში წერია, ის იქნება.

ლელა
62

შვილები მაინც არ მყავს და რა იქნება ჩემს შემდეგ, რაში მენაღვლება

ავტორი:

"სეზონები თითქმის წაიშალა... შესაძლოა, დეკემბერ-იანვარში ტემპერატურამ მოიმატოს" - როგორი ზამთარი გველის საქართველოში?

"სეზონები თითქმის წაიშალა... შესაძლოა, დეკემბერ-იანვარში ტემპერატურამ მოიმატოს" - როგორი ზამთარი გველის საქართველოში?

ბაქო გაეროს კლიმატის ცვლილების 29-ე კონფერენციას მასპინძლობს. კლიმატის ჩარჩო-კონვენციის მხარეთა შეხვედრას წინ უძღოდა ანგარიში, რომლის მიხედვითაც, ტემპერატურა, განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე, მკვეთრად მომატებულია, რაც განპირობებულია სათბური გაზების ემისიებით და ეს შეიძლება შეუქცევადი გახდეს კლიმატისთვის დედამიწაზე.

რა პრობლემების წინაშე დგას კლიმატის ცვლილებების გამო მსოფლიო, რა არის გასაკეთებელი და რა კეთდება, ამ თემაზე ორგანიზაცია "საქართველოს მწვანეები - დედამიწის მეგობრების" თავმჯდომარე ნინო ჩხობაძე საუბრობს.

- კლიმატის ცვლილების მხარეთა შეხვედრა ყოველწლიურია. 1992 წელს შეხვედრაზე მხარეებმა ხელი მოაწერეს და აღიარეს კლიმატის ჩარჩო-კონვენცია, რომლის მხარე ჩვენც ვართ. კონვენციის აღსრულებასთან დაკავშირებით ძალიან ბევრი საკითხი იყო მოსაგვარებელი, მათ შორის სათბური გაზების ემისიასთან დაკავშირებული ეროვნული წვლილის დოკუმენტის მომზადება, რომელიც ვალდებულებებს აკისრებდა ქვეყნებს, რომ ისინი განსაზღვრული პერიოდისთვის შეამცირებდნენ სათბური გაზების ემისიებს კლიმატის გასაუმჯობესებლად. კლიმატის ჩარჩო-კონვენციის მხარეთა შეხვედრას, რომელიც ბაქოში იმართება (პირველი კონფერენცია, რომელიც პოსტსაბჭოთა სივრცის ქვეყანაში ტარდება), წინ უძღოდა ანგარიში, რომელიც აფიქსირებს, რომ ევროპის კონტინენტზე ტემპერატურა მკვეთრად მომატებულია 1,5 გრადუსით, თითქმის 2 გრადუსამდეც მივიდა. არის ვარაუდი, რომ 3 გრადუსამდეც მალე აიწევს.

დაწყებული დათბობა განპირობებულია სათბური გაზების ემისიებით და შეიძლება შეუქცევადი გახდეს კლიმატისთვის დედამიწაზე.- რა შეიძლება მოჰყვეს ამას?

- ყველაზე დიდი პრობლემაა მყინვარების, არქტიკისა და ანტარქტიდის დნობა. ბევრი სცენარია დათქმული. სავარაუდოდ, დაახლოებით 50 წლის განმავლობაში ზღვის დონემ შეიძლება მეტრამდე აიწიოს, რაც ზემოქმედებას იქონიებს ყველა იმ ქვეყანაზე, რომლებიც ზღვასთან ახლოს მდებარეობენ.ეს განსაკუთრებით პრობლემატურია კუნძულოვანი სახელმწიფოებისთვის. ამიტომ ყველა ქვეყანა ვალდებულია მკვეთრად შეამციროს სათბური გაზები. ჩვენ ადრე სათბური გაზების 31%-ით შემცირების ვალდებულება ავიღეთ. ახლა ვალდებულებას ვიღებთ, რომ 50%-მდე შევამცირებთ სათბური გაზების ემისიას. საკმაოდ ამბიციური ვალდებულებაა, გათვლილი 2030-50 წლებისთვის.

- 1,5 გრადუსით ტემპერატურის მატება ვალდებულებების შესრულების შედეგია, თუ პირიქით, არ ასრულებდნენ და ამან გამოიწვია?

- ყველა ვალდებულება დროში იყო გაწერილი. ყველაზე მკაცრი 2030 წელია ყველა ეკონომიკურ სექტორში, განსაკუთრებით ნავთობგადამამუშავებელ საწარმოო სექტორებში. ინერგება ახალი ტექნოლოგიები, რაც უფრო ნაკლებად მოახდენს ზემოქმედებას გარემოზე და უფრო მეტად შეამცირებს სათბური გაზების გაჩენას. ახლა ყველა ქვეყანას მოეთხოვება ამ ვალდებულებების ეტაპობრივად შესრულება, რადგან თუ ტემპერატურამ 3 გრადუსამდე მოიმატა, დედამიწაზე შეუქცევადი პროცესები დაიწყება. მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში დნება მყინვარები.

საქართველოში ცენტრალურ კავკასიონზე ერთი მესამედით არის შემცირებული მყინვარის საფარი, რამაც ის ბუნებრივი კატასტროფები გაააქტიურა, რაც გასულ წელს გვქონდა შოვის ტრაგედიის სახით.მოსალოდნელია, რომ ასეთი ბუნებრივი კატასტროფული მოვლენები, რომელთაც იწვევს კლიმატის ცვლილება, შესაძლოა გახშირდეს.

გარემოს დამცველები და არასამთავრობო სექტორი ითხოვენ აიკრძალოს წიაღისეული საწვავი, რომელიც ყველაზე მეტად გამოსცემს სათბურ აირებს. განვითარებულ ქვეყნებში ცდილობენ მთლიანად გადაერთონ ელექტრომობილებზე, რათა ნაკლები გამონაბოლქვი ავიდეს ჰაერში...განაგრძეთ კითხვა