მსოფლიო
მოზაიკა
საზოგადოება

13

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:28-ზე, მთვარე 17:54-ზე გადაბრძანდება მორიელში მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად; შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას; ცხარე და ცხიმიან საკვებს; ცხოველური საკვების მიღებას. ნებადართულია თევზი და სოკო. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
კონფლიქტები
სპორტი
პოლიტიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
Faceამბები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა მოხდა ბალტიის ზღვაში: დაზიანდა კაბელები, რომელიც შვედეთსა და ლიეტუვას, ასევე ფინეთსა და გერმანიას აკავშირებს - "ეს დივერსიაა"
რა მოხდა ბალტიის ზღვაში: დაზიანდა კაბელები, რომელიც შვედეთსა და ლიეტუვას, ასევე ფინეთსა და გერმანიას აკავშირებს - "ეს დივერსიაა"

ბალ­ტი­ის ზღვა­ში ორი წყალ­ქვე­შა სა­კო­მუ­ნი­კა­ციო სა­დე­ნი და­ზი­ან­და, მათ­გან ერთი შვე­დეთ­სა და ლი­ე­ტუ­ვას, ხოლო მე­ო­რე ფი­ნეთ­სა და გერ­მა­ნი­ას აკავ­ში­რებს. შვე­დე­თის თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­ში და­ა­დას­ტუ­რეს, რომ შემ­თხვე­ვას შე­სა­ბა­მი­სი ორ­გა­ნო­ე­ბი იძი­ე­ბენ. მომ­ხდარ­თან და­კავ­ში­რე­ბით ფი­ნე­თი­სა და გერ­მა­ნი­ის სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ებ­მა ერ­თობ­ლი­ვი გან­ცხა­დე­ბა გა­ავ­რცე­ლეს და აღ­ნიშ­ნეს, რომ საქ­მე შე­საძ­ლოა "ჰიბ­რი­დულ ომს" ეხე­ბო­დეს.

"ჩვენ უნდა გან­ვა­ცხა­დოთ, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ არ ვი­ცით კონ­კრე­ტუ­ლად ვინ იდგა ამის უკან, რომ ეს ჰიბ­რი­დუ­ლი ქმე­დე­ბაა. ასე­ვე, ჩვენ უნდა ვი­ვა­რა­უ­დოთ, რა თქმა უნდა, ამის ცოდ­ნის გა­რე­შე, რომ ეს დი­ვერ­სი­უ­ლი აქ­ტია“, - გა­ნა­ცხა­და გერ­მა­ნი­ის თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრმა, ბო­რის პის­ტო­რი­უს­მა.

"მთავ­რო­ბა მოვ­ლე­ნებს აკ­ვირ­დე­ბა. აუ­ცი­ლე­ბე­ლია გა­ირ­კვეს, რა­ტომ შე­წყვი­ტა ერ­თდრო­უ­ლად ორმა სა­დენ­მა ბალ­ტი­ის ზღვა­ში მუ­შა­ო­ბა", - გა­ნა­ცხა­და შვე­დე­თის სა­მო­ქა­ლა­ქო დაც­ვის მი­ნის­ტრმა, კარლ-ოს­კარ ბო­ლინ­მა.

მსგავ­სი ინ­ცი­დენ­ტე­ბი სხვაც მომ­ხდა­რა და მა­ში­ნაც ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ამას პო­ტენ­ცი­უ­რად სა­ბო­ტა­ჟად გა­ნი­ხი­ლავ­და, მათ შო­რის - გაზ­სა­დე­ნი­სა და წყალ­ქვე­შა კა­ბე­ლე­ბის და­ზი­ა­ნე­ბა გა­სულ წელს და Nord Stream-ის გაზ­სა­დე­ნე­ბის აფეთ­ქე­ბე­ბი 2022 წელს.

  • რო­გორც ფი­ნე­თის სა­ხელ­მწი­ფო კონ­ტროლს დაქ­ვემ­დე­ბა­რე­ბულ­მა კი­ბე­რუ­საფრ­თხო­ე­ბი­სა და ტე­ლე­კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის კომ­პა­ნია Cinia-მ გა­ნა­ცხა­და, 1,200 კმ სიგ­რძის კა­ბე­ლი, რო­მე­ლიც ჰელ­სინკს გერ­მა­ნი­ის პორტ როს­ტოკ­თან აკავ­ში­რებს, ორ­შა­ბათს გა­ი­თი­შა.

შვე­დუ­რი Telia Company ჯგუ­ფის ნა­წი­ლის, ლიტ­ვის Telia Lietuva-ს ცნო­ბით კი, ლიტ­ვა­სა და შვე­დე­თის კუნ­ძულ გოტ­ლან­დს შო­რის 218 კმ სიგ­რძის ინ­ტერ­ნეტ და­მა­კავ­ში­რე­ბე­ლი კვი­რას გა­ი­თი­შა.

ფი­ნეთ­მა და გერ­მა­ნი­ამ ერ­თობ­ლივ გან­ცხა­დე­ბა­ში აღ­ნიშ­ნეს, რომ ისი­ნი "ღრმად შეშ­ფო­თე­ბულ­ნი არი­ან გა­წყვე­ტი­ლი წყალ­ქვე­შა კა­ბე­ლის გამო" და იძი­ე­ბენ "ინ­ცი­დენტს, რო­მე­ლიც გან­ზრახ და­ზი­ა­ნე­ბის ეჭ­ვებს აჩენს".

"ევ­რო­პის უსაფრ­თხო­ე­ბას საფრ­თხეს უქ­მნის რუ­სე­თის ომი უკ­რა­ი­ნის წი­ნა­აღ­მდეგ და ჰიბ­რი­დუ­ლი ომი მავ­ნე აქ­ტო­რე­ბის მხრი­დან. ჩვე­ნი სა­ერ­თო კრი­ტი­კუ­ლი ინფრას­ტრუქ­ტუ­რის დაც­ვა სა­სი­ცო­ცხლოდ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ჩვე­ნი უსაფრ­თხო­ე­ბი­სა და სა­ზო­გა­დო­ე­ბე­ბის მდგრა­დო­ბის­თვის", - გა­ნა­ცხა­დეს გერ­მა­ნი­ამ და ფი­ნეთ­მა.

კარლ-ოს­კარ ბოჰლინ­მა, შვე­დე­თის სა­მო­ქა­ლა­ქო თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრმა, შვე­დე­თის სა­ზო­გა­დო­ებ­რივ მა­უ­წყე­ბელ SVT-ს გა­ნუ­ცხა­და, რომ "უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სია გა­ირ­კვეს, თუ რა­ტომ გვაქვს ამ­ჟა­მად ბალ­ტი­ის ზღვა­ში ორი კა­ბე­ლი, რო­მე­ლიც არ მუ­შა­ობს".

  • ჩრდი­ლო­ეთ ევ­რო­პა­ში მდე­ბა­რე ბალ­ტი­ის ზღვა აქ­ტი­უ­რი კო­მერ­ცი­უ­ლი სა­ზღვაო მარ­შრუ­ტია და მას ცხრა ქვე­ყა­ნა ესა­ზღვრე­ბა, მათ შო­რის რუ­სე­თი.

ფი­ნე­თი-გერ­მა­ნი­ის კა­ბე­ლის და­ზი­ა­ნე­ბა შვე­დე­თის ელან­დის კუნ­ძუ­ლის სამ­ხრეთ წვერ­თან ახ­ლოს მოხ­და და მის შე­კე­თე­ბას შე­იძ­ლე­ბა 5-15 დღე დას­ჭირ­დეს.

გა­სულ წელს ბალ­ტი­ის ზღვის ფსკერ­ზე გა­მა­ვა­ლი წყალ­ქვე­შა გაზ­სა­დე­ნი და რამ­დე­ნი­მე სა­ტე­ლე­კო­მუ­ნი­კა­ციო კა­ბე­ლი მძი­მედ და­ზი­ან­და, რა­მაც რე­გი­ონ­ში გან­გა­ში გა­მო­იწ­ვია.

2023 წელს მომ­ხდა­რი შემ­თხვე­ვე­ბის გა­მომ­ძი­ებ­ლებ­მა ფი­ნეთ­სა და ეს­ტო­ნეთ­ში და­ა­სა­ხე­ლეს ჩი­ნუ­რი სა­კონ­ტე­ი­ნე­რო გემი, რო­მელ­მაც, მათი აზ­რით, კა­ბე­ლი ღუ­ზის ჩაშ­ვე­ბით და­ა­ზი­ა­ნა. თუმ­ცა მათ არ უთ­ქვამთ, და­ზი­ა­ნე­ბა შემ­თხვე­ვი­თი იყო თუ გან­ზრა­ხუ­ლი.

2022 წელს ბალ­ტი­ის ზღვა­ში რუ­სე­თის გერ­მა­ნი­ას­თან და­მა­კავ­ში­რე­ბე­ლი Nord Stream-ის გაზ­სა­დე­ნე­ბი აფეთ­ქე­ბე­ბით გა­ნად­გურ­და. საქ­მეს გერ­მა­ნი­ის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა კვლავ იძი­ებს.

წყა­რო

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ავთო
0

ადრე როცა ინტერნეტი გვეთიშებოდა, ვრეკავდით ცხელ ხაზზე და გვეუბნებოდნენ, რომ ზვიგენმა გადაჭამა კაბელი. ამ შემთხვევაში ეს თავისმართლება არ გამოდგება რადგან ბალტიის ზღვაში ზვიგენები, ნიანგები, ჰიპოპოები და ა.შ. არ ბინადრობენ. თუმცა რას გაიგებ შეიძლება ახალი სახეობა გამოჩნდა...

ანტილიბერალი
12

არა კაცო, უკრაინის სპეცსამსახურები როგორ იკადრებენ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტორი:

რა მოხდა ბალტიის ზღვაში: დაზიანდა კაბელები, რომელიც შვედეთსა და ლიეტუვას, ასევე ფინეთსა და გერმანიას აკავშირებს - "ეს დივერსიაა"

რა მოხდა ბალტიის ზღვაში: დაზიანდა კაბელები, რომელიც შვედეთსა და ლიეტუვას, ასევე ფინეთსა და გერმანიას აკავშირებს - "ეს დივერსიაა"

ბალტიის ზღვაში ორი წყალქვეშა საკომუნიკაციო სადენი დაზიანდა, მათგან ერთი შვედეთსა და ლიეტუვას, ხოლო მეორე ფინეთსა და გერმანიას აკავშირებს. შვედეთის თავდაცვის სამინისტროში დაადასტურეს, რომ შემთხვევას შესაბამისი ორგანოები იძიებენ. მომხდართან დაკავშირებით ფინეთისა და გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს და აღნიშნეს, რომ საქმე შესაძლოა "ჰიბრიდულ ომს" ეხებოდეს.

"ჩვენ უნდა განვაცხადოთ, მიუხედავად იმისა, რომ არ ვიცით კონკრეტულად ვინ იდგა ამის უკან, რომ ეს ჰიბრიდული ქმედებაა. ასევე, ჩვენ უნდა ვივარაუდოთ, რა თქმა უნდა, ამის ცოდნის გარეშე, რომ ეს დივერსიული აქტია“, - განაცხადა გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ბორის პისტორიუსმა.

"მთავრობა მოვლენებს აკვირდება. აუცილებელია გაირკვეს, რატომ შეწყვიტა ერთდროულად ორმა სადენმა ბალტიის ზღვაში მუშაობა", - განაცხადა შვედეთის სამოქალაქო დაცვის მინისტრმა, კარლ-ოსკარ ბოლინმა.

მსგავსი ინციდენტები სხვაც მომხდარა და მაშინაც ხელისუფლება ამას პოტენციურად საბოტაჟად განიხილავდა, მათ შორის - გაზსადენისა და წყალქვეშა კაბელების დაზიანება გასულ წელს და Nord Stream-ის გაზსადენების აფეთქებები 2022 წელს.

  • როგორც ფინეთის სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულმა კიბერუსაფრთხოებისა და ტელეკომუნიკაციების კომპანია Cinia-მ განაცხადა, 1,200 კმ სიგრძის კაბელი, რომელიც ჰელსინკს გერმანიის პორტ როსტოკთან აკავშირებს, ორშაბათს გაითიშა.

შვედური Telia Company ჯგუფის ნაწილის, ლიტვის Telia Lietuva-ს ცნობით კი, ლიტვასა და შვედეთის კუნძულ გოტლანდს შორის 218 კმ სიგრძის ინტერნეტ დამაკავშირებელი კვირას გაითიშა.

ფინეთმა და გერმანიამ ერთობლივ განცხადებაში აღნიშნეს, რომ ისინი "ღრმად შეშფოთებულნი არიან გაწყვეტილი წყალქვეშა კაბელის გამო" და იძიებენ "ინციდენტს, რომელიც განზრახ დაზიანების ეჭვებს აჩენს".

"ევროპის უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ და ჰიბრიდული ომი მავნე აქტორების მხრიდან. ჩვენი საერთო კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენი უსაფრთხოებისა და საზოგადოებების მდგრადობისთვის", - განაცხადეს გერმანიამ და ფინეთმა.

კარლ-ოსკარ ბოჰლინმა, შვედეთის სამოქალაქო თავდაცვის მინისტრმა, შვედეთის საზოგადოებრივ მაუწყებელ SVT-ს განუცხადა, რომ "უმნიშვნელოვანესია გაირკვეს, თუ რატომ გვაქვს ამჟამად ბალტიის ზღვაში ორი კაბელი, რომელიც არ მუშაობს".

  • ჩრდილოეთ ევროპაში მდებარე ბალტიის ზღვა აქტიური კომერციული საზღვაო მარშრუტია და მას ცხრა ქვეყანა ესაზღვრება, მათ შორის რუსეთი.

ფინეთი-გერმანიის კაბელის დაზიანება შვედეთის ელანდის კუნძულის სამხრეთ წვერთან ახლოს მოხდა და მის შეკეთებას შეიძლება 5-15 დღე დასჭირდეს.

გასულ წელს ბალტიის ზღვის ფსკერზე გამავალი წყალქვეშა გაზსადენი და რამდენიმე სატელეკომუნიკაციო კაბელი მძიმედ დაზიანდა, რამაც რეგიონში განგაში გამოიწვია.

2023 წელს მომხდარი შემთხვევების გამომძიებლებმა ფინეთსა და ესტონეთში დაასახელეს ჩინური საკონტეინერო გემი, რომელმაც, მათი აზრით, კაბელი ღუზის ჩაშვებით დააზიანა. თუმცა მათ არ უთქვამთ, დაზიანება შემთხვევითი იყო თუ განზრახული.

2022 წელს ბალტიის ზღვაში რუსეთის გერმანიასთან დამაკავშირებელი Nord Stream-ის გაზსადენები აფეთქებებით განადგურდა. საქმეს გერმანიის ხელისუფლება კვლავ იძიებს.

წყარო