სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

23

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 05:06-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
სპორტი
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ლეგენდა დამარცხებულია - კადრები ორთაბრძოლიდან, რომელსაც ყველა ელოდა: ვინ არის 27 წლის ბლოგერი, რომელმაც 58 წლის ტაისონს აჯობა
ლეგენდა დამარცხებულია - კადრები ორთაბრძოლიდან, რომელსაც ყველა ელოდა: ვინ არის 27 წლის ბლოგერი, რომელმაც 58 წლის ტაისონს აჯობა

აშშ-ში, ქა­ლაქ არ­ლინგტონ­ში გა­სა­მართ კრი­ვის სა­ღა­მო­ზე სა­უ­კუ­ნის ორ­თაბ­რძო­ლა რამ­დე­ნი­მე წუ­თის წინ დას­რულ­და. ერ­თმა­ნეთს რინგზე ლე­გენ­და­რუ­ლი 58 წლის მაიკ ტა­ი­სო­ნი და ამე­რი­კე­ლი ვი­დე­ობ­ლო­გე­რი 27 წლის ჯეიკ პოლი და­უ­პი­რის­პირ­დნენ. მა­ნამ­დე მზე­რა­თა დუ­ე­ლი გა­მარ­თეს.

ორ­თაბ­რძო­ლა რვა რა­უნ­დი გაგ­რძელ­და და თითო რა­უნ­დის ხან­გრძლი­ვო­ბა ორი წუთი იყო. ჯე­იკ­მა 58 წლის ლე­გენ­დას და­მა­ჯე­რებ­ლად, ყვე­ლა რა­უნდში მო­უ­გო.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ თავ­და­პირ­ვე­ლად პოლი-ტა­ი­სო­ნის და­პი­რის­პი­რე­ბა 20 ივ­ლისს იყო ჩა­ნიშ­ნუ­ლი. თუმ­ცა, ივ­ნი­სის და­სა­წყის­ში ორ­გა­ნი­ზა­ტო­რებს ბრძო­ლის გა­და­ტა­ნა მო­უ­წი­ათ. მი­ზე­ზი ტა­ი­სო­ნის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა გახ­და - წყლუ­ლის გამ­წვა­ვე­ბის ფონ­ზე, სპორ­ტსმე­ნი იძუ­ლე­ბუ­ლი იყო, ვარ­ჯიშ­ზე უარი ეთ­ქვა.

Reuters-თან ინ­ტერ­ვი­უ­ში ტა­ი­სონ­მა თქვა, რომ ის ამას ფუ­ლის­თვის არ აკე­თებს. ”მე მხო­ლოდ სა­კუ­თა­რი თა­ვის გა­მოც­და მინ­და".

  • ტა­ი­სო­ნის ან­გა­რიშ­ზე კა­რი­ე­რა­ში 50 მო­გე­ბა (44 – ნო­კა­უ­ტით) და ექ­ვსი წა­გე­ბაა. ჯეიკ პოლ­მა ჩა­ა­ტა­რა 11 ორ­თაბ­რძო­ლა, 10 მო­ი­გო და ერთხელ და­მარ­ცხდა.

ტა­ი­სო­ნი ცნო­ბი­ლია, რო­გორც ჩვე­ნი დრო­ის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე სა­კა­მა­თო მოკ­რი­ვე. 1997 წელს ჩხუ­ბის დროს მან ევან­დერ ჰო­ლი­ფილდს ყურ­ზე უკბი­ნა, რის­თვი­საც მას მცი­რე ხნით ჩა­მო­არ­თვეს კრი­ვის ლი­ცენ­ზია. 1992 წელს იგი დამ­ნა­შა­ვედ ცნეს გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბა­ში და მი­უ­სა­ჯეს პა­ტიმ­რო­ბა, 1999 წელს კი ისევ გი­სო­სებს მიღ­მა აღ­მოჩ­ნდა.

რო­გორ გახ­და ვი­დეო ბლო­გე­რი მოკ­რი­ვე

ჯეიკ პო­ლის ბლო­გინ­გის კა­რი­ე­რა 2010-იანი წლე­ბის და­სა­წყის­ში და­ი­წყო უკვე გა­უქ­მე­ბულ ვი­დეო პლატ­ფორ­მა­ზე Vine. რო­დე­საც სერ­ვი­სი და­ი­ხუ­რა, პოლს 5 მი­ლი­ონ­ზე მეტი აბო­ნენ­ტი ჰყავ­და. შემ­დეგ ის გა­და­ვი­და YouTube-ზე, სა­დაც 20 მი­ლი­ონ­ზე მეტი ადა­მი­ა­ნი იწერს მის არხს.

2018 წელს ძმას­თან ერად გა­და­წყვი­ტა კრი­ვის მატ­ჩე­ბის გა­მარ­თვა სხვა ბლო­გერ ძმებ­თან, KSI-სა და Deji-სთან. აუ­დი­ტო­რი­ის მხრი­დან ამას დიდი ინ­ტე­რე­სი მოჰ­ყვა და ასე და­ი­წყო პოლ­სა და სხვა არაპრო­ფე­სი­ო­ნა­ლებს შო­რის ჩხუ­ბის სე­რია, რო­გო­რი­ცაა ბლო­გე­რი ესონ გიბ და კა­ლათ­ბურ­თე­ლი ნეიტ რო­ბინ­სო­ნი.

2021-2022 წლებ­ში მან და­ი­წყო პრო­ფე­სი­ო­ნა­ლებ­თან შე­ჯიბ­რი და რინგზე და­ა­მარ­ცხა მოკ­რი­ვე­ე­ბი ბენ ასკრე­ნი, ტა­ი­რონ ვუდ­ლი (ეს უკა­ნას­კნე­ლი ორ­ჯერ) და ან­დერ­სონ სილ­ვა. ისი­ნი ყვე­ლა მას­ზე ბევ­რად უფ­რო­სე­ბი იყ­ვნენ. შემ­დეგ იგი შე­ებ­რძო­ლა ახალ­გაზ­რდა პრო­ფე­სი­ო­ნალ მოკ­რი­ვეს ტომი ფი­უ­რის და და­მარ­ცხდა.

Forbes-მა ის 2022 წლის მე­ო­რე ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლა­ნა­ზღა­უ­რე­ბად ბლო­გე­რად და 2024 წლის 46-ე ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლა­ნა­ზღა­უ­რე­ბად სპორ­ტსმე­ნად და­ა­სა­ხე­ლა.

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 8 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ბილი
0

რკინის მაიკი💪

&
14

ტაისონი არასოდეს იყო ლეგენდა!!!!

და ვერც გახდება!!!!!

მან ვერც ლუისს მოუგო და ვერც ჰოლიფილდს თავის დროზე ანუ როცა ახალგაზრდა და საუკეთესო ფორმაში იყო!!!!

მოგებული აქვს მხოლოდ საშუალო ბოქსიორებთან რაც არც ითვლება დიდი ბოქსისთვის!!!!

ახლა მითუმეტეს მაიმუნობაა რასაც აკეთებს.

 

 

 

ავტორი:

ლეგენდა დამარცხებულია - კადრები ორთაბრძოლიდან, რომელსაც ყველა ელოდა: ვინ არის 27 წლის ბლოგერი, რომელმაც 58 წლის ტაისონს აჯობა

ლეგენდა დამარცხებულია - კადრები ორთაბრძოლიდან, რომელსაც ყველა ელოდა: ვინ არის 27 წლის ბლოგერი, რომელმაც 58 წლის ტაისონს აჯობა

აშშ-ში, ქალაქ არლინგტონში გასამართ კრივის საღამოზე საუკუნის ორთაბრძოლა რამდენიმე წუთის წინ დასრულდა. ერთმანეთს რინგზე ლეგენდარული 58 წლის მაიკ ტაისონი და ამერიკელი ვიდეობლოგერი 27 წლის ჯეიკ პოლი დაუპირისპირდნენ. მანამდე მზერათა დუელი გამართეს.

ორთაბრძოლა რვა რაუნდი გაგრძელდა და თითო რაუნდის ხანგრძლივობა ორი წუთი იყო. ჯეიკმა 58 წლის ლეგენდას დამაჯერებლად, ყველა რაუნდში მოუგო.

აღსანიშნავია, რომ თავდაპირველად პოლი-ტაისონის დაპირისპირება 20 ივლისს იყო ჩანიშნული. თუმცა, ივნისის დასაწყისში ორგანიზატორებს ბრძოლის გადატანა მოუწიათ. მიზეზი ტაისონის ჯანმრთელობის მდგომარეობა გახდა - წყლულის გამწვავების ფონზე, სპორტსმენი იძულებული იყო, ვარჯიშზე უარი ეთქვა.

Reuters-თან ინტერვიუში ტაისონმა თქვა, რომ ის ამას ფულისთვის არ აკეთებს. ”მე მხოლოდ საკუთარი თავის გამოცდა მინდა".

  • ტაისონის ანგარიშზე კარიერაში 50 მოგება (44 – ნოკაუტით) და ექვსი წაგებაა. ჯეიკ პოლმა ჩაატარა 11 ორთაბრძოლა, 10 მოიგო და ერთხელ დამარცხდა.

ტაისონი ცნობილია, როგორც ჩვენი დროის ერთ-ერთი ყველაზე საკამათო მოკრივე. 1997 წელს ჩხუბის დროს მან ევანდერ ჰოლიფილდს ყურზე უკბინა, რისთვისაც მას მცირე ხნით ჩამოართვეს კრივის ლიცენზია. 1992 წელს იგი დამნაშავედ ცნეს გაუპატიურებაში და მიუსაჯეს პატიმრობა, 1999 წელს კი ისევ გისოსებს მიღმა აღმოჩნდა.

როგორ გახდა ვიდეო ბლოგერი მოკრივე

ჯეიკ პოლის ბლოგინგის კარიერა 2010-იანი წლების დასაწყისში დაიწყო უკვე გაუქმებულ ვიდეო პლატფორმაზე Vine. როდესაც სერვისი დაიხურა, პოლს 5 მილიონზე მეტი აბონენტი ჰყავდა. შემდეგ ის გადავიდა YouTube-ზე, სადაც 20 მილიონზე მეტი ადამიანი იწერს მის არხს.

2018 წელს ძმასთან ერად გადაწყვიტა კრივის მატჩების გამართვა სხვა ბლოგერ ძმებთან, KSI-სა და Deji-სთან. აუდიტორიის მხრიდან ამას დიდი ინტერესი მოჰყვა და ასე დაიწყო პოლსა და სხვა არაპროფესიონალებს შორის ჩხუბის სერია, როგორიცაა ბლოგერი ესონ გიბ და კალათბურთელი ნეიტ რობინსონი.

2021-2022 წლებში მან დაიწყო პროფესიონალებთან შეჯიბრი და რინგზე დაამარცხა მოკრივეები ბენ ასკრენი, ტაირონ ვუდლი (ეს უკანასკნელი ორჯერ) და ანდერსონ სილვა. ისინი ყველა მასზე ბევრად უფროსები იყვნენ. შემდეგ იგი შეებრძოლა ახალგაზრდა პროფესიონალ მოკრივეს ტომი ფიურის და დამარცხდა.

Forbes-მა ის 2022 წლის მეორე ყველაზე მაღალანაზღაურებად ბლოგერად და 2024 წლის 46-ე ყველაზე მაღალანაზღაურებად სპორტსმენად დაასახელა.