საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

13

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:28-ზე, მთვარე 17:54-ზე გადაბრძანდება მორიელში მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად; შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას; ცხარე და ცხიმიან საკვებს; ცხოველური საკვების მიღებას. ნებადართულია თევზი და სოკო. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ოპოზიცია მძიმე მდგომარეობაშია - ამ ოპოზიციით ქვეყანა არ შეიძლება დიდხანს აგრძელებდეს პოლიტიკურ ცხოვრებას" - ირაკლი კობახიძე
"ოპოზიცია მძიმე მდგომარეობაშია  - ამ ოპოზიციით ქვეყანა არ შეიძლება დიდხანს აგრძელებდეს პოლიტიკურ ცხოვრებას" - ირაკლი კობახიძე

ოპო­ზი­ცია მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა­შია - თა­ვი­სი ხე­ლით აკე­თე­ბენ იმ საქ­მეს, რაც ჩვენ უნდა გაგ­ვე­კე­თე­ბი­ნა. ამ ოპო­ზი­ცი­ით ქვე­ყა­ნა არ შე­იძ­ლე­ბა დიდ­ხანს აგ­რძე­ლებ­დეს პო­ლი­ტი­კურ ცხოვ­რე­ბას, - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ ბა­ქო­ში ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, რი­თაც უპა­სუ­ხა კი­თხვას იმის თა­ო­ბა­ზე, რომ ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რე­ბი არ­ჩევ­ნე­ბის შე­საძ­ლო გა­ყალ­ბე­ბის საქ­მე­ზე პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში გა­მო­კი­თხვა­ზე არ მი­დი­ან.

მისი თქმით, დღეს არ­სე­ბუ­ლი ოპო­ზი­ცია უნდა ჩა­ნაც­ვლდეს "ახა­ლი, ჯან­სა­ღი პო­ლი­ტი­კუ­რი ძა­ლე­ბით“.

"ბუ­ნე­ბა­ში არ არ­სე­ბობს არა­ნა­ი­რი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა [არ­ჩევ­ნე­ბის გა­ყალ­ბე­ბის]. რაც შე­ე­ხე­ბა წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო პე­რი­ოდს, უპ­რე­ცე­დენ­ტოდ მშვი­დი გა­რე­მო იყო და არ­ცერ­თი არ­სე­ბი­თი დარ­ღვე­ვა არ და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლა. რაც შე­ე­ხე­ბა არ­ჩევ­ნე­ბის დღეს, პრო­ცე­დუ­რე­ბი არ­სე­ბი­თად ელექტრო­ნუ­ლი წე­სით წა­რი­მარ­თა. ამომ­რჩე­ველ­თა 90%-ზე მეტ­მა ხმა მის­ცა ელექტრო­ნუ­ლი წე­სით, მა­ნამ­დე რე­გის­ტრა­ცი­აც ელექტრო­ნუ­ლი წე­სით გა­ი­ა­რა და მათი ხმე­ბიც ელექტრო­ნუ­ლი წე­სით და­ით­ვა­ლა. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ოპო­ზი­ცია რე­ა­ლუ­რად ელექტრო­ნულ აპა­რა­ტებს შე­ე­ჯა­ხა და ვე­რას გახ­და ამ ყვე­ლა­ფერ­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­მომ­დი­ნა­რე იქი­დან, რომ ყვე­ლა­ფე­რი აბ­სო­ლუ­ტუ­რი სი­ზუს­ტით წა­რი­მარ­თა. ძა­ლი­ან სწრა­ფი ტემ­პით და­ით­ვა­ლა არ­ჩევ­ნე­ბის შე­დე­გე­ბი. შე­სა­ბა­მი­სად, მო­სა­და­ვე­ბე­ლი სა­ერ­თოდ არა­ფე­რია. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ოპო­ზი­ცია მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა­შია და პრო­კუ­რა­ტუ­რას­თა­ნაც ვერ თა­ნამ­შრომ­ლო­ბენ, მი­უ­ხე­და­ვად სა­ხელ­მწი­ფო დე­პარ­ტა­მენ­ტის მო­წო­დე­ბი­სა. ისი­ნი თა­ვი­სი ხე­ლით აკე­თე­ბენ იმ საქ­მეს, რაც ჩვენ უნდა გაგ­ვე­კე­თე­ბი­ნა. ამ ოპო­ზი­ცი­ით ქვე­ყა­ნა არ შე­იძ­ლე­ბა დიდ­ხანს აგ­რძე­ლებ­დეს პო­ლი­ტი­კურ ცხოვ­რე­ბას. ეს ოპო­ზი­ცია უნდა ჩა­ნაც­ვლდეს ახა­ლი, ჯან­სა­ღი პო­ლი­ტი­კუ­რი ძა­ლე­ბით. რე­ა­ლუ­რად, აქეთ­კენ მიჰ­ყავთ სა­კუ­თა­რი ხე­ლით პრო­ცე­სე­ბი“,- გა­ნა­ცხა­და ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტორი:

"ოპოზიცია მძიმე მდგომარეობაშია - ამ ოპოზიციით ქვეყანა არ შეიძლება დიდხანს აგრძელებდეს პოლიტიკურ ცხოვრებას" - ირაკლი კობახიძე

"ოპოზიცია მძიმე მდგომარეობაშია  - ამ ოპოზიციით ქვეყანა არ შეიძლება დიდხანს აგრძელებდეს პოლიტიკურ ცხოვრებას" - ირაკლი კობახიძე

ოპოზიცია მძიმე მდგომარეობაშია - თავისი ხელით აკეთებენ იმ საქმეს, რაც ჩვენ უნდა გაგვეკეთებინა. ამ ოპოზიციით ქვეყანა არ შეიძლება დიდხანს აგრძელებდეს პოლიტიკურ ცხოვრებას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბაქოში ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც უპასუხა კითხვას იმის თაობაზე, რომ ოპოზიციონერები არჩევნების შესაძლო გაყალბების საქმეზე პროკურატურაში გამოკითხვაზე არ მიდიან.

მისი თქმით, დღეს არსებული ოპოზიცია უნდა ჩანაცვლდეს "ახალი, ჯანსაღი პოლიტიკური ძალებით“.

"ბუნებაში არ არსებობს არანაირი მტკიცებულება [არჩევნების გაყალბების]. რაც შეეხება წინასაარჩევნო პერიოდს, უპრეცედენტოდ მშვიდი გარემო იყო და არცერთი არსებითი დარღვევა არ დაფიქსირებულა. რაც შეეხება არჩევნების დღეს, პროცედურები არსებითად ელექტრონული წესით წარიმართა. ამომრჩეველთა 90%-ზე მეტმა ხმა მისცა ელექტრონული წესით, მანამდე რეგისტრაციაც ელექტრონული წესით გაიარა და მათი ხმებიც ელექტრონული წესით დაითვალა. აქედან გამომდინარე, ოპოზიცია რეალურად ელექტრონულ აპარატებს შეეჯახა და ვერას გახდა ამ ყველაფერთან დაკავშირებით გამომდინარე იქიდან, რომ ყველაფერი აბსოლუტური სიზუსტით წარიმართა. ძალიან სწრაფი ტემპით დაითვალა არჩევნების შედეგები. შესაბამისად, მოსადავებელი საერთოდ არაფერია. აქედან გამომდინარე, ოპოზიცია მძიმე მდგომარეობაშია და პროკურატურასთანაც ვერ თანამშრომლობენ, მიუხედავად სახელმწიფო დეპარტამენტის მოწოდებისა. ისინი თავისი ხელით აკეთებენ იმ საქმეს, რაც ჩვენ უნდა გაგვეკეთებინა. ამ ოპოზიციით ქვეყანა არ შეიძლება დიდხანს აგრძელებდეს პოლიტიკურ ცხოვრებას. ეს ოპოზიცია უნდა ჩანაცვლდეს ახალი, ჯანსაღი პოლიტიკური ძალებით. რეალურად, აქეთკენ მიჰყავთ საკუთარი ხელით პროცესები“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.