სამართალი
მოზაიკა

24

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 05:06-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ტყუპი ძმები უკრაინიდან, რომლებიც ტრამპი-ზელენსკის "სკანდალური საუბრის" მოწმეები იყვნენ - მათგან ერთ-ერთი კონგრესში მოხვდა: ვინ არიან ვინდმანები
ტყუპი ძმები უკრაინიდან, რომლებიც ტრამპი-ზელენსკის "სკანდალური საუბრის" მოწმეები იყვნენ - მათგან ერთ-ერთი კონგრესში მოხვდა: ვინ არიან ვინდმანები

აშშ-ს წარ­მო­მად­გე­ნელ­თა პა­ლა­ტის არ­ჩევ­ნე­ბის შე­დე­გად, რო­მე­ლიც პრე­ზი­დენ­ტის კენ­ჭისყ­რის პა­რა­ლე­ლუ­რად ჩა­ტარ­და, კონ­გრეს­მე­ნი უკ­რა­ი­ნე­ლი ევ­გე­ნი ვინდმა­ნი გახ­და. იგი პრე­ზი­დენტ დო­ნალდ ტრამ­პის იმ­პიჩ­მენ­ტის საქ­მე­ში ერთ-ერთი მოწ­მე იყო. მან და მის­მა ტყუპ­მა ძმამ ალექ­სან­დრემ მსოფ­ლიო პო­პუ­ლა­რო­ბა 2019 წელს მო­ი­პო­ვეს, რო­დე­საც აცხა­დებ­დნენ, რომ დო­ნალდ ტრამ­პი ვო­ლო­დი­მირ ზე­ლენ­სკის შან­ტაჟს ცდი­ლობ­და.

  • ძმე­ბი ვინდმა­ნე­ბის გან­ცხა­დე­ბამ არა მხო­ლოდ პრე­ზი­დენ­ტის იმ­პიჩ­მენ­ტის პრო­ცე­სი და­აჩ­ქა­რა, არა­მედ შეც­ვა­ლა ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­სა და უკ­რა­ი­ნას შო­რის. მოგ­ვი­ა­ნე­ბით ტრამპმა ისი­ნი თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან გა­ა­თა­ვი­სუფ­ლა.

მაგ­რამ ახლა, ამ მოვ­ლე­ნე­ბი­დან თით­ქმის ხუთი წლის შემ­დეგ, ვირ­ჯი­ნი­ე­ლებ­მა ხმა მის­ცეს ევ­გე­ნი ვინდმანს წარ­მო­მად­გე­ნელ­თა პა­ლა­ტა­ში, რო­მე­ლიც კენ­ჭს იყ­რი­და რო­გორც დე­მოკ­რა­ტი კან­დი­და­ტი - დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი პარ­ტი­ის­თვის, რო­მე­ლიც იშ­ვი­ა­თად იმარ­ჯვებ­და კონ­გრე­სის არ­ჩევ­ნებ­ში ვირ­ჯი­ნი­ა­ში, ეს დიდი გა­მარ­ჯვე­ბაა.

  • ტყუ­პი ძმე­ბი კი­ე­ვი­დან

ევ­გე­ნი და ალექ­სან­დრე ვინდმა­ნე­ბი და­ი­ბად­ნენ კი­ევ­ში, ებ­რა­ულ ოჯახ­ში, 1975 წელს. სამი წლის იყ­ვნენ, როცა დედა კი­ბო­თი გარ­და­იც­ვა­ლა, მა­მამ კი შვი­ლებ­თან ერ­თად ამე­რი­კა­ში გაქ­ცე­ვა გა­და­წყვი­ტა. ისი­ნი ნიუ-იორკში 1979 წლის შო­ბის ღა­მეს ჩა­ვიდ­ნენ, „ჯი­ბე­ში 759 დო­ლა­რით და ამე­რი­კუ­ლი ოც­ნე­ბის ღრმა რწმე­ნით“.

თა­ვი­დან სამი შვი­ლის მამა ფულს ავე­ჯის გა­და­ზიდ­ვით შო­უ­ლობ­და, ინ­გლი­სუ­რის სწავ­ლის შემ­დეგ, ინ­ჟი­ნე­რი­ის გა­მოც­დე­ბი ჩა­ა­ბა­რა და ნიუ-იორ­კის გვი­რა­ბე­ბის მშე­ნებ­ლო­ბა­ზე და­ი­წყო მუ­შა­ო­ბა.

ევ­გე­ნი პირ­ვე­ლად მსა­ხუ­რობ­და მე­დე­სან­ტედ, გახ­და ქვე­ი­თი ოფი­ცე­რი და იუ­რი­დი­უ­ლი სკო­ლის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ შე­უ­ერ­თდა JAG Corps - არ­მი­ის იუ­რის­ტე­ბის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას. ვინდმა­ნი ასე­ვე მსა­ხუ­რობ­და აშშ-ს სამ­ხედ­რო ძა­ლე­ბის მრჩევ­ლად ერაყ­ში, რო­მელ­საც ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და გე­ნე­რა­ლი ლოიდ ოს­ტი­ნი, აშშ-ის ამ­ჟა­მინ­დე­ლი თავ­დაც­ვის მდი­ვა­ნი.

2016 წელს ევ­გე­ნი ვინდმა­ნი გაგ­ზავ­ნეს სა­მუ­შა­ოდ პენ­ტა­გონ­ში. მე­უღ­ლეს­თან სინ­დის­თან და ორ შვილ­თან ერ­თად და­სახ­ლდა დეილ სი­ტი­ში, ვირ­ჯი­ნი­ა­ში. შემ­დეგ და­ი­ქი­რა­ვეს აშშ-ს ეროვ­ნუ­ლი უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭო­ში სა­მუ­შა­ოდ. იყო იუ­რი­დი­უ­ლი მრჩე­ვე­ლი სა­ერ­თა­შო­რი­სო პარტნი­ო­რო­ბის, ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბი­სა და ეთი­კის სა­კი­თხებ­ში.

მის­მა ძმამ ალექ­სან­დრემ და­ამ­თავ­რა ნიუ-იორ­კის შტა­ტის ბინ­გჰემპტო­ნის უნი­ვერ­სი­ტე­ტი, მი­ი­ღო მა­გის­ტრის ხა­რის­ხი ჰარ­ვარ­დში და 1999 წელს პირ­ვე­ლი ოფიც­რის წო­დე­ბა. მსა­ხუ­რობ­და სამ­ხრეთ კო­რე­ა­სა და გერ­მა­ნი­ა­ში. 2004 წელს, კა­პიტ­ნის წო­დე­ბით, გაგ­ზავ­ნეს ერაყ­ში, სა­დაც ჩა­მოს­ვლი­დან ერთი თვის შემ­დეგ, მძი­მედ და­შავ­და ხელ­ნა­კე­თი ასა­ფეთ­ქე­ბე­ლი მო­წყო­ბი­ლო­ბის აფეთ­ქე­ბი­სას.

2018 წელს და­ი­ნიშ­ნა აშშ-ის ეროვ­ნუ­ლი უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭოს ევ­რო­პის დე­პარ­ტა­მენ­ტის დი­რექ­ტო­რად და თეთრ სახ­ლში უკ­რა­ი­ნის სა­კი­თხებ­ში მთა­ვარ ექ­სპერ­ტად ით­ვლე­ბო­და.

  • იმ­პიჩ­მენ­ტი, ტრამ­პი და ზე­ლენ­სკი

ევ­გე­ნი ვინდმა­ნის პო­ლი­ტი­კურ ცხოვ­რე­ბა­ში ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ამ­ბა­ვი 2019 წლის 29 ივ­ლისს და­ი­წყო.

მის­მა ტყუპ­მა ძმამ ალექ­სან­დრე ვინდმან­მა მო­ის­მი­ნა დო­ნალდ ტრამ­პი­სა და პრე­ზი­დენ­ტის ვო­ლო­დი­მირ ზე­ლენ­სკის სა­ტე­ლე­ფო­ნო სა­უ­ბა­რი. ტრამ­პი უკვე აქ­ტი­უ­რად ემ­ზა­დე­ბო­და მე­ო­რე საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის­თვის, სა­დაც მისი მო­წი­ნა­აღ­მდე­გე ჯო ბა­ი­დე­ნი უნდა ყო­ფი­ლი­ყო.

  • ზე­ლენ­სკის­თან სა­უბ­რი­სას ტრამპს სურ­და უკ­რა­ი­ნას და­ე­წყო გა­მო­ძი­ე­ბა ჰან­ტერ ბა­ი­დე­ნის, აშშ-ის მა­შინ­დე­ლი პრე­ზი­დენ­ტის შვი­ლის წი­ნა­აღ­მდეგ. იმ დრო­ის­თვის დონ­ბას­ში ომი და­ახ­ლო­ე­ბით ხუთი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მიმ­დი­ნა­რე­ობ­და და კი­ევს ვა­შინგტო­ნის დიდი სამ­ხედ­რო და ფი­ნან­სუ­რი მხარ­და­ჭე­რა სჭირ­დე­ბო­და.

სა­უ­ბარ­მა შე­აშ­ფო­თა ალექ­სან­დრე. ამის შე­სა­ხებ მან თა­ვის ძმას ევ­გენს უთხრა და ერ­თად შე­ა­ტყო­ბი­ნეს მე­ნე­ჯმენტს. 2019 წლის ნო­ემ­ბერ­ში იმ­პიჩ­მენ­ტის მოს­მე­ნა­ზე ალექ­სან­დრე ვინდმა­ნის ჩვე­ნე­ბის თა­ნახ­მად, ტრამპმა ზე­ლენ­სკის მისი მო­თხოვ­ნე­ბის შეს­რუ­ლე­ბა მოს­თხო­ვა, წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში კი სამ­ხედ­რო დახ­მა­რე­ბის შე­წყვე­ტით და­ე­მუქ­რა.

ევ­გე­ნი ვინდმა­ნის შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბი იმიგ­რა­ცი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით რა­დი­კა­ლუ­რად გან­სხვავ­დე­ბა ტრამ­პის შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბის­გან:

"ამე­რი­კა უნდა დარ­ჩეს უსაფრ­თხო თავ­შე­საფ­რად ჩემი მსგავ­სი ოჯა­ხე­ბის­თვის, რათა შრო­მამ შე­დე­გი გა­მო­ი­ღოს, სი­მარ­თლემ გა­ი­მარ­ჯვოს, უფ­ლე­ბე­ბი და­ცუ­ლი იყოს “, - ამ­ბობს ევ­გე­ნი ვინდმა­ნი.

წყა­რო

მკითხველის კომენტარები / 11 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გიო
1

უკრაინასა და ევროკავშირის ლიდერებსაც აქვთ ნაჭამი ამერიკის წინაშე და ეხლა კანკალებენ

მამუკა
10

აბა მოუგია უკრაინას ომი და ეგ არი

ავტორი:

ტყუპი ძმები უკრაინიდან, რომლებიც ტრამპი-ზელენსკის "სკანდალური საუბრის" მოწმეები იყვნენ - მათგან ერთ-ერთი კონგრესში მოხვდა: ვინ არიან ვინდმანები

ტყუპი ძმები უკრაინიდან, რომლებიც ტრამპი-ზელენსკის "სკანდალური საუბრის" მოწმეები იყვნენ - მათგან ერთ-ერთი კონგრესში მოხვდა: ვინ არიან ვინდმანები

აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის არჩევნების შედეგად, რომელიც პრეზიდენტის კენჭისყრის პარალელურად ჩატარდა, კონგრესმენი უკრაინელი ევგენი ვინდმანი გახდა. იგი პრეზიდენტ დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის საქმეში ერთ-ერთი მოწმე იყო. მან და მისმა ტყუპმა ძმამ ალექსანდრემ მსოფლიო პოპულარობა 2019 წელს მოიპოვეს, როდესაც აცხადებდნენ, რომ დონალდ ტრამპი ვოლოდიმირ ზელენსკის შანტაჟს ცდილობდა.

  • ძმები ვინდმანების განცხადებამ არა მხოლოდ პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესი დააჩქარა, არამედ შეცვალა ურთიერთობები შეერთებულ შტატებსა და უკრაინას შორის. მოგვიანებით ტრამპმა ისინი თანამდებობიდან გაათავისუფლა.

მაგრამ ახლა, ამ მოვლენებიდან თითქმის ხუთი წლის შემდეგ, ვირჯინიელებმა ხმა მისცეს ევგენი ვინდმანს წარმომადგენელთა პალატაში, რომელიც კენჭს იყრიდა როგორც დემოკრატი კანდიდატი - დემოკრატიული პარტიისთვის, რომელიც იშვიათად იმარჯვებდა კონგრესის არჩევნებში ვირჯინიაში, ეს დიდი გამარჯვებაა.

  • ტყუპი ძმები კიევიდან

ევგენი და ალექსანდრე ვინდმანები დაიბადნენ კიევში, ებრაულ ოჯახში, 1975 წელს. სამი წლის იყვნენ, როცა დედა კიბოთი გარდაიცვალა, მამამ კი შვილებთან ერთად ამერიკაში გაქცევა გადაწყვიტა. ისინი ნიუ-იორკში 1979 წლის შობის ღამეს ჩავიდნენ, „ჯიბეში 759 დოლარით და ამერიკული ოცნების ღრმა რწმენით“.

თავიდან სამი შვილის მამა ფულს ავეჯის გადაზიდვით შოულობდა, ინგლისურის სწავლის შემდეგ, ინჟინერიის გამოცდები ჩააბარა და ნიუ-იორკის გვირაბების მშენებლობაზე დაიწყო მუშაობა.

ევგენი პირველად მსახურობდა მედესანტედ, გახდა ქვეითი ოფიცერი და იურიდიული სკოლის დამთავრების შემდეგ შეუერთდა JAG Corps - არმიის იურისტების ორგანიზაციას. ვინდმანი ასევე მსახურობდა აშშ-ს სამხედრო ძალების მრჩევლად ერაყში, რომელსაც ხელმძღვანელობდა გენერალი ლოიდ ოსტინი, აშშ-ის ამჟამინდელი თავდაცვის მდივანი.

2016 წელს ევგენი ვინდმანი გაგზავნეს სამუშაოდ პენტაგონში. მეუღლესთან სინდისთან და ორ შვილთან ერთად დასახლდა დეილ სიტიში, ვირჯინიაში. შემდეგ დაიქირავეს აშშ-ს ეროვნული უშიშროების საბჭოში სამუშაოდ. იყო იურიდიული მრჩეველი საერთაშორისო პარტნიორობის, ადამიანის უფლებებისა და ეთიკის საკითხებში.

მისმა ძმამ ალექსანდრემ დაამთავრა ნიუ-იორკის შტატის ბინგჰემპტონის უნივერსიტეტი, მიიღო მაგისტრის ხარისხი ჰარვარდში და 1999 წელს პირველი ოფიცრის წოდება. მსახურობდა სამხრეთ კორეასა და გერმანიაში. 2004 წელს, კაპიტნის წოდებით, გაგზავნეს ერაყში, სადაც ჩამოსვლიდან ერთი თვის შემდეგ, მძიმედ დაშავდა ხელნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობის აფეთქებისას.

2018 წელს დაინიშნა აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს ევროპის დეპარტამენტის დირექტორად და თეთრ სახლში უკრაინის საკითხებში მთავარ ექსპერტად ითვლებოდა.

  • იმპიჩმენტი, ტრამპი და ზელენსკი

ევგენი ვინდმანის პოლიტიკურ ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი ამბავი 2019 წლის 29 ივლისს დაიწყო.

მისმა ტყუპმა ძმამ ალექსანდრე ვინდმანმა მოისმინა დონალდ ტრამპისა და პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის სატელეფონო საუბარი. ტრამპი უკვე აქტიურად ემზადებოდა მეორე საპრეზიდენტო არჩევნებისთვის, სადაც მისი მოწინააღმდეგე ჯო ბაიდენი უნდა ყოფილიყო.

  • ზელენსკისთან საუბრისას ტრამპს სურდა უკრაინას დაეწყო გამოძიება ჰანტერ ბაიდენის, აშშ-ის მაშინდელი პრეზიდენტის შვილის წინააღმდეგ. იმ დროისთვის დონბასში ომი დაახლოებით ხუთი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა და კიევს ვაშინგტონის დიდი სამხედრო და ფინანსური მხარდაჭერა სჭირდებოდა.

საუბარმა შეაშფოთა ალექსანდრე. ამის შესახებ მან თავის ძმას ევგენს უთხრა და ერთად შეატყობინეს მენეჯმენტს. 2019 წლის ნოემბერში იმპიჩმენტის მოსმენაზე ალექსანდრე ვინდმანის ჩვენების თანახმად, ტრამპმა ზელენსკის მისი მოთხოვნების შესრულება მოსთხოვა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი სამხედრო დახმარების შეწყვეტით დაემუქრა.

ევგენი ვინდმანის შეხედულებები იმიგრაციასთან დაკავშირებით რადიკალურად განსხვავდება ტრამპის შეხედულებებისგან:

"ამერიკა უნდა დარჩეს უსაფრთხო თავშესაფრად ჩემი მსგავსი ოჯახებისთვის, რათა შრომამ შედეგი გამოიღოს, სიმართლემ გაიმარჯვოს, უფლებები დაცული იყოს “, - ამბობს ევგენი ვინდმანი.

წყარო