პოლიტიკა
კონფლიქტები
სამხედრო

24

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 05:06-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
სამართალი
მსოფლიო
სპორტი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"იძებნებიან პირები, ვინც აფრიკის დასახლებაში ძაღლთან იყვნენ კონტაქტში... ძაღლს დაუდასტურდა ცოფი" - სეს-ის საგანგებო განცხადება
"იძებნებიან პირები, ვინც აფრიკის დასახლებაში ძაღლთან იყვნენ კონტაქტში... ძაღლს დაუდასტურდა ცოფი" - სეს-ის საგანგებო განცხადება

იძებ­ნე­ბი­ან პი­რე­ბი, ვინც აფ­რი­კის და­სახ­ლე­ბა­ში ჭი­ჭი­ნა­ძის ქუჩა #6 მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ცო­ფით და­ა­ვა­დე­ბულ ძაღ­ლთან იყ­ვნენ კონ­ტაქ­ტში. ინ­ფორ­მა­ცი­ას სურ­სა­თის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტო ავ­რცე­ლებს.

"სურ­სა­თის ეროვ­ნულ­მა სა­ა­გენ­ტომ, თბი­ლი­სის მე­რი­ის ცხო­ველ­თა მო­ნი­ტო­რინ­გის სა­ა­გენ­ტო­დან მი­ი­ღო ინ­ფორ­მა­ცია, აფ­რი­კის და­სახ­ლე­ბა­ში, ჭი­ჭი­ნა­ძის ქუჩა #6 მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ი­დან ცხო­ველ­თა მუ­ნი­ცი­პა­ლურ თავ­შე­სა­ფარ­ში გა­დაყ­ვა­ნი­ლი უპატ­რო­ნო ძაღ­ლის სიკ­ვდი­ლის შე­სა­ხებ.

  • სურ­სა­თის ეროვ­ნულ­მა სა­ა­გენ­ტომ, აღე­ბუ­ლი პა­თო­ლო­გი­უ­რი მა­სა­ლა გა­მო­იკ­ვლია სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის სა­ხელ­მწი­ფო ლა­ბო­რა­ტო­რი­ა­ში, რის შე­დე­გა­დაც და­დას­ტურ­და ცოფი.

სა­ა­გენ­ტოს თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სამ­სა­ხუ­რის ვე­ტე­რი­ნარ­მა ინ­სპექ­ტო­რებ­მა, ინ­ფექ­ცი­ის კე­რა­ში მყი­სი­ე­რად გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლეს კა­ნონ­მდებ­ლო­ბით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი (ცხო­ვე­ლე­ბის ვაქ­ცი­ნა­ცია) და ცო­ფით და­ა­ვა­დე­ბულ ძაღ­ლთან შე­ხე­ბა­ში მყო­ფი ცხო­ვე­ლე­ბის იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბა, რომ­ლე­ბიც ცხო­ველ­თა მო­ნი­ტო­რინ­გის სა­ა­გენ­ტოს მიერ ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბის მიზ­ნით, გა­დაყ­ვა­ნი­ლია მუ­ნი­ცი­პა­ლურ თავ­შე­სა­ფარ­ში.

ამავდრო­უ­ლად, აღ­ნიშ­ნუ­ლის შე­სა­ხებ ეც­ნო­ბა და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლი­სა და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­მრთე­ლო­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრს და თბი­ლი­სის გა­დამ­დებ და­ა­ვა­დე­ბა­თა ეპიდ­ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბი­სა და კონ­ტრო­ლის მუ­ნი­ცი­პა­ლურ ცენ­ტრს. ჩა­ტა­რე­ბუ­ლი მოკ­ვლე­ვის შე­დე­გად იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლია და­ა­ვა­დე­ბულ ცხო­ველ­თან შე­ხე­ბა­ში მყო­ფი 6 პირი, რომ­ლებ­მაც უკვე მი­მარ­თეს სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბას.

თუმ­ცა, ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის გან­ცხა­დე­ბით, და­ა­ვა­დე­ბულ ცხო­ველ­თან კონ­ტაქ­ტში იმ­ყო­ფე­ბო­და კი­დევ რამ­დე­ნი­მე პირი, რო­მელ­თა ვი­ნა­ო­ბაც უც­ნო­ბია. აღ­ნიშ­ნუ­ლის შე­სა­ხებ, ეც­ნო­ბა სა­მარ­თალ­დამ­ცავ ორ­გა­ნო­ებს. სურ­სა­თის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტო და­ა­ვა­დე­ბულ ცხო­ველ­თან შე­ხე­ბა­ში მყოფ პი­რებს გა­მოხ­მა­უ­რე­ბი­სა და და­უ­ყოვ­ნებ­ლივ ვაქ­ცი­ნა­ცი­ის­კენ მო­უ­წო­დებს" - ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

მკითხველის კომენტარები / 13 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ზურა
7

ცოფიან ძაღლზე შეხებით არ ცოფიანდებიან ხალხი. თუ მართლა ხალხზე ფიქრობთ პროდუქტი შეამოწმეთ რას მიირთმევს ხალხი და ამოიღეთ დახლებიდან და მერე ეძებეთ ის ხალხი ვინ რა შეჭამა.

 

დგ
53

რას აშინებთ ამ ხალხს

ავტორი:

"იძებნებიან პირები, ვინც აფრიკის დასახლებაში ძაღლთან იყვნენ კონტაქტში... ძაღლს დაუდასტურდა ცოფი" - სეს-ის საგანგებო განცხადება

"იძებნებიან პირები, ვინც აფრიკის დასახლებაში ძაღლთან იყვნენ კონტაქტში... ძაღლს დაუდასტურდა ცოფი" - სეს-ის საგანგებო განცხადება

იძებნებიან პირები, ვინც აფრიკის დასახლებაში ჭიჭინაძის ქუჩა #6 მიმდებარე ტერიტორიაზე ცოფით დაავადებულ ძაღლთან იყვნენ კონტაქტში. ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

"სურსათის ეროვნულმა სააგენტომ, თბილისის მერიის ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოდან მიიღო ინფორმაცია, აფრიკის დასახლებაში, ჭიჭინაძის ქუჩა #6 მიმდებარე ტერიტორიიდან ცხოველთა მუნიციპალურ თავშესაფარში გადაყვანილი უპატრონო ძაღლის სიკვდილის შესახებ.

  • სურსათის ეროვნულმა სააგენტომ, აღებული პათოლოგიური მასალა გამოიკვლია სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიაში, რის შედეგადაც დადასტურდა ცოფი.

სააგენტოს თბილისის საქალაქო სამსახურის ვეტერინარმა ინსპექტორებმა, ინფექციის კერაში მყისიერად განახორციელეს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები (ცხოველების ვაქცინაცია) და ცოფით დაავადებულ ძაღლთან შეხებაში მყოფი ცხოველების იდენტიფიცირება, რომლებიც ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მიერ ზედამხედველობის მიზნით, გადაყვანილია მუნიციპალურ თავშესაფარში.

ამავდროულად, აღნიშნულის შესახებ ეცნობა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრს და თბილისის გადამდებ დაავადებათა ეპიდზედამხედველობისა და კონტროლის მუნიციპალურ ცენტრს. ჩატარებული მოკვლევის შედეგად იდენტიფიცირებულია დაავადებულ ცხოველთან შეხებაში მყოფი 6 პირი, რომლებმაც უკვე მიმართეს სამედიცინო დაწესებულებას.

თუმცა, ადგილობრივების განცხადებით, დაავადებულ ცხოველთან კონტაქტში იმყოფებოდა კიდევ რამდენიმე პირი, რომელთა ვინაობაც უცნობია. აღნიშნულის შესახებ, ეცნობა სამართალდამცავ ორგანოებს. სურსათის ეროვნული სააგენტო დაავადებულ ცხოველთან შეხებაში მყოფ პირებს გამოხმაურებისა და დაუყოვნებლივ ვაქცინაციისკენ მოუწოდებს" - ნათქვამია ინფორმაციაში.