მსოფლიო
მოზაიკა
საზოგადოება

14

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 22:48-ზე, მთვარე მორიელშია კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
კონფლიქტები
სპორტი
პოლიტიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
Faceამბები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით ბორჯომში თანამედროვე სტანდარტების სტომატოლოგიური კლინიკა ფუნქციონირებს
თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით ბორჯომში თანამედროვე სტანდარტების სტომატოლოგიური კლინიკა ფუნქციონირებს

ბორ­ჯომ­ში, მეს­ხე­თის ქუ­ჩა­ზე მდე­ბა­რე, თა­ნა­მედ­რო­ვე სტან­დარ­ტე­ბის სტო­მა­ტო­ლო­გი­უ­რი კლი­ნი­კა - „იმპლანტ სტუ­დიო“, სამ­ცხე-ჯა­ვა­ხე­თის რე­გი­ონ­ში ერთ-ერთი წამ­ყვა­ნი კლი­ნი­კაა. მისი ის­ტო­რია ხუთ წელს ით­ვლის.

კლი­ნი­კა „იმპლანტ სტუ­დიო“ 10 თა­ნამ­შრო­მელს აერ­თი­ა­ნებს და ად­გი­ლობ­რი­ვი და მოწ­ვე­უ­ლი სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი­თაა და­კომ­პლექ­ტე­ბუ­ლი. ბავ­შვთა და ზრდას­რულ­თა თე­რა­პია, იმპლან­ტა­ცია, ორ­თო­დონ­ტია, ორ­თო­პე­დია, ქი­რურ­გია - ეს იმ სერ­ვი­სე­ბის ჩა­მო­ნათ­ვა­ლია, რომ­ლებ­საც კლი­ნი­კა პა­ცი­ენ­ტებს სთა­ვა­ზობს. თუმ­ცა, მა­ღალ­ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი აპა­რა­ტუ­რა და მომ­სა­ხუ­რე­ბის ფარ­თო სპექტრი ყვე­ლა­ფე­რი არ არის, რაც კლი­ნი­კას გა­მორ­ჩე­ულს ხდის. აქ, ხე­ლოვ­ნუ­რი ინ­ტე­ლექ­ტზე და­ფუძ­ნე­ბულ პლატ­ფორ­მას იყე­ნე­ბენ, რო­მე­ლიც პირ­ვე­ლა­დი ციფ­რუ­ლი კონ­სულ­ტა­ცი­ის და უშეც­დო­მო დი­აგ­ნოს­ტი­კის სა­შუ­ა­ლე­ბას იძ­ლე­ვა.

კლი­ნი­კის გახ­სნას სა­ფუძ­ვე­ლი ჯერ კი­დევ 90-იან წლებ­ში ჩა­ე­ყა­რა, მა­შინ, როცა კლი­ნი­კის მე­პატ­რო­ნე, ვლა­დი­მერ (ვიკო) ბა­ჯი­აშ­ვი­ლი პრო­ფე­სი­ას ირ­ჩევ­და.

წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში დაგ­რო­ვილ­მა გა­მოც­დი­ლე­ბამ, ვიკო სა­კუ­თარ პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მში და­არ­წმუ­ნა და საქ­მი­ა­ნო­ბის და­მო­უ­კი­დებ­ლად გაგ­რძე­ლე­ბა გა­და­წყვი­ტა. 2007 წელს, ბორ­ჯომს და­უბ­რუნ­და, პი­რა­დი სტო­მა­ტო­ლო­გი­უ­რი კა­ბი­ნე­ტი გახ­სნა და ად­გი­ლობ­რი­ვი პა­ცი­ენ­ტე­ბის ნდო­ბა და სიყ­ვა­რუ­ლი და­იმ­სა­ხუ­რა. 2019 წელს, გა­ფარ­თო­ე­ბა და სტო­მა­ტო­ლო­გი­უ­რი კლი­ნი­კის გახ­სნა გა­და­წყვი­ტა, რე­მონ­ტი­სა და აპა­რა­ტუ­რის შე­ძე­ნა კი თი­ბი­სის მხარ­და­ჭე­რით შეძ­ლო.

„თი­ბი­სის ბიზ­ნეს­სეს­ხით კლი­ნი­კა გა­ვა­რე­მონ­ტე და თა­ნა­მედ­რო­ვე აპა­რა­ტუ­რა შე­ვი­ძი­ნე. თი­ბი­სი ლი­ზინ­გის სა­შუ­ა­ლე­ბით კი - 3D კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი ტო­მოგ­რა­ფი­ის აპა­რა­ტი, რო­მელ­საც რე­გი­ონ­ში ანა­ლო­გი არ აქვს და სა­ქარ­თვე­ლო­ში მხო­ლოდ რამ­დე­ნი­მე წამ­ყვან კლი­ნი­კა­შია ხელ­მი­საწ­ვდო­მი. პირ­ვე­ლა­დი კონ­სულ­ტა­ცია სრუ­ლი­ად გა­ციფ­რუ­ლე­ბუ­ლი გვაქვს. რო­დე­საც პა­ცი­ენ­ტი კომ­პი­უ­ტე­რულ ტო­მოგ­რა­ფი­ას გა­და­ი­ღებს, მო­ნა­ცე­მე­ბი სპე­ცი­ა­ლურ პროგ­რა­მა­ში იტ­ვირ­თე­ბა, რო­მე­ლიც 3D სუ­რა­თის ანა­ლიზს ახ­დენს და ქარ­თულ ენა­ზე წერს პრობ­ლე­მებს, რე­კო­მენ­და­ცი­ებს, რო­მე­ლი პრო­ფი­ლის ექიმ­მა რა უნდა გა­ა­კე­თოს. ეს არის ინ­სტრუ­მენ­ტი, რო­მე­ლიც შე­საძ­ლებ­ლო­ბას მაძ­ლევს, დრო­ის უმოკ­ლეს მო­ნაკ­ვეთ­ში მი­ვი­ღო უშეც­დო­მო დი­აგ­ნო­ზი“,’- ამ­ბობს ვიკო.

Diagnocat.com-ის პლატ­ფორ­მით ვიკო რამ­დე­ნი­მე წლის წინ და­ინ­ტე­რეს­და, ქარ­თულ ენა­ზე თარ­გმნა და სა­კუ­თარ კლი­ნი­კა­ში და­ნერ­გა. დღეს კი, ის ამ პლატ­ფორ­მის წარ­მო­მად­გე­ნე­ლია სა­ქარ­თვე­ლო­ში და და­ინ­ტე­რე­სე­ბულ პი­რებს ეხ­მა­რე­ბა მის და­ნერგვა­ში.

R

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით ბორჯომში თანამედროვე სტანდარტების სტომატოლოგიური კლინიკა ფუნქციონირებს

თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით ბორჯომში თანამედროვე სტანდარტების სტომატოლოგიური კლინიკა ფუნქციონირებს

ბორჯომში, მესხეთის ქუჩაზე მდებარე, თანამედროვე სტანდარტების სტომატოლოგიური კლინიკა - „იმპლანტ სტუდიო“, სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ერთ-ერთი წამყვანი კლინიკაა. მისი ისტორია ხუთ წელს ითვლის.

კლინიკა „იმპლანტ სტუდიო“ 10 თანამშრომელს აერთიანებს და ადგილობრივი და მოწვეული სპეციალისტებითაა დაკომპლექტებული. ბავშვთა და ზრდასრულთა თერაპია, იმპლანტაცია, ორთოდონტია, ორთოპედია, ქირურგია - ეს იმ სერვისების ჩამონათვალია, რომლებსაც კლინიკა პაციენტებს სთავაზობს. თუმცა, მაღალტექნოლოგიური აპარატურა და მომსახურების ფართო სპექტრი ყველაფერი არ არის, რაც კლინიკას გამორჩეულს ხდის. აქ, ხელოვნური ინტელექტზე დაფუძნებულ პლატფორმას იყენებენ, რომელიც პირველადი ციფრული კონსულტაციის და უშეცდომო დიაგნოსტიკის საშუალებას იძლევა.

კლინიკის გახსნას საფუძველი ჯერ კიდევ 90-იან წლებში ჩაეყარა, მაშინ, როცა კლინიკის მეპატრონე, ვლადიმერ (ვიკო) ბაჯიაშვილი პროფესიას ირჩევდა.

წლების განმავლობაში დაგროვილმა გამოცდილებამ, ვიკო საკუთარ პროფესიონალიზმში დაარწმუნა და საქმიანობის დამოუკიდებლად გაგრძელება გადაწყვიტა. 2007 წელს, ბორჯომს დაუბრუნდა, პირადი სტომატოლოგიური კაბინეტი გახსნა და ადგილობრივი პაციენტების ნდობა და სიყვარული დაიმსახურა. 2019 წელს, გაფართოება და სტომატოლოგიური კლინიკის გახსნა გადაწყვიტა, რემონტისა და აპარატურის შეძენა კი თიბისის მხარდაჭერით შეძლო.

„თიბისის ბიზნესსესხით კლინიკა გავარემონტე და თანამედროვე აპარატურა შევიძინე. თიბისი ლიზინგის საშუალებით კი - 3D კომპიუტერული ტომოგრაფიის აპარატი, რომელსაც რეგიონში ანალოგი არ აქვს და საქართველოში მხოლოდ რამდენიმე წამყვან კლინიკაშია ხელმისაწვდომი. პირველადი კონსულტაცია სრულიად გაციფრულებული გვაქვს. როდესაც პაციენტი კომპიუტერულ ტომოგრაფიას გადაიღებს, მონაცემები სპეციალურ პროგრამაში იტვირთება, რომელიც 3D სურათის ანალიზს ახდენს და ქართულ ენაზე წერს პრობლემებს, რეკომენდაციებს, რომელი პროფილის ექიმმა რა უნდა გააკეთოს. ეს არის ინსტრუმენტი, რომელიც შესაძლებლობას მაძლევს, დროის უმოკლეს მონაკვეთში მივიღო უშეცდომო დიაგნოზი“,’- ამბობს ვიკო.

Diagnocat.com-ის პლატფორმით ვიკო რამდენიმე წლის წინ დაინტერესდა, ქართულ ენაზე თარგმნა და საკუთარ კლინიკაში დანერგა. დღეს კი, ის ამ პლატფორმის წარმომადგენელია საქართველოში და დაინტერესებულ პირებს ეხმარება მის დანერგვაში.

R