მსოფლიო
საზოგადოება
კონფლიქტები

13

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:28-ზე, მთვარე 17:54-ზე გადაბრძანდება მორიელში მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად; შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას; ცხარე და ცხიმიან საკვებს; ცხოველური საკვების მიღებას. ნებადართულია თევზი და სოკო. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
სპორტი
პოლიტიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"შორის ქსელი", ანუ მოლდოველთა ხმების ყიდვის პროექტი, რომელიც მოსკოვიდან იმართებოდა -  ვინ არის გაქცეული ოლიგარქი, იგივე გაყალბების დირიჟორი და როგორ მუშაობდა მისი ქსელი?
"შორის ქსელი", ანუ მოლდოველთა ხმების ყიდვის პროექტი, რომელიც მოსკოვიდან იმართებოდა -  ვინ არის გაქცეული ოლიგარქი, იგივე გაყალბების დირიჟორი და როგორ მუშაობდა მისი ქსელი?

წი­ნას­წა­რი შე­დე­გე­ბით, მოლ­დო­ვას საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ში პრო­ევ­რო­პულ­მა კან­დი­დატ­მა, მოქ­მედ­მა პრე­ზი­დენ­ტმა მაია სან­დუმ გა­ი­მარ­ჯვა. BBC-ის ცნო­ბით, საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის მე­ო­რე ტუ­რის ხმე­ბის 98%-ის დათ­ვლის შემ­დეგ მი­ღე­ბუ­ლი მო­ნა­ცე­მე­ბი აჩ­ვე­ნებს, რომ სან­დუ თით­ქმის 55%-ით ლი­დე­რობს, მის­მა მე­ტო­ქემ, ალექ­სან­დრე სტო­ი­ა­ნოგ­ლომ, რო­მელ­საც მხარს პრო­რუ­სუ­ლი “სო­ცი­ა­ლის­ტე­ბის პარ­ტია“ უჭერ­და, ხმე­ბის 45.03%-ი მო­ი­პო­ვა.

მოლ­დო­ვას საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნებ­მა, რო­მე­ლიც ქვეყ­ნის დღე­ვან­დე­ლი პრო­და­სავ­ლუ­რი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­თვის ლა­მის შო­კურ თე­რა­პი­ად იქცა, მთე­ლი მსოფ­ლი­ოს ყუ­რა­დღე­ბა მთე­ლი რიგი მი­ზე­ზე­ბის გამო მი­ი­პყრო. მათ­გან ერთ-ერთი იყო ის მე­ქა­ნიზ­მი, რომ­ლი­თაც ქვეყ­ნის მო­მა­ვა­ლი ლა­მის ხმე­ბის ნაღ­დი ფუ­ლით ყიდ­ვით გა­ნი­სა­ზღვრა და ეს ხდე­ბო­და ღიად, გა­ოგ­ნე­ბუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის წი­ნა­შე.

პრე­ზი­დენ­ტი მაია სან­დუ, რო­მე­ლიც იბ­რძო­და ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში დარ­ჩე­ნის­თვის, ადა­ნა­შა­უ­ლებს გარე ძა­ლებს ამომ­რჩევ­ლე­ბის მოს­ყიდ­ვით მოლ­დო­ვის დე­მოკ­რა­ტი­ა­ზე უპ­რე­ცე­დენ­ტო თავ­დას­ხმა­ში.

მოლ­დო­ვე­ლი ექ­სპერ­ტე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ თუ და­ი­ცავთ რო­მა­უ­ლი სა­მარ­თლის პრინ­ციპს "მო­ძებ­ნეთ ის, ვინც ისარ­გებ­ლებს“, მა­შინ ძნე­ლი გა­სა­გე­ბი არ იქ­ნე­ბა, თუ ვინ შე­იძ­ლე­ბა იყოს და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი პა­ტა­რა და ეკო­ნო­მი­კუ­რად სუს­ტი მოლ­დო­ვის შიგ­ნით დეს­ტა­ბი­ლი­ზა­ცი­ით.

"იმ პი­რო­ბებ­ში, რო­დე­საც რუ­სე­თი სა­ერ­თა­შო­რი­სო იზო­ლა­ცი­ა­შია, ნე­ბის­მი­ე­რი სა­ხელ­მწი­ფო, რო­მე­ლიც აღი­ა­რებს რუ­სეთს მე­გო­ბარ სა­ხელ­მწი­ფოდ, რო­მე­ლიც ემორ­ჩი­ლე­ბა მის დიქ­ტატს, არის რუ­სე­თის დიდი სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კუ­რი მიღ­წე­ვა. ამი­ტომ ისი­ნი მთე­ლი ძა­ლით იბ­რძვი­ან მოლ­დო­ვის­თვის. ამი­ტო­მაც ხარ­ჯა­ვენ აქ ფულს“, - ამ­ბობს პო­ლი­ტო­ლო­გი ანა­ტო­ლი ტა­რა­ნუ, მოლ­დო­ვის ყო­ფი­ლი ელჩი რუ­სეთ­ში.

ოფი­ცი­ა­ლუ­რი კი­ში­ნი­ო­ვი, მისი და­სავ­ლე­ლი პარტნი­ო­რე­ბი და სხვა­დას­ხვა პო­ლი­ტო­ლო­გი ქვეყ­ნი­დან გაქ­ცე­ულ ოლი­გარქ ილან შორს მოლ­დო­ვა­ში რუ­სუ­ლი გავ­ლე­ნის მთა­ვარ დი­რი­ჟორს უწო­დე­ბენ.

ეს სა­ხე­ლი უკვე დიდი ხა­ნია ჩნდე­ბა აშშ-ს სა­ხელ­მწი­ფო დე­პარ­ტა­მენ­ტის, ევ­რო­კავ­ში­რი­სა და შვე­ი­ცა­რი­ის სან­ქცი­ე­ბის სი­ებ­ში და მოლ­დო­ვა­ში ჩა­ტა­რე­ბულ არ­ჩევ­ნებ­თან და­კავ­ში­რე­ბით მსოფ­ლი­ოს უმ­სხვი­ლე­სი გა­მო­ცე­მე­ბის სა­თა­უ­რებ­შიც მოხ­ვდა.

  • ვინ არის ის, კონ­კრე­ტუ­ლად რო­გორ უკავ­შირ­დე­ბა მოს­კოვს?

ილან შორი და მისი თა­ნა­მო­აზ­რე­ე­ბი ღიად სა­უბ­რო­ბენ თა­ვი­ანთ პრო­რუ­სულ შე­ხე­დუ­ლე­ბებ­სა და მის­წრა­ფე­ბებ­ზე.

ა. წ. 9 მა­ისს, ის თა­ვის უახ­ლო­ეს მო­კავ­ში­რე­ებ­თან ერ­თად, ეს­წრე­ბო­და მოს­კოვ­ში, წი­თელ მო­ე­დან­ზე გა­მარ­თულ გა­მარ­ჯვე­ბის აღ­ლუმს და იჯდა სპე­ცი­ა­ლუ­რად მიწ­ვე­ულ­თა ლო­ჟა­ში.

ერთი კვი­რის შემ­დეგ ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ შორ­მა მი­ი­ღო რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა, ხოლო რამ­დე­ნი­მე კვი­რის შემ­დეგ კი, პე­ტერ­ბურ­გის სა­ერ­თა­შო­რი­სო ეკო­ნო­მი­კურ ფო­რუმ­ზე (SPIEF) წარ­მო­ად­გი­ნა "მოლ­და­ვე­თის სა­სა­მარ­თლო“, სა­დაც ის გა­და­ი­ღეს ვლა­დი­მერ პუ­ტინ­თან, მა­რია ზა­ხა­რო­ვას­თან და "რუ­სუ­ლი სამ­ყა­როს" იდე­ო­ლოგ ალექ­სან­დრე დუ­გინ­თან ერ­თად.

გაქ­ცე­უ­ლი ოლი­გარ­ქი 1987 წელს და­ი­ბა­და ის­რა­ელ­ში, მოლ­დო­ვი­დან რე­პატ­რი­ანტ, ბიზ­ნეს­მენ მი­რონ შო­რის ოჯახ­ში, რო­მე­ლიც და­ტო­ვა საბ­ჭო­თა კავ­ში­რი 1970-იან წლებ­ში, ებ­რა­უ­ლი ემიგ­რა­ცი­ის პირ­ვე­ლი ტალ­ღის დროს. 1990-იან წლებ­ში, მე­ო­რე ტალ­ღის მწვერ­ვალ­ზე, რო­დე­საც მი­ლი­ო­ნო­ბით ადა­მი­ა­ნი ტო­ვებ­და საბ­ჭო­თა კავ­შირს, შო­რის ოჯა­ხი სა­პი­რის­პი­რო მი­მარ­თუ­ლე­ბით წა­ვი­და და მოლ­დო­ვა­ში დაბ­რუნ­და.

ცვლი­ლე­ბე­ბის ეპო­ქა­ში მა­მის წარ­მა­ტე­ბულ­მა ბიზ­ნეს­მა (ტან­საც­მლი­სა და პარ­ფი­უ­მე­რი­ის ბრენ­დე­ბი და კოს­მე­ტი­კუ­რი მა­ღა­ზი­ე­ბის გა­ერ­თი­ა­ნე­ბა ShorHolding), რომ­ლის მემ­კვიდ­რეც ილან შორი 18 წლის ასაკ­ში გახ­და, მის­ცა მას პო­ლი­ტი­კა­ში მარ­ტი­ვად შეს­ვლის შე­საძ­ლებ­ლო­ბა.

შორი პო­ლი­ტი­კა­ში გა­აქ­ტი­ურ­და 2010-იან წლებ­ში.

2015-19 წლებ­ში იგი მოლ­დო­ვის ქა­ლაქ ორ­ჰე­ის მე­რის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე მუ­შა­ობ­და. სხვა­დას­ხვა სო­ცი­ა­ლუ­რი პრო­ექ­ტე­ბის წყა­ლო­ბით, რო­მელ­თა ნა­წილს თვი­თონ აფი­ნან­სებ­და, ქა­ლა­ქე­ლებს შო­რის საკ­მა­ოდ დიდი მხარ­და­ჭე­რა მო­ი­პო­ვა.

ის დღემ­დე აკონ­ტრო­ლებს პენ­სი­ო­ნე­რე­ბის­თვის 2000 ლეის (და­ახ­ლო­ე­ბით 100 ევრო) ოდე­ნო­ბის და­მა­ტე­ბი­თი ანა­ზღა­უ­რე­ბის პროგ­რა­მას. ბოლო დრომ­დე, და­ახ­ლო­ე­ბით, 30 ათა­სი ადა­მი­ან იღებ­და ამ და­ნა­მატს.

2016 წელს პო­ლი­ტი­კოს­მა შექ­მნა "შო­რის პარ­ტია" და ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და მას იმ მო­მენ­ტამ­დე, ვიდ­რე 2023 წელს მოლ­დო­ვის სა­სა­მარ­თლომ იგი არა­კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რად არ გა­მო­ა­ცხა­და და გა­ა­უქ­მა, თუმ­ცა პარ­ტი­ის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა შე­ი­ნარ­ჩუ­ნეს მან­და­ტე­ბი პარ­ლა­მენ­ტში და გა­ნაგ­რძეს მუ­შა­ო­ბა და­მო­უ­კი­დე­ბელ დე­პუ­ტა­ტე­ბად.

2019 წელს შორი გა­იქ­ცა მის წი­ნა­აღ­მდეგ აღ­ძრუ­ლი სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მის გამო, რო­მე­ლიც შე­ე­ხე­ბო­და 2014 წელს, მოლ­დო­ვის სა­ბან­კო სის­ტე­მი­დან მი­ლი­არ­დი დო­ლა­რის გა­ტა­ნას.

პრო­ცე­სი რამ­დე­ნი­მე წელი გაგ­რძელ­და და 2023 წლის აპ­რილ­ში, მას და­უს­წრებ­ლად მი­ე­სა­ჯა 15 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა და გა­მო­ცხად­და მას­ზე ძებ­ნა.

ის­რა­ელ­ში ხან­მოკ­ლე ყოფ­ნის შემ­დეგ, შორი და­სახ­ლდა რუ­სეთ­ში, სა­დაც ამ­ჟა­მა­დაც იმ­ყო­ფე­ბა. იქ მან და­ა­არ­სა ბლო­კი "გა­მარ­ჯვე­ბა", რო­მელ­შიც შე­დი­ან მოლ­დო­ვა­ში მის მიერ კონ­ტრო­ლი­რე­ბა­დი პარ­ტი­ე­ბი და ატა­რებს მათ კონ­გრე­სებს მოს­კოვ­ში.

  • "შო­რის ქსე­ლი“

ქვე­ყა­ნა­ში საპ­რე­ზი­დენ­ტო სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ის მწვერ­ვალ­ზე გაჩ­ნდა ტერ­მი­ნი "შო­რის ქსე­ლი“. ასე ჰქვია გაქ­ცე­უ­ლი ოლი­გარ­ქის ხმე­ბის ყიდ­ვის პრო­ექტს.

მოლ­დო­ვის პო­ლი­ცი­ის ცნო­ბით, მან ამ "ბა­დე­ში" მოლ­დო­ვის და­ახ­ლო­ე­ბით 130 ათა­სი მო­ქა­ლა­ქის გახ­ვე­ვა მო­ა­ხერ­ხა. მაია სან­დუმ საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის პირ­ვე­ლი ტუ­რის შემ­დეგ გა­ნა­ცხა­და, რომ შორს შე­საძ­ლოა 300 ათა­სამ­დე ხმაც კი ეყი­დაო.

სან­დუს მაჩ­ვე­ნებ­ლე­ბი გაზ­ვი­ა­დე­ბუ­ლად ეჩ­ვე­ნე­ბათ პრო­სამ­თავ­რო­ბო ექ­სპერ­ტებ­საც კი, მაგ­რამ 130 ათა­სი, რა­ზეც მოლ­დო­ვის პო­ლი­ცი­ის უფ­როს­მა ვი­ო­რელ სერ­ნა­უ­ტა­ნუმ ისა­უბ­რა ოქ­ტომ­ბერ­ში, არის აქ­ტი­უ­რი ამომ­რჩევ­ლის 10%.

”ის არ აშე­ნებს გზებს, ის არ აშე­ნებს სა­ა­ვად­მყო­ფო­ებს, ის არ აშე­ნებს სკო­ლებს. ის პირ­და­პირ აძ­ლევს ხალ­ხს ფულს, ყი­დუ­ლობს მათ ხმის უფ­ლე­ბას. ეს არის ნამ­დვი­ლი ქსე­ლი. ეს არ არის პო­ლი­ტი­კუ­რი პრო­ექ­ტი, ეს არის კო­მერ­ცი­უ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცია. და ყვე­ლა კო­მერ­ცი­ულ ინი­ცი­ა­ტი­ვას აქვს მი­ზა­ნი - მო­გე­ბა. ამ შემ­თხვე­ვა­ში მი­ზა­ნი არის ძა­ლა­უფ­ლე­ბის ხელ­ში ჩაგ­დე­ბა“, - გა­ნა­ცხა­და გა­გა­უ­ზის პარ­ლა­მენ­ტის და­მო­უ­კი­დე­ბელ­მა წევ­რმა ალექ­სან­დრე ტარ­ნავ­სკიმ BBC-სთან ინ­ტერ­ვი­უ­ში.

პო­ლი­ტო­ლო­გე­ბის თქმით, ქვეყ­ნის შიდა პრო­ცე­სებ­ში გარე ჩა­რე­ვის მას­შტა­ბე­ბი უზარ­მა­ზა­რია და ეს სა­გან­გა­შოა, მაგ­რამ კი­დევ უფრო სა­გან­გა­შო ის არის, რომ მოლ­დო­ვა ჯერ კი­დევ ვერ უწევს ეფექ­ტი­ან წი­ნა­აღ­მდე­გო­ბას.

მოლ­დო­ვის სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვი ორ­გა­ნო­ე­ბის ცნო­ბით, ამ დრო­ის­თვის ილან შორ­მა და­ახ­ლო­ე­ბით 15 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რი და­ხარ­ჯა თა­ვის "ქსელ­ზე".

რთუ­ლია ასე­თი თან­ხის კონ­ტრა­ბან­დუ­ლად შე­ტა­ნა ქვე­ყა­ნა­ში, სა­დაც რუ­სე­თი­დან ფუ­ლის გა­და­რი­ცხვა აკ­რძა­ლუ­ლია. ასე გაჩ­ნდა ვრცე­ლი სა­კუ­რი­ე­რო ქსე­ლი: თვე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ადა­მი­ა­ნებ­მა - ათა­სო­ბით შორ­ზე მო­მუ­შა­ვემ თუ რი­გით­მა ობი­ვა­ტელ­მა, რომ­ლებ­საც "უბ­რა­ლოდ, სთხო­ვეს", მოლ­დო­ვა­ში სხვა­დას­ხვა ოდე­ნო­ბის ნაღ­დი ფული შე­ი­ტა­ნეს

კი­ში­ნი­ო­ვის აე­რო­პორ­ტში ფრე­ნებს იმ ქვეყ­ნე­ბი­დან, სა­ი­და­ნაც, სა­ვა­რა­უ­დოდ, ჩა­დი­ოდ­ნენ კუ­რი­ე­რე­ბი (ძი­რი­თა­დად თურ­ქე­თი­დან და სომ­ხე­თი­დან) ხვდე­ბოდ­ნენ მე­ბა­ჟე­ე­ბი, რომ­ლე­ბიც დღეს აცხა­დე­ბენ, რომ "თით­ქმის ყვე­ლას ჰქონ­და ორი, სამი ან შვი­დი ათა­სი ევ­როს ოდე­ნო­ბის თან­ხა“. ამ შე­მოწ­მე­ბებ­მა მოლ­დო­ვის ბევრ მო­ქა­ლა­ქე­ში აღ­შფო­თე­ბა გა­მო­იწ­ვია. მათი მთა­ვა­რი არ­გუ­მენ­ტი ის იყო, რომ კა­ნო­ნით, ნე­ბის­მი­ერს შე­უძ­ლია ქვე­ყა­ნა­ში 10 ათას ევ­რომ­დე შე­ტა­ნა დეკ­ლა­რა­ცი­ის გა­რე­შე.

შო­რის ფუ­ლის მოლ­დო­ვა­ში გა­და­რი­ცხვის კი­დევ ერთი არხი შე­იქ­მნა რუ­სუ­ლი Promsvyazbank-ის მეშ­ვე­ო­ბით, რო­მე­ლიც დაბ­ლო­კი­ლია მოლ­დო­ვის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, მაგ­რამ აგ­რძე­ლებს ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბას პრო­რუ­სულ დნესტრის­პი­რეთ­ში, სა­დაც თან­ხე­ბი გა­ნაღ­დე­ბა ბან­კო­მა­ტე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით ხდე­ბო­და.

მი­უ­ხე­და­ვად მოლ­დო­ვის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ძა­ლის­ხმე­ვი­სა, რო­მე­ლიც მო­ი­ცავ­და შორ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი პარ­ტი­ე­ბი­სა და ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის მრა­ვალ­რი­ცხო­ვან ჩხრე­კას, კომ­პი­უ­ტე­რე­ბის ჩა­მორ­თმე­ვას და და­პა­ტიმ­რე­ბებს, მათ ვერ შეძ­ლეს შო­რის ქსე­ლის საქ­მი­ა­ნო­ბის პა­რა­ლი­ზე­ბა.

ახლა სი­ტუ­ა­ცია მოლ­დო­ვა­ში პრო­და­სავ­ლუ­რი ბა­ნა­კის­თვის წარ­მო­ად­გენს ჭი­ქას, რო­მე­ლიც მათი პო­ზი­ცი­ი­დან ნა­ხევ­რად სავ­სეა - დიახ, მაია სან­დუმ შე­ი­ნარ­ჩუ­ნა პრე­ზი­დენ­ტო­ბა და ევ­რო­ინ­ტეგ­რა­ცი­ის რე­ფე­რენ­დუ­მიც, მარ­თა­ლია მი­ნი­მა­ლუ­რი სხვა­ო­ბით, მაგ­რამ მა­ინც ევ­რო­პის სა­სარ­გებ­ლოდ დას­რულ­და.

ეს არ შე­იძ­ლე­ბა არ მო­ე­წო­ნოს თა­ვად სან­დუს, მის პარ­ტი­ას და მათ მხარ­დამ­ჭე­რებს. მაგ­რამ ამ გა­მარ­ჯვე­ბით კმა­ყო­ფი­ლე­ბის გან­ცდა ნაკ­ლე­ბად უნდა ჰქონ­დეთ.

შორ­მა მო­ა­ხერ­ხა ქვეყ­ნის გვა­რი­ა­ნად შერ­ყე­ვა და ამავდრო­უ­ლად აჩ­ვე­ნა, რომ მოლ­დო­ვის მთავ­რო­ბას ამ დრო­ის­თვის არ გა­აჩ­ნია გარე გავ­ლე­ნის წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლის ეფექ­ტი­ა­ნი მე­ქა­ნიზ­მე­ბი.

რუ­სე­თი და შორი აშ­კა­რაა, რომ ამით არ გა­ჩერ­დე­ბი­ან. ისი­ნი კვლა­ვაც შე­ეც­დე­ბი­ან სან­დუს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­თვის ძი­რის გა­მო­თხრას, მით უფრო, რომ სო­ცი­ა­ლურ-ეკო­ნო­მი­კუ­რი ვი­თა­რე­ბა, კო­მუ­ნა­ლუ­რი და მე­დი­კა­მენ­ტე­ბის გა­და­სა­ხა­დე­ბის მკვეთ­რი აწე­ვა დღე­ვან­დე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მი­მართ სიმ­პა­თი­ას სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ნამ­დვი­ლად არ იწ­ვევს..

"ამ გა­რე­მო­ე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნია უკ­მა­ყო­ფი­ლო. მათ ვერ და­ი­ნა­ხეს რე­ა­ლუ­რი ცვლი­ლე­ბა, ანუ აქამ­დე არ­სე­ბუ­ლი პა­რა­დიგ­მის ცვლი­ლე­ბა. შე­სა­ბა­მი­სად, ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მი­მართ უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა რე­ფე­რენ­დუმ­ზეც გა­მო­ი­ხა­ტა“, - ამ­ბობს ანა­ტო­ლი ტა­რა­ნუ.

გარ­და ამი­სა, პო­ლი­ტო­ლო­გის აზ­რით, ფაქ­ტია, რომ მოლ­დო­ვის სა­ზო­გა­დო­ე­ბას არა­სო­დეს და­უ­ტო­ვე­ბია რუ­სე­თის სა­ინ­ფორ­მა­ციო სფე­რო. ეთ­ნი­კუ­რი მოლ­დო­ვე­ლე­ბიც კი, რომ­ლებ­მაც რუ­სუ­ლი იცი­ან, მისი თქმით, მგრძნო­ბი­ა­რე­ნი არი­ან რუ­სუ­ლი პრო­პა­გან­დის მი­მართ. მაგ­რამ მოლ­დო­ვა­ში კონ­ტრპრო­პა­გან­და თით­ქმის არ არ­სე­ბობს, რად­გან ამას დიდი თან­ხე­ბი სჭირ­დე­ბა.

იხი­ლეთ ასე­ვე

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტორი:

"შორის ქსელი", ანუ მოლდოველთა ხმების ყიდვის პროექტი, რომელიც მოსკოვიდან იმართებოდა -  ვინ არის გაქცეული ოლიგარქი, იგივე გაყალბების დირიჟორი და როგორ მუშაობდა მისი ქსელი?

"შორის ქსელი", ანუ მოლდოველთა ხმების ყიდვის პროექტი, რომელიც მოსკოვიდან იმართებოდა -  ვინ არის გაქცეული ოლიგარქი, იგივე გაყალბების დირიჟორი და როგორ მუშაობდა მისი ქსელი?

წინასწარი შედეგებით, მოლდოვას საპრეზიდენტო არჩევნებში პროევროპულმა კანდიდატმა, მოქმედმა პრეზიდენტმა მაია სანდუმ გაიმარჯვა. BBC-ის ცნობით, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის ხმების 98%-ის დათვლის შემდეგ მიღებული მონაცემები აჩვენებს, რომ სანდუ თითქმის 55%-ით ლიდერობს, მისმა მეტოქემ, ალექსანდრე სტოიანოგლომ, რომელსაც მხარს პრორუსული “სოციალისტების პარტია“ უჭერდა, ხმების 45.03%-ი მოიპოვა.

მოლდოვას საპრეზიდენტო არჩევნებმა, რომელიც ქვეყნის დღევანდელი პროდასავლური ხელისუფლებისთვის ლამის შოკურ თერაპიად იქცა, მთელი მსოფლიოს ყურადღება მთელი რიგი მიზეზების გამო მიიპყრო. მათგან ერთ-ერთი იყო ის მექანიზმი, რომლითაც ქვეყნის მომავალი ლამის ხმების ნაღდი ფულით ყიდვით განისაზღვრა და ეს ხდებოდა ღიად, გაოგნებული საზოგადოების წინაშე.

პრეზიდენტი მაია სანდუ, რომელიც იბრძოდა ხელისუფლებაში დარჩენისთვის, ადანაშაულებს გარე ძალებს ამომრჩევლების მოსყიდვით მოლდოვის დემოკრატიაზე უპრეცედენტო თავდასხმაში.

მოლდოველი ექსპერტები ამბობენ, რომ თუ დაიცავთ რომაული სამართლის პრინციპს "მოძებნეთ ის, ვინც ისარგებლებს“, მაშინ ძნელი გასაგები არ იქნება, თუ ვინ შეიძლება იყოს დაინტერესებული პატარა და ეკონომიკურად სუსტი მოლდოვის შიგნით დესტაბილიზაციით.

"იმ პირობებში, როდესაც რუსეთი საერთაშორისო იზოლაციაშია, ნებისმიერი სახელმწიფო, რომელიც აღიარებს რუსეთს მეგობარ სახელმწიფოდ, რომელიც ემორჩილება მის დიქტატს, არის რუსეთის დიდი საგარეო პოლიტიკური მიღწევა. ამიტომ ისინი მთელი ძალით იბრძვიან მოლდოვისთვის. ამიტომაც ხარჯავენ აქ ფულს“, - ამბობს პოლიტოლოგი ანატოლი ტარანუ, მოლდოვის ყოფილი ელჩი რუსეთში.

ოფიციალური კიშინიოვი, მისი დასავლელი პარტნიორები და სხვადასხვა პოლიტოლოგი ქვეყნიდან გაქცეულ ოლიგარქ ილან შორს მოლდოვაში რუსული გავლენის მთავარ დირიჟორს უწოდებენ.

ეს სახელი უკვე დიდი ხანია ჩნდება აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის, ევროკავშირისა და შვეიცარიის სანქციების სიებში და მოლდოვაში ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით მსოფლიოს უმსხვილესი გამოცემების სათაურებშიც მოხვდა.

  • ვინ არის ის, კონკრეტულად როგორ უკავშირდება მოსკოვს?

ილან შორი და მისი თანამოაზრეები ღიად საუბრობენ თავიანთ პრორუსულ შეხედულებებსა და მისწრაფებებზე.

ა. წ. 9 მაისს, ის თავის უახლოეს მოკავშირეებთან ერთად, ესწრებოდა მოსკოვში, წითელ მოედანზე გამართულ გამარჯვების აღლუმს და იჯდა სპეციალურად მიწვეულთა ლოჟაში.

ერთი კვირის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ შორმა მიიღო რუსეთის მოქალაქეობა, ხოლო რამდენიმე კვირის შემდეგ კი, პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმზე (SPIEF) წარმოადგინა "მოლდავეთის სასამართლო“, სადაც ის გადაიღეს ვლადიმერ პუტინთან, მარია ზახაროვასთან და "რუსული სამყაროს" იდეოლოგ ალექსანდრე დუგინთან ერთად.

გაქცეული ოლიგარქი 1987 წელს დაიბადა ისრაელში, მოლდოვიდან რეპატრიანტ, ბიზნესმენ მირონ შორის ოჯახში, რომელიც დატოვა საბჭოთა კავშირი 1970-იან წლებში, ებრაული ემიგრაციის პირველი ტალღის დროს. 1990-იან წლებში, მეორე ტალღის მწვერვალზე, როდესაც მილიონობით ადამიანი ტოვებდა საბჭოთა კავშირს, შორის ოჯახი საპირისპირო მიმართულებით წავიდა და მოლდოვაში დაბრუნდა.

ცვლილებების ეპოქაში მამის წარმატებულმა ბიზნესმა (ტანსაცმლისა და პარფიუმერიის ბრენდები და კოსმეტიკური მაღაზიების გაერთიანება ShorHolding), რომლის მემკვიდრეც ილან შორი 18 წლის ასაკში გახდა, მისცა მას პოლიტიკაში მარტივად შესვლის შესაძლებლობა.

შორი პოლიტიკაში გააქტიურდა 2010-იან წლებში.

2015-19 წლებში იგი მოლდოვის ქალაქ ორჰეის მერის თანამდებობაზე მუშაობდა. სხვადასხვა სოციალური პროექტების წყალობით, რომელთა ნაწილს თვითონ აფინანსებდა, ქალაქელებს შორის საკმაოდ დიდი მხარდაჭერა მოიპოვა.

ის დღემდე აკონტროლებს პენსიონერებისთვის 2000 ლეის (დაახლოებით 100 ევრო) ოდენობის დამატებითი ანაზღაურების პროგრამას. ბოლო დრომდე, დაახლოებით, 30 ათასი ადამიან იღებდა ამ დანამატს.

2016 წელს პოლიტიკოსმა შექმნა "შორის პარტია" და ხელმძღვანელობდა მას იმ მომენტამდე, ვიდრე 2023 წელს მოლდოვის სასამართლომ იგი არაკონსტიტუციურად არ გამოაცხადა და გააუქმა, თუმცა პარტიის წარმომადგენლებმა შეინარჩუნეს მანდატები პარლამენტში და განაგრძეს მუშაობა დამოუკიდებელ დეპუტატებად.

2019 წელს შორი გაიქცა მის წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმის გამო, რომელიც შეეხებოდა 2014 წელს, მოლდოვის საბანკო სისტემიდან მილიარდი დოლარის გატანას.

პროცესი რამდენიმე წელი გაგრძელდა და 2023 წლის აპრილში, მას დაუსწრებლად მიესაჯა 15 წლით თავისუფლების აღკვეთა და გამოცხადდა მასზე ძებნა.

ისრაელში ხანმოკლე ყოფნის შემდეგ, შორი დასახლდა რუსეთში, სადაც ამჟამადაც იმყოფება. იქ მან დააარსა ბლოკი "გამარჯვება", რომელშიც შედიან მოლდოვაში მის მიერ კონტროლირებადი პარტიები და ატარებს მათ კონგრესებს მოსკოვში.

  • "შორის ქსელი“

ქვეყანაში საპრეზიდენტო საარჩევნო კამპანიის მწვერვალზე გაჩნდა ტერმინი "შორის ქსელი“. ასე ჰქვია გაქცეული ოლიგარქის ხმების ყიდვის პროექტს.

მოლდოვის პოლიციის ცნობით, მან ამ "ბადეში" მოლდოვის დაახლოებით 130 ათასი მოქალაქის გახვევა მოახერხა. მაია სანდუმ საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შემდეგ განაცხადა, რომ შორს შესაძლოა 300 ათასამდე ხმაც კი ეყიდაო.

სანდუს მაჩვენებლები გაზვიადებულად ეჩვენებათ პროსამთავრობო ექსპერტებსაც კი, მაგრამ 130 ათასი, რაზეც მოლდოვის პოლიციის უფროსმა ვიორელ სერნაუტანუმ ისაუბრა ოქტომბერში, არის აქტიური ამომრჩევლის 10%.

”ის არ აშენებს გზებს, ის არ აშენებს საავადმყოფოებს, ის არ აშენებს სკოლებს. ის პირდაპირ აძლევს ხალხს ფულს, ყიდულობს მათ ხმის უფლებას. ეს არის ნამდვილი ქსელი. ეს არ არის პოლიტიკური პროექტი, ეს არის კომერციული ორგანიზაცია. და ყველა კომერციულ ინიციატივას აქვს მიზანი - მოგება. ამ შემთხვევაში მიზანი არის ძალაუფლების ხელში ჩაგდება“, - განაცხადა გაგაუზის პარლამენტის დამოუკიდებელმა წევრმა ალექსანდრე ტარნავსკიმ BBC-სთან ინტერვიუში.

პოლიტოლოგების თქმით, ქვეყნის შიდა პროცესებში გარე ჩარევის მასშტაბები უზარმაზარია და ეს საგანგაშოა, მაგრამ კიდევ უფრო საგანგაშო ის არის, რომ მოლდოვა ჯერ კიდევ ვერ უწევს ეფექტიან წინააღმდეგობას.

მოლდოვის სამართალდამცავი ორგანოების ცნობით, ამ დროისთვის ილან შორმა დაახლოებით 15 მილიონი დოლარი დახარჯა თავის "ქსელზე".

რთულია ასეთი თანხის კონტრაბანდულად შეტანა ქვეყანაში, სადაც რუსეთიდან ფულის გადარიცხვა აკრძალულია. ასე გაჩნდა ვრცელი საკურიერო ქსელი: თვეების განმავლობაში ადამიანებმა - ათასობით შორზე მომუშავემ თუ რიგითმა ობივატელმა, რომლებსაც "უბრალოდ, სთხოვეს", მოლდოვაში სხვადასხვა ოდენობის ნაღდი ფული შეიტანეს

კიშინიოვის აეროპორტში ფრენებს იმ ქვეყნებიდან, საიდანაც, სავარაუდოდ, ჩადიოდნენ კურიერები (ძირითადად თურქეთიდან და სომხეთიდან) ხვდებოდნენ მებაჟეები, რომლებიც დღეს აცხადებენ, რომ "თითქმის ყველას ჰქონდა ორი, სამი ან შვიდი ათასი ევროს ოდენობის თანხა“. ამ შემოწმებებმა მოლდოვის ბევრ მოქალაქეში აღშფოთება გამოიწვია. მათი მთავარი არგუმენტი ის იყო, რომ კანონით, ნებისმიერს შეუძლია ქვეყანაში 10 ათას ევრომდე შეტანა დეკლარაციის გარეშე.

შორის ფულის მოლდოვაში გადარიცხვის კიდევ ერთი არხი შეიქმნა რუსული Promsvyazbank-ის მეშვეობით, რომელიც დაბლოკილია მოლდოვის ტერიტორიაზე, მაგრამ აგრძელებს ფუნქციონირებას პრორუსულ დნესტრისპირეთში, სადაც თანხები განაღდება ბანკომატების საშუალებით ხდებოდა.

მიუხედავად მოლდოვის ხელისუფლების ძალისხმევისა, რომელიც მოიცავდა შორთან დაკავშირებული პარტიებისა და ორგანიზაციების მრავალრიცხოვან ჩხრეკას, კომპიუტერების ჩამორთმევას და დაპატიმრებებს, მათ ვერ შეძლეს შორის ქსელის საქმიანობის პარალიზება.

ახლა სიტუაცია მოლდოვაში პროდასავლური ბანაკისთვის წარმოადგენს ჭიქას, რომელიც მათი პოზიციიდან ნახევრად სავსეა - დიახ, მაია სანდუმ შეინარჩუნა პრეზიდენტობა და ევროინტეგრაციის რეფერენდუმიც, მართალია მინიმალური სხვაობით, მაგრამ მაინც ევროპის სასარგებლოდ დასრულდა.

ეს არ შეიძლება არ მოეწონოს თავად სანდუს, მის პარტიას და მათ მხარდამჭერებს. მაგრამ ამ გამარჯვებით კმაყოფილების განცდა ნაკლებად უნდა ჰქონდეთ.

შორმა მოახერხა ქვეყნის გვარიანად შერყევა და ამავდროულად აჩვენა, რომ მოლდოვის მთავრობას ამ დროისთვის არ გააჩნია გარე გავლენის წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტიანი მექანიზმები.

რუსეთი და შორი აშკარაა, რომ ამით არ გაჩერდებიან. ისინი კვლავაც შეეცდებიან სანდუს ხელისუფლებისთვის ძირის გამოთხრას, მით უფრო, რომ სოციალურ-ეკონომიკური ვითარება, კომუნალური და მედიკამენტების გადასახადების მკვეთრი აწევა დღევანდელი ხელისუფლების მიმართ სიმპათიას საზოგადოებაში ნამდვილად არ იწვევს..

"ამ გარემოებიდან გამომდინარე, უამრავი ადამიანია უკმაყოფილო. მათ ვერ დაინახეს რეალური ცვლილება, ანუ აქამდე არსებული პარადიგმის ცვლილება. შესაბამისად, ხელისუფლების მიმართ უკმაყოფილება რეფერენდუმზეც გამოიხატა“, - ამბობს ანატოლი ტარანუ.

გარდა ამისა, პოლიტოლოგის აზრით, ფაქტია, რომ მოლდოვის საზოგადოებას არასოდეს დაუტოვებია რუსეთის საინფორმაციო სფერო. ეთნიკური მოლდოველებიც კი, რომლებმაც რუსული იციან, მისი თქმით, მგრძნობიარენი არიან რუსული პროპაგანდის მიმართ. მაგრამ მოლდოვაში კონტრპროპაგანდა თითქმის არ არსებობს, რადგან ამას დიდი თანხები სჭირდება.

იხილეთ ასევე