პოლიტიკა
სამხედრო
სამართალი

24

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 05:06-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
მსოფლიო
სპორტი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
“საქკაბელი“ საზღვაო გადაზიდვით საექსპორტო ქსელს აფართოებს
“საქკაბელი“ საზღვაო გადაზიდვით საექსპორტო ქსელს აფართოებს

სა­ქარ­თვე­ლოს სა­კა­ბე­ლო ინ­დუსტრი­ის ლი­დე­რი კომ­პა­ნია “საქკა­ბე­ლი“ სა­ექ­სპორ­ტო ქსე­ლის დი­ვერ­სი­ფი­ცი­რე­ბას გა­ნაგ­რძობს. კომ­პა­ნი­ამ ამ­ჯე­რად სა­კუ­თა­რი პრო­დუქ­ცი­ის ექ­სპორ­ტი ახლო აღ­მო­სავ­ლე­თის რე­გი­ონ­ში გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა. სა­ზღვაო გა­და­ზიდ­ვით სხვა­დას­ხვა სპე­ცი­ფი­კა­ცი­ის კა­ბე­ლის ექ­სპორ­ტი წარ­მა­ტე­ბით შედ­გა.

„საქკა­ბე­ლი“ სა­კუ­თა­რი პრო­დუქ­ცი­ის ექ­სპორ­ტს 2010 წლი­დან ეწე­ვა. 2023 წლი­დან, “საქკა­ბე­ლის“ პრო­დუქ­ცია ევ­რო­კავ­ში­რის წევრ ქვე­ყა­ნა­ში გა­მოჩ­ნდა. მიმ­დი­ნა­რე წელს კი, კომ­პა­ნი­ამ სა­ექ­სპორ­ტო არე­ა­ლი კი­დევ გა­ა­ფარ­თო­ვა და ამ­ჯე­რად სა­კუ­თა­რი პრო­დუქ­ცი­ის ექ­სპორ­ტი ახლო აღ­მო­სავ­ლეთ­ში, კერ­ძოდ ის­რა­ელ­ში გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა.

“სა­სი­ხა­რუ­ლოა, რომ გლო­ბა­ლურ ბაზ­რებ­ზე დღი­თი­დღე იზ­რდე­ბა “საქკა­ბე­ლის“ მიერ დამ­ზა­დე­ბულ ქარ­თულ პრო­დუქ­ცი­ა­ზე მო­თხოვ­ნა და კი­დევ უფრო ძლი­ერ­დე­ბა ჩვე­ნი, რო­გორც სან­დო პარტნი­ო­რის რე­პუ­ტა­ცია. ექ­სპორ­ტის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბამ­დე ჩვენ­მა პრო­დუქ­ცი­ამ მკაც­რი ტეს­ტი­რე­ბის პრო­ცე­სი გა­ი­ა­რა, რო­მელ­მაც კი­დევ ერთხელ ცხად­ყო ჩვე­ნი გუნ­დის პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მი და და­ამ­ტკი­ცა, რომ “საქკა­ბე­ლის“ მიერ წარ­მო­ე­ბუ­ლი მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი სა­კა­ბე­ლო პრო­დუქ­ცია აკ­მა­ყო­ფი­ლებს სა­ერ­თა­შო­რი­სო ბაზ­რის მო­თხოვ­ნებს და სა­ი­მე­დოდ უზ­რუნ­ველ­ყოფს გრძელ­ვა­დი­ან ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბას.

ის­რა­ელ­ში გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ექ­სპორ­ტი წარ­მო­ად­გენს კი­დევ ერთ მნიშ­ვნე­ლო­ვან ეტაპს “საქკა­ბე­ლის“ სა­ექ­სპორ­ტო ქსე­ლის გან­ვი­თა­რე­ბი­სა და გა­ფარ­თო­ე­ბის თვალ­საზ­რი­სით. ჩვე­ნი სა­ექ­სპორ­ტო მი­მარ­თუ­ლე­ბის გეგ­მე­ბი სხვა ქვეყ­ნებ­საც უკავ­შირ­დე­ბა. გაზ­რდი­ლი წარ­მა­დო­ბი­თა და მა­ღალ ხა­რისხზე ფო­კუ­სი­რე­ბით, ჩვენ კვლავ გა­ვაგ­რძე­ლებთ სა­ქარ­თვე­ლო­ში წარ­მო­ე­ბუ­ლი, სა­ერ­თა­შო­რი­სო სტან­დარ­ტის პრო­დუქ­ცი­ით სა­კა­ბე­ლო ინ­დუსტრი­ის წინსვლა­სა და სი­ახ­ლე­ე­ბის და­ნერგვას“ , - “საქკა­ბე­ლის“ მმარ­თვე­ლი დი­რექ­ტო­რი, და­ვით კა­პა­ნა­ძე.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ “საქკა­ბე­ლის” პრო­დუქ­ცია, რო­გორც ად­გი­ლობ­რივ ისე სა­ერ­თა­შო­რი­სო ბა­ზარ­ზე, მომ­ხმა­რე­ბელ­თან გაგ­ზავ­ნამ­დე დე­ტა­ლურ შე­მოწ­მე­ბას ქარ­ხა­ნა­ში მოქ­მედ, ხა­რის­ხის კონ­ტრო­ლის აკ­რე­დი­ტე­ბულ ლა­ბო­რა­ტო­რი­ა­ში გა­დის.

გარ­და ამი­სა, “საქკა­ბე­ლის“ პრო­დუქ­ცი­ას მი­ნი­ჭე­ბუ­ლი აქვს CE მარ­კი­რე­ბა, რაც ადას­ტუ­რებს, რომ პრო­დუქ­ტი აკ­მა­ყო­ფი­ლებს ევ­რო­პის კა­ნონ­მდებ­ლო­ბას ჯან­მრთე­ლო­ბის, უსაფრ­თხო­ე­ბის და გა­რე­მოს დაც­ვის შე­სა­ბა­მი­სო­ბის შე­სა­ხებ და ევ­რო­პის ბა­ზარ­ზე თა­ვი­სუ­ფა­ლი ვაჭ­რო­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბას იძ­ლე­ვა.

ინ­ფორ­მა­ცი­ის­თვის: “საქკა­ბე­ლი“ ად­გი­ლობ­რივ ბა­ზარ­ზე სფე­როს ლი­დე­რის პო­ზი­ცი­ას 67-ე წე­ლია იკა­ვებს და მომ­ხმა­რე­ბელს, რო­გორც სა­კა­ბე­ლო, ისე ელექტრი­ფი­კა­ცი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბულ 2000-მდე და­სა­ხე­ლე­ბის პრო­დუქტს სთა­ვა­ზობს. კომ­პა­ნი­ის ერთ-ერთი პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბა სა­ექ­სპორ­ტო ბაზ­რე­ბის დი­ვერ­სი­ფი­ცი­რე­ბა და ქარ­თულ ეკო­ნო­მი­კა­ში იმ­პორ­ტის ჩა­ნაც­ვლე­ბაა.

R

“საქკაბელი“ საზღვაო გადაზიდვით საექსპორტო ქსელს აფართოებს

“საქკაბელი“ საზღვაო გადაზიდვით საექსპორტო ქსელს აფართოებს

საქართველოს საკაბელო ინდუსტრიის ლიდერი კომპანია “საქკაბელი“ საექსპორტო ქსელის დივერსიფიცირებას განაგრძობს. კომპანიამ ამჯერად საკუთარი პროდუქციის ექსპორტი ახლო აღმოსავლეთის რეგიონში განახორციელა. საზღვაო გადაზიდვით სხვადასხვა სპეციფიკაციის კაბელის ექსპორტი წარმატებით შედგა.

„საქკაბელი“ საკუთარი პროდუქციის ექსპორტს 2010 წლიდან ეწევა. 2023 წლიდან, “საქკაბელის“ პროდუქცია ევროკავშირის წევრ ქვეყანაში გამოჩნდა. მიმდინარე წელს კი, კომპანიამ საექსპორტო არეალი კიდევ გააფართოვა და ამჯერად საკუთარი პროდუქციის ექსპორტი ახლო აღმოსავლეთში, კერძოდ ისრაელში განახორციელა.

“სასიხარულოა, რომ გლობალურ ბაზრებზე დღითიდღე იზრდება “საქკაბელის“ მიერ დამზადებულ ქართულ პროდუქციაზე მოთხოვნა და კიდევ უფრო ძლიერდება ჩვენი, როგორც სანდო პარტნიორის რეპუტაცია. ექსპორტის განხორციელებამდე ჩვენმა პროდუქციამ მკაცრი ტესტირების პროცესი გაიარა, რომელმაც კიდევ ერთხელ ცხადყო ჩვენი გუნდის პროფესიონალიზმი და დაამტკიცა, რომ “საქკაბელის“ მიერ წარმოებული მრავალფეროვანი საკაბელო პროდუქცია აკმაყოფილებს საერთაშორისო ბაზრის მოთხოვნებს და საიმედოდ უზრუნველყოფს გრძელვადიან ფუნქციონირებას.

ისრაელში განხორციელებული ექსპორტი წარმოადგენს კიდევ ერთ მნიშვნელოვან ეტაპს “საქკაბელის“ საექსპორტო ქსელის განვითარებისა და გაფართოების თვალსაზრისით. ჩვენი საექსპორტო მიმართულების გეგმები სხვა ქვეყნებსაც უკავშირდება. გაზრდილი წარმადობითა და მაღალ ხარისხზე ფოკუსირებით, ჩვენ კვლავ გავაგრძელებთ საქართველოში წარმოებული, საერთაშორისო სტანდარტის პროდუქციით საკაბელო ინდუსტრიის წინსვლასა და სიახლეების დანერგვას“ , - “საქკაბელის“ მმართველი დირექტორი, დავით კაპანაძე.

აღსანიშნავია, რომ “საქკაბელის” პროდუქცია, როგორც ადგილობრივ ისე საერთაშორისო ბაზარზე, მომხმარებელთან გაგზავნამდე დეტალურ შემოწმებას ქარხანაში მოქმედ, ხარისხის კონტროლის აკრედიტებულ ლაბორატორიაში გადის.

გარდა ამისა, “საქკაბელის“ პროდუქციას მინიჭებული აქვს CE მარკირება, რაც ადასტურებს, რომ პროდუქტი აკმაყოფილებს ევროპის კანონმდებლობას ჯანმრთელობის, უსაფრთხოების და გარემოს დაცვის შესაბამისობის შესახებ და ევროპის ბაზარზე თავისუფალი ვაჭრობის შესაძლებლობას იძლევა.

ინფორმაციისთვის: “საქკაბელი“ ადგილობრივ ბაზარზე სფეროს ლიდერის პოზიციას 67-ე წელია იკავებს და მომხმარებელს, როგორც საკაბელო, ისე ელექტრიფიკაციასთან დაკავშირებულ 2000-მდე დასახელების პროდუქტს სთავაზობს. კომპანიის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება საექსპორტო ბაზრების დივერსიფიცირება და ქართულ ეკონომიკაში იმპორტის ჩანაცვლებაა.

<iframe width="560" height="315" src="https://www.youtube.com/embed/EA9aS5Dype0?si=O5kOFIxjwvQSJq5H" title="YouTube video player" frameborder="0" allow="accelerometer; autoplay; clipboard-write; encrypted-media; gyroscope; picture-in-picture; web-share" referrerpolicy="strict-origin-when-cross-origin" allowfullscreen></iframe>

R