Faceამბები
მსოფლიო

22

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 04:49-ზე, მთვარე მერწყულშია დღეს კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება, ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. გადადეთ ოპერაციები სახსრებზე, ბრმა ნაწლავზე, პროცედურები ფეხებზე, ნერვულ სისტემაზე. კარგი დღეა დასვენებისთვის, შიმშილისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლურ სასმელს.
სამხედრო
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"... სამხილები წარვუდგინეთ" - რაზე ისაუბრეს ოპოზიციის ლიდერებმა დიპლომატიურ კორპუსთან შეხვედრაზე?
"... სამხილები წარვუდგინეთ" - რაზე ისაუბრეს ოპოზიციის ლიდერებმა დიპლომატიურ კორპუსთან შეხვედრაზე?

"ძლი­ე­რი სა­ქარ­თვე­ლოს“ ცენ­ტრა­ლურ ოფის­ში ოპო­ზი­ცი­უ­რი პარ­ტი­ე­ბის ლი­დე­რე­ბი დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი კორ­პუ­სის წარ­მო­მად­გენ­ლებს შეხ­ვდნენ.

დიპ­ლო­მა­ტი­ურ კორ­პუს­თან დღე­ვან­დე­ლი შეხ­ვედ­რი­სას კი­დევ ერთხელ ხაზი გა­ვუს­ვით, რომ იზო­ლა­ცი­ა­ში ვტო­ვებთ ტო­ტა­ლუ­რად გა­ყალ­ბე­ბუ­ლი არ­ჩევ­ნე­ბის შე­დე­გად მი­ტა­ცე­ბუ­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ავ­ტო­რებს „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ სა­ხით, არა­ვინ, არ­ცერ­თი ოპო­ზი­ცი­უ­რი პარ­ტია არ შევა პარ­ლა­მენ­ტში, - ამის შე­სა­ხებ "ერ­თი­ა­ნო­ბა - ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ ლი­დერ­მა, თინა ბო­კუ­ჩა­ვამ შეხ­ვედ­რის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ გა­ნა­ცხა­და.

თინა ბო­კუ­ჩა­ვას გან­ცხა­დე­ბით, დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი კორ­პუ­სის წარ­მო­მად­გენ­ლებს გა­ყალ­ბე­ბის სამ­ხი­ლე­ბი წა­რუდ­გი­ნეს.

"დიპ­ლო­მა­ტი­ურ კორ­პუს­თან დღე­ვან­დე­ლი შეხ­ვედ­რის ერთ-ერთი მთა­ვა­რი მი­ზა­ნი იყო იმ გა­ყალ­ბე­ბის სამ­ხი­ლე­ბის წარ­დგე­ნა მათ­თვის, რო­მე­ლიც ჩვენ შე­ვაგ­რო­ვეთ ამ ბოლო რამ­დე­ნი­მე დღის გან­მავ­ლო­ბა­ში. ასე­ვე კი­დევ ერთხელ და­ვა­ფიქ­სი­რეთ ის ერ­თო­ბა, რო­მე­ლიც არის ოპო­ზი­ცი­ურ ფრონტზე, რაც ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია რო­გორც ქვეყ­ნის შიგ­ნით, ასე­ვე ქვეყ­ნის გა­რეთ სწო­რი პო­ზი­ცი­ო­ნი­რე­ბის­თვის. ასე­ვე, კი­დევ ერთხელ ხაზი გა­ვუს­ვით, რომ იზო­ლა­ცი­ა­ში ვტო­ვებთ ტო­ტა­ლუ­რად გა­ყალ­ბე­ბუ­ლი არ­ჩევ­ნე­ბის შე­დე­გად მი­ტა­ცე­ბუ­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ავ­ტო­რებს „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ სა­ხით. არა­ვინ, არ­ცერთ ოპო­ზი­ცი­უ­რი პარ­ტია არ შევა პარ­ლა­მენ­ტში, რო­მე­ლიც ფორ­მი­რე­ბის მცდე­ლო­ბაც ექ­ნე­ბა ხე­ლი­სუფ­ლე­ბას. და­ბო­ლოს, დღეს ჩვენ დიპ­ლო­მა­ტი­ურ კორ­პუსს კი­დევ ერთხელ ავუხ­სე­ნით, რომ ჩვე­ნი გეგ­მე­ბის ფუნ­და­მენ­ტუ­რი ნა­წილს შე­ად­გენს საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ე­ბი, რო­მე­ლიც მიგ­ვაჩ­ნია, რომ არის ფუნ­და­მენ­ტუ­რი, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნა­წი­ლი. ხან­გრძლი­ვი, გან­გრძო­ბა­დი და მი­ზან­მი­მარ­თუ­ლი, შე­დეგ­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ე­ბი სა­ზო­გა­დო­ე­ბის აქ­ტი­ურ ნა­წილ­თან ერ­თად, რომ­ლე­ბიც იბ­რძოდ­ნენ რუ­სუ­ლი კა­ნო­ნის წი­ნა­აღ­მდეგ და კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სის მი­სა­ღე­ბად“, - გა­ნა­ცხა­და თინა ბო­კუ­ჩა­ვამ.

შეხ­ვედ­რა ეხე­ბო­და ან­გა­რიშს დარ­ღვე­ვებ­სა და გა­ყალ­ბე­ბა­ზე, რო­მელ­საც ად­გი­ლი ჰქონ­და ამ არ­ჩევ­ნებ­ზე, - ამის შე­სა­ხებ კი "კო­ა­ლი­ცია ცვლი­ლე­ბის­თვის“ ერთ-ერ­თმა ლი­დერ­მა ზუ­რაბ ჯა­ფა­რი­ძემ გა­ნა­ცხა­და.

რო­გორც ჯა­ფა­რი­ძემ აღ­ნიშ­ნა, მხა­რე­ებს შო­რის დის­კუ­სია გა­ი­მარ­თა ასე­ვე სა­ერ­თა­შო­რი­სო გა­მო­ძი­ე­ბა­სა და პრო­ტეს­ტის შე­სა­ხებ, რო­მე­ლიც ოპო­ზი­ცი­ამ ორ­შა­ბათს, 4 ნო­ემ­ბერს და­ა­ა­ნონ­სა.

"შეხ­ვედ­რა ეხე­ბო­და ან­გა­რიშს, რო­მე­ლიც ჩვენ მო­ვამ­ზა­დეთ. ეს ეხე­ბა დარ­ღვე­ვებს, გა­ყალ­ბე­ბის სქე­მებს, რო­მელ­საც ად­გი­ლი ჰქონ­და ამ არ­ჩევ­ნებ­ზე და რო­მე­ლიც ადას­ტუ­რებს იმას, რომ სი­ნამ­დვი­ლე­ში ქარ­თვე­ლი ხალ­ხის არ­ჩე­ვა­ნი მო­ი­პა­რეს. დღე­ვან­დელ შეხ­ვედ­რა­ზე არ ყო­ფი­ლა წარ­მოდ­გე­ნი­ლი ფოტო და ვი­დეო მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი - ეს გა­დაგ­ზავ­ნი­ლიც აქვთ და ნა­ნა­ხიც, აქ იყო ან­გა­რი­ში, პრე­ზენ­ტა­ცია სლა­ი­დებ­ზე და­ჯა­მე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის, მათ შო­რის, სტა­ტის­ტი­კუ­რი ანა­ლი­ზი და იყო და­ბეჭ­დი­ლი სა­ხით და­რი­გე­ბუ­ლი.

სა­უ­ბა­რი იყო, ძი­რი­თა­დად, ამ სა­კი­თხებ­ზე, თუმ­ცა, კი­თხვე­ბი და­ის­ვა ასე­ვე პრო­ტესტთან და­კავ­ში­რე­ბით - რას ვა­პი­რებთ, რო­გორ ვგეგ­მავთ და ამა­ზეც პა­სუ­ხე­ბი გა­ვე­ცით. ვუ­თხა­რით, რომ იქ­ნე­ბა ქუ­ჩის აქ­ცი­ე­ბი, რო­გორც წავა პრო­ცე­სე­ბი, იქი­დან გა­მომ­დი­ნა­რე მი­ვი­ღებთ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებს, ეს იქ­ნე­ბა უწყვე­ტი, ყო­ველ მე­ო­რე დღეს თუ რო­გორ იქ­ნე­ბა, ამა­ზე მი­ვი­ღებთ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას.

სა­ერ­თა­შო­რი­სო გა­მო­ძი­ე­ბის შე­საძ­ლო მე­ქა­ნიზ­მებ­ზე, რა ფორ­მით შე­იძ­ლე­ბა მოხ­დეს, ამა­ზეც იყო დის­კუ­სია, მათ შო­რის, მათ­გა­ნაც იყო კი­თხვე­ბი. დის­კუ­სია იყო იმა­ზე, თუ რა მე­ქა­ნიზ­მე­ბი შე­იძ­ლე­ბა იყოს გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი, მათ შო­რის, გან­ხი­ლუ­ლი იყო სხვა­დას­ხვა დრო­ში გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი პრაქ­ტი­კე­ბი”, - გა­ნა­ცხა­და ზუ­რაბ ჯა­ფა­რი­ძემ.

რუბრიკის სხვა სიახლეები
ავტორი:

"... სამხილები წარვუდგინეთ" - რაზე ისაუბრეს ოპოზიციის ლიდერებმა დიპლომატიურ კორპუსთან შეხვედრაზე?

"... სამხილები წარვუდგინეთ" - რაზე ისაუბრეს ოპოზიციის ლიდერებმა დიპლომატიურ კორპუსთან შეხვედრაზე?

"ძლიერი საქართველოს“ ცენტრალურ ოფისში ოპოზიციური პარტიების ლიდერები დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდნენ.

დიპლომატიურ კორპუსთან დღევანდელი შეხვედრისას კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვით, რომ იზოლაციაში ვტოვებთ ტოტალურად გაყალბებული არჩევნების შედეგად მიტაცებული ხელისუფლების ავტორებს „ქართული ოცნების“ სახით, არავინ, არცერთი ოპოზიციური პარტია არ შევა პარლამენტში, - ამის შესახებ "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა, თინა ბოკუჩავამ შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

თინა ბოკუჩავას განცხადებით, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს გაყალბების სამხილები წარუდგინეს.

"დიპლომატიურ კორპუსთან დღევანდელი შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი მიზანი იყო იმ გაყალბების სამხილების წარდგენა მათთვის, რომელიც ჩვენ შევაგროვეთ ამ ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში. ასევე კიდევ ერთხელ დავაფიქსირეთ ის ერთობა, რომელიც არის ოპოზიციურ ფრონტზე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ სწორი პოზიციონირებისთვის. ასევე, კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვით, რომ იზოლაციაში ვტოვებთ ტოტალურად გაყალბებული არჩევნების შედეგად მიტაცებული ხელისუფლების ავტორებს „ქართული ოცნების“ სახით. არავინ, არცერთ ოპოზიციური პარტია არ შევა პარლამენტში, რომელიც ფორმირების მცდელობაც ექნება ხელისუფლებას. დაბოლოს, დღეს ჩვენ დიპლომატიურ კორპუსს კიდევ ერთხელ ავუხსენით, რომ ჩვენი გეგმების ფუნდამენტური ნაწილს შეადგენს საპროტესტო აქციები, რომელიც მიგვაჩნია, რომ არის ფუნდამენტური, მნიშვნელოვანი ნაწილი. ხანგრძლივი, განგრძობადი და მიზანმიმართული, შედეგზე ორიენტირებული საპროტესტო აქციები საზოგადოების აქტიურ ნაწილთან ერთად, რომლებიც იბრძოდნენ რუსული კანონის წინააღმდეგ და კანდიდატის სტატუსის მისაღებად“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

შეხვედრა ეხებოდა ანგარიშს დარღვევებსა და გაყალბებაზე, რომელსაც ადგილი ჰქონდა ამ არჩევნებზე, - ამის შესახებ კი "კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა.

როგორც ჯაფარიძემ აღნიშნა, მხარეებს შორის დისკუსია გაიმართა ასევე საერთაშორისო გამოძიებასა და პროტესტის შესახებ, რომელიც ოპოზიციამ ორშაბათს, 4 ნოემბერს დააანონსა.

"შეხვედრა ეხებოდა ანგარიშს, რომელიც ჩვენ მოვამზადეთ. ეს ეხება დარღვევებს, გაყალბების სქემებს, რომელსაც ადგილი ჰქონდა ამ არჩევნებზე და რომელიც ადასტურებს იმას, რომ სინამდვილეში ქართველი ხალხის არჩევანი მოიპარეს. დღევანდელ შეხვედრაზე არ ყოფილა წარმოდგენილი ფოტო და ვიდეო მტკიცებულებები - ეს გადაგზავნილიც აქვთ და ნანახიც, აქ იყო ანგარიში, პრეზენტაცია სლაიდებზე დაჯამებული ინფორმაციის, მათ შორის, სტატისტიკური ანალიზი და იყო დაბეჭდილი სახით დარიგებული.

საუბარი იყო, ძირითადად, ამ საკითხებზე, თუმცა, კითხვები დაისვა ასევე პროტესტთან დაკავშირებით - რას ვაპირებთ, როგორ ვგეგმავთ და ამაზეც პასუხები გავეცით. ვუთხარით, რომ იქნება ქუჩის აქციები, როგორც წავა პროცესები, იქიდან გამომდინარე მივიღებთ გადაწყვეტილებებს, ეს იქნება უწყვეტი, ყოველ მეორე დღეს თუ როგორ იქნება, ამაზე მივიღებთ გადაწყვეტილებას.

საერთაშორისო გამოძიების შესაძლო მექანიზმებზე, რა ფორმით შეიძლება მოხდეს, ამაზეც იყო დისკუსია, მათ შორის, მათგანაც იყო კითხვები. დისკუსია იყო იმაზე, თუ რა მექანიზმები შეიძლება იყოს გამოყენებული, მათ შორის, განხილული იყო სხვადასხვა დროში გამოყენებული პრაქტიკები”, - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.