საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

10

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 18:54-ზე, მთვარე სასწორს ესტუმრება 05:12-ზე დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
სპორტი
Faceამბები
სამართალი
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საარჩევნო ყუთში ბიულეტენების ჩაყრის ფაქტზე დაკავებულები თავს დამნაშავედ არ ცნობენ - რას აცხადებს მათი ადვოკატი?
საარჩევნო ყუთში ბიულეტენების ჩაყრის ფაქტზე დაკავებულები თავს დამნაშავედ არ ცნობენ - რას აცხადებს მათი ადვოკატი?

მხა­რე­ე­ბის პო­ზი­ცი­აა ასე­თი, რომ არ ცნო­ბენ თავს დამ­ნა­შა­ვედ, რაც შე­ე­ხე­ბა სა­სა­მარ­თლოს დღე­ვან­დელ გან­ჩი­ნე­ბას, აუ­ცი­ლებ­ლად გა­ვა­სა­ჩივ­რებთ დად­გე­ნილ ვა­დებ­ში, მივ­მარ­თავთ თბი­ლი­სის სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლოს, - ამის შე­სა­ხებ სა­არ­ჩევ­ნო ყუთ­ში ბი­უ­ლე­ტე­ნე­ბის ჩაყ­რის ფაქ­ტზე და­კა­ვე­ბუ­ლი საკ­რე­ბუ­ლოს თავ­მჯდო­მა­რის მო­ად­გი­ლის, როვ­შან ის­კან­და­რო­ვი­სა და მისი ბი­ძაშ­ვი­ლის, ექ­ბარ ის­კან­და­რო­ვის ად­ვო­კატ­მა, ზუ­რაბ და­ლა­ქიშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და.

რო­გორც ზუ­რაბ და­ლა­ქიშ­ვილ­მა „პა­ლიტ­რა­ნი­უსს“ გა­ნუ­ცხა­და, კად­რე­ბი, რო­მე­ლიც გავ­რცელ­და, კონ­ტექ­სტი­და­ნაა ამო­ღე­ბუ­ლი და „ამ კად­რე­ბამ­დე რა ხდე­ბა, ესაა სა­ინ­ტე­რე­სო“.

"ამ კად­რე­ბამ­დე რა ხდე­ბა ესაა სა­ინ­ტე­რე­სო. აუ­ცი­ლებ­ლად გა­ი­გებს ამას სა­ზო­გა­დო­ე­ბა, გპირ­დე­ბით. ყვე­ლა გა­ი­გებს რე­ა­ლუ­რად რას­თან გვაქვს საქ­მე და ეს სა­კი­თხი, რაც იმ კად­რებ­ში ჩანს, ნამ­დვი­ლად არ უკავ­შირ­დე­ბა გა­ყალ­ბე­ბის სა­კითხს, ხოლო რა­საც უკავ­შირ­დე­ბა აუ­ცი­ლებ­ლად გა­ი­გებთ შე­სა­ბა­მის ეტაპ­ზე“, - გა­ნა­ცხა­და ზუ­რაბ და­ლა­ქიშ­ვილ­მა.

მი­სი­ვე გან­ცხა­დე­ბით, წი­ნა­სა­სა­მარ­თლო სხდო­მა ჩა­ი­ნიშ­ნა მიმ­დი­ნა­რე წლის 25 დე­კემ­ბერს და ამ დრო­ის­თვის შე­და­რე­ბით მეტ დე­ტალ­ზე იქ­ნე­ბა სა­უ­ბა­რი შე­საძ­ლე­ბე­ლი.

"არ­ჩევ­ნე­ბის გა­ყალ­ბე­ბას, წარ­დგე­ნილ ბრალ­დე­ბას არ ეთან­ხმე­ბი­ან, რაც შე­ე­ხე­ბა დე­ტა­ლებს, ამ ეტაპ­ზე სხვა დე­ტა­ლე­ბის გახ­მა­უ­რე­ბი­სა­გან თავს შე­ვი­კა­ვებ იმი­ტომ, რომ მიმ­დი­ნა­რე­ობს გა­მო­ძი­ე­ბა და პა­რა­ლე­ლუ­რად ჩვენ, დაც­ვის მხა­რეც ვა­წარ­მო­ებთ გა­მო­ძი­ე­ბას. წი­ნა­სა­სა­მარ­თლო სხდო­მა ჩა­ი­ნიშ­ნა მიმ­დი­ნა­რე წლის 25 დე­კემ­ბერს, უკვე ამ პე­რი­ო­დი­სათ­ვის შე­იძ­ლე­ბა ბევრ რა­მე­ზე სა­უ­ბა­რი და ამ ეტაპ­ზე, გა­მო­ძი­ე­ბის ინ­ტე­რე­სე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, თავს შე­ვი­კა­ვებ“, - გა­ნა­ცხა­და ზუ­რაბ და­ლა­ქიშ­ვილ­მა.

ცნო­ბის­თვის, სა­არ­ჩევ­ნო ყუთ­ში ბი­უ­ლე­ტე­ნე­ბის ჩაყ­რის ფაქ­ტზე და­კა­ვე­ბულ საკ­რე­ბუ­ლოს თავ­მჯდო­მა­რის მო­ად­გი­ლეს, როვ­შან ის­კან­და­როვ­სა და ექ­ბარ ის­კან­და­როვს ბრალ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 164³-ე მუხ­ლით (არ­ჩევ­ნე­ბის გა­ყალ­ბე­ბა) გუ­შინ წა­რედ­გი­ნათ, რაც სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად 2 წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

იხი­ლეთ ასე­ვე:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

საარჩევნო ყუთში ბიულეტენების ჩაყრის ფაქტზე დაკავებულები თავს დამნაშავედ არ ცნობენ - რას აცხადებს მათი ადვოკატი?

საარჩევნო ყუთში ბიულეტენების ჩაყრის ფაქტზე დაკავებულები თავს დამნაშავედ არ ცნობენ - რას აცხადებს მათი ადვოკატი?

მხარეების პოზიციაა ასეთი, რომ არ ცნობენ თავს დამნაშავედ, რაც შეეხება სასამართლოს დღევანდელ განჩინებას, აუცილებლად გავასაჩივრებთ დადგენილ ვადებში, მივმართავთ თბილისის სააპელაციო სასამართლოს, - ამის შესახებ საარჩევნო ყუთში ბიულეტენების ჩაყრის ფაქტზე დაკავებული საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის, როვშან ისკანდაროვისა და მისი ბიძაშვილის, ექბარ ისკანდაროვის ადვოკატმა, ზურაბ დალაქიშვილმა განაცხადა.

როგორც ზურაბ დალაქიშვილმა „პალიტრანიუსს“ განუცხადა, კადრები, რომელიც გავრცელდა, კონტექსტიდანაა ამოღებული და „ამ კადრებამდე რა ხდება, ესაა საინტერესო“.

"ამ კადრებამდე რა ხდება ესაა საინტერესო. აუცილებლად გაიგებს ამას საზოგადოება, გპირდებით. ყველა გაიგებს რეალურად რასთან გვაქვს საქმე და ეს საკითხი, რაც იმ კადრებში ჩანს, ნამდვილად არ უკავშირდება გაყალბების საკითხს, ხოლო რასაც უკავშირდება აუცილებლად გაიგებთ შესაბამის ეტაპზე“, - განაცხადა ზურაბ დალაქიშვილმა.

მისივე განცხადებით, წინასასამართლო სხდომა ჩაინიშნა მიმდინარე წლის 25 დეკემბერს და ამ დროისთვის შედარებით მეტ დეტალზე იქნება საუბარი შესაძლებელი.

"არჩევნების გაყალბებას, წარდგენილ ბრალდებას არ ეთანხმებიან, რაც შეეხება დეტალებს, ამ ეტაპზე სხვა დეტალების გახმაურებისაგან თავს შევიკავებ იმიტომ, რომ მიმდინარეობს გამოძიება და პარალელურად ჩვენ, დაცვის მხარეც ვაწარმოებთ გამოძიებას. წინასასამართლო სხდომა ჩაინიშნა მიმდინარე წლის 25 დეკემბერს, უკვე ამ პერიოდისათვის შეიძლება ბევრ რამეზე საუბარი და ამ ეტაპზე, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, თავს შევიკავებ“, - განაცხადა ზურაბ დალაქიშვილმა.

ცნობისთვის, საარჩევნო ყუთში ბიულეტენების ჩაყრის ფაქტზე დაკავებულ საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს, როვშან ისკანდაროვსა და ექბარ ისკანდაროვს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 164³-ე მუხლით (არჩევნების გაყალბება) გუშინ წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

იხილეთ ასევე: