პოლიტიკა
მოზაიკა

25

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 05:13-ზე, მთვარე 11:20-ზე ესტუმრება ვერძს კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პროკურატურა თანამშრომლობისკენ მოუწოდებს პირებს, რომლებიც არჩევნებისას ჩადენილ სავარაუდო დანაშაულებზე მტკიცებულებებს ფლობენ
პროკურატურა თანამშრომლობისკენ მოუწოდებს პირებს, რომლებიც არჩევნებისას ჩადენილ სავარაუდო დანაშაულებზე მტკიცებულებებს ფლობენ

პრო­კუ­რა­ტუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­სა და სპე­ცი­ა­ლურ სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხურ­ში წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო პე­რი­ოდ­ში და არ­ჩევ­ნე­ბის დღეს ჩა­დე­ნი­ლი სა­ვა­რა­უ­დო და­ნა­შა­უ­ლე­ბის ფაქ­ტებ­ზე გა­მო­ძი­ე­ბა 47 სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ზე მიმ­დი­ნა­რე­ობს.

ამას­თან, უწყე­ბის ცნო­ბით, პი­რე­ბი, რომ­ლე­ბიც სა­ჯა­როდ აცხა­დე­ბენ, რომ ფლო­ბენ ინ­ფორ­მა­ცი­ას და მტკი­ცე­ბუ­ლე­ბებს არ­ჩევ­ნე­ბის პრო­ცეს­ში ჩა­დე­ნილ სა­ვა­რა­უ­დო და­ნა­შა­უ­ლებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, ამ დრომ­დე არ თა­ნამ­შრომ­ლო­ბენ გა­მო­ძი­ე­ბას­თან და უარს აცხა­დე­ბენ შე­სა­ბა­მი­სი ინ­ფორ­მა­ცი­ის მო­წო­დე­ბა­ზე.

“სა­ზო­გა­დო­ე­ბის ინ­ფორ­მი­რე­ბის მიზ­ნით, გვსურს გან­ვა­ცხა­დოთ, რომ სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში და სპე­ცი­ა­ლურ სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხურ­ში წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო პე­რი­ოდ­ში და არ­ჩევ­ნე­ბის დღეს ჩა­დე­ნი­ლი სა­ვა­რა­უ­დო და­ნა­შა­უ­ლე­ბის ფაქ­ტებ­ზე, 47 სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ზე მიმ­დი­ნა­რე­ობს გა­მო­ძი­ე­ბა, კერ­ძოდ, არ­ჩევ­ნე­ბის გა­ყალ­ბე­ბის, ამომ­რჩევ­ლის ნე­ბა­ზე ზე­გავ­ლე­ნის, სა­არ­ჩევ­ნო ხმის ფა­რუ­ლო­ბის დარ­ღვე­ვის, ამომ­რჩევ­ლის მოს­ყიდ­ვის, ჟურ­ნა­ლის­ტუ­რი საქ­მი­ა­ნო­ბის ხელ­შეშ­ლის, სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ის გან­თავ­სე­ბის ად­გი­ლას ან წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო აგი­ტა­ცი­ი­სას ძა­ლა­დო­ბის და მუ­ქა­რის, ნივ­თის და­ზი­ა­ნე­ბის და გა­ნად­გუ­რე­ბის კვა­ლი­ფი­კა­ცი­ით.

გა­მო­ძი­ე­ბე­ბის და­წყე­ბას სა­ფუძ­ვლად და­ე­დო ოპო­ზი­ცი­უ­რი და მმარ­თვე­ლი პარ­ტი­ე­ბის, ცენ­ტრა­ლუ­რი სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ის და არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის მო­მარ­თვე­ბი, ასე­ვე მე­დი­ით გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ე­ბი.

სა­გა­მო­ძი­ე­ბო უწყე­ბებ­ში ინ­ტენ­სი­ურ რე­ჟიმ­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს სა­არ­ჩევ­ნო პრო­ცეს­ში ჩა­დე­ნილ სა­ვა­რა­უ­დო და­ნა­შა­უ­ლებ­ზე ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლი და შემ­ხებ­ლო­ბა­ში მყო­ფი პი­რე­ბის და­ბა­რე­ბა და გა­მო­კი­თხვა. და­ნიშ­ნუ­ლია შე­სა­ბა­მი­სი ექ­სპერ­ტი­ზე­ბი, მიმ­დი­ნა­რე­ობს ვი­დეო მა­სა­ლე­ბის შეს­წავ­ლა და პირ­თა იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბა, ტარ­დე­ბა შე­სა­ბა­მი­სი სა­გა­მო­ძი­ე­ბო და საპ­რო­ცე­სო მოქ­მე­დე­ბე­ბი.

აქვე, მა­ღა­ლი სა­ჯა­რო ინ­ტე­რე­სი­დან გა­მომ­დი­ნა­რე გაც­ნო­ბებთ, რომ მარ­ნე­უ­ლის 69-ე სა­არ­ჩევ­ნო უბან­ზე მომ­ხდარ არ­ჩევ­ნე­ბის გა­ყალ­ბე­ბის ფაქ­ტზე და­კა­ვე­ბუ­ლია ორი პირი.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ცალ­კე­ულ შემ­თხვე­ვებ­ში პი­რე­ბი, რომ­ლე­ბიც სა­ჯა­როდ აცხა­დე­ბენ, რომ ფლო­ბენ ინ­ფორ­მა­ცი­ას და მტკი­ცე­ბუ­ლე­ბებს არ­ჩევ­ნე­ბის პრო­ცეს­ში ჩა­დე­ნილ სა­ვა­რა­უ­დო და­ნა­შა­უ­ლებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, ამ დრომ­დე არ თა­ნამ­შრომ­ლო­ბენ გა­მო­ძი­ე­ბას­თან და უარს აცხა­დე­ბენ შე­სა­ბა­მი­სი ინ­ფორ­მა­ცი­ის მო­წო­დე­ბა­ზე, რაც აფერ­ხებს გა­მო­ძი­ე­ბის პრო­ცესს.

სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რა მო­უ­წო­დებს მათ, დრო­უ­ლად გა­მო­ცხად­დნენ სა­გა­მო­ძი­ე­ბო სტრუქ­ტუ­რებ­ში და ითა­ნამ­შრომ­ლონ, სწრა­ფი, ეფექ­ტი­ა­ნი და ობი­ექ­ტუ­რი გა­მო­ძი­ე­ბის ჩა­ტა­რე­ბის უზ­რუნ­ველ­სა­ყო­ფად”, - ნათ­ქვა­მია პრო­კუ­რა­ტუ­რის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

ავტორი:

პროკურატურა თანამშრომლობისკენ მოუწოდებს პირებს, რომლებიც არჩევნებისას ჩადენილ სავარაუდო დანაშაულებზე მტკიცებულებებს ფლობენ

პროკურატურა თანამშრომლობისკენ მოუწოდებს პირებს, რომლებიც არჩევნებისას ჩადენილ სავარაუდო დანაშაულებზე მტკიცებულებებს ფლობენ

პროკურატურის ინფორმაციით, პროკურატურაში, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში წინასაარჩევნო პერიოდში და არჩევნების დღეს ჩადენილი სავარაუდო დანაშაულების ფაქტებზე გამოძიება 47 სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარეობს.

ამასთან, უწყების ცნობით, პირები, რომლებიც საჯაროდ აცხადებენ, რომ ფლობენ ინფორმაციას და მტკიცებულებებს არჩევნების პროცესში ჩადენილ სავარაუდო დანაშაულებთან დაკავშირებით, ამ დრომდე არ თანამშრომლობენ გამოძიებასთან და უარს აცხადებენ შესაბამისი ინფორმაციის მოწოდებაზე.

“საზოგადოების ინფორმირების მიზნით, გვსურს განვაცხადოთ, რომ საქართველოს პროკურატურაში, შინაგან საქმეთა სამინისტროში და სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში წინასაარჩევნო პერიოდში და არჩევნების დღეს ჩადენილი სავარაუდო დანაშაულების ფაქტებზე, 47 სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება, კერძოდ, არჩევნების გაყალბების, ამომრჩევლის ნებაზე ზეგავლენის, საარჩევნო ხმის ფარულობის დარღვევის, ამომრჩევლის მოსყიდვის, ჟურნალისტური საქმიანობის ხელშეშლის, საარჩევნო კომისიის განთავსების ადგილას ან წინასაარჩევნო აგიტაციისას ძალადობის და მუქარის, ნივთის დაზიანების და განადგურების კვალიფიკაციით.

გამოძიებების დაწყებას საფუძვლად დაედო ოპოზიციური და მმართველი პარტიების, ცენტრალური საარჩევნო კომისიის და არასამთავრობო ორგანიზაციების მომართვები, ასევე მედიით გავრცელებული ინფორმაციები.

საგამოძიებო უწყებებში ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს საარჩევნო პროცესში ჩადენილ სავარაუდო დანაშაულებზე ინფორმირებული და შემხებლობაში მყოფი პირების დაბარება და გამოკითხვა. დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები, მიმდინარეობს ვიდეო მასალების შესწავლა და პირთა იდენტიფიცირება, ტარდება შესაბამისი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები.

აქვე, მაღალი საჯარო ინტერესიდან გამომდინარე გაცნობებთ, რომ მარნეულის 69-ე საარჩევნო უბანზე მომხდარ არჩევნების გაყალბების ფაქტზე დაკავებულია ორი პირი.

აღსანიშნავია, რომ ცალკეულ შემთხვევებში პირები, რომლებიც საჯაროდ აცხადებენ, რომ ფლობენ ინფორმაციას და მტკიცებულებებს არჩევნების პროცესში ჩადენილ სავარაუდო დანაშაულებთან დაკავშირებით, ამ დრომდე არ თანამშრომლობენ გამოძიებასთან და უარს აცხადებენ შესაბამისი ინფორმაციის მოწოდებაზე, რაც აფერხებს გამოძიების პროცესს.

საქართველოს პროკურატურა მოუწოდებს მათ, დროულად გამოცხადდნენ საგამოძიებო სტრუქტურებში და ითანამშრომლონ, სწრაფი, ეფექტიანი და ობიექტური გამოძიების ჩატარების უზრუნველსაყოფად”, - ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.