მოზაიკა

24

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 05:06-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გუშინდელი აქცია მრავალრიცხოვანი არ იყო - უკვე საკუთარი ამომრჩევლის მობილიზებასაც ვეღარ ახდენენ" - წილოსანი
"გუშინდელი აქცია მრავალრიცხოვანი არ იყო - უკვე საკუთარი ამომრჩევლის მობილიზებასაც ვეღარ ახდენენ" - წილოსანი

ვი­ხი­ლეთ გუ­შინ­დე­ლი აქ­ცია, რო­მე­ლიც რა თქმა უნდა, მრა­ვალ­რი­ცხო­ვა­ნი არ იყო - უკვე სა­კუ­თა­რი ამომ­რჩევ­ლის მო­ბი­ლი­ზე­ბა­საც ვე­ღარ ახ­დე­ნენ, გა­მომ­დი­ნა­რე იქი­დან, რომ მათი ამომ­რჩევ­ლის დიდი ნა­წი­ლიც თვლის, რომ არ­ჩევ­ნე­ბი სა­მარ­თლი­ა­ნად წა­ა­გეს, - ამის შე­სა­ხებ მე­დი­ას­თან პარ­ლა­მენ­ტის ვიცე-სპი­კერ­მა ნინო წი­ლო­სან­მა გა­ნა­ცხა­და.

მი­სი­ვე შე­ფა­სე­ბით, ოპო­ზი­ცია ცდი­ლობს მუხ­ტი შე­ი­ნარ­ჩუ­ნოს, რო­მე­ლიც მათ სა­ხელ­მწი­ფო გა­დატ­რი­ა­ლე­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბის­თვის სჭირ­დე­ბათ.

“პო­ლი­ტი­კა­ში თუ სპორ­ტულ შე­ჯიბრში წა­გე­ბულ­მა წა­გე­ბა უნდა აღი­ა­როს. დე­ზინ­ფორ­მა­ცი­აა ის, რომ მან­და­ტებ­ზე უა­რის თქმით და სი­ე­ბის ჩახ­სნით პარ­ლა­მენტს უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბა არ ექ­ნე­ბა, თით­ქოს სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილს - სიმ­ბო­ლურ პრე­ზი­დენტს აქვს რა­ი­მე უფ­ლე­ბა და შე­იძ­ლე­ბა პარ­ლა­მენ­ტის პირ­ვე­ლი სხდო­მა ვერ ჩა­ი­ნიშ­ნოს. ეს დე­ზინ­ფორ­მა­ცია, ერთი მხრივ, ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი­სა და ვაი პო­ლი­ტი­კო­სე­ბის არა­კომ­პე­ტენ­ტუ­რო­ბის ბრა­ლია, ხოლო მე­ო­რე მხრივ, იმ მავ­ნე­ბე­ლი პო­ლი­ტი­კო­სე­ბის დამ­სა­ხუ­რე­ბაც არის, ვინც ძა­ლი­ან კარ­გად იცის, რომ ამ ყვე­ლაფ­რის­გან ხე­ირს ვერ ნა­ხა­ვენ, მაგ­რამ ამას მა­ინც ამ­ბო­ბენ“, - გა­ნა­ცხა­და ნინო წი­ლო­სან­მა.

ავტორი:

"გუშინდელი აქცია მრავალრიცხოვანი არ იყო - უკვე საკუთარი ამომრჩევლის მობილიზებასაც ვეღარ ახდენენ" - წილოსანი

"გუშინდელი აქცია მრავალრიცხოვანი არ იყო - უკვე საკუთარი ამომრჩევლის მობილიზებასაც ვეღარ ახდენენ" - წილოსანი

ვიხილეთ გუშინდელი აქცია, რომელიც რა თქმა უნდა, მრავალრიცხოვანი არ იყო - უკვე საკუთარი ამომრჩევლის მობილიზებასაც ვეღარ ახდენენ, გამომდინარე იქიდან, რომ მათი ამომრჩევლის დიდი ნაწილიც თვლის, რომ არჩევნები სამართლიანად წააგეს, - ამის შესახებ მედიასთან პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ნინო წილოსანმა განაცხადა.

მისივე შეფასებით, ოპოზიცია ცდილობს მუხტი შეინარჩუნოს, რომელიც მათ სახელმწიფო გადატრიალების ორგანიზებისთვის სჭირდებათ.

“პოლიტიკაში თუ სპორტულ შეჯიბრში წაგებულმა წაგება უნდა აღიაროს. დეზინფორმაციაა ის, რომ მანდატებზე უარის თქმით და სიების ჩახსნით პარლამენტს უფლებამოსილება არ ექნება, თითქოს სალომე ზურაბიშვილს - სიმბოლურ პრეზიდენტს აქვს რაიმე უფლება და შეიძლება პარლამენტის პირველი სხდომა ვერ ჩაინიშნოს. ეს დეზინფორმაცია, ერთი მხრივ, ჟურნალისტებისა და ვაი პოლიტიკოსების არაკომპეტენტურობის ბრალია, ხოლო მეორე მხრივ, იმ მავნებელი პოლიტიკოსების დამსახურებაც არის, ვინც ძალიან კარგად იცის, რომ ამ ყველაფრისგან ხეირს ვერ ნახავენ, მაგრამ ამას მაინც ამბობენ“, - განაცხადა ნინო წილოსანმა.