პოლიტიკა
მოზაიკა

25

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 05:13-ზე, მთვარე 11:20-ზე ესტუმრება ვერძს კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
“არ ვაღიარებ ამ არჩევნებს, ამის აღიარება არის რუსეთის შემოსვლის აღიარება“ - პრეზიდენტმა ხვალ 19:00 საათზე საზოგადოებას რუსთაველის გამზირზე მისვლისკენ მოუწოდა
“არ ვაღიარებ ამ არჩევნებს, ამის აღიარება არის რუსეთის შემოსვლის აღიარება“ - პრეზიდენტმა ხვალ 19:00 საათზე საზოგადოებას რუსთაველის გამზირზე მისვლისკენ მოუწოდა

“ეს იყო ტო­ტა­ლუ­რი გა­ყალ­ბე­ბა, ტო­ტა­ლუ­რი წარ­თმე­ვა თქვე­ნი ხმე­ბის“, - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტმა, სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა ორ­ბე­ლი­ა­ნე­ბის სა­სახ­ლე­ში გა­მარ­თულ ბრი­ფინგზე გა­ნა­ცხა­და 26 ოქ­ტომ­ბრის სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნებ­თან და­კავ­ში­რე­ბით.

რო­გორც პრე­ზი­დენ­ტმა აღ­ნიშ­ნა, არ­ჩევ­ნე­ბის გა­ყალ­ბე­ბი­სათ­ვის გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი იყო თა­ნა­მედ­რო­ვე ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი.

“ეს იყო ტო­ტა­ლუ­რი გა­ყალ­ბე­ბა, ტო­ტა­ლუ­რი წარ­თმე­ვა თქვე­ნი ხმე­ბის, გა­მო­ყე­ნე­ბა ყვე­ლა იმ ხერ­ხის, რაც გვი­ნა­ხავს სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნებ­ში, თუ ამ ქვე­ყა­ნა­ში, რაც შე­იძ­ლე­ბა გა­მო­ი­ყე­ნო, რომ გა­ა­ყალ­ბო არ­ჩევ­ნე­ბი. პლუს დღე­ვან­დე­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა იმ დო­ნე­ზე, რომ ტექ­ნო­ლო­გია გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი იქნა იმის­თვის, რომ გა­ე­თეთ­რე­ბი­ნა გა­ყალ­ბე­ბა. ასეთ რამ ჯერ არ ყო­ფი­ლა. ჩვენ ვი­ყა­ვით მოწ­მე და მსხვერ­პლი რუ­სუ­ლი სპე­ცო­პე­რა­ცი­ის “, - გა­ნა­ცხა­და სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა.

“არ ვა­ღი­ა­რებ ამ არ­ჩევ­ნებს. ამ არ­ჩევ­ნე­ბის აღი­ა­რე­ბა არ შე­იძ­ლე­ბა. ამის აღი­ა­რე­ბა არის რუ­სე­თის შე­მოს­ვლის აღი­ა­რე­ბა“, - გა­ნა­ცხა­და პრე­ზი­დენ­ტმა.

  • ამას­თან, რო­გორც პრე­ზი­დენ­ტმა აღ­ნიშ­ნა, "ძა­ლი­ან ბევ­რი რამ არის გა­მო­საკ­ვლე­ვი".

“ჩა­ტარ­და რუ­სუ­ლი არ­ჩევ­ნე­ბი, წაგ­ვარ­თვეს არ­ჩევ­ნე­ბის ინ­სტი­ტუ­ტი იმი­ტომ, რომ ამ არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ, თუ არა­ფე­რი შე­იც­ვა­ლა, ძნე­ლი წარ­მო­სად­გე­ნია რო­გო­რი შე­იძ­ლე­ბა იყოს ახა­ლი არ­ჩევ­ნე­ბი ამ ქვე­ყა­ნა­ში. წაგ­ვარ­თვეს არ­ჩევ­ნე­ბის კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი უფ­ლე­ბა, მო­ქა­ლა­ქე­ებს წა­არ­თვეს პი­რა­დო­ბის მოწ­მო­ბე­ბი და ამით არ­ჩევ­ნებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის უფ­ლე­ბა.

წა­არ­თვეს ჩვენს ემიგ­რან­ტებს არ­ჩევ­ნებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­ღე­ბის უფ­ლე­ბა, და­არ­ღვი­ეს მათი კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი უფ­ლე­ბა, რომ არ გა­იხ­სნა უბ­ნე­ბი, იქაც იქნა გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი სხვა­დას­ხვა ხერ­ხე­ბი და ფორ­მე­ბი. 100 000-მა ემიგ­რან­ტმა ძა­ლი­ან ბევ­რი იბ­რძო­ლა, რომ და­რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი ყო­ფი­ლი­ყო, ამის მი­უ­ხე­და­ვად, მხო­ლოდ 33 000-მა მო­ა­ხერ­ხა ხმის მი­ცე­მა, ეს ადა­მი­ა­ნე­ბი თუ იბ­რძოდ­ნენ ამ უფ­ლე­ბის მო­სა­პო­ვებ­ლად და გა­და­ლა­ხეს 2000 მილი ამე­რი­კა­ში და ბევ­რი წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა ევ­რო­პის ქა­ლა­ქებ­ში, ეს არ იყო იმის­თვის, რომ ხმა არ მი­ე­ცათ. ბევ­რი რამ არის გა­მო­საკ­ვლე­ვი.

მად­ლო­ბე­ლი ვარ ჩვე­ნი უცხო­ე­ლი პარტნი­ო­რე­ბის სა­დამ­კვირ­ვებ­ლო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის, რომ­ლებ­მაც ყვე­ლა ეს დარ­ღვე­ვა აღ­რი­ცხეს და უკან არ და­ი­ხი­ეს, რომ და­ე­წე­რათ, რაც მოხ­და არ­ჩევ­ნებ­ში, მაგ­რამ ეს არ არის საკ­მა­რი­სი. მინ­და ვთქვა, რო­გორც ამ სა­ხელ­მწი­ფო­ში დარ­ჩე­ნი­ლი და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ინ­სტი­ტუ­ტი, რომ ამ არ­ჩევ­ნებს არ ვა­ღი­ა­რებ! ამ არ­ჩევ­ნებს აღი­ა­რე­ბა არ შე­იძ­ლე­ბა, ეს იგი­ვეა რაც აღი­ა­რე­ბა რუ­სე­თის აქ შე­მოს­ვლის, რუ­სე­თის მიერ სა­ქარ­თვე­ლოს დაქ­ვემ­დე­ბა­რე­ბის, ამის­თვის არ ჩა­მოვ­სულ­ვარ სა­ქარ­თვე­ლო­ში და ამის­თვის არ უცხოვ­რი­ათ ჩვენს წი­ნაპ­რებს“, - გა­ნა­ცხა­და სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა.

  • მან მო­სახ­ლე­ო­ბას ხვალ სა­ღა­მოს, 19:00 სა­ათ­ზე რუს­თა­ველ­ზე გას­ვლის­კენ მო­უ­წო­და.

“გვინ­და მო­გიწ­ვი­ოთ ხვალ სა­ღა­მოს, 19:00 სა­ათ­ზე რუს­თა­ველ­ზე იმის­თვის, რომ ჩვენ ერ­თად გა­მო­ვუ­ცხა­დოთ მსოფ­ლი­ოს, რომ არ ვა­ღი­ა­რებთ ამ არ­ჩევ­ნებს,“ - რო­გორც პრე­ზი­დენ­ტმა აღ­ნიშ­ნა, არ­ჩევ­ნე­ბის გა­ყალ­ბე­ბას არ შე­ე­გუ­ე­ბი­ან.

“მინ­და მივ­მარ­თო ჩვენ პარტნი­ო­რებს: ევ­რო­პე­ლებს, ამე­რი­კე­ლებს. მო­ვის­მი­ნე გან­ცხა­დე­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც სხვა­დას­ხვა მხრი­დან გა­კეთ­და. ყვე­ლა­ნი მად­ლო­ბე­ლი ვართ ამ გან­ცხა­დე­ბე­ბის­თვის, მაგ­რამ სა­ზღვარ­გა­რეთ ყვე­ლამ უნდა იცო­დეს, რომ სა­ქარ­თვე­ლოს დაც­ვა, სა­ქარ­თვე­ლოს მო­მავ­ლის დაც­ვა, ამ რე­გი­ონ­ში გე­ო­პო­ლი­ტი­კუ­რი ბა­ლან­სის დაც­ვა, ეს არის ხალ­ხის დაც­ვა და არა ამ არა­ლე­გი­ტი­მურ მთავ­რო­ბას­თან რამე კავ­ში­რე­ბის დამ­ყა­რე­ბა. ამით თქვენ ვერ და­იც­ვათ ამ ქვეყ­ნის მო­სახ­ლე­ო­ბას, თქვენ შე­გიძ­ლი­ათ და­იც­ვათ მო­სახ­ლე­ო­ბა, მათი უფ­ლე­ბე­ბი, ამ ქვე­ყა­ნა­ში დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი უფ­ლე­ბე­ბი, რო­გორც და­ი­ცა­ვით სა­ქარ­თვე­ლო და და­დე­ქით მო­სახ­ლე­ო­ბის მხა­რეს, რო­დე­საც ხე­ლი­სუფ­ლე­ბას უნ­დო­და მი­ე­ღო და მი­ი­ღო “რუ­სუ­ლი კა­ნო­ნი“, ასე­ვე, ამ არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ უნდა დაგ­ვიდ­გეთ ჩვენ გვერ­დით, მო­სახ­ლე­ო­ბას, რად­გან ეს არ­ჩევ­ნე­ბი არ შედ­გა, არ არის ლე­გი­ტი­მუ­რი და ამ არ­ჩევ­ნებს ვე­რა­ფე­რი გახ­დის ლე­გი­ტი­მურს!“ - გა­ნა­ცხა­და სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა.

00:00 / 00:00
ავტორი:

“არ ვაღიარებ ამ არჩევნებს, ამის აღიარება არის რუსეთის შემოსვლის აღიარება“ - პრეზიდენტმა ხვალ 19:00 საათზე საზოგადოებას რუსთაველის გამზირზე მისვლისკენ მოუწოდა

“არ ვაღიარებ ამ არჩევნებს, ამის აღიარება არის რუსეთის შემოსვლის აღიარება“ - პრეზიდენტმა ხვალ 19:00 საათზე საზოგადოებას რუსთაველის გამზირზე მისვლისკენ მოუწოდა

“ეს იყო ტოტალური გაყალბება, ტოტალური წართმევა თქვენი ხმების“, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით.

როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, არჩევნების გაყალბებისათვის გამოყენებული იყო თანამედროვე ტექნოლოგიები.

“ეს იყო ტოტალური გაყალბება, ტოტალური წართმევა თქვენი ხმების, გამოყენება ყველა იმ ხერხის, რაც გვინახავს სხვადასხვა ქვეყნებში, თუ ამ ქვეყანაში, რაც შეიძლება გამოიყენო, რომ გააყალბო არჩევნები. პლუს დღევანდელი ტექნოლოგიების გამოყენება იმ დონეზე, რომ ტექნოლოგია გამოყენებული იქნა იმისთვის, რომ გაეთეთრებინა გაყალბება. ასეთ რამ ჯერ არ ყოფილა. ჩვენ ვიყავით მოწმე და მსხვერპლი რუსული სპეცოპერაციის “, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

“არ ვაღიარებ ამ არჩევნებს. ამ არჩევნების აღიარება არ შეიძლება. ამის აღიარება არის რუსეთის შემოსვლის აღიარება“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

  • ამასთან, როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, "ძალიან ბევრი რამ არის გამოსაკვლევი".

“ჩატარდა რუსული არჩევნები, წაგვართვეს არჩევნების ინსტიტუტი იმიტომ, რომ ამ არჩევნების შემდეგ, თუ არაფერი შეიცვალა, ძნელი წარმოსადგენია როგორი შეიძლება იყოს ახალი არჩევნები ამ ქვეყანაში. წაგვართვეს არჩევნების კონსტიტუციური უფლება, მოქალაქეებს წაართვეს პირადობის მოწმობები და ამით არჩევნებში მონაწილეობის უფლება.

წაართვეს ჩვენს ემიგრანტებს არჩევნებში მონაწილეობის მიღების უფლება, დაარღვიეს მათი კონსტიტუციური უფლება, რომ არ გაიხსნა უბნები, იქაც იქნა გამოყენებული სხვადასხვა ხერხები და ფორმები. 100 000-მა ემიგრანტმა ძალიან ბევრი იბრძოლა, რომ დარეგისტრირებული ყოფილიყო, ამის მიუხედავად, მხოლოდ 33 000-მა მოახერხა ხმის მიცემა, ეს ადამიანები თუ იბრძოდნენ ამ უფლების მოსაპოვებლად და გადალახეს 2000 მილი ამერიკაში და ბევრი წინააღმდეგობა ევროპის ქალაქებში, ეს არ იყო იმისთვის, რომ ხმა არ მიეცათ. ბევრი რამ არის გამოსაკვლევი.

მადლობელი ვარ ჩვენი უცხოელი პარტნიორების სადამკვირვებლო ორგანიზაციების, რომლებმაც ყველა ეს დარღვევა აღრიცხეს და უკან არ დაიხიეს, რომ დაეწერათ, რაც მოხდა არჩევნებში, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. მინდა ვთქვა, როგორც ამ სახელმწიფოში დარჩენილი დამოუკიდებელი ინსტიტუტი, რომ ამ არჩევნებს არ ვაღიარებ! ამ არჩევნებს აღიარება არ შეიძლება, ეს იგივეა რაც აღიარება რუსეთის აქ შემოსვლის, რუსეთის მიერ საქართველოს დაქვემდებარების, ამისთვის არ ჩამოვსულვარ საქართველოში და ამისთვის არ უცხოვრიათ ჩვენს წინაპრებს“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

  • მან მოსახლეობას ხვალ საღამოს, 19:00 საათზე რუსთაველზე გასვლისკენ მოუწოდა.

“გვინდა მოგიწვიოთ ხვალ საღამოს, 19:00 საათზე რუსთაველზე იმისთვის, რომ ჩვენ ერთად გამოვუცხადოთ მსოფლიოს, რომ არ ვაღიარებთ ამ არჩევნებს,“ - როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, არჩევნების გაყალბებას არ შეეგუებიან.

“მინდა მივმართო ჩვენ პარტნიორებს: ევროპელებს, ამერიკელებს. მოვისმინე განცხადებები, რომლებიც სხვადასხვა მხრიდან გაკეთდა. ყველანი მადლობელი ვართ ამ განცხადებებისთვის, მაგრამ საზღვარგარეთ ყველამ უნდა იცოდეს, რომ საქართველოს დაცვა, საქართველოს მომავლის დაცვა, ამ რეგიონში გეოპოლიტიკური ბალანსის დაცვა, ეს არის ხალხის დაცვა და არა ამ არალეგიტიმურ მთავრობასთან რამე კავშირების დამყარება. ამით თქვენ ვერ დაიცვათ ამ ქვეყნის მოსახლეობას, თქვენ შეგიძლიათ დაიცვათ მოსახლეობა, მათი უფლებები, ამ ქვეყანაში დემოკრატიული უფლებები, როგორც დაიცავით საქართველო და დადექით მოსახლეობის მხარეს, როდესაც ხელისუფლებას უნდოდა მიეღო და მიიღო “რუსული კანონი“, ასევე, ამ არჩევნების შემდეგ უნდა დაგვიდგეთ ჩვენ გვერდით, მოსახლეობას, რადგან ეს არჩევნები არ შედგა, არ არის ლეგიტიმური და ამ არჩევნებს ვერაფერი გახდის ლეგიტიმურს!“ - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.