პოლიტიკა
მოზაიკა

24

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 05:13-ზე, მთვარე 11:20-ზე ესტუმრება ვერძს კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
თვის კითხვადი სტატიები
რა უნდა ვიცოდეთ ისტორიულ არჩევნებზე, რომელიც წელს პირველად პროპორციული სისტემით ჩატარდება - როგორ მივცეთ ხმა და რა აკრძალვები იმოქმედებს უბნებზე?
რა უნდა ვიცოდეთ ისტორიულ არჩევნებზე, რომელიც წელს პირველად პროპორციული სისტემით ჩატარდება - როგორ მივცეთ ხმა და რა აკრძალვები იმოქმედებს უბნებზე?

დღეს, 26 ოქ­ტომ­ბერს სა­ქარ­თვე­ლო XI მოწ­ვე­ვის პარ­ლა­მენტს აირ­ჩევს. პირ­ვე­ლად სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბი სრუ­ლად პრო­პორ­ცი­უ­ლი სის­ტე­მით ჩა­ტარ­დე­ბა - პარ­ლა­მენ­ტის 150-ვე მან­და­ტი პრო­პორ­ცი­უ­ლი წე­სით იმ სა­არ­ჩევ­ნო სუ­ბი­ექ­ტებს შო­რის გა­ნა­წილ­დე­ბა, ვინც 5%-იან სა­არ­ჩევ­ნო ბა­რი­ერს გა­და­ლა­ხავს.

ასე­ვე პირ­ვე­ლად, 26 ოქ­ტომ­ბრის სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბი ელექტრო­ნუ­ლი არ­ჩევ­ნე­ბი იქ­ნე­ბა, სა­დაც ამომ­რჩე­ველ­თა და­ახ­ლო­ე­ბით 90% ხმას ელექტრო­ნუ­ლი მო­წყო­ბი­ლო­ბე­ბის მეშ­ვე­ო­ბით მის­ცემს.

ცეს­კოს ინ­ფორ­მა­ცი­ით, ამომ­რჩე­ველ­თა სა­ერ­თო რა­ო­დე­ნო­ბა 3 508 294-ს შე­ად­გენს. ელექტრო­ნუ­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით კი არ­ჩევ­ნებ­ში 3 113 747 ამომ­რჩე­ვე­ლი მი­ი­ღებს მო­ნა­წი­ლე­ო­ბას.

2024 წლის სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ში 18 სა­არ­ჩევ­ნო სუ­ბი­ექ­ტი მო­ნა­წი­ლე­ობს. ამომ­რჩე­ველს არ­ჩე­ვა­ნის გა­კე­თე­ბა შემ­დეგ პო­ლი­ტი­კურ გა­ერ­თი­ა­ნე­ბებს შო­რის მო­უ­წევს:

  1. (#41) “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“
  2. (#5) “ერ­თი­ა­ნო­ბა - ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა“
  3. (#4) “კო­ა­ლი­ცია ცვლი­ლე­ბის­თვის“ - გვა­რა­მია, მე­ლია, გირ­ჩი, დროა
  4. (#9) “ძლი­ე­რი სა­ქარ­თვე­ლო“ - ლელო, ხალ­ხის­თვის, თა­ვი­სუფ­ლე­ბის­თვის!“
  5. (#25) “გა­ხა­რია სა­ქარ­თვე­ლოს­თვის“
  6. (#8) “სა­ქარ­თვე­ლოს პატ­რი­ოტ­თა ალი­ან­სი“
  7. (#10) “სა­ქარ­თვე­ლოს ლე­ი­ბო­რის­ტუ­ლი პარ­ტია“
  8. (#36) “გირ­ჩი“
  9. (#23) “ჩვენ“
  10. (#6) “ევ­რო­პე­ლი დე­მოკ­რა­ტე­ბი“
  11. (#17) “სა­ქარ­თვე­ლო“
  12. (#12) “ჩვე­ნი გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი სა­ქარ­თვე­ლო“
  13. (#26) “მე­მარ­ცხე­ნე ალი­ან­სი“
  14. (#20) “თა­ვი­სუ­ფა­ლი სა­ქარ­თვე­ლო“
  15. (#21) “ტრი­ბუ­ნა“
  16. (#16) “შეც­ვა­ლე სა­ქარ­თვე­ლო“
  17. (#27) “ქარ­თველ ერ­თო­ბა“
  18. (#3) “სა­ქარ­თვე­ლოს ერ­თო­ბი­სა და გან­ვი­თა­რე­ბის პარ­ტია“

ცეს­კოს მო­ნა­ცე­მე­ბით, ამომ­რჩევ­ლებს, ჯამ­ში, 3 111 სა­არ­ჩევ­ნო უბა­ნი მო­ემ­სა­ხუ­რე­ბა. აქე­დან სა­ქარ­თვე­ლო­ში გახ­სნი­ლია 3 044 უბა­ნი, მათ შო­რის არის 13 გა­მო­ნაკ­ლის შემ­თხვე­ვა­ში შექ­მნი­ლი უბ­ნე­ბი, სა­ი­და­ნაც 12 პე­ნი­ტენ­ცი­ურ და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში, ერთი კი ფსი­ქი­კუ­რი ჯან­მრთე­ლო­ბის ცენ­ტრშია გახ­სნი­ლი.

რაც შე­ე­ხე­ბა სა­ზღვარ­გა­რეთ შექ­მნილ უბ­ნებს - 42 ქვეყ­ნის 53 ქა­ლაქ­ში 67 სა­არ­ჩევ­ნო უბა­ნი შე­იქ­მნა. უცხო­ეთ­ში შექ­მნილ სა­არ­ჩევ­ნო უბ­ნე­ბის სპე­ცი­ა­ლურ სი­ებ­ში 95 910 ამომ­რჩე­ვე­ლია შეყ­ვა­ნი­ლი.

პრო­პორ­ცი­უ­ლი არ­ჩევ­ნე­ბი 2024 – რა უნდა ვი­ცო­დეთ

2024 წელს, სა­ქარ­თვე­ლოს პო­ლი­ტი­კურ ის­ტო­რი­ა­ში პირ­ვე­ლად, პრო­პორ­ცი­უ­ლი არ­ჩევ­ნე­ბი ჩა­ტარ­დე­ბა. ეს სის­ტე­მა არის ახა­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბა, რომ არ და­ი­კარ­გოს არა­ვის ხმა, ავირ­ჩი­ოთ მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი, და­ბა­ლან­სე­ბუ­ლი პარ­ლა­მენ­ტი, ძა­ლა­უფ­ლე­ბა სხვა­დას­ხვა პარ­ტი­ის ხელ­ში გა­და­ნა­წილ­დეს, ხოლო დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი და ევ­რო­პუ­ლი მო­მა­ვა­ლი გა­ცი­ლე­ბით უფრო რე­ა­ლუ­რი გახ­დეს.

პრო­პორ­ცი­უ­ლი წარ­მო­მად­გენ­ლო­ბის იდე­ის მი­ხედ­ვით, სა­კა­ნონ­მდებ­ლო ორ­გა­ნოს შე­მად­გენ­ლო­ბა მაქ­სი­მა­ლუ­რი სი­ზუს­ტით უნდა ასა­ხავ­დეს ამომ­რჩევ­ლის მხარ­და­ჭე­რას. სხვა სი­ტყვე­ბით რომ ვთქვათ, თი­თო­ე­ულ პარ­ტი­ას უნდა ჰქონ­დეს მი­ღე­ბუ­ლი ხმე­ბის რა­ო­დე­ნო­ბის შე­სა­ბა­მი­სი მან­და­ტი.

მა­გა­ლი­თად, და­ვუშ­ვათ, რომ არ­ჩევ­ნებ­ში 3 პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტია მო­ნა­წი­ლე­ობს – a, b, c. ხმე­ბის დათ­ვლის შემ­დეგ კი შე­დე­გე­ბი ასე გა­და­ნა­წილ­და – a – 50%, b – 30%, c- 20%. თუ სა­კა­ნონ­მდებ­ლო ორ­გა­ნო­ში არის 100 მან­და­ტი, ანუ 100 დე­პუ­ტა­ტის ად­გი­ლი, მა­შინ პრო­პორ­ცი­უ­ლი არ­ჩევ­ნე­ბის პი­რო­ბებ­ში პარ­ტია a 50 ად­გილს მი­ი­ღებს,b – 30-ს, c კი – 20-ს.

დღეს კა­ნო­ნით დად­გე­ნი­ლი მთე­ლი რიგი აკ­რძალ­ვე­ბი იმოქ­მე­დებს

კენ­ჭისყ­რის დღეს კა­ნო­ნით დად­გე­ნი­ლი მთე­ლი რიგი აკ­რძალ­ვე­ბი ამოქ­მედ­დე­ბა. “სა­არ­ჩევ­ნო კო­დექ­სის“ გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, კენ­ჭისყ­რის შე­ნო­ბა­ში წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო აგი­ტა­ცია აკ­რძა­ლუ­ლია. და­უშ­ვე­ბე­ლია კენ­ჭისყ­რის შე­ნო­ბის შე­სას­ვლე­ლი­დან 25 მეტ­რის მან­ძილ­ზე სა­ა­გი­ტა­ციო მა­სა­ლის გან­თავ­სე­ბა. აღ­ნიშ­ნუ­ლი მა­სა­ლა ჩა­მოხ­სნას, დე­მონ­ტაჟ­სა და აღე­ბას ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა.

და­უშ­ვე­ბე­ლია კენ­ჭისყ­რის დღეს კენ­ჭისყ­რის შე­ნო­ბა­ში ან კენ­ჭისყ­რის შე­ნო­ბი­დან 100 მეტ­რის მან­ძილ­ზე ამომ­რჩევ­ლის გა­და­ად­გი­ლე­ბის ფი­ზი­კუ­რად შე­ფერ­ხე­ბა. ასე­ვე, და­უშ­ვე­ბე­ლია კენ­ჭისყ­რის შე­ნო­ბი­დან 100 მეტ­რის მან­ძილ­ზე ადა­მი­ან­თა შეკ­რე­ბა ან ამომ­რჩე­ველ­თა აღ­რი­ცხვა.

აკ­რძა­ლუ­ლია სა­უბ­ნო სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ის წევ­რის გა­მოწ­ვე­ვა, სა­არ­ჩევ­ნო სუ­ბი­ექ­ტის მიერ მისი წარ­მო­მად­გენ­ლის გა­მოწ­ვე­ვა ან შეც­ვლა.

აკ­რძა­ლუ­ლია კენ­ჭისყრამ­დე 8 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში და კენ­ჭისყ­რის დღის 20:00 სა­ა­თამ­დე ტე­ლე­ვი­ზი­ი­სა და რა­დი­ოს ეთერ­ში ფა­სი­ა­ნი და უფა­სო წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო რეკ­ლა­მის, სა­არ­ჩევ­ნო სუ­ბი­ექ­ტე­ბის პროგ­რა­მე­ბის გან­თავ­სე­ბა და გა­და­ცე­მა, აგ­რეთ­ვე სა­არ­ჩევ­ნო მიზ­ნე­ბი­სათ­ვის ავ­ტო­მა­ტი­ზე­ბუ­ლი სა­ტე­ლე­ფო­ნო ზა­რე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა და მოკ­ლე ტექ­სტუ­რი შე­ტყო­ბი­ნე­ბე­ბის გაგ­ზავ­ნა.

აკ­რძა­ლუ­ლია არ­ჩევ­ნებ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი აზ­რის გა­მო­კი­თხვის შე­დე­გე­ბის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბა კენ­ჭისყ­რის დღის 20:00 სა­ა­თამ­დე, გარ­და არ­ჩევ­ნე­ბის შე­საძ­ლო მო­ნა­წი­ლე­თა და კენ­ჭისყ­რის დღეს არ­ჩევ­ნე­ბის მო­ნა­წი­ლე­თა რა­ო­დე­ნო­ბი­სა.

კენ­ჭისყ­რის ფა­რუ­ლო­ბის უზ­რუნ­ველ­სა­ყო­ფად, აკ­რძა­ლუ­ლია კენ­ჭისყ­რის კა­ბი­ნა­ში ფოტო და ვი­დეო გა­და­ღე­ბა.

კენ­ჭისყ­რის დროს აკ­რძა­ლუ­ლია კენ­ჭისყ­რის შე­ნო­ბის ჩა­კეტ­ვა, კენ­ჭისყ­რის შე­წყვე­ტა ან შე­ჩე­რე­ბა, გარ­და იმ შემ­თხვე­ვი­სა, რო­დე­საც არ­ჩევ­ნე­ბის სა­ყო­ველ­თა­ო­ო­ბის, თა­ნას­წო­რო­ბი­სა და ამომ­რჩე­ველ­თა ნე­ბის თა­ვი­სუ­ფა­ლი გა­მოვ­ლე­ნის უზ­რუნ­ველ­ყო­ფა შე­უძ­ლე­ბე­ლია.

სა­არ­ჩევ­ნო ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის მო­ხე­ლე­ებს არ­ჩევ­ნე­ბის წი­ნას­წა­რი შე­დე­გე­ბის შე­სა­ხებ გან­ცხა­დე­ბის გა­კე­თე­ბა ეკ­რძა­ლე­ბათ, თუ ეს შე­დე­გე­ბი სა­თა­ნა­დო წე­სით არ არის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი ცეს­კოს ვებ-გვერ­დზე.

ავტორი:

რა უნდა ვიცოდეთ ისტორიულ არჩევნებზე, რომელიც წელს პირველად პროპორციული სისტემით ჩატარდება - როგორ მივცეთ ხმა და რა აკრძალვები იმოქმედებს უბნებზე?

რა უნდა ვიცოდეთ ისტორიულ არჩევნებზე, რომელიც წელს პირველად პროპორციული სისტემით ჩატარდება - როგორ მივცეთ ხმა და რა აკრძალვები იმოქმედებს უბნებზე?

დღეს, 26 ოქტომბერს საქართველო XI მოწვევის პარლამენტს აირჩევს. პირველად საპარლამენტო არჩევნები სრულად პროპორციული სისტემით ჩატარდება - პარლამენტის 150-ვე მანდატი პროპორციული წესით იმ საარჩევნო სუბიექტებს შორის განაწილდება, ვინც 5%-იან საარჩევნო ბარიერს გადალახავს.

ასევე პირველად, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები ელექტრონული არჩევნები იქნება, სადაც ამომრჩეველთა დაახლოებით 90% ხმას ელექტრონული მოწყობილობების მეშვეობით მისცემს.

ცესკოს ინფორმაციით, ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 508 294-ს შეადგენს. ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით კი არჩევნებში 3 113 747 ამომრჩეველი მიიღებს მონაწილეობას.

2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში 18 საარჩევნო სუბიექტი მონაწილეობს. ამომრჩეველს არჩევანის გაკეთება შემდეგ პოლიტიკურ გაერთიანებებს შორის მოუწევს:

  1. (#41) “ქართული ოცნება“
  2. (#5) “ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“
  3. (#4) “კოალიცია ცვლილებისთვის“ - გვარამია, მელია, გირჩი, დროა
  4. (#9) “ძლიერი საქართველო“ - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“
  5. (#25) “გახარია საქართველოსთვის“
  6. (#8) “საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“
  7. (#10) “საქართველოს ლეიბორისტული პარტია“
  8. (#36) “გირჩი“
  9. (#23) “ჩვენ“
  10. (#6) “ევროპელი დემოკრატები“
  11. (#17) “საქართველო“
  12. (#12) “ჩვენი გაერთიანებული საქართველო“
  13. (#26) “მემარცხენე ალიანსი“
  14. (#20) “თავისუფალი საქართველო“
  15. (#21) “ტრიბუნა“
  16. (#16) “შეცვალე საქართველო“
  17. (#27) “ქართველ ერთობა“
  18. (#3) “საქართველოს ერთობისა და განვითარების პარტია“

ცესკოს მონაცემებით, ამომრჩევლებს, ჯამში, 3 111 საარჩევნო უბანი მოემსახურება. აქედან საქართველოში გახსნილია 3 044 უბანი, მათ შორის არის 13 გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი უბნები, საიდანაც 12 პენიტენციურ დაწესებულებებში, ერთი კი ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრშია გახსნილი.

რაც შეეხება საზღვარგარეთ შექმნილ უბნებს - 42 ქვეყნის 53 ქალაქში 67 საარჩევნო უბანი შეიქმნა. უცხოეთში შექმნილ საარჩევნო უბნების სპეციალურ სიებში 95 910 ამომრჩეველია შეყვანილი.

პროპორციული არჩევნები 2024 – რა უნდა ვიცოდეთ

2024 წელს, საქართველოს პოლიტიკურ ისტორიაში პირველად, პროპორციული არჩევნები ჩატარდება. ეს სისტემა არის ახალი შესაძლებლობა, რომ არ დაიკარგოს არავის ხმა, ავირჩიოთ მრავალფეროვანი, დაბალანსებული პარლამენტი, ძალაუფლება სხვადასხვა პარტიის ხელში გადანაწილდეს, ხოლო დემოკრატიული და ევროპული მომავალი გაცილებით უფრო რეალური გახდეს.

პროპორციული წარმომადგენლობის იდეის მიხედვით, საკანონმდებლო ორგანოს შემადგენლობა მაქსიმალური სიზუსტით უნდა ასახავდეს ამომრჩევლის მხარდაჭერას. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თითოეულ პარტიას უნდა ჰქონდეს მიღებული ხმების რაოდენობის შესაბამისი მანდატი.

მაგალითად, დავუშვათ, რომ არჩევნებში 3 პოლიტიკური პარტია მონაწილეობს – a, b, c. ხმების დათვლის შემდეგ კი შედეგები ასე გადანაწილდა – a – 50%, b – 30%, c- 20%. თუ საკანონმდებლო ორგანოში არის 100 მანდატი, ანუ 100 დეპუტატის ადგილი, მაშინ პროპორციული არჩევნების პირობებში პარტია a 50 ადგილს მიიღებს,b – 30-ს, c კი – 20-ს.

დღეს კანონით დადგენილი მთელი რიგი აკრძალვები იმოქმედებს

კენჭისყრის დღეს კანონით დადგენილი მთელი რიგი აკრძალვები ამოქმედდება. “საარჩევნო კოდექსის“ გათვალისწინებით, კენჭისყრის შენობაში წინასაარჩევნო აგიტაცია აკრძალულია. დაუშვებელია კენჭისყრის შენობის შესასვლელიდან 25 მეტრის მანძილზე სააგიტაციო მასალის განთავსება. აღნიშნული მასალა ჩამოხსნას, დემონტაჟსა და აღებას ექვემდებარება.

დაუშვებელია კენჭისყრის დღეს კენჭისყრის შენობაში ან კენჭისყრის შენობიდან 100 მეტრის მანძილზე ამომრჩევლის გადაადგილების ფიზიკურად შეფერხება. ასევე, დაუშვებელია კენჭისყრის შენობიდან 100 მეტრის მანძილზე ადამიანთა შეკრება ან ამომრჩეველთა აღრიცხვა.

აკრძალულია საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის გამოწვევა, საარჩევნო სუბიექტის მიერ მისი წარმომადგენლის გამოწვევა ან შეცვლა.

აკრძალულია კენჭისყრამდე 8 საათის განმავლობაში და კენჭისყრის დღის 20:00 საათამდე ტელევიზიისა და რადიოს ეთერში ფასიანი და უფასო წინასაარჩევნო რეკლამის, საარჩევნო სუბიექტების პროგრამების განთავსება და გადაცემა, აგრეთვე საარჩევნო მიზნებისათვის ავტომატიზებული სატელეფონო ზარების განხორციელება და მოკლე ტექსტური შეტყობინებების გაგზავნა.

აკრძალულია არჩევნებთან დაკავშირებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების გამოქვეყნება კენჭისყრის დღის 20:00 საათამდე, გარდა არჩევნების შესაძლო მონაწილეთა და კენჭისყრის დღეს არჩევნების მონაწილეთა რაოდენობისა.

კენჭისყრის ფარულობის უზრუნველსაყოფად, აკრძალულია კენჭისყრის კაბინაში ფოტო და ვიდეო გადაღება.

კენჭისყრის დროს აკრძალულია კენჭისყრის შენობის ჩაკეტვა, კენჭისყრის შეწყვეტა ან შეჩერება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არჩევნების საყოველთაოობის, თანასწორობისა და ამომრჩეველთა ნების თავისუფალი გამოვლენის უზრუნველყოფა შეუძლებელია.

საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეებს არჩევნების წინასწარი შედეგების შესახებ განცხადების გაკეთება ეკრძალებათ, თუ ეს შედეგები სათანადო წესით არ არის გამოქვეყნებული ცესკოს ვებ-გვერდზე.