პოლიტიკა
კონფლიქტები

24

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 05:06-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
სამხედრო
სამართალი
მსოფლიო
სპორტი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
“ბატონი ზვიადი და ბატონი ლაგაზაური მართლა გმირები არიან... მინდა მათ მადლობა ვუთხრა“ - შს მინისტრი სანქცირებულ ძალოვნებზე
“ბატონი ზვიადი და ბატონი ლაგაზაური მართლა გმირები არიან... მინდა მათ მადლობა ვუთხრა“ - შს მინისტრი სანქცირებულ ძალოვნებზე

ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრი ვახ­ტანგ გო­მე­ლა­უ­რი სიც­რუ­ეს უწო­დებს ინ­ფორ­მა­ცი­ას იმის თა­ო­ბა­ზე, თით­ქოს უწყე­ბა სარ­ჩევ­ნო უბ­ნებ­ზე პო­ლი­ცი­ის და­ნა­ყო­ფებს სპე­ცი­ა­ლუ­რად გზავ­ნის და მათ არ­ჩევ­ნებს “აბა­რებს“.

რო­გორც გო­მე­ლა­ურ­მა ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, ყვე­ლა სა­არ­ჩევ­ნო უბან­ზე ნა­წილ­დე­ბა პო­ლი­ცი­ის და­ნა­ყო­ფი, რად­გან “ძა­ლი­ან ბევ­რი უბა­ნია და მარ­ტო კრი­მი­ნა­ლუ­რი პო­ლი­ცია და სა­პატ­რუ­ლო არ ჰყოფ­ნის“.

“არ შე­იძ­ლე­ბა ამ­დე­ნი სიც­რუ­ის ტი­რა­ჟი­რე­ბა. ყვე­ლა სა­არ­ჩევ­ნო უბან­ზე ნა­წილ­დე­ბა პო­ლი­ცი­ის და­ნა­ყო­ფი, მათ შო­რის გან­სა­კუთ­რე­ბულ და­ვა­ლე­ბა­თა დე­პარ­ტა­მენ­ტის, დაც­ვის პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრომ­ლე­ბიც. ძა­ლი­ან ბევ­რი უბა­ნია და მარ­ტო კრი­მი­ნა­ლუ­რი პო­ლი­ცია და სა­პატ­რუ­ლო არ ჰყოფ­ნის. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ჯგუ­ფი კეთ­დე­ბა, ეს თე­ლა­ვი იქ­ნე­ბა თუ ზუგ­დი­დი. შე­დის კრიმ­პო­ლის, პატ­რუ­ლის, გდდ-ის რამ­დე­ნი­მე თა­ნამ­შრო­მე­ლი, ასე­ვე დაც­ვის პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი. კეთ­დე­ბა ჯგუ­ფი და მუ­შა­ო­ბენ. ხელ­მძღვა­ნე­ლი ჰყავს რე­გი­ონს და მუ­შა­ო­ბენ. ეს არის სიც­რუე, რა­საც სამ­წუ­ხა­როდ, თქვე­ნი ტე­ლე­ვი­ზი­ე­ბი ავ­რცე­ლებთ“, - მი­მარ­თა გო­მე­ლა­ურ­მა ჟურ­ნა­ლისტს.

მან უწყე­ბის ყვე­ლა თა­ნამ­შრო­მელს, მათ შო­რის შსს-ის გან­სა­კუთ­რე­ბულ და­ვა­ლე­ბა­თა დე­პარ­ტა­მენ­ტის დი­რექ­ტორს, ზვი­ად ხა­რა­ზიშ­ვილს მად­ლო­ბა გა­და­უ­ხა­და.

“რაც შე­ხე­ბა მად­ლო­ბის თქმას, მინ­და შსს-ის ყვე­ლა თა­ნამ­შრო­მელს მად­ლო­ბა ვუ­თხრა. დღეს ვართ გან­სა­კუთ­რე­ბულ და­ვა­ლე­ბა­თა დე­პარ­ტა­მენ­ტის სპეც­და­ნიშ­ნუ­ლე­ბის ბა­ზა­ზე და მინ­და მათ ვუ­თხრა მად­ლო­ბა, ზუს­ტად ბა­ტონ ზვი­ადს თა­ვის ქვეყ­ნის­თვის, რაც გა­უ­კე­თე­ბია და ამ ადა­მი­ა­ნებს. ეს ადა­მი­ა­ნე­ბი ყო­ველ­თვის თა­ვის სამ­შობ­ლოს იცა­ვენ. ომი იყო, ომ­შიც მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ, ყვე­ლა­ფერს თა­ვი­სი ქვეყ­ნის­თვის აკე­თე­ბენ. მარ­თლა გმი­რე­ბი არი­ან ბა­ტო­ნი ზვი­ა­დიც და ბა­ტო­ნი ლა­გა­ზა­უ­რიც“, - გა­ნა­ცხა­და გო­მე­ლა­ურ­მა.

ცნო­ბის­თვის, აშშ-მა ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის სე­რი­ო­ზუ­ლი დარ­ღვე­ვის­თვის ქარ­თვე­ლი ოფი­ცი­ა­ლუ­რი პი­რე­ბი და ექ­სტრე­მის­ტე­ბი 16 სექ­ტემ­ბერს და­ა­სან­ქცი­რა. კერ­ძოდ, აშშ-ის სა­ხა­ზი­ნო დე­პარ­ტა­მენ­ტმა მშვი­დო­ბი­ა­ნი დე­მონ­სტრან­ტე­ბი­სა და პო­ლი­ტი­კუ­რი ოპო­ნენ­ტე­ბის ძა­ლა­დობ­რივ დარ­ბე­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბით სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის ორ ოფი­ცი­ა­ლურ პირ­სა და ორ კერ­ძო პირს სან­ქცი­ე­ბი და­უ­წე­სა. აშშ-ის სა­ხა­ზი­ნო დე­პარ­ტა­მენ­ტის მიერ და­სან­ქცირ­დნენ გან­სა­კუთ­რე­ბულ და­ვა­ლე­ბა­თა დე­პარ­ტა­მენ­ტის ხელ­მძღვა­ნე­ლი, ზვი­ად ხა­რა­ზიშ­ვი­ლი, იგი­ვე "ხა­რე­ბა" და მისი მო­ად­გი­ლე მი­ლე­რი ლა­გა­ზა­უ­რი, „ალტ-ინ­ფოს“ დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი კონ­სტან­ტი­ნე მორ­გო­შია და ზუ­რაბ მა­ხა­რა­ძე.

ავტორი:

“ბატონი ზვიადი და ბატონი ლაგაზაური მართლა გმირები არიან... მინდა მათ მადლობა ვუთხრა“ - შს მინისტრი სანქცირებულ ძალოვნებზე

“ბატონი ზვიადი და ბატონი ლაგაზაური მართლა გმირები არიან... მინდა მათ მადლობა ვუთხრა“ - შს მინისტრი სანქცირებულ ძალოვნებზე

შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური სიცრუეს უწოდებს ინფორმაციას იმის თაობაზე, თითქოს უწყება სარჩევნო უბნებზე პოლიციის დანაყოფებს სპეციალურად გზავნის და მათ არჩევნებს “აბარებს“.

როგორც გომელაურმა ჟურნალისტებს განუცხადა, ყველა საარჩევნო უბანზე ნაწილდება პოლიციის დანაყოფი, რადგან “ძალიან ბევრი უბანია და მარტო კრიმინალური პოლიცია და საპატრულო არ ჰყოფნის“.

“არ შეიძლება ამდენი სიცრუის ტირაჟირება. ყველა საარჩევნო უბანზე ნაწილდება პოლიციის დანაყოფი, მათ შორის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის, დაცვის პოლიციის თანამშრომლებიც. ძალიან ბევრი უბანია და მარტო კრიმინალური პოლიცია და საპატრულო არ ჰყოფნის. აქედან გამომდინარე, ჯგუფი კეთდება, ეს თელავი იქნება თუ ზუგდიდი. შედის კრიმპოლის, პატრულის, გდდ-ის რამდენიმე თანამშრომელი, ასევე დაცვის პოლიციის თანამშრომლები. კეთდება ჯგუფი და მუშაობენ. ხელმძღვანელი ჰყავს რეგიონს და მუშაობენ. ეს არის სიცრუე, რასაც სამწუხაროდ, თქვენი ტელევიზიები ავრცელებთ“, - მიმართა გომელაურმა ჟურნალისტს.

მან უწყების ყველა თანამშრომელს, მათ შორის შსს-ის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორს, ზვიად ხარაზიშვილს მადლობა გადაუხადა.

“რაც შეხება მადლობის თქმას, მინდა შსს-ის ყველა თანამშრომელს მადლობა ვუთხრა. დღეს ვართ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის სპეცდანიშნულების ბაზაზე და მინდა მათ ვუთხრა მადლობა, ზუსტად ბატონ ზვიადს თავის ქვეყნისთვის, რაც გაუკეთებია და ამ ადამიანებს. ეს ადამიანები ყოველთვის თავის სამშობლოს იცავენ. ომი იყო, ომშიც მონაწილეობდნენ, ყველაფერს თავისი ქვეყნისთვის აკეთებენ. მართლა გმირები არიან ბატონი ზვიადიც და ბატონი ლაგაზაურიც“, - განაცხადა გომელაურმა.

ცნობისთვის, აშშ-მა ადამიანის უფლებების სერიოზული დარღვევისთვის ქართველი ოფიციალური პირები და ექსტრემისტები 16 სექტემბერს დაასანქცირა. კერძოდ, აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა მშვიდობიანი დემონსტრანტებისა და პოლიტიკური ოპონენტების ძალადობრივ დარბევასთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობის ორ ოფიციალურ პირსა და ორ კერძო პირს სანქციები დაუწესა. აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის მიერ დასანქცირდნენ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ზვიად ხარაზიშვილი, იგივე "ხარება" და მისი მოადგილე მილერი ლაგაზაური, „ალტ-ინფოს“ დამფუძნებელი კონსტანტინე მორგოშია და ზურაბ მახარაძე.