მსოფლიო
მოზაიკა

3

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 09:50-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 15:36-ზე ისეთი საქმეები წამოიწყეთ, რომლებსაც დღესვე დაასრულებთ და სხვა დროისთვის არ გადადებთ. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დროისთვის გადადეთ. ფინანსური ოპერაციების დაგეგმვასა და უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვას არ გირჩევთ. კარგი დღეა მსხვილი საყიდლებისთვის. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის, სწავლისა და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან და თანამდებობის პირებთან ნებისმიერ საქმეს მარტივად მოაგვარებთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისა და საოჯახო საქმეების შესასრულებლად. ზომიერება გმართებთ საკვებსა და სასმელში. მოერიდეთ გულის გადაღლას; ოპერაციებს გულსა და ზურგზე. შესაძლოა შეგაწუხოთ რადიკულიტმა.
სამართალი
სამხედრო
Faceამბები
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პრეზიდენტი ნიკა გვარამიას შეხვდა
პრეზიდენტი ნიკა გვარამიას შეხვდა

სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტმა, სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა ათო­ნე­ლის სა­სახ­ლე­ში "კო­ა­ლი­ცია ცვლი­ლე­ბის­თვის“ ერთ-ერთ ლი­დერს, ნიკა გვა­რა­მი­ას უმას­პინ­ძლა.

რო­გორც გვა­რა­მი­ამ შეხ­ვედ­რის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ გა­ნა­ცხა­და, მისი კო­ა­ლი­ცია "ქარ­თუ­ლი ქარ­ტი­ის“ ერ­თგუ­ლი რჩე­ბა.

  • ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რი პო­ლი­ტი­კო­სის თქმით, ევ­რო­ინ­ტეგ­რა­ცია ქარ­თვე­ლი ხალ­ხის ის­ტო­რი­უ­ლი არ­ჩე­ვა­ნია და "ის ხალ­ხი, ვინც ამა­ში ხელს გვიშ­ლის, უნდა გავ­წი­ოთ“.

"ნე­ბის­მი­ერ ვი­თა­რე­ბა­ში რო­გორც ქარ­ტი­ის ხელ­მომ­წე­რე­ბი ჩვენ აბ­სო­ლუ­ტუ­რად უპ­რობ­ლე­მოდ მიგ­ვაჩ­ნია მხარ­და­ჭე­რა, რა­ზეც არ უნდა იყოს ლა­პა­რა­კი, გულ­წრფე­ლად გე­უბ­ნე­ბით. ჩვე­ნი პა­სუ­ხია ის, რომ ჩვე­ნი ხელ­მო­წე­რე­ბი იქ­ნე­ბა და­ცუ­ლი, ჩვე­ნი სი­ტყვა იქ­ნე­ბა შეს­რუ­ლე­ბუ­ლი.

  • პრე­ზი­დენ­ტი უფრთხილ­დე­ბა შექ­მნილ პო­ლი­ტი­კურ ვი­თა­რე­ბას. მისი გა­მოს­ვლე­ბი იმ­დე­ნად პო­ლი­ტი­კუ­რი არ არის, რამ­დე­ნა­დაც ემო­ცი­უ­რი და ის­ტო­რი­უ­ლი. რა­ღაც­ნა­ი­რად, დრო­თა კავ­შირს კრავს სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი პირ­ვე­ლი რეს­პუბ­ლი­კის და და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი სა­ქარ­თვე­ლო­სი. მას ამის უფ­ლე­ბა აქვს, მე­ტიც, მგო­ნია, რომ მო­ვა­ლე­ო­ბაც.

სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი სა­უბ­რობს ქარ­ტი­ა­ზე, პირ­ველ რიგ­ში, კი ქარ­ტია არის მთა­ვა­რი ხერ­ხე­მა­ლი ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის, იმი­ტომ, რომ იქ ასა­ხუ­ლია ქარ­თუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის მთა­ვა­რი სურ­ვი­ლის, ევ­რო­ინ­ტეგ­რა­ცი­ის მი­საღ­წე­ვი ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გზე­ბი. ეს არ არის მხო­ლოდ დღე­ვან­დე­ლი ქარ­თუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის სურ­ვი­ლი, არც მხო­ლოდ პირ­ვე­ლი რეს­პუბ­ლი­კის კონ­სტი­ტუ­ცი­ით გა­მო­ხა­ტუ­ლი და მა­შინ­დე­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის, ეს არის ჩვე­ნი ის­ტო­რი­უ­ლი არ­ჩე­ვა­ნი და ეს არის ასე­ვე ჩვე­ნი მო­მა­ვა­ლი თა­ო­ბის არ­ჩე­ვა­ნი. როცა ჩვენ შეგ­ვიძ­ლია, წარ­სუ­ლი და მო­მა­ვა­ლი შევ­კრათ აწ­მყო­ში, ჩვენ ეს უნდა გა­ვა­კე­თოთ. თუ ხელს გვიშ­ლიდ­ნენ და გვიშ­ლი­ან ამა­ში ზო­გი­ერ­თე­ბი, ისი­ნი უნდა გავ­წი­ოთ, არ­ჩე­ვა­ნი კი არ უნდა შევ­ცვა­ლოთ ის­ტო­რი­უ­ლი, ის ხალ­ხი უნდა გავ­წი­ოთ, ვინც ამა­ში ხელს გვიშ­ლის, - გა­ნა­ცხა­და ნიკა გვა­რა­მი­ამ.

არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, პრე­ზი­დენ­ტი გვა­რა­მი­ას გარ­და დღეს კონ­სულ­ტა­ცი­ებს სხვა ოპო­ზი­ცი­ო­ნერ ლი­დე­რებ­თა­ნაც გა­მარ­თავს.

ავტორი:

პრეზიდენტი ნიკა გვარამიას შეხვდა

პრეზიდენტი ნიკა გვარამიას შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ათონელის სასახლეში "კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთ ლიდერს, ნიკა გვარამიას უმასპინძლა.

როგორც გვარამიამ შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, მისი კოალიცია "ქართული ქარტიის“ ერთგული რჩება.

  • ოპოზიციონერი პოლიტიკოსის თქმით, ევროინტეგრაცია ქართველი ხალხის ისტორიული არჩევანია და "ის ხალხი, ვინც ამაში ხელს გვიშლის, უნდა გავწიოთ“.

"ნებისმიერ ვითარებაში როგორც ქარტიის ხელმომწერები ჩვენ აბსოლუტურად უპრობლემოდ მიგვაჩნია მხარდაჭერა, რაზეც არ უნდა იყოს ლაპარაკი, გულწრფელად გეუბნებით. ჩვენი პასუხია ის, რომ ჩვენი ხელმოწერები იქნება დაცული, ჩვენი სიტყვა იქნება შესრულებული.

  • პრეზიდენტი უფრთხილდება შექმნილ პოლიტიკურ ვითარებას. მისი გამოსვლები იმდენად პოლიტიკური არ არის, რამდენადაც ემოციური და ისტორიული. რაღაცნაირად, დროთა კავშირს კრავს სალომე ზურაბიშვილი პირველი რესპუბლიკის და დამოუკიდებელი საქართველოსი. მას ამის უფლება აქვს, მეტიც, მგონია, რომ მოვალეობაც.

სალომე ზურაბიშვილი საუბრობს ქარტიაზე, პირველ რიგში, კი ქარტია არის მთავარი ხერხემალი ამ გადაწყვეტილების, იმიტომ, რომ იქ ასახულია ქართული საზოგადოების მთავარი სურვილის, ევროინტეგრაციის მისაღწევი ყველაზე მნიშვნელოვანი გზები. ეს არ არის მხოლოდ დღევანდელი ქართული საზოგადოების სურვილი, არც მხოლოდ პირველი რესპუბლიკის კონსტიტუციით გამოხატული და მაშინდელი საზოგადოების, ეს არის ჩვენი ისტორიული არჩევანი და ეს არის ასევე ჩვენი მომავალი თაობის არჩევანი. როცა ჩვენ შეგვიძლია, წარსული და მომავალი შევკრათ აწმყოში, ჩვენ ეს უნდა გავაკეთოთ. თუ ხელს გვიშლიდნენ და გვიშლიან ამაში ზოგიერთები, ისინი უნდა გავწიოთ, არჩევანი კი არ უნდა შევცვალოთ ისტორიული, ის ხალხი უნდა გავწიოთ, ვინც ამაში ხელს გვიშლის, - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

არსებული ინფორმაციით, პრეზიდენტი გვარამიას გარდა დღეს კონსულტაციებს სხვა ოპოზიციონერ ლიდერებთანაც გამართავს.