სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

29

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
წინასწარი შედეგებით, მოლდოვაში, ამომრჩეველთა 50%-ზე მეტი ევროკავშირში გაწევრიანების წინააღმდეგია - ჩატარდება საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური: როგორია რეფერენდუმის შედეგები
წინასწარი შედეგებით, მოლდოვაში, ამომრჩეველთა 50%-ზე მეტი ევროკავშირში გაწევრიანების წინააღმდეგია - ჩატარდება საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური: როგორია რეფერენდუმის შედეგები

მოლ­დო­ვა­ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი რე­ფე­რენ­დუ­მის წი­ნას­წა­რი შე­დე­გე­ბის თა­ნახ­მად, ამომ­რჩე­ველ­თა ნა­ხე­ვარ­ზე მეტ­მა ხმა ევ­რო­კავ­შირ­ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ მის­ცა.

მე­დი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მოლ­დო­ვას ცენ­ტრა­ლუ­რი სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ის მიერ ხმე­ბის 96%-ის დათ­ვლის შემ­დეგ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი კენ­ჭისყ­რის წი­ნას­წა­რი შე­დე­გე­ბის მი­ხედ­ვით, ამომ­რჩე­ველ­თა 50,75 პრო­ცენ­ტმა მხა­რი არ და­უ­ჭი­რა მოლ­დო­ვას ევ­რო­კავ­შირ­ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბის კურსს, მომ­ხრე კი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის 49,25 პრო­ცენ­ტი აღ­მოჩ­ნდა.

  • მოლ­დო­ვას მო­ქა­ლა­ქე­ებს უნდა ეპა­სუ­ხათ “დიახ“ ან “არა“ კი­თხვა­ზე: “ემ­ხრო­ბით თუ არა კონ­სტი­ტუ­ცი­ა­ში ცვლი­ლე­ბის შე­ტა­ნას მოლ­დო­ვას რეს­პუბ­ლი­კის ევ­რო­კავ­შირ­ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბის მიზ­ნით?“.

რაც შე­ე­ხე­ბა საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის წი­ნას­წარ შე­დე­გებს, მას­ში მოქ­მე­დი პრე­ზი­დენ­ტი, მაია სან­დუ ხმე­ბის 35 პრო­ცენ­ტით ლი­დე­რობს, მე­ო­რე ად­გილ­ზე კი მისი ოპო­ნენ­ტი, ყო­ფი­ლი გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რო­რი ალექ­სან­დრე სტო­ი­ა­ნოგ­ლოა რო­მელ­საც მხარს ყვე­ლა­ზე დიდი პრო­რუ­სუ­ლი ოპო­ზი­ცი­უ­რი “სო­ცი­ა­ლის­ტე­ბის“ პარ­ტია უჭერს.

  • წი­ნას­წა­რი შე­დე­გე­ბის მი­ხედ­ვით, მოლ­დო­ვა­ში საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის მე­ო­რე ტუ­რის ჩა­ტა­რე­ბა გახ­დე­ბა სა­ჭი­რო.

“მოლ­დო­ვამ რო­გორც დღეს, ისე ბოლო თვე­ებ­ში ჩვე­ნი ქვეყ­ნის თა­ვი­სუფ­ლე­ბა­სა და დე­მოკ­რა­ტი­ა­ზე უპ­რე­ცე­დენ­ტო თავ­დას­ხმა გა­ნი­ცა­და“, - ამის შე­სა­ხებ მოლ­დო­ვას მოქ­მედ­მა პრე­ზი­დენ­ტმა, მაია სან­დუმ ქვე­ყა­ნა­ში არ­ჩევ­ნე­ბი­სა და რე­ფე­რენ­დუ­მის ჩა­ტა­რე­ბის შემ­დეგ გა­მარ­თულ ბრი­ფინგზე გა­ნა­ცხა­და.

მისი თქმით, და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი ჯგუ­ფე­ბი გა­ერ­თი­ან­დნენ უცხო­ურ ძა­ლებ­თან, რათა ქვე­ყა­ნას ტყუ­ი­ლი­თა და პრო­პა­გან­დით დას­ხმოდ­ნენ თავს.

“ჩვენ გვაქვს მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი და ინ­ფორ­მა­ცია, რომ ეს და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი ჯგუ­ფე­ბი 300 000 ხმის ყიდ­ვას აპი­რებ­დნენ. ეს არის უპ­რე­ცე­დენ­ტო მას­შტა­ბის თაღ­ლი­თო­ბა. მათი მი­ზა­ნი დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი პრო­ცე­სის­თვის ძი­რის გა­მო­თხრა, სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ში­შის და პა­ნი­კის გავ­რცე­ლე­ბა იყო. არ შევ­წყვეტთ დე­მოკ­რა­ტი­ი­სა და თა­ვი­სუფ­ლე­ბის დაც­ვას, ვე­ლო­დე­ბით სა­ბო­ლოო შე­დე­გებს და მტკი­ცე გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით ვუ­პა­სუ­ხებთ“, - აღ­ნიშ­ნა სან­დუმ.

შე­გახ­სე­ნებთ, მოლ­დო­ვა­ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი რე­ფე­რენ­დუ­მის წი­ნას­წა­რი შე­დე­გე­ბის თა­ნახ­მად, ამომ­რჩე­ველ­თა ნა­ხე­ვარ­ზე მეტ­მა ხმა ქვეყ­ნის ევ­რო­კავ­შირ­ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ მის­ცა. რაც შე­ე­ხე­ბა საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის წი­ნას­წარ შე­დე­გებს, მას­ში მოქ­მე­დი პრე­ზი­დენ­ტი, მაია სან­დუ ხმე­ბის 35 პრო­ცენ­ტით ლი­დე­რობს, მე­ო­რე ად­გილ­ზე კი მისი ოპო­ნენ­ტი, ყო­ფი­ლი გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რო­რი ალექ­სან­დრე სტო­ი­ა­ნოგ­ლოა რო­მელ­საც მხარს ყვე­ლა­ზე დიდი პრო­რუ­სუ­ლი ოპო­ზი­ცი­უ­რი “სო­ცი­ა­ლის­ტე­ბის“ პარ­ტია უჭერს.

მოლ­დო­ვა­ში ევ­რო­ინ­ტეგ­რა­ცი­ის სა­კი­თხზე რე­ფე­რენ­დუ­მი და საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბი ერ­თდრო­უ­ლად გუ­შინ გა­ი­მარ­თა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

წინასწარი შედეგებით, მოლდოვაში, ამომრჩეველთა 50%-ზე მეტი ევროკავშირში გაწევრიანების წინააღმდეგია - ჩატარდება საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური: როგორია რეფერენდუმის შედეგები

წინასწარი შედეგებით, მოლდოვაში, ამომრჩეველთა 50%-ზე მეტი ევროკავშირში გაწევრიანების წინააღმდეგია - ჩატარდება საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური: როგორია რეფერენდუმის შედეგები

მოლდოვაში ჩატარებული რეფერენდუმის წინასწარი შედეგების თანახმად, ამომრჩეველთა ნახევარზე მეტმა ხმა ევროკავშირში გაწევრიანების წინააღმდეგ მისცა.

მედიის ინფორმაციით, მოლდოვას ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ ხმების 96%-ის დათვლის შემდეგ გამოქვეყნებული კენჭისყრის წინასწარი შედეგების მიხედვით, ამომრჩეველთა 50,75 პროცენტმა მხარი არ დაუჭირა მოლდოვას ევროკავშირში გაწევრიანების კურსს, მომხრე კი მოქალაქეების 49,25 პროცენტი აღმოჩნდა.

  • მოლდოვას მოქალაქეებს უნდა ეპასუხათ “დიახ“ ან “არა“ კითხვაზე: “ემხრობით თუ არა კონსტიტუციაში ცვლილების შეტანას მოლდოვას რესპუბლიკის ევროკავშირში გაწევრიანების მიზნით?“.

რაც შეეხება საპრეზიდენტო არჩევნების წინასწარ შედეგებს, მასში მოქმედი პრეზიდენტი, მაია სანდუ ხმების 35 პროცენტით ლიდერობს, მეორე ადგილზე კი მისი ოპონენტი, ყოფილი გენერალური პროკურორი ალექსანდრე სტოიანოგლოა რომელსაც მხარს ყველაზე დიდი პრორუსული ოპოზიციური “სოციალისტების“ პარტია უჭერს.

  • წინასწარი შედეგების მიხედვით, მოლდოვაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის ჩატარება გახდება საჭირო.

“მოლდოვამ როგორც დღეს, ისე ბოლო თვეებში ჩვენი ქვეყნის თავისუფლებასა და დემოკრატიაზე უპრეცედენტო თავდასხმა განიცადა“, - ამის შესახებ მოლდოვას მოქმედმა პრეზიდენტმა, მაია სანდუმ ქვეყანაში არჩევნებისა და რეფერენდუმის ჩატარების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, დანაშაულებრივი ჯგუფები გაერთიანდნენ უცხოურ ძალებთან, რათა ქვეყანას ტყუილითა და პროპაგანდით დასხმოდნენ თავს.

“ჩვენ გვაქვს მტკიცებულებები და ინფორმაცია, რომ ეს დანაშაულებრივი ჯგუფები 300 000 ხმის ყიდვას აპირებდნენ. ეს არის უპრეცედენტო მასშტაბის თაღლითობა. მათი მიზანი დემოკრატიული პროცესისთვის ძირის გამოთხრა, საზოგადოებაში შიშის და პანიკის გავრცელება იყო. არ შევწყვეტთ დემოკრატიისა და თავისუფლების დაცვას, ველოდებით საბოლოო შედეგებს და მტკიცე გადაწყვეტილებით ვუპასუხებთ“, - აღნიშნა სანდუმ.

შეგახსენებთ, მოლდოვაში ჩატარებული რეფერენდუმის წინასწარი შედეგების თანახმად, ამომრჩეველთა ნახევარზე მეტმა ხმა ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების წინააღმდეგ მისცა. რაც შეეხება საპრეზიდენტო არჩევნების წინასწარ შედეგებს, მასში მოქმედი პრეზიდენტი, მაია სანდუ ხმების 35 პროცენტით ლიდერობს, მეორე ადგილზე კი მისი ოპონენტი, ყოფილი გენერალური პროკურორი ალექსანდრე სტოიანოგლოა რომელსაც მხარს ყველაზე დიდი პრორუსული ოპოზიციური “სოციალისტების“ პარტია უჭერს.

მოლდოვაში ევროინტეგრაციის საკითხზე რეფერენდუმი და საპრეზიდენტო არჩევნები ერთდროულად გუშინ გაიმართა.