მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

18

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 01:03-ზე, მთვარე მორიელშია დღეს დაწყებული ნებისმიერი საქმე წარმატებას მოგიტანთ. კარგი დღეა მიზანდასახული და მიზანსწრაფული ადამიანებისთვის, ორატორთა და ლიდერთათვის. გარშემო მყოფებთან საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. უმჯობესია, შინ დარჩეთ, სულიერ განათლებს მიხედოთ, წმინდა ტექსტები იკითხოთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. მოერიდეთ ალკოჰოლისა და სიგარეტის მიღებას. არ გადატვირთოთ კუჭი. ნუ მიირთმევთ ხორციან კერძებს. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
წიგნები
კონფლიქტები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ჩრდილოეთ კორეაში მობილიზაციაა და "წმინდა ომისთვის" ემზადებიან - ფხენიანში აცხადებენ, რომ 1.4 მილიონი ახალგაზრდა არმიას შეუერთდა
ჩრდილოეთ კორეაში მობილიზაციაა და  "წმინდა ომისთვის" ემზადებიან - ფხენიანში აცხადებენ, რომ 1.4 მილიონი ახალგაზრდა  არმიას შეუერთდა

ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ა­ში მო­ბი­ლი­ზა­ცი­აა. ქვეყ­ნის სა­ხელ­მწი­ფო მე­დი­ის ცნო­ბით, მიმ­დი­ნა­რე კვი­რა­ში და­ახ­ლო­ე­ბით 1.4 მი­ლი­ონ­მა ახალ­გაზ­რდამ გა­და­წყვი­ტა, არ­მი­ას შე­უ­ერ­თდეს და შე­სა­ბა­მი­სი მი­მარ­თვა გა­ა­კე­თა.

ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ა­ში აცხა­დე­ბენ, რომ ეს სამ­ხრეთ კო­რე­ის პრო­ვო­კა­ცი­უ­ლი მოქ­მე­დე­ბე­ბით არის გა­მოწ­ვე­უ­ლი, რა­მაც "და­ძა­ბუ­ლი სი­ტუ­ა­ცია ომის ზღვრამ­დე მი­იყ­ვა­ნა".

  • რო­გორც გა­სულ კვი­რას ფხე­ნი­ან­ში თქვეს, სე­ულ­მა ფხე­ნი­ა­ნის თავ­ზე დრო­ნე­ბი გა­უშ­ვა, სა­ი­და­ნაც ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო პროკ­ლა­მა­ცი­ე­ბი ჩა­მო­ყა­რეს. ამის შემ­დეგ ფხე­ნი­ან­მა ორ კო­რე­ას შო­რის არ­სე­ბუ­ლი საგ­ზაო და სარ­კი­ნიგ­ზო ხა­ზე­ბი აა­ფეთ­ქა და სამ­ხრე­თი გა­აფრ­თხი­ლა, რომ ის "დიდ ფასს გა­და­იხ­დის".

ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ის სა­ხელ­მწი­ფო სა­ა­გენ­ტო KCNA-ს ცნო­ბით, ახალ­გაზ­რდე­ბი, მათ შო­რის სტუ­დენ­ტე­ბი და "ახალ­გაზ­რდუ­ლი ლი­გის" წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, რომ­ლებ­მაც არ­მი­ა­ში შეს­ვლა გა­და­წყვი­ტეს" მზად არი­ან, "წმინ­და ომში მტრის გა­ნად­გუ­რე­ბის­თვის, რე­ვო­ლუ­ცი­ის ია­რა­ღით" იბ­რძო­ლონ.

"თუ ომი და­ი­წყე­ბა, სამ­ხრეთ კო­რეა რუ­კი­დან გაქ­რე­ბა. რად­გან ომი სურთ, მზად ვართ, მისი არ­სე­ბო­ბა და­ვას­რუ­ლოთ", - აცხა­დე­ბენ ფხე­ნი­ან­ში.

  • ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ას და­ძა­ბუ­ლო­ბის პე­რი­ო­დებ­ში ახალ­გაზ­რდე­ბის არ­მი­ა­ში მა­სობ­რი­ვად ჩა­წე­რის შე­სა­ხებ მსგავ­სი გან­ცხა­დე­ბე­ბი ად­რეც გა­უ­კე­თე­ბია, თუმ­ცა იზო­ლი­რე­ბუ­ლი სა­ხელ­მწი­ფოს ასე­თი გან­ცხა­დე­ბე­ბის გა­და­მოწ­მე­ბა რთუ­ლია.

გა­სულ წელს სა­ხელ­მწი­ფო მე­დი­ამ გა­ავ­რცე­ლა ინ­ფორ­მა­ცია 800,000 მო­ქა­ლა­ქის შე­სა­ხებ, რომ­ლებ­მაც ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ საბ­რძოლ­ვე­ლად ჩრდი­ლო­ე­თის არ­მი­ა­ში შეს­ვლა მო­ხა­ლი­სე­ობ­რი­ვად გა­და­წყვი­ტეს. ასე­ვე, 2017 წელს იყო ცნო­ბა, რომ თით­ქმის 3.5 მი­ლი­ონ­მა მუ­შამ, პარ­ტი­ის წევ­რმა და ჯა­რის­კაც­მა გა­მოთ­ქვა არ­მი­ა­ში მსა­ხუ­რე­ბის სურ­ვი­ლი.

სა­ერ­თა­შო­რი­სო სტრა­ტე­გი­უ­ლი კვლე­ვე­ბის ინ­სტი­ტუ­ტის (IISS) მო­ნა­ცე­მე­ბით, ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ას 1.28 მი­ლი­ო­ნი აქ­ტი­უ­რი ჯა­რის­კა­ცი და და­ახ­ლო­ე­ბით 600,000 რე­ზერ­ვის­ტი ჰყავს.

  • სე­უ­ლის თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს ამ თე­მა­ზე კო­მენ­ტა­რი არ გა­უ­კე­თე­ბია, მაგ­რამ აღ­ნიშ­ნა, რომ თუ ჩრდი­ლო­ეთ კო­რეა სამ­ხრეთ კო­რე­ე­ლე­ბის უსაფრ­თხო­ე­ბას ზი­ანს მი­ა­ყე­ნებს, ის დღე "მისი რე­ჟი­მის და­სას­რუ­ლი იქ­ნე­ბა".

მოგ­ვი­ა­ნე­ბით, სამ­ხრეთ კო­რე­ის, ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბი­სა და ია­პო­ნი­ის ვიცე სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრებ­მა სე­ულ­ში მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის შემ­დეგ პრეს­კონ­ფე­რენ­ცია გა­მარ­თეს და ჩრდი­ლო­ე­თის მხრი­დან "და­ძა­ბუ­ლო­ბის გან­ზრახ გაზ­რდა" მკაც­რად დაგ­მეს.

  • და­სავ­ლე­თის ქვეყ­ნე­ბი დიდი ხა­ნია ადა­ნა­შა­უ­ლე­ბენ ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ას რუ­სე­თის­თვის უკ­რა­ი­ნა­ში საბ­რძოლ­ვე­ლად ია­რა­ღის მი­წო­დე­ბა­ში. ოთხშა­ბათს უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტმა ვო­ლო­დი­მირ ზე­ლენ­სკიმ გა­ნა­ცხა­და, რომ ჩრდი­ლო­ეთ კო­რეა ასე­ვე აგ­ზავ­ნის პერ­სო­ნალს, რაც მას ფაქ­ტობ­რი­ვად ომის მო­ნა­წი­ლედ აქ­ცევს.

ამ სა­კი­თხზე კი­თხვის დას­მი­სას, აშშ-ის სა­ხელ­მწი­ფო მდივ­ნის მო­ად­გი­ლემ, კურტ კემ­პბელ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ ჩრდი­ლო­ე­თის მხრი­დან რუ­სე­თის­თვის გაძ­ლი­ე­რე­ბუ­ლი მა­ტე­რი­ა­ლუ­რი მხარ­და­ჭე­რის ნიშ­ნე­ბი არ­სე­ბობს, "რაც საბ­რძო­ლო ველ­ზე იგ­რძნო­ბა", თუმ­ცა ვა­შინგტო­ნი ამ ან­გა­რი­შებს ჯერ კი­დევ აფა­სებს.

  • გარ­და ამი­სა, ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ამ და­ა­დას­ტუ­რა, რომ ქვეყ­ნის ახა­ლი კონ­სტი­ტუ­ცია სამ­ხრეთ კო­რე­ას "მტრულ სა­ხელ­მწი­ფოდ“ ოფი­ცი­ა­ლუ­რად აღი­ა­რებს, - ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას კო­რე­ის ცენ­ტრა­ლუ­რი სა­ინ­ფორ­მა­ციო სა­ა­გენ­ტო ავ­რცე­ლებს.

სა­ა­გენ­ტოს ინ­ფორ­მა­ცი­ით, გზე­ბის და რკი­ნიგ­ზის ჩრდი­ლო­ეთ მო­ნაკ­ვე­თე­ბის ბო­ლოდ­რო­ინ­დე­ლი გა­ნად­გუ­რე­ბა, რომ­ლე­ბიც ადრე ჩრდი­ლო­ეთ და სამ­ხრეთ კო­რე­ას აკავ­ში­რებ­დნენ, ჩრდი­ლო­ეთ კონ­სტი­ტუ­ცი­ის მო­თხოვ­ნე­ბის შე­სა­ბა­მი­სად გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი "გარ­და­უ­ვა­ლი და კა­ნო­ნი­ე­რი ზომა“ იყო, რო­მე­ლიც "სამ­ხრეთ კო­რე­ას მკა­ფი­ოდ გან­სა­ზღვრავს, რო­გორც მტრულ სა­ხელ­მწი­ფოდ“.

"ამ­რი­გად, ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ამ ოფი­ცი­ა­ლუ­რად თქვა უარი სე­ულ­თან გა­ერ­თი­ა­ნე­ბის იდე­ა­ზე“, - აღ­ნიშ­ნუ­ლია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

სა­ა­გენ­ტო არ აკონ­კრე­ტებს დე­ტა­ლებს ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ის შეც­ვლი­ლი კონ­სტი­ტუ­ცი­ის შე­სა­ხებ.

წყა­რო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ტრამპის სატარიფო ქაოსი - გაძვირდება თუ არა საქართველოში ამერიკიდან ავტომობილების შემოყვანა?
ავტორი:

ჩრდილოეთ კორეაში მობილიზაციაა და "წმინდა ომისთვის" ემზადებიან - ფხენიანში აცხადებენ, რომ 1.4 მილიონი ახალგაზრდა არმიას შეუერთდა

ჩრდილოეთ კორეაში მობილიზაციაა და  "წმინდა ომისთვის" ემზადებიან - ფხენიანში აცხადებენ, რომ 1.4 მილიონი ახალგაზრდა  არმიას შეუერთდა

ჩრდილოეთ კორეაში მობილიზაციაა. ქვეყნის სახელმწიფო მედიის ცნობით, მიმდინარე კვირაში დაახლოებით 1.4 მილიონმა ახალგაზრდამ გადაწყვიტა, არმიას შეუერთდეს და შესაბამისი მიმართვა გააკეთა.

ჩრდილოეთ კორეაში აცხადებენ, რომ ეს სამხრეთ კორეის პროვოკაციული მოქმედებებით არის გამოწვეული, რამაც "დაძაბული სიტუაცია ომის ზღვრამდე მიიყვანა".

  • როგორც გასულ კვირას ფხენიანში თქვეს, სეულმა ფხენიანის თავზე დრონები გაუშვა, საიდანაც ჩრდილოეთ კორეის საწინააღმდეგო პროკლამაციები ჩამოყარეს. ამის შემდეგ ფხენიანმა ორ კორეას შორის არსებული საგზაო და სარკინიგზო ხაზები ააფეთქა და სამხრეთი გააფრთხილა, რომ ის "დიდ ფასს გადაიხდის".

ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო სააგენტო KCNA-ს ცნობით, ახალგაზრდები, მათ შორის სტუდენტები და "ახალგაზრდული ლიგის" წარმომადგენლები, რომლებმაც არმიაში შესვლა გადაწყვიტეს,, მზად არიან, "წმინდა ომში მტრის განადგურებისთვის, რევოლუციის იარაღით" იბრძოლონ.

"თუ ომი დაიწყება, სამხრეთ კორეა რუკიდან გაქრება. რადგან ომი სურთ, მზად ვართ, მისი არსებობა დავასრულოთ", - აცხადებენ ფხენიანში.

  • ჩრდილოეთ კორეას დაძაბულობის პერიოდებში ახალგაზრდების არმიაში მასობრივად ჩაწერის შესახებ მსგავსი განცხადებები ადრეც გაუკეთებია, თუმცა იზოლირებული სახელმწიფოს ასეთი განცხადებების გადამოწმება რთულია.

გასულ წელს სახელმწიფო მედიამ გაავრცელა ინფორმაცია 800,000 მოქალაქის შესახებ, რომლებმაც ამერიკის შეერთებული შტატების წინააღმდეგ საბრძოლველად ჩრდილოეთის არმიაში შესვლა მოხალისეობრივად გადაწყვიტეს. ასევე, 2017 წელს იყო ცნობა, რომ თითქმის 3.5 მილიონმა მუშამ, პარტიის წევრმა და ჯარისკაცმა გამოთქვა არმიაში მსახურების სურვილი.

საერთაშორისო სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტის (IISS) მონაცემებით, ჩრდილოეთ კორეას 1.28 მილიონი აქტიური ჯარისკაცი და დაახლოებით 600,000 რეზერვისტი ჰყავს.

  • სეულის თავდაცვის სამინისტროს ამ თემაზე კომენტარი არ გაუკეთებია, მაგრამ აღნიშნა, რომ თუ ჩრდილოეთ კორეა სამხრეთ კორეელების უსაფრთხოებას ზიანს მიაყენებს, ის დღე "მისი რეჟიმის დასასრული იქნება".

მოგვიანებით, სამხრეთ კორეის, ამერიკის შეერთებული შტატებისა და იაპონიის ვიცე საგარეო საქმეთა მინისტრებმა სეულში მოლაპარაკებების შემდეგ პრესკონფერენცია გამართეს და ჩრდილოეთის მხრიდან "დაძაბულობის განზრახ გაზრდა" მკაცრად დაგმეს.

  • დასავლეთის ქვეყნები დიდი ხანია ადანაშაულებენ ჩრდილოეთ კორეას რუსეთისთვის უკრაინაში საბრძოლველად იარაღის მიწოდებაში. ოთხშაბათს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ჩრდილოეთ კორეა ასევე აგზავნის პერსონალს, რაც მას ფაქტობრივად ომის მონაწილედ აქცევს.

ამ საკითხზე კითხვის დასმისას, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ, კურტ კემპბელმა განაცხადა, რომ ჩრდილოეთის მხრიდან რუსეთისთვის გაძლიერებული მატერიალური მხარდაჭერის ნიშნები არსებობს, "რაც საბრძოლო ველზე იგრძნობა", თუმცა ვაშინგტონი ამ ანგარიშებს ჯერ კიდევ აფასებს.

  • გარდა ამისა, ჩრდილოეთ კორეამ დაადასტურა, რომ ქვეყნის ახალი კონსტიტუცია სამხრეთ კორეას "მტრულ სახელმწიფოდ“ ოფიციალურად აღიარებს, - ამის შესახებ ინფორმაციას კორეის ცენტრალური საინფორმაციო სააგენტო ავრცელებს.

სააგენტოს ინფორმაციით, გზების და რკინიგზის ჩრდილოეთ მონაკვეთების ბოლოდროინდელი განადგურება, რომლებიც ადრე ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეას აკავშირებდნენ, ჩრდილოეთ კონსტიტუციის მოთხოვნების შესაბამისად განხორციელებული "გარდაუვალი და კანონიერი ზომა“ იყო, რომელიც "სამხრეთ კორეას მკაფიოდ განსაზღვრავს, როგორც მტრულ სახელმწიფოდ“.

"ამრიგად, ჩრდილოეთ კორეამ ოფიციალურად თქვა უარი სეულთან გაერთიანების იდეაზე“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

სააგენტო არ აკონკრეტებს დეტალებს ჩრდილოეთ კორეის შეცვლილი კონსტიტუციის შესახებ.

წყარო