Faceამბები
მსოფლიო

22

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 04:49-ზე, მთვარე მერწყულშია დღეს კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება, ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. გადადეთ ოპერაციები სახსრებზე, ბრმა ნაწლავზე, პროცედურები ფეხებზე, ნერვულ სისტემაზე. კარგი დღეა დასვენებისთვის, შიმშილისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლურ სასმელს.
სამხედრო
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
წიგნები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ნაკრების კარი ყველასთვის ღიაა, მაგრამ..." - რა თქვა ვილი სანიოლმა უკრაინასთან მატჩის წინ
"ნაკრების კარი ყველასთვის ღიაა, მაგრამ..." - რა თქვა ვილი სანიოლმა უკრაინასთან მატჩის წინ

ერთა ლი­გა­ზე უკ­რა­ი­ნას­თან მატ­ჩის წინ ჩა­ტა­რე­ბულ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბის მწვრთნელ­მა ვილი სა­ნი­ოლ­მა ისა­უბ­რა:

"უკ­რა­ი­ნამ ორი­ვე სას­ტარ­ტო მატჩში მარ­ცხი გა­ნი­ცა­და, მაგ­რამ ასე­თია ფეხ­ბურ­თი. ეს იმას არ ნიშ­ნავს, რომ შე­იძ­ლე­ბა შემ­დე­გი შეხ­ვედ­რაც წა­ა­გონ. უკ­რა­ი­ნა ძლი­ე­რი გუნ­დია, ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად ძლი­ე­რი ფეხ­ბურ­თე­ლე­ბი ჰყავს და რა თქმა უნდა, რთუ­ლი და­პი­რის­პი­რე­ბის­თვის ვემ­ზა­დე­ბით.

პირ­და­პირ პო­ლო­ნეთ­ში შე­ვიკ­რი­ბეთ, არ მინ­დო­და ფეხ­ბურ­თე­ლებს ბევ­რი ემ­გზავ­რათ. ვემ­ზა­დე­ბით და გუნდში კარ­გი ატ­მოს­ფე­როა, იგი­ვე შე­მარ­თე­ბა და მო­ტი­ვა­ცია გვაქვს, რაც სექ­ტემ­ბრის მატ­ჩებ­ში გვქონ­და. ჩვენ ბრძო­ლის­თვის მზად ვართ, სა­კუ­თარ თა­მაშ­ზე ვართ კონ­ცენ­ტრი­რე­ბუ­ლი და გა­მარ­ჯვე­ბის მო­სა­პო­ვებ­ლად ყვე­ლა­ფერს გა­ვა­კე­თებთ.

ამ­ჟა­მად იმა­ზე არ ვფიქ­რობთ, რომ პირ­ველ ად­გილ­ზე ვართ. ჩვე­ნი სა­მი­ვე მე­ტო­ქე ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნატ­ზე პირ­და­პირ ჯგუ­ფი­დან გა­ვი­და. რთუ­ლი ოთხი შეხ­ვედ­რა გვე­ლო­დე­ბა და მი­ზა­ნი მეტი ქუ­ლის მო­პო­ვე­ბაა. საბა გოგ­ლი­ჩი­ძეს და გი­ორ­გი გუ­ლი­აშ­ვილს ადაპ­ტა­ცია არ გას­ჭირ­ვე­ბი­ათ და საწ­ვრთნელ პრო­ცეს­ში კარ­გად ჩა­ერ­თნენ. ნაკ­რე­ბის კარი ყვე­ლას­თვის ღიაა, მაგ­რამ მა­ღა­ლი კონ­კუ­რენ­ცი­აა და ვინც და­იმ­სა­ხუ­რებს, შანსს მი­ი­ღებს“.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მანანა
0

წარმატებები, საქართველოს!

მადონა
1

წარმატებები!

ავტორი:

"ნაკრების კარი ყველასთვის ღიაა, მაგრამ..." - რა თქვა ვილი სანიოლმა უკრაინასთან მატჩის წინ

"ნაკრების კარი ყველასთვის ღიაა, მაგრამ..." - რა თქვა ვილი სანიოლმა უკრაინასთან მატჩის წინ

ერთა ლიგაზე უკრაინასთან მატჩის წინ ჩატარებულ პრესკონფერენციაზე საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ისაუბრა:

"უკრაინამ ორივე სასტარტო მატჩში მარცხი განიცადა, მაგრამ ასეთია ფეხბურთი. ეს იმას არ ნიშნავს, რომ შეიძლება შემდეგი შეხვედრაც წააგონ. უკრაინა ძლიერი გუნდია, ინდივიდუალურად ძლიერი ფეხბურთელები ჰყავს და რა თქმა უნდა, რთული დაპირისპირებისთვის ვემზადებით.

პირდაპირ პოლონეთში შევიკრიბეთ, არ მინდოდა ფეხბურთელებს ბევრი ემგზავრათ. ვემზადებით და გუნდში კარგი ატმოსფეროა, იგივე შემართება და მოტივაცია გვაქვს, რაც სექტემბრის მატჩებში გვქონდა. ჩვენ ბრძოლისთვის მზად ვართ, საკუთარ თამაშზე ვართ კონცენტრირებული და გამარჯვების მოსაპოვებლად ყველაფერს გავაკეთებთ.

ამჟამად იმაზე არ ვფიქრობთ, რომ პირველ ადგილზე ვართ. ჩვენი სამივე მეტოქე ევროპის ჩემპიონატზე პირდაპირ ჯგუფიდან გავიდა. რთული ოთხი შეხვედრა გველოდება და მიზანი მეტი ქულის მოპოვებაა. საბა გოგლიჩიძეს და გიორგი გულიაშვილს ადაპტაცია არ გასჭირვებიათ და საწვრთნელ პროცესში კარგად ჩაერთნენ. ნაკრების კარი ყველასთვის ღიაა, მაგრამ მაღალი კონკურენციაა და ვინც დაიმსახურებს, შანსს მიიღებს“.