პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

10

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 18:38-ზე, მთვარე ქალწულშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას. მოერიდეთ მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. ნუ იშიმშილებთ, მაგრამ ნურც კუჭს გადატვირთავთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას.
Faceამბები
სამართალი
სპორტი
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კობახიძის განცხადების შემდეგ, ანტიკორუფციულმა ბიურომ ეკა გიგაურის “საერთაშორისო გამჭვირვალობასა“ და ხათუნა ლაგაზიძის “აირჩიე ევროპაზე“ მიღებული გადაწყვეტილება გააუქმა
კობახიძის განცხადების შემდეგ, ანტიკორუფციულმა ბიურომ ეკა გიგაურის “საერთაშორისო გამჭვირვალობასა“ და ხათუნა ლაგაზიძის “აირჩიე ევროპაზე“ მიღებული გადაწყვეტილება გააუქმა

ან­ტი­კო­რუფ­ცი­ულ­მა ბი­უ­რომ გა­ა­უქ­მა მისი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, “სა­ერ­თა­შო­რი­სო გამჭვირ­ვა­ლო­ბა - სა­ქარ­თვე­ლო­სა“ და მისი აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი დი­რექ­ტო­რის, ეკა გი­გა­უ­რის “გა­ცხა­დე­ბუ­ლი სა­არ­ჩევ­ნო მიზ­ნის მქო­ნე სუ­ბი­ექ­ტე­ბად გა­მო­ცხა­დე­ბის“ შე­სა­ხებ. შე­სა­ბა­მი­სი გან­ცხა­დე­ბა ბი­უ­როს ხელ­მძღვა­ნელ­მა რაჟ­დენ კუპ­რაშ­ვილ­მა დღეს გა­მარ­თულ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე გა­ა­კე­თა.

“სი­ტყვა - “გა­უმჭვირ­ვა­ლო­ბა“ - შე­უ­თავ­სე­ბე­ლია თა­ვი­სუ­ფალ და ღია სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან. ფაქ­ტე­ბის უკა­ნო­ნო და­მალ­ვი­დან მომ­დი­ნა­რე საფრ­თხე ბევ­რად აღე­მა­ტე­ბა იმ მი­ზე­ზებს, რი­თაც ცდი­ლო­ბენ გა­უმჭვირ­ვა­ლო­ბის გა­მარ­თლე­ბას. ეს ძა­ლე­ბი ეყ­რდნო­ბი­ან ფა­რულ მე­თო­დებს თა­ვი­ან­თი გავ­ლე­ნის სფე­როს გა­ფარ­თო­ე­ბის­თვის. მათი საქ­მი­ა­ნო­ბა არის და­ფა­რუ­ლი და გა­უმჭვირ­ვა­ლე. ისი­ნი მოქ­მე­დე­ბენ ჩუ­მად და არა სი­ა­მა­ყით. მათი და­ნა­ხარ­ჯე­ბი არ არის გა­ცხა­დე­ბუ­ლი, რაც საფრ­თხეს უქ­მნის მო­ქა­ლა­ქე­თა ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლი არ­ჩე­ვა­ნის გა­კე­თე­ბის უფ­ლე­ბას.

ან­ტი­კო­რუფ­ცი­უ­ლი ბი­უ­როს მთა­ვარ მი­ზანს წარ­მო­ად­გენს გამჭვირ­ვა­ლო­ბის, კა­ნო­ნის უზე­ნა­ე­სო­ბი­სა და მო­ქა­ლა­ქე­თა ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლი არ­ჩე­ვა­ნის უფ­ლე­ბის დაც­ვა. ამ მიზ­ნით, მუდ­მი­ვი მო­ნი­ტო­რინ­გის ფარ­გლებ­ში, ჩვენ არა­ერ­თი კა­ნონ­დარ­ღვე­ვა გა­მო­ვავ­ლი­ნეთ, ხოლო შე­სა­ბა­მი­სი სუ­ბი­ექ­ტე­ბი და­ვუქ­ვემ­დე­ბა­რეთ კა­ნო­ნით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბულ რე­გუ­ლა­ცი­ებს. ჩვე­ნი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი და­სა­ბუ­თე­ბუ­ლია უმაღ­ლე­სი სტან­დარ­ტით და ეფუძ­ნე­ბა სტრას­ბურ­გის სა­სა­მარ­თლოს პრაქ­ტი­კას. მო­ნი­ტო­რინ­გის ფარ­გლებ­ში ჩვენ მიერ გა­მოვ­ლე­ნი­ლი არა­ერ­თი ფი­ზი­კუ­რი პირი, გან­ცხა­დე­ბულ სა­არ­ჩევ­ნო მიზ­ნის მქო­ნე სუ­ბი­ექ­ტად ცნო­ბის­თა­ნა­ვე მა­ლე­ვე შე­უ­ერ­თდა შე­სა­ბა­მის პო­ლი­ტი­კურ პარ­ტი­ას, რი­თაც მათ და­ა­დას­ტუ­რეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის უტყუ­ა­რო­ბა.

აქვე ხაზ­გას­მით აღ­ვნიშ­ნავთ, რომ არც ერთი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით არ იზღუ­დე­ბა ფი­ზი­კუ­რი თუ იუ­რი­დი­უ­ლი პი­რე­ბის მიერ არ­ჩევ­ნებ­ზე დაკ­ვირ­ვე­ბის უფ­ლე­ბა. აღ­ნიშ­ნულ სა­კი­თხზე გა­მოთ­ქმუ­ლი ბრალ­დე­ბე­ბი წარ­მო­ად­გენს სიც­რუ­ე­სა და სპე­კუ­ლა­ცი­ას. ერ­თა­დერ­თი მო­თხოვ­ნა არის პო­ლი­ტი­კუ­რი მიზ­ნით გა­წე­უ­ლი და­ნა­ხარ­ჯე­ბის სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის გა­სა­ჯა­რო­ე­ბა.

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ჩვენ ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად შევ­ხვდით სა­ერ­თა­შო­რი­სო დამ­კვირ­ვებ­ლებს, მათ შო­რის ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტის დე­ლე­გა­ცი­ას, ავუხ­სე­ნით მათ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის ში­ნა­არ­სი და და­ვუ­დას­ტუ­რეთ, რომ ამას არა­ნა­ი­რი კავ­ში­რი არ აქვს სა­დამ­კვირ­ვებ­ლო პრო­ცეს­თან, სიც­რუ­ის ტი­რა­ჟი­რე­ბა არა­თუ არ შემ­ცი­რე­ბუ­ლა, არა­მედ კი­დევ უფრო გა­ი­ზარ­და, რა­მაც საფრ­თხე შე­უქ­მნა ქვეყ­ნის ეროვ­ნულ ინ­ტე­რე­სებს.

სამ­წუ­ხა­როა, რომ ორ­გა­ნი­ზა­ცია, რომ­ლის სა­ხელ­წო­დე­ბაც უკავ­შირ­დე­ბა გამჭვირ­ვა­ლო­ბას, პირ­ვე­ლი აღ­მოჩ­ნდა, რო­მელ­მაც უარი თქვა გამჭვირ­ვა­ლო­ბა­ზე და ამის ნაც­ვლად აირ­ჩია კა­ნო­ნის უზე­ნა­ე­სო­ბის პრინ­ციპ­ზე თავ­დას­ხმა. ამ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას, სხვა არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის მსგავ­სად, არ სურს სა­ზო­გა­დო­ე­ბას გა­უმ­ხი­ლოს თუ რა მიზ­ნით იხარ­ჯე­ბა ათო­ბით მი­ლი­ო­ნი ლარი მა­შინ, როცა თა­ვად კა­ნონ­ზე მაღ­ლა ცდი­ლო­ბენ დად­გო­მას.

იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუკი ამ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის მიერ მოხ­დე­ბო­და პო­ლი­ტი­კუ­რი მიზ­ნე­ბით გა­წე­უ­ლი და­ნა­ხარ­ჯე­ბის სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის გა­სა­ჯა­რო­ე­ბა, ფარ­და აეხ­დე­ბო­და ბოლო პე­რი­ოდ­ში მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნებს. მო­სახ­ლე­ო­ბის­თვის აშ­კა­რა გახ­დე­ბო­და თუ რო­გორ იმარ­თე­ბო­და მთე­ლი რიგი პრო­ცე­სე­ბი სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი აზ­რის ფორ­მი­რე­ბის­თვის. გამჭვირ­ვა­ლო­ბის შემ­თხვე­ვა­ში ნათ­ლად გა­მოჩ­ნდე­ბო­და თუ რა ფი­ნან­სუ­რი ინ­ტე­რე­სე­ბი დგას, მათ შო­რის სა­ერ­თა­შო­რი­სო ას­პა­რეზ­ზე ქვეყ­ნის ვი­ზა­ლი­ბე­რა­ლი­ზა­ცი­ის შე­ჩე­რე­ბის მიზ­ნით გა­კე­თე­ბუ­ლი გან­ცხა­დე­ბე­ბის უკან.

სა­ქარ­თვე­ლოს კონ­სტი­ტუ­ცია ცალ­სა­ხად აღ­ნიშ­ნავს, რომ სა­ხელ­მწი­ფო ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წყა­როა ხალ­ხი, ხოლო არ­ჩევ­ნე­ბი წარ­მო­ად­გენს დე­მოკ­რა­ტი­ის უმ­თავ­რეს წი­ნა­პი­რო­ბას. არა­ვის არ უნდა მი­ე­ცეს იმის შე­საძ­ლებ­ლო­ბა, რომ ეჭვქვეშ და­ა­ყე­ნოს სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის მიერ არ­ჩევ­ნებ­ში და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი შე­დე­გე­ბი. აღ­ნიშ­ნუ­ლი­დან გა­მომ­დი­ნა­რე და ქვეყ­ნის ეროვ­ნუ­ლი ინ­ტე­რე­სე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, აუ­ცი­ლებ­ლად მი­ვიჩ­ნევთ გა­მო­ვი­ყე­ნოთ დის­კრე­ცია და გა­ვა­უქ­მოთ ყვე­ლა ის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც ეს ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი და­ვა­ვალ­დე­ბუ­ლეთ გამჭვირ­ვა­ლე გა­ე­ხა­დათ პო­ლი­ტი­კურ პრო­ცე­სებ­ში გა­წე­უ­ლი და­ნა­ხარ­ჯე­ბი და ეს გა­ეც­ნოთ სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის. ან­ტი­კო­რუფ­ცი­უ­ლი ბი­უ­რო გა­აგ­რძე­ლებს სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლი არ­ჩე­ვა­ნის სა­და­რა­ჯო­ზე დგო­მას. ჩვენ ვემ­სა­ხუ­რე­ბით სა­ქარ­თვე­ლოს“, - გა­ნა­ცხა­და რაჟ­დენ კუპ­რაშ­ვილ­მა.

  • ბი­უ­რომ “გა­ცხა­დე­ბუ­ლი სა­არ­ჩევ­ნო მიზ­ნის მქო­ნე სუ­ბი­ექ­ტის“ სტა­ტუ­სი ორ­გა­ნი­ზა­ცია “აირ­ჩიე ევ­რო­პას“, მის დამ­ფუძ­ნე­ბელ ხა­თუ­ნა ლა­გა­ზი­ძეს და თა­ნა­დამ­ფუძ­ნებ­ლებ­საც გა­უ­უქ­მა.

შე­სა­ბა­მი­სი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის შე­სა­ხებ ან­ტი­კო­რუფ­ცი­უ­ლი ბი­უ­როს ხელ­მძღვა­ნელ­მა რაჟ­დენ კუპ­რაშ­ვილ­მა პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე გა­ნა­ცხა­და.

“აირ­ჩიე ევ­რო­პის“ 2 წევ­რი უკვე შე­უ­ერ­თდა პო­ლი­ტი­კურ პარ­ტი­ას და დღეს ისი­ნი, რო­გორც პო­ლი­ტი­კო­სე­ბი გვევ­ლი­ნე­ბი­ან. და­ნარ­ჩენ­მა წევ­რებ­მა აღას­რუ­ლეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, მათ ან­ტი­კო­რუფ­ცი­ულ ბი­უ­რო­ში კა­ნო­ნის შე­სა­ბა­მი­სად, თა­ვი­ან­თი და­ნა­ხარ­ჯე­ბი წარ­მო­ად­გი­ნეს, თუმ­ცა ვი­ნა­ი­დან ჩვენ არ გვინ­და, რომ შერ­ჩე­ვი­თი სა­მარ­თა­ლი არ­სე­ბობ­დეს, ამ შემ­თხვე­ვა­ში, მათ მი­მარ­თაც გა­ვავ­რცე­ლებთ აღ­ნიშ­ნულ დათ­ქმას“, - გა­ნა­ცხა­და რაჟ­დენ კუპ­რაშ­ვილ­მა.

  • “ჩვე­ნი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი ეფუძ­ნე­ბა კა­ნო­ნის იმ­პე­რა­ტი­ულ მო­თხოვ­ნებს და მე აღ­ვას­რუ­ლე კა­ნო­ნი“, - გა­ნა­ცხა­და კუპ­რაშ­ვილ­მა ბრი­ფინგზე.

“ჩვენ, მა­ნამ­დე აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა “დე­მოკ­რა­ტი­ის ფეს­ტი­ვა­ლის“ მი­მართ გა­მო­ვი­ყე­ნეთ, ასე­ვე გა­მო­ვი­ყე­ნეთ ნიკა გვა­რა­მი­ა­სა და ნიკა მე­ლი­ას მი­მართ, რომ­ლებ­მაც მოგ­ვი­ა­ნე­ბით, პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტია შექ­მნეს. შე­სა­ბა­მი­სად, ამ კა­ნო­ნის დათ­ქმა არის შემ­დე­გი-თუკი პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტია იარ­სე­ბებს, ამ შემ­თხვე­ვა­ში, ეს სტა­ტუ­სი იხ­სნე­ბა. ფეს­ტი­ვალს რაც შე­ე­ხე­ბა, მათი წევ­რე­ბი შე­უ­ერ­თდნენ პარ­ტია "ლე­ლოს" და და­ნარ­ჩე­ნი წევ­რე­ბი, რომ­ლე­ბიც არ შე­უ­ერ­თდნენ, მოგ­ვმარ­თეს გან­ცხა­დე­ბით, მათ და­ა­ფიქ­სი­რეს თა­ვი­ან­თი პო­ზი­ცია და ეს სტა­ტუ­სე­ბი მო­ეხ­სნათ. რაც შე­ე­ხე­ბა "აირ­ჩიე ევ­რო­პას", “აირ­ჩიე ევ­რო­პის“ 2 წევ­რი უკვე შე­უ­ერ­თდა პო­ლი­ტი­კურ პარ­ტი­ას და დღეს ისი­ნი, რო­გორც პო­ლი­ტი­კო­სე­ბი გვევ­ლი­ნე­ბი­ან. და­ნარ­ჩენ­მა წევ­რებ­მა აღას­რუ­ლეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, მათ ან­ტი­კო­რუფ­ცი­ულ ბი­უ­რო­ში კა­ნო­ნის შე­სა­ბა­მი­სად, თა­ვი­ან­თი და­ნა­ხარ­ჯე­ბი წარ­მო­ად­გი­ნეს, თუმ­ცა ვი­ნა­ი­დან ჩვენ არ გვინ­და, რომ შერ­ჩე­ვი­თი სა­მარ­თა­ლი არ­სე­ბობ­დეს, ამ შემ­თხვე­ვა­ში, მათ მი­მარ­თაც გა­ვავ­რცე­ლებთ აღ­ნიშ­ნულ დათ­ქმას“,-გა­ნა­ცხა­და რაჟ­დენ კუპ­რაშ­ვილ­მა.

ცნო­ბის­თვის, სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა, ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ გუ­შინ, ან­ტი­კო­რუფ­ცი­ულ ბი­უ­როს მო­უ­წო­და, “სა­ერ­თა­შო­რი­სო გამჭვირ­ვა­ლო­ბა­სა" და "გა­ცხა­დე­ბუ­ლი სა­არ­ჩევ­ნო მიზ­ნის მქო­ნე ორ­გა­ნი­ზა­ცი­ად აღი­ა­რე­ბულ სხვა სუ­ბი­ექ­ტებ­თან" და­კავ­ში­რე­ბუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა შეც­ვა­ლოს. “სა­ხელ­მწი­ფო ინ­ტე­რე­სე­ბი­სათ­ვის და პირ­ველ რიგ­ში, სა­არ­ჩევ­ნო პრო­ცეს­ში გარე მა­ნი­პუ­ლა­ცი­ის თა­ვი­დან ასა­რი­დებ­ლად მი­ზან­შე­წო­ნი­ლად მი­მაჩ­ნია, “სა­ერ­თა­შო­რი­სო გამჭვირ­ვა­ლო­ბა - სა­ქარ­თვე­ლოს“ გან­ცხა­დე­ბუ­ლი სა­არ­ჩევ­ნო მიზ­ნის მქო­ნე ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის სტა­ტუ­სი მო­ეხ­სნას - მო­ვუ­წო­დებ სა­ქარ­თვე­ლოს ან­ტი­კო­რუფ­ცი­ულ ბი­უ­როს გა­და­ხე­დოს თა­ვის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას აღ­ნიშ­ნუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის და სხვა შე­სა­ბა­მი­სი სუ­ბი­ექ­ტე­ბის­თვის გან­ცხა­დე­ბუ­ლი სა­არ­ჩევ­ნო მიზ­ნის მქო­ნე ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის სტა­ტუ­სის შე­ფარ­დე­ბის შე­სა­ხებ“,- გა­ნა­ცხა­და კო­ბა­ხი­ძემ.

შე­გახ­სე­ნებთ იმა­საც, რომ ან­ტი­კო­რუფ­ცი­უ­ლი ბი­უ­როს 24 სექ­ტემ­ბრის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, ეკა გი­გა­უ­რი­სა და ხა­თუ­ნა ლა­გა­ზი­ძის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი "სა­ერ­თა­შო­რი­სო გამჭვირ­ვა­ლო­ბა - სა­ქარ­თვე­ლო" და "აირ­ჩიე ევ­რო­პა" “გა­ცხა­დე­ბუ­ლი სა­არ­ჩევ­ნო მიზ­ნის მქო­ნე სუ­ბი­ექ­ტე­ბად“ გა­მო­ცხად­დნენ, რის გა­მოც მათ­ზე “მო­ქა­ლა­ქე­თა პო­ლი­ტი­კუ­რი გა­ერ­თი­ა­ნე­ბე­ბის შე­სა­ხებ“ კა­ნო­ნი უნდა გავ­რცე­ლე­ბუ­ლი­ყო.

იხი­ლეთ ასე­ვე:

00:00 / 00:00
რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტორი:

კობახიძის განცხადების შემდეგ, ანტიკორუფციულმა ბიურომ ეკა გიგაურის “საერთაშორისო გამჭვირვალობასა“ და ხათუნა ლაგაზიძის “აირჩიე ევროპაზე“ მიღებული გადაწყვეტილება გააუქმა

კობახიძის განცხადების შემდეგ, ანტიკორუფციულმა ბიურომ ეკა გიგაურის “საერთაშორისო გამჭვირვალობასა“ და ხათუნა ლაგაზიძის “აირჩიე ევროპაზე“ მიღებული გადაწყვეტილება გააუქმა

ანტიკორუფციულმა ბიურომ გააუქმა მისი გადაწყვეტილება, “საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოსა“ და მისი აღმასრულებელი დირექტორის, ეკა გიგაურის “გაცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტებად გამოცხადების“ შესახებ. შესაბამისი განცხადება ბიუროს ხელმძღვანელმა რაჟდენ კუპრაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

“სიტყვა - “გაუმჭვირვალობა“ - შეუთავსებელია თავისუფალ და ღია საზოგადოებასთან. ფაქტების უკანონო დამალვიდან მომდინარე საფრთხე ბევრად აღემატება იმ მიზეზებს, რითაც ცდილობენ გაუმჭვირვალობის გამართლებას. ეს ძალები ეყრდნობიან ფარულ მეთოდებს თავიანთი გავლენის სფეროს გაფართოებისთვის. მათი საქმიანობა არის დაფარული და გაუმჭვირვალე. ისინი მოქმედებენ ჩუმად და არა სიამაყით. მათი დანახარჯები არ არის გაცხადებული, რაც საფრთხეს უქმნის მოქალაქეთა ინფორმირებული არჩევანის გაკეთების უფლებას.

ანტიკორუფციული ბიუროს მთავარ მიზანს წარმოადგენს გამჭვირვალობის, კანონის უზენაესობისა და მოქალაქეთა ინფორმირებული არჩევანის უფლების დაცვა. ამ მიზნით, მუდმივი მონიტორინგის ფარგლებში, ჩვენ არაერთი კანონდარღვევა გამოვავლინეთ, ხოლო შესაბამისი სუბიექტები დავუქვემდებარეთ კანონით გათვალისწინებულ რეგულაციებს. ჩვენი გადაწყვეტილებები დასაბუთებულია უმაღლესი სტანდარტით და ეფუძნება სტრასბურგის სასამართლოს პრაქტიკას. მონიტორინგის ფარგლებში ჩვენ მიერ გამოვლენილი არაერთი ფიზიკური პირი, განცხადებულ საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტად ცნობისთანავე მალევე შეუერთდა შესაბამის პოლიტიკურ პარტიას, რითაც მათ დაადასტურეს გადაწყვეტილებების უტყუარობა.

აქვე ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ არც ერთი გადაწყვეტილებით არ იზღუდება ფიზიკური თუ იურიდიული პირების მიერ არჩევნებზე დაკვირვების უფლება. აღნიშნულ საკითხზე გამოთქმული ბრალდებები წარმოადგენს სიცრუესა და სპეკულაციას. ერთადერთი მოთხოვნა არის პოლიტიკური მიზნით გაწეული დანახარჯების საზოგადოებისთვის გასაჯაროება.

მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ინდივიდუალურად შევხვდით საერთაშორისო დამკვირვებლებს, მათ შორის ევროპარლამენტის დელეგაციას, ავუხსენით მათ გადაწყვეტილების შინაარსი და დავუდასტურეთ, რომ ამას არანაირი კავშირი არ აქვს სადამკვირვებლო პროცესთან, სიცრუის ტირაჟირება არათუ არ შემცირებულა, არამედ კიდევ უფრო გაიზარდა, რამაც საფრთხე შეუქმნა ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს.

სამწუხაროა, რომ ორგანიზაცია, რომლის სახელწოდებაც უკავშირდება გამჭვირვალობას, პირველი აღმოჩნდა, რომელმაც უარი თქვა გამჭვირვალობაზე და ამის ნაცვლად აირჩია კანონის უზენაესობის პრინციპზე თავდასხმა. ამ ორგანიზაციას, სხვა არასამთავრობო ორგანიზაციების მსგავსად, არ სურს საზოგადოებას გაუმხილოს თუ რა მიზნით იხარჯება ათობით მილიონი ლარი მაშინ, როცა თავად კანონზე მაღლა ცდილობენ დადგომას.

იმ შემთხვევაში, თუკი ამ ორგანიზაციების მიერ მოხდებოდა პოლიტიკური მიზნებით გაწეული დანახარჯების საზოგადოებისთვის გასაჯაროება, ფარდა აეხდებოდა ბოლო პერიოდში მიმდინარე მოვლენებს. მოსახლეობისთვის აშკარა გახდებოდა თუ როგორ იმართებოდა მთელი რიგი პროცესები საზოგადოებრივი აზრის ფორმირებისთვის. გამჭვირვალობის შემთხვევაში ნათლად გამოჩნდებოდა თუ რა ფინანსური ინტერესები დგას, მათ შორის საერთაშორისო ასპარეზზე ქვეყნის ვიზალიბერალიზაციის შეჩერების მიზნით გაკეთებული განცხადებების უკან.

საქართველოს კონსტიტუცია ცალსახად აღნიშნავს, რომ სახელმწიფო ხელისუფლების წყაროა ხალხი, ხოლო არჩევნები წარმოადგენს დემოკრატიის უმთავრეს წინაპირობას. არავის არ უნდა მიეცეს იმის შესაძლებლობა, რომ ეჭვქვეშ დააყენოს საქართველოს მოქალაქეების მიერ არჩევნებში დაფიქსირებული შედეგები. აღნიშნულიდან გამომდინარე და ქვეყნის ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით, აუცილებლად მივიჩნევთ გამოვიყენოთ დისკრეცია და გავაუქმოთ ყველა ის გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც ეს ორგანიზაციები დავავალდებულეთ გამჭვირვალე გაეხადათ პოლიტიკურ პროცესებში გაწეული დანახარჯები და ეს გაეცნოთ საზოგადოებისთვის. ანტიკორუფციული ბიურო გააგრძელებს საქართველოს მოქალაქეების ინფორმირებული არჩევანის სადარაჯოზე დგომას. ჩვენ ვემსახურებით საქართველოს“, - განაცხადა რაჟდენ კუპრაშვილმა.

  • ბიურომ “გაცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტის“ სტატუსი ორგანიზაცია “აირჩიე ევროპას“, მის დამფუძნებელ ხათუნა ლაგაზიძეს და თანადამფუძნებლებსაც გაუუქმა.

შესაბამისი გადაწყვეტილების შესახებ ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელმა რაჟდენ კუპრაშვილმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.

“აირჩიე ევროპის“ 2 წევრი უკვე შეუერთდა პოლიტიკურ პარტიას და დღეს ისინი, როგორც პოლიტიკოსები გვევლინებიან. დანარჩენმა წევრებმა აღასრულეს გადაწყვეტილება, მათ ანტიკორუფციულ ბიუროში კანონის შესაბამისად, თავიანთი დანახარჯები წარმოადგინეს, თუმცა ვინაიდან ჩვენ არ გვინდა, რომ შერჩევითი სამართალი არსებობდეს, ამ შემთხვევაში, მათ მიმართაც გავავრცელებთ აღნიშნულ დათქმას“, - განაცხადა რაჟდენ კუპრაშვილმა.

  • “ჩვენი გადაწყვეტილებები ეფუძნება კანონის იმპერატიულ მოთხოვნებს და მე აღვასრულე კანონი“, - განაცხადა კუპრაშვილმა ბრიფინგზე.

“ჩვენ, მანამდე აღნიშნული გადაწყვეტილება “დემოკრატიის ფესტივალის“ მიმართ გამოვიყენეთ, ასევე გამოვიყენეთ ნიკა გვარამიასა და ნიკა მელიას მიმართ, რომლებმაც მოგვიანებით, პოლიტიკური პარტია შექმნეს. შესაბამისად, ამ კანონის დათქმა არის შემდეგი-თუკი პოლიტიკური პარტია იარსებებს, ამ შემთხვევაში, ეს სტატუსი იხსნება. ფესტივალს რაც შეეხება, მათი წევრები შეუერთდნენ პარტია "ლელოს" და დანარჩენი წევრები, რომლებიც არ შეუერთდნენ, მოგვმართეს განცხადებით, მათ დააფიქსირეს თავიანთი პოზიცია და ეს სტატუსები მოეხსნათ. რაც შეეხება "აირჩიე ევროპას", “აირჩიე ევროპის“ 2 წევრი უკვე შეუერთდა პოლიტიკურ პარტიას და დღეს ისინი, როგორც პოლიტიკოსები გვევლინებიან. დანარჩენმა წევრებმა აღასრულეს გადაწყვეტილება, მათ ანტიკორუფციულ ბიუროში კანონის შესაბამისად, თავიანთი დანახარჯები წარმოადგინეს, თუმცა ვინაიდან ჩვენ არ გვინდა, რომ შერჩევითი სამართალი არსებობდეს, ამ შემთხვევაში, მათ მიმართაც გავავრცელებთ აღნიშნულ დათქმას“,-განაცხადა რაჟდენ კუპრაშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გუშინ, ანტიკორუფციულ ბიუროს მოუწოდა, “საერთაშორისო გამჭვირვალობასა" და "გაცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე ორგანიზაციად აღიარებულ სხვა სუბიექტებთან" დაკავშირებული გადაწყვეტილება შეცვალოს. “სახელმწიფო ინტერესებისათვის და პირველ რიგში, საარჩევნო პროცესში გარე მანიპულაციის თავიდან ასარიდებლად მიზანშეწონილად მიმაჩნია, “საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე ორგანიზაციის სტატუსი მოეხსნას - მოვუწოდებ საქართველოს ანტიკორუფციულ ბიუროს გადახედოს თავის გადაწყვეტილებას აღნიშნული ორგანიზაციის და სხვა შესაბამისი სუბიექტებისთვის განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე ორგანიზაციის სტატუსის შეფარდების შესახებ“,- განაცხადა კობახიძემ.

შეგახსენებთ იმასაც, რომ ანტიკორუფციული ბიუროს 24 სექტემბრის გადაწყვეტილებით, ეკა გიგაურისა და ხათუნა ლაგაზიძის ორგანიზაციები "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" და "აირჩიე ევროპა" “გაცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტებად“ გამოცხადდნენ, რის გამოც მათზე “მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონი უნდა გავრცელებულიყო.

იხილეთ ასევე: