საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

13

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:28-ზე, მთვარე 17:54-ზე გადაბრძანდება მორიელში მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად; შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას; ცხარე და ცხიმიან საკვებს; ცხოველური საკვების მიღებას. ნებადართულია თევზი და სოკო. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
“ამიტომ არიან ეს ადამიანები აგენტები, მოღალატეები, მათ თავიანთი ხედვა, პრინციპები არ გააჩნიათ“ - კახა კალაძე კონგრესმენების განცხადებაზე
“ამიტომ არიან ეს ადამიანები აგენტები, მოღალატეები, მათ თავიანთი ხედვა, პრინციპები არ გააჩნიათ“ - კახა კალაძე კონგრესმენების განცხადებაზე

დე­და­ქა­ლა­ქის მე­რის, კახა კა­ლა­ძის გან­ცხა­დე­ბით, აბ­სურ­დია ამე­რი­კე­ლი კონ­გრეს­მე­ნე­ბის გან­ცხა­დე­ბა, რომ აშშ-მა ივა­ნიშ­ვი­ლი უნდა და­ა­სან­ქცი­როს, რათა სა­ქარ­თვე­ლო­ში დე­მოკ­რა­ტია გა­დარ­ჩეს. ამის შე­სა­ხებ მან მე­დი­ას­თან შე­სა­ბა­მი­სი კი­თხვის სა­პა­სუ­ხოდ ისა­უბ­რა.

“ჩვენ ვის­მენთ აბ­სურ­დულ გან­ცხა­დე­ბებს და სა­ვა­რა­უ­დოდ, არ­ჩევ­ნე­ბის თა­რი­ღამ­დე ეს ყვე­ლა­ფე­რი კი­დევ უფრო გამ­ძაფ­რდე­ბა. რო­გორ შე­იძ­ლე­ბა, რომ ეს სი­სუ­ლე­ლე თქვა? ქარ­თველს ამას რო­გორ ეუბ­ნე­ბი­ან, რომ სა­ქარ­თვე­ლო დე­მოკ­რა­ტი­ის კუ­თხით უკან ნა­ბი­ჯებს დგამს? გა­ვიხ­სე­ნოთ, სად ვი­ყა­ვით 2012 წლამ­დე, რა მდგო­მა­რე­ო­ბა იყო ქვე­ყა­ნა­ში და დე­მოკ­რა­ტი­ის შუ­ქუ­რას უწო­დებ­დნენ იმ ბო­რო­ტე­ბას, იმ სის­ხლი­ან რე­ჟიმს, რო­მელ­საც “კო­ლექ­ტი­უ­რი ნაც­მოძ­რა­ო­ბა“ წარ­მო­ად­გენ­და.

ზუს­ტად არ მახ­სოვს ვინ, მაგ­რამ რო­მე­ლი­ღაც პო­ლი­ტი­კოს­მა თქვა, რომ სა­ქარ­თვე­ლო ადრე კარ­გი სა­თა­მა­შო იყო და დღეს ეს სა­თა­მა­შო და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი­აო. წარ­მო­გიდ­გე­ნი­ათ ჩვენს ქვე­ყა­ნას­თან რო­გო­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ჰქონ­დათ, რომ სა­ქარ­თვე­ლო ვი­ღა­ცის, თუნ­დაც ამე­რი­კის სა­თა­მა­შო ყო­ფი­ლა? ამი­ტომ არი­ან ეს ადა­მი­ა­ნე­ბი აგენ­ტე­ბი, მო­ღა­ლა­ტე­ე­ბი, მათ თა­ვი­ან­თი ხედ­ვა, პრინ­ცი­პე­ბი არ გა­აჩ­ნი­ათ. ამ რა­დი­კა­ლებს და ამ ბო­რო­ტე­ბას 26 ოქ­ტომ­ბერს გა­ე­ცე­მა პა­სუ­ხი“, - აღ­ნიშ­ნა კახა კა­ლა­ძემ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტორი:

“ამიტომ არიან ეს ადამიანები აგენტები, მოღალატეები, მათ თავიანთი ხედვა, პრინციპები არ გააჩნიათ“ - კახა კალაძე კონგრესმენების განცხადებაზე

“ამიტომ არიან ეს ადამიანები აგენტები, მოღალატეები, მათ თავიანთი ხედვა, პრინციპები არ გააჩნიათ“ - კახა კალაძე კონგრესმენების განცხადებაზე

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, აბსურდია ამერიკელი კონგრესმენების განცხადება, რომ აშშ-მა ივანიშვილი უნდა დაასანქციროს, რათა საქართველოში დემოკრატია გადარჩეს. ამის შესახებ მან მედიასთან შესაბამისი კითხვის საპასუხოდ ისაუბრა.

“ჩვენ ვისმენთ აბსურდულ განცხადებებს და სავარაუდოდ, არჩევნების თარიღამდე ეს ყველაფერი კიდევ უფრო გამძაფრდება. როგორ შეიძლება, რომ ეს სისულელე თქვა? ქართველს ამას როგორ ეუბნებიან, რომ საქართველო დემოკრატიის კუთხით უკან ნაბიჯებს დგამს? გავიხსენოთ, სად ვიყავით 2012 წლამდე, რა მდგომარეობა იყო ქვეყანაში და დემოკრატიის შუქურას უწოდებდნენ იმ ბოროტებას, იმ სისხლიან რეჟიმს, რომელსაც “კოლექტიური ნაცმოძრაობა“ წარმოადგენდა.

ზუსტად არ მახსოვს ვინ, მაგრამ რომელიღაც პოლიტიკოსმა თქვა, რომ საქართველო ადრე კარგი სათამაშო იყო და დღეს ეს სათამაშო დაზიანებულიაო. წარმოგიდგენიათ ჩვენს ქვეყანასთან როგორი დამოკიდებულება ჰქონდათ, რომ საქართველო ვიღაცის, თუნდაც ამერიკის სათამაშო ყოფილა? ამიტომ არიან ეს ადამიანები აგენტები, მოღალატეები, მათ თავიანთი ხედვა, პრინციპები არ გააჩნიათ. ამ რადიკალებს და ამ ბოროტებას 26 ოქტომბერს გაეცემა პასუხი“, - აღნიშნა კახა კალაძემ.