სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

24

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 05:06-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
სპორტი
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
5 მიზეზი, თუ რატომ უნდა წახვიდეთ „ქართული ღვინის ფესტივალზე“
5 მიზეზი, თუ რატომ უნდა წახვიდეთ „ქართული ღვინის ფესტივალზე“

„ქარ­თუ­ლი ღვი­ნის ფეს­ტი­ვა­ლის“ ტრა­დი­ცია გრძელ­დე­ბა. ღო­ნის­ძი­ე­ბას 12 ოქ­ტომ­ბერს 12:00 სა­ა­თი­დან 19:00 სა­ა­თამ­დე სი­ო­ნის ქუჩა უმას­პინ­ძლებს. მას­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას მი­ი­ღე­ბენ ღვი­ნის კომ­პა­ნი­ე­ბი, მცი­რე სა­ო­ჯა­ხო მარ­ნე­ბი, ად­გი­ლობ­რი­ვი ბი­ოპ­რო­დუქ­ცი­ის მწარ­მო­ებ­ლე­ბი და პო­ლიგ­რა­ფი­უ­ლი სა­წარ­მო­ე­ბი.

ფეს­ტი­ვა­ლი რამ­დე­ნი­მე წე­ლია ტარ­დე­ბა და ის უკვე იქცა თბი­ლი­სე­ლე­ბის საყ­ვა­რელ სა­შე­მოდ­გო­მო ღო­ნის­ძი­ე­ბად. ად­გი­ლობ­რი­ვებ­თან ერ­თად, წელს ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბი ტუ­რის­ტე­ბის გან­სა­კუთ­რე­ბულ სიმ­რავ­ლეს ელო­დე­ბი­ან.

ჩვენ კი გა­გაც­ნობთ რამ­დე­ნი­მე მი­ზეზს, რა­ტომ უნდა ეს­ტუმ­როთ 12 ოქ­ტომ­ბერს „ქარ­თუ­ლი ღვი­ნის ფეს­ტი­ვალს“.

ღვი­ნის დე­გუს­ტა­ცია

„ქარ­თუ­ლი ღვი­ნის ფეს­ტი­ვალ­ში“ რამ­დე­ნი­მე ათე­უ­ლი ღვი­ნის მწარ­მო­ე­ბე­ლი კომ­პა­ნია მო­ნა­წი­ლე­ობს. თი­თო­ე­უ­ლი მათ­გა­ნი მო­ა­წყობს სა­კუ­თარ სა­დე­გუს­ტა­ციო სივ­რცეს, სა­დაც ნე­ბის­მი­ერ მსურ­ველს შე­ეძ­ლე­ბა ღვი­ნის და­გე­მოვ­ნე­ბა და სურ­ვი­ლის შემ­თხვე­ვა­ში შე­ძე­ნა.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ფეს­ტი­ვალ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას მი­ი­ღებს ოთხი წამ­ყვა­ნი სო­მე­ლიე, რომ­ლე­ბიც წარ­მოდ­გე­ნილ ღვი­ნო­ებს და­ა­გე­მოვ­ნე­ბენ, მათ შე­სა­ხებ იმ­სჯე­ლე­ბენ და შე­ა­ფა­სე­ბენ. 17:00 სა­ათ­ზე კი მთა­ვარ სცე­ნა­ზე გა­მოვ­ლენ და გა­მო­ავ­ლე­ნენ რამ­დე­ნი­მე სა­უ­კე­თე­სო ღვი­ნო­სა და მწარ­მო­ე­ბელს, რო­მელ­თაც სპე­ცი­ა­ლუ­რი სერ­ტი­ფი­კა­ტე­ბი გა­და­ე­ცე­მათ.

ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე მი­სულ სტუმ­რებს შე­საძ­ლებ­ლო­ბა ექ­ნე­ბათ, სო­მე­ლი­ე­ე­ბის შე­ფა­სე­ბებს მო­უს­მი­ნონ და შერ­ჩე­უ­ლი ღვი­ნო ად­გილ­ზე­ვე შე­ი­ძი­ნონ.

კონ­ცერ­ტი

სტუმ­რე­ბის გან­წყო­ბა­ზე იზ­რუ­ნე­ბენ ცეკ­ვი­სა და სიმ­ღე­რის ფოლკ­ლო­რუ­ლი ან­სამ­ბლე­ბი. სცე­ნა­ზე წარ­დგე­ბი­ან სხვა­დას­ხვა ასა­კის შემ­სრუ­ლებ­ლე­ბი. მათ შო­რის იქ­ნე­ბი­ან რო­გორც ახა­ლი თა­ო­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, ისე სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის უკვე კარ­გად ცნო­ბი­ლი ან­სამ­ბლე­ბი.

ღვი­ნის მუ­ზე­უ­მი

„ქარ­თუ­ლი ღვი­ნის ფეს­ტი­ვა­ლის“ სტუმ­რე­ბის­თვის მთე­ლი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ღია იქ­ნე­ბა ღვი­ნის მუ­ზე­უ­მი, რომ­ლის დათ­ვა­ლი­ე­რე­ბა­საც უფა­სოდ შეძ­ლე­ბენ. მუ­ზე­უმ­ში, რო­მე­ლიც ასე­ვე სი­ო­ნის ქუ­ჩა­ზე მდე­ბა­რე­ობს, დამ­თვა­ლი­ე­რებ­ლე­ბი იხი­ლა­ვენ ღვი­ნის უძ­ვე­ლეს ნი­მუ­შებს, ჭურ­ჭელ­სა და სხვა არ­ტე­ფაქ­ტებს, და­ათ­ვა­ლი­ე­რე­ბენ მის­ტი­კურ სივ­რცე­ებს და მო­ის­მე­ნენ ის­ტო­რი­ებს სა­ინ­ტე­რე­სო აღ­მო­ჩე­ნე­ბის შე­სა­ხებ.

ღვი­ნის ნა­ყი­ნი და შო­კო­ლა­დი

ფეს­ტი­ვა­ლი სტუმ­რებს ყო­ველ­წლი­უ­რად გან­სა­კუთ­რე­ბულ სი­ახ­ლე­ებს სთა­ვა­ზობს. წელს კი ერთ-ერთი ასე­თი გა­მორ­ჩე­უ­ლი სი­ახ­ლე იქ­ნე­ბა ღვი­ნის ნა­ყი­ნი და შო­კო­ლა­დი. ღვი­ნის ნა­ყინს ღო­ნის­ძი­ე­ბის სტუმ­რებს სა­ნა­ყი­ნე „ბუ­რა­ტი­ნო“ შეს­თა­ვა­ზებს. „ბუ­რა­ტი­ნო­ში“ ნა­ყი­ნის რო­ლე­ბი ტა­ი­ლან­დუ­რი ტექ­ნო­ლო­გი­ით მზად­დე­ბა. ღვი­ნის ფეს­ტი­ვალ­ზე წარ­მოდ­გე­ნი­ლი იქ­ნე­ბა რო­გორც თეთ­რი ისე წი­თე­ლი ღვი­ნის ნა­ყი­ნი. წი­თე­ლი იქ­ნე­ბა სა­ფე­რა­ვის ნა­ყი­ნი ბრო­წე­უ­ლი­სა და მოც­ვის კომ­ბი­ნა­ცი­ით, ხოლო თეთ­რი - ტვი­შის ნა­ყი­ნი კრემყვე­ლის და­ნა­მა­ტით. რაც შე­ე­ხე­ბა ღვი­ნის შო­კო­ლადს, ხელ­ნა­კე­თი ნა­ტუ­რა­ლუ­რი პრო­დუქ­ტი არ შე­ი­ცავს და­ნა­მატ შაქ­რებს და მისი მწარ­მო­ებ­ლის, „ღვი­ნის ბა­რის“ კონ­ცე­პცი­ი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, თეთ­რი ან წი­თე­ლი ღვი­ნის ბა­ზა­ზე მზად­დე­ბა. ასორ­ტი­მენ­ტში არის ასე­ვე ჭა­ჭის და სხვა ალ­კოჰო­ლურ ბა­ზა­ზე დამ­ზა­დე­ბუ­ლი შო­კო­ლე­დე­ბიც.

ჩურ­ჩხე­ლა

„ქარ­თუ­ლი ღვი­ნის ფეს­ტი­ვა­ლის“ სტუმ­რებს ღვი­ნის დე­გუს­ტა­ცი­ი­სა და შე­ძე­ნის პა­რა­ლე­ლუ­რად, სხვა ქარ­თუ­ლი პრო­დუქ­ტის შე­ძე­ნის შე­საძ­ლებ­ლო­ბაც ექ­ნე­ბა. მათ შო­რის იქ­ნე­ბა ქარ­თუ­ლი ჩურ­ჩხე­ლა, ჩირი და სხვა პრო­დუქ­ტე­ბი.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ სი­ო­ნის ქუ­ჩა­ზე ღო­ნის­ძი­ე­ბა 12:00 სა­ათ­ზე გა­იხ­სნე­ბა და 19:00 სა­ა­თამ­დე გაგ­რძელ­დე­ბა. დას­წრე­ბა თა­ვი­სუ­ფა­ლია.

R

5 მიზეზი, თუ რატომ უნდა წახვიდეთ „ქართული ღვინის ფესტივალზე“

5 მიზეზი, თუ რატომ უნდა წახვიდეთ „ქართული ღვინის ფესტივალზე“

„ქართული ღვინის ფესტივალის“ ტრადიცია გრძელდება. ღონისძიებას 12 ოქტომბერს 12:00 საათიდან 19:00 საათამდე სიონის ქუჩა უმასპინძლებს. მასში მონაწილეობას მიიღებენ ღვინის კომპანიები, მცირე საოჯახო მარნები, ადგილობრივი ბიოპროდუქციის მწარმოებლები და პოლიგრაფიული საწარმოები.

ფესტივალი რამდენიმე წელია ტარდება და ის უკვე იქცა თბილისელების საყვარელ საშემოდგომო ღონისძიებად. ადგილობრივებთან ერთად, წელს ორგანიზატორები ტურისტების განსაკუთრებულ სიმრავლეს ელოდებიან.

ჩვენ კი გაგაცნობთ რამდენიმე მიზეზს, რატომ უნდა ესტუმროთ 12 ოქტომბერს „ქართული ღვინის ფესტივალს“.

ღვინის დეგუსტაცია

„ქართული ღვინის ფესტივალში“ რამდენიმე ათეული ღვინის მწარმოებელი კომპანია მონაწილეობს. თითოეული მათგანი მოაწყობს საკუთარ სადეგუსტაციო სივრცეს, სადაც ნებისმიერ მსურველს შეეძლება ღვინის დაგემოვნება და სურვილის შემთხვევაში შეძენა.

აღსანიშნავია, რომ ფესტივალში მონაწილეობას მიიღებს ოთხი წამყვანი სომელიე, რომლებიც წარმოდგენილ ღვინოებს დააგემოვნებენ, მათ შესახებ იმსჯელებენ და შეაფასებენ. 17:00 საათზე კი მთავარ სცენაზე გამოვლენ და გამოავლენენ რამდენიმე საუკეთესო ღვინოსა და მწარმოებელს, რომელთაც სპეციალური სერტიფიკატები გადაეცემათ.

ღონისძიებაზე მისულ სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ, სომელიეების შეფასებებს მოუსმინონ და შერჩეული ღვინო ადგილზევე შეიძინონ.

კონცერტი

სტუმრების განწყობაზე იზრუნებენ ცეკვისა და სიმღერის ფოლკლორული ანსამბლები. სცენაზე წარდგებიან სხვადასხვა ასაკის შემსრულებლები. მათ შორის იქნებიან როგორც ახალი თაობის წარმომადგენლები, ისე საზოგადოებისთვის უკვე კარგად ცნობილი ანსამბლები.

ღვინის მუზეუმი

„ქართული ღვინის ფესტივალის“ სტუმრებისთვის მთელი დღის განმავლობაში ღია იქნება ღვინის მუზეუმი, რომლის დათვალიერებასაც უფასოდ შეძლებენ. მუზეუმში, რომელიც ასევე სიონის ქუჩაზე მდებარეობს, დამთვალიერებლები იხილავენ ღვინის უძველეს ნიმუშებს, ჭურჭელსა და სხვა არტეფაქტებს, დაათვალიერებენ მისტიკურ სივრცეებს და მოისმენენ ისტორიებს საინტერესო აღმოჩენების შესახებ.

ღვინის ნაყინი და შოკოლადი

ფესტივალი სტუმრებს ყოველწლიურად განსაკუთრებულ სიახლეებს სთავაზობს. წელს კი ერთ-ერთი ასეთი გამორჩეული სიახლე იქნება ღვინის ნაყინი და შოკოლადი. ღვინის ნაყინს ღონისძიების სტუმრებს სანაყინე „ბურატინო“ შესთავაზებს. „ბურატინოში“ ნაყინის როლები ტაილანდური ტექნოლოგიით მზადდება. ღვინის ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება როგორც თეთრი ისე წითელი ღვინის ნაყინი. წითელი იქნება საფერავის ნაყინი ბროწეულისა და მოცვის კომბინაციით, ხოლო თეთრი - ტვიშის ნაყინი კრემყველის დანამატით. რაც შეეხება ღვინის შოკოლადს, ხელნაკეთი ნატურალური პროდუქტი არ შეიცავს დანამატ შაქრებს და მისი მწარმოებლის, „ღვინის ბარის“ კონცეპციიდან გამომდინარე, თეთრი ან წითელი ღვინის ბაზაზე მზადდება. ასორტიმენტში არის ასევე ჭაჭის და სხვა ალკოჰოლურ ბაზაზე დამზადებული შოკოლედებიც.

ჩურჩხელა

„ქართული ღვინის ფესტივალის“ სტუმრებს ღვინის დეგუსტაციისა და შეძენის პარალელურად, სხვა ქართული პროდუქტის შეძენის შესაძლებლობაც ექნება. მათ შორის იქნება ქართული ჩურჩხელა, ჩირი და სხვა პროდუქტები.

შეგახსენებთ, რომ სიონის ქუჩაზე ღონისძიება 12:00 საათზე გაიხსნება და 19:00 საათამდე გაგრძელდება. დასწრება თავისუფალია.

R