Faceამბები
მსოფლიო

22

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 04:49-ზე, მთვარე მერწყულშია დღეს კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება, ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. გადადეთ ოპერაციები სახსრებზე, ბრმა ნაწლავზე, პროცედურები ფეხებზე, ნერვულ სისტემაზე. კარგი დღეა დასვენებისთვის, შიმშილისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლურ სასმელს.
სამხედრო
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ავარია, სავარაუდოდ, მის სახლთან მოხდა..." - რა არის ცნობილი თელაველი "ტიკტოკერის" გარდაცვალების თაობაზე?
"ავარია, სავარაუდოდ, მის სახლთან მოხდა..." - რა არის ცნობილი თელაველი "ტიკტოკერის" გარდაცვალების თაობაზე?

ცნო­ბი­ლი თე­ლა­ვე­ლი ტი­კტო­კე­რი მარი ომა­ნაშ­ვი­ლი 33 წლის ასაკ­ში, ავ­ტო­ა­ვა­რი­ის შე­დე­გად გარ­და­იც­ვა­ლა. მა­რის, რო­გორც თე­ლავ­ში, ასე­ვე მთელ სა­ქარ­თვე­ლო­ში, სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლე­ბის წყა­ლო­ბით, კარ­გად იც­ნობ­დნენ.

ის სა­ზო­გა­დო­ე­ბას წლე­ბის წინ თე­ლა­ველ­მა ქველ­მოქ­მედ­მა დინა ნა­წი­ფაშ­ვილ­მა გა­აც­ნო. ქალს, რო­მელ­საც ალ­კოჰოლ­თან და­კავ­ში­რე­ბით პრობ­ლე­მე­ბი ჰქონ­და, დი­ნას ძა­ლის­ხმე­ვით, პა­ტა­რა სახ­ლი-კონ­ტე­ი­ნე­რი და­უდ­გეს. დინა და მარი ხში­რად წერ­დნენ ერ­თად ვი­დე­ო­ებს. მარი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად უყ­ვარ­დათ.

ინ­ფორ­მა­ცია მა­რის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შე­სა­ხებ ორი სა­ა­თის წინ გავ­რცელ­და.

"მე­გობ­რე­ბო, მა­რიმ დაგვტო­ვა. ვერ ვაზ­როვ­ნებ, ძა­ლი­ან ცუ­დად ვარ. რა გა­ვა­კე­თო, მომ­ხე­დეთ, გთხოვთ. რე­ფე­რა­ლურ­ში ვარ, აქ ჰყავთ მარი. ვის მი­ვა­კი­თხო, არ ვიცი. მან­ქა­ნას გა­უ­ტა­ნია“, - და­წე­რა დი­ნამ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში.

რა მოხ­და თე­ლავ­ში, რო­გორ გარ­და­იც­ვა­ლა 33 წლის მარი ომა­ნაშ­ვი­ლი, ამის თა­ო­ბა­ზე დინა გვე­სუბ­რე­ბა:

- ამ დრო­ის­თვის ზუს­ტად არ ვიცი, რა მოხ­და. მომ­წე­რეს და მი­თხრეს, რომ მარი ავა­რი­ა­ში მოჰ­ყვა. ზოგი მწერ­და, - ნუ ნერ­ვი­უ­ლობ, კარ­გად იქ­ნე­ბაო, მაგ­რამ რე­ფე­რა­ლურ­ში გარ­და­იც­ვა­ლა. ავა­რია, სა­ვა­რა­უ­დოდ, მის სახ­ლთან მოხ­და. არ ვიცი, და­კა­ვე­ბუ­ლია თუ არა მძღო­ლი, არა­ნა­ი­რი დე­ტა­ლი არ ვიცი, ძა­ლი­ან ცუ­დად ვარ.

- დინა, მა­რის ბო­ლოს რო­დის ესა­უბ­რეთ?

- გუ­შინ, ალა­ვერ­დო­ბას. დღეს აღარ შემ­ხმი­ა­ნე­ბია. სა­ზო­გა­დო­ე­ბამ იცის, რომ მა­რის ალ­კოჰოლ­თან და­კავ­ში­რე­ბით პრობ­ლე­მე­ბი ჰქონ­და, მაგ­რამ შემ­თხვე­ვის დროს ნას­ვა­მი იყო თუ არა, არ ვიცი. დაკ­რძალ­ვის ხარ­ჯებ­ში თე­ლა­ვის მე­რია გვეხ­მა­რე­ბა, მაგ­რამ სა­ზო­გა­დო­ე­ბის დახ­მა­რე­ბა მა­ინც დაგ­ვჭირ­დე­ბა.

ახლა, თქვენ რომ და­მი­რე­კეთ, მა­რის სახ­ლში მივ­დი­ვარ, უნდა და­ვა­ლა­გო, რომ იქ მო­ას­ვე­ნონ.

- გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა გქონ­დათ მა­რის­თან, ის თქვენ გა­ა­ცა­ნით სა­ზო­გა­დო­ე­ბას...

- არ ვიცი, ამას რო­გორ გა­და­ვი­ტან, ძა­ლი­ან მიმ­ძიმს, ცუ­დად ვარ. სულ ვცდი­ლობ­დი, რომ მა­რის სას­მე­ლი არ და­ე­ლია. ამ დროს ტი­რილს ვი­წყებ­დი, ვთხოვ­დი, გეხ­ვე­წე­ბი, არ და­ლიო-მეთ­ქი. ამ დროს თვი­თო­ნაც ატირ­დე­ბო­და, - ყო­ველ­დღე ხომ აღარ ვსვამ, ხან­და­ხან არა უშავ­სო.

თე­ლავ­ში ყვე­ლას უყ­ვარ­და მარი და სო­ცი­ა­ლურ ქსელ­შიც უამ­რა­ვი შე­ტყო­ბი­ნე­ბა მომ­დის. ყვე­ლა შეძ­რუ­ლია მომ­ხდა­რით...

ავტორი:

"ავარია, სავარაუდოდ, მის სახლთან მოხდა..." - რა არის ცნობილი თელაველი "ტიკტოკერის" გარდაცვალების თაობაზე?

"ავარია, სავარაუდოდ, მის სახლთან მოხდა..." - რა არის ცნობილი თელაველი "ტიკტოკერის" გარდაცვალების თაობაზე?

ცნობილი თელაველი ტიკტოკერი მარი ომანაშვილი 33 წლის ასაკში, ავტოავარიის შედეგად გარდაიცვალა. მარის, როგორც თელავში, ასევე მთელ საქართველოში, სოციალური ქსელების წყალობით, კარგად იცნობდნენ.

ის საზოგადოებას წლების წინ თელაველმა ქველმოქმედმა დინა ნაწიფაშვილმა გააცნო. ქალს, რომელსაც ალკოჰოლთან დაკავშირებით პრობლემები ჰქონდა, დინას ძალისხმევით, პატარა სახლი-კონტეინერი დაუდგეს. დინა და მარი ხშირად წერდნენ ერთად ვიდეოებს. მარი სოციალურ ქსელში განსაკუთრებულად უყვარდათ.

ინფორმაცია მარის გარდაცვალების შესახებ ორი საათის წინ გავრცელდა.

"მეგობრებო, მარიმ დაგვტოვა. ვერ ვაზროვნებ, ძალიან ცუდად ვარ. რა გავაკეთო, მომხედეთ, გთხოვთ. რეფერალურში ვარ, აქ ჰყავთ მარი. ვის მივაკითხო, არ ვიცი. მანქანას გაუტანია“, - დაწერა დინამ სოციალურ ქსელში.

რა მოხდა თელავში, როგორ გარდაიცვალა 33 წლის მარი ომანაშვილი, ამის თაობაზე დინა გვესუბრება:

- ამ დროისთვის ზუსტად არ ვიცი, რა მოხდა. მომწერეს და მითხრეს, რომ მარი ავარიაში მოჰყვა. ზოგი მწერდა, - ნუ ნერვიულობ, კარგად იქნებაო, მაგრამ რეფერალურში გარდაიცვალა. ავარია, სავარაუდოდ, მის სახლთან მოხდა. არ ვიცი, დაკავებულია თუ არა მძღოლი, არანაირი დეტალი არ ვიცი, ძალიან ცუდად ვარ.

- დინა, მარის ბოლოს როდის ესაუბრეთ?

- გუშინ, ალავერდობას. დღეს აღარ შემხმიანებია. საზოგადოებამ იცის, რომ მარის ალკოჰოლთან დაკავშირებით პრობლემები ჰქონდა, მაგრამ შემთხვევის დროს ნასვამი იყო თუ არა, არ ვიცი. დაკრძალვის ხარჯებში თელავის მერია გვეხმარება, მაგრამ საზოგადოების დახმარება მაინც დაგვჭირდება.

ახლა, თქვენ რომ დამირეკეთ, მარის სახლში მივდივარ, უნდა დავალაგო, რომ იქ მოასვენონ.

- განსაკუთრებული ურთიერთობა გქონდათ მარისთან, ის თქვენ გააცანით საზოგადოებას...

- არ ვიცი, ამას როგორ გადავიტან, ძალიან მიმძიმს, ცუდად ვარ. სულ ვცდილობდი, რომ მარის სასმელი არ დაელია. ამ დროს ტირილს ვიწყებდი, ვთხოვდი, გეხვეწები, არ დალიო-მეთქი. ამ დროს თვითონაც ატირდებოდა, - ყოველდღე ხომ აღარ ვსვამ, ხანდახან არა უშავსო.

თელავში ყველას უყვარდა მარი და სოციალურ ქსელშიც უამრავი შეტყობინება მომდის. ყველა შეძრულია მომხდარით...