მსოფლიო
მოზაიკა
საზოგადოება

13

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:28-ზე, მთვარე 17:54-ზე გადაბრძანდება მორიელში მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად; შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას; ცხარე და ცხიმიან საკვებს; ცხოველური საკვების მიღებას. ნებადართულია თევზი და სოკო. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
კონფლიქტები
სპორტი
პოლიტიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
Faceამბები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მეცნიერებმა 3000 წლის მუმიის სახე აღადგინეს: როგორ გამოიყურებოდა ფარაონი, რომელიც სავარაუდოდ, 36 წლის ასაკში მოკლეს
მეცნიერებმა 3000 წლის მუმიის სახე აღადგინეს: როგორ გამოიყურებოდა ფარაონი, რომელიც სავარაუდოდ, 36 წლის ასაკში მოკლეს

ძვე­ლი ეგ­ვიპ­ტის ფა­რა­ო­ნის ამე­ნჰო­ტეპ I-ის მუ­მი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი სხე­უ­ლის შეს­წავ­ლა კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი ტო­მოგ­რა­ფი­ის სკა­ნი­რე­ბის მეშ­ვე­ო­ბით მოხ­და, მეც­ნი­ე­რებ­მა კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით მისი რე­ა­ლუ­რი სა­ხის მო­დე­ლის შექ­მნაც მო­ა­ხერ­ხეს.

ფა­რა­ო­ნის სა­ხის აღ­სად­გე­ნად გა­მო­ი­ყე­ნეს კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი ტო­მოგ­რა­ფი­ის მო­ნა­ცე­მე­ბი, რათა გა­მო­ევ­ლი­ნათ მისი სა­ხის სა­ვა­რა­უ­დო ფორ­მა.

რო­გორც გა­ირ­კვა, ფა­რა­ო­ნი გარ­დაც­ვა­ლე­ბი­სას 35 წლის იყო და მისი სი­მაღ­ლე 1.69 მეტრს აღ­წევ­და. ჰქონ­და ჯან­სა­ღი კბი­ლე­ბი და ხვე­უ­ლი თმა. მკვლევ­რე­ბის თქმით, მას წი­ნა­დაც­ვე­თაც ჰქონ­და ჩა­ტა­რე­ბუ­ლი. რო­გორც ჩანს, ამე­ნჰო­ტეპ I ფი­ზი­კუ­რად მა­მას ჰგავ­და: ჰქონ­და წვე­ტი­ა­ნი ნი­კა­პი, პა­ტა­რა, ვიწ­რო ცხვი­რი, ხვე­უ­ლი თმა და ოდ­ნავ წინ წა­მო­წე­უ­ლი ზედა კბი­ლე­ბი.

მის სხე­ულ­ზე სიკ­ვდი­ლის შემ­დგომ მი­ყე­ნე­ბუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბე­ბიც აღი­ნიშ­ნე­ბო­და, რაც, სა­ვა­რა­უ­დოდ, მძარ­ცვე­ლე­ბის დამ­სა­ხუ­რე­ბა უნდა ყო­ფი­ლი­ყო.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ამე­ნჰო­ტეპ I-ის სარ­კო­ფა­გი არ გა­უხ­სნი­ათ. დაკ­რძალ­ვი­დან და­ახ­ლო­ე­ბით 3000 წლის შემ­დეგ მკვლე­ვარ­თა ჯგუფ­მა პირ­ვე­ლად გა­მო­ი­ყე­ნა კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი ტო­მოგ­რა­ფია მისი სხე­უ­ლის ციფ­რუ­ლად შე­სას­წავ­ლად. სწო­რედ ასე გახ­და შე­საძ­ლე­ბე­ლი მრა­ვა­ლი ფე­ნის დას­კა­ნე­რე­ბა, რათა უფრო ცხა­დი გამ­ხდა­რი­ყო მისი რე­ა­ლუ­რი სახე.

“CT სკა­ნი­რე­ბა ამე­ნჰო­ტეპ I-ის მუ­მი­ის და­ზი­ა­ნე­ბის ხა­რისხს გვიჩ­ვე­ნებს, რო­მე­ლიც მო­ი­ცავ­და კის­რის მო­ტე­ხი­ლო­ბებს, მუც­ლის წინა კედ­ლის დიდ დე­ფექტს და კი­დუ­რე­ბის დი­სო­ცი­ა­ცი­ას” - ამ­ბო­ბენ მკვლე­ვა­რე­ბი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტორი:

მეცნიერებმა 3000 წლის მუმიის სახე აღადგინეს: როგორ გამოიყურებოდა ფარაონი, რომელიც სავარაუდოდ, 36 წლის ასაკში მოკლეს

მეცნიერებმა 3000 წლის მუმიის სახე აღადგინეს: როგორ გამოიყურებოდა ფარაონი, რომელიც სავარაუდოდ, 36 წლის ასაკში მოკლეს

ძველი ეგვიპტის ფარაონის ამენჰოტეპ I-ის მუმიფიცირებული სხეულის შესწავლა კომპიუტერული ტომოგრაფიის სკანირების მეშვეობით მოხდა, მეცნიერებმა კომპიუტერული ტექნოლოგიების გამოყენებით მისი რეალური სახის მოდელის შექმნაც მოახერხეს.

ფარაონის სახის აღსადგენად გამოიყენეს კომპიუტერული ტომოგრაფიის მონაცემები, რათა გამოევლინათ მისი სახის სავარაუდო ფორმა.

როგორც გაირკვა, ფარაონი გარდაცვალებისას 35 წლის იყო და მისი სიმაღლე 1.69 მეტრს აღწევდა. ჰქონდა ჯანსაღი კბილები და ხვეული თმა. მკვლევრების თქმით, მას წინადაცვეთაც ჰქონდა ჩატარებული. როგორც ჩანს, ამენჰოტეპ I ფიზიკურად მამას ჰგავდა: ჰქონდა წვეტიანი ნიკაპი, პატარა, ვიწრო ცხვირი, ხვეული თმა და ოდნავ წინ წამოწეული ზედა კბილები.

მის სხეულზე სიკვდილის შემდგომ მიყენებული დაზიანებებიც აღინიშნებოდა, რაც, სავარაუდოდ, მძარცველების დამსახურება უნდა ყოფილიყო.

აღსანიშნავია, რომ ამენჰოტეპ I-ის სარკოფაგი არ გაუხსნიათ. დაკრძალვიდან დაახლოებით 3000 წლის შემდეგ მკვლევართა ჯგუფმა პირველად გამოიყენა კომპიუტერული ტომოგრაფია მისი სხეულის ციფრულად შესასწავლად. სწორედ ასე გახდა შესაძლებელი მრავალი ფენის დასკანერება, რათა უფრო ცხადი გამხდარიყო მისი რეალური სახე.

“CT სკანირება ამენჰოტეპ I-ის მუმიის დაზიანების ხარისხს გვიჩვენებს, რომელიც მოიცავდა კისრის მოტეხილობებს, მუცლის წინა კედლის დიდ დეფექტს და კიდურების დისოციაციას” - ამბობენ მკვლევარები.