პოლიტიკა
მსოფლიო
სპორტი

23

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 04:59-ზე, მთვარე 09:03-ზე გადავა თევზების ზოდიაქოში ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. ამ დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე.
სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ისრაელის მიზანი მიღწეულია, "ჰეზბოლას" ლიდერი ნასრალა ლიკვიდირებულია - მორიგი მასშტაბური დარტყმა, საგანგებო სხდომა ირანში და ბოლო ცნობები ცხელი წერტილიდან
ისრაელის მიზანი მიღწეულია, "ჰეზბოლას" ლიდერი ნასრალა ლიკვიდირებულია - მორიგი მასშტაბური დარტყმა, საგანგებო სხდომა ირანში და ბოლო ცნობები ცხელი წერტილიდან

"ჰეზ­ბო­ლას“ ლი­დე­რი, ჰა­სან ნას­რა­ლა ლიკ­ვი­დი­რე­ბუ­ლია. ამის შე­სა­ხებ გან­ცხა­დე­ბას ის­რა­ე­ლის თავ­დაც­ვის ძა­ლე­ბი ავ­რცე­ლებს.

  • ის­რა­ე­ლის თავ­დაც­ვის ძა­ლე­ბის გან­ცხა­დე­ბით, ჰა­სან ნას­რა­ლა გუ­შინ, ბე­ი­რუთ­ში „ჰეზ­ბო­ლას“ მთა­ვა­რი შტა­ბის და­ბომბვის შე­დე­გად და­ი­ღუ­პა. ასე­ვე, ის­რა­ე­ლის თავ­დაც­ვის ძა­ლე­ბის ცნო­ბით, ბე­ი­რუთ­ში გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ სა­ჰა­ე­რო იე­რი­შებს დაჯ­გუ­ფე­ბის უფ­რო­სი მე­თა­უ­რი, ალი კა­რა­კიც ემსხვერ­პლა.

პა­რას­კევს ის­რა­ე­ლის შე­ი­ა­რა­ღე­ბულ­მა ძა­ლებ­მა ჰეზ­ბო­ლას საკ­ვან­ძო ობი­ექ­ტებ­ზე, მათ შო­რის ლი­დე­რე­ბის შტაბ-ბი­ნა­ზე, სა­ჰა­ე­რო იე­რი­ში გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლეს, სა­დაც, მათი თქმით, იმა­ლე­ბო­და დაჯ­გუ­ფე­ბის ერთ-ერთი ლი­დე­რი, ჰა­სან ნას­რა­ლა.

სა­ღა­მოს 5 სა­ათ­ზე რამ­დე­ნი­მე რა­კე­ტა ჩა­მო­ვარ­და ჰეზ­ბო­ლას შტაბ-ბი­ნა­ზე, რო­მე­ლიც მდე­ბა­რე­ობს ბე­ი­რუთ­ში სა­ცხოვ­რე­ბე­ლი კორ­პუ­სე­ბის ქვეშ. თავ­და­პირ­ვე­ლად გავ­რცელ­და ვა­რა­უ­დი იმის შე­სა­ხებ, რომ ნას­რა­ლა და მისი უმაღ­ლე­სი მე­თა­უ­რე­ბი ცო­ცხლე­ბი იყ­ვნენ ან სა­სიკ­ვდი­ლოდ და­იჭრ­ნენ.

ნას­რა­ლას და­ღუპ­ვით დას­ტურ­დე­ბა, რომ ეს ბოლო ათწლე­უ­ლე­ბის ერთ-ერთი უმ­ძი­მე­სი დარ­ტყმაა, რო­მელ­საც ის­რა­ე­ლი "ჰეზ­ბო­ლას" აყე­ნებს. ჰა­სან ნას­რა­ლა ჰეზ­ბო­ლას 1992 წლი­დან მარ­თავს, მას შემ­დეგ, რაც ის­რა­ელ­მა ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ყო­ფი­ლი ლი­დე­რი მოკ­ლა.

ინ­ტენ­სი­უ­რი და­ბომბვა და­ი­წყო მას შემ­დეგ, რაც პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი ბე­ნი­ა­მინ ნე­თა­ნი­აჰუ პა­რას­კევს ნა­შუ­ა­დღევს ნიუ-იორკში სი­ტყვით გა­მო­ვი­და და პი­რო­ბა დადო, რომ გა­აგ­რძე­ლებს ბრძო­ლას "ტე­რო­რის­ტუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის" წი­ნა­აღ­მდეგ.

თავ­დას­ხმის შე­დე­გად და­შავ­და 90-ზე მეტი ადა­მი­ა­ნი. ლი­ბა­ნის ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს მტკი­ცე­ბით, და­ღუ­პუ­ლია ექ­ვსი, თუმ­ცა ვა­რა­უ­დო­ბენ, რომ მათი რი­ცხვი საგ­რძნობ­ლად გა­იზ­რდე­ბა.

ლი­ბა­ნის ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრომ ბე­ი­რუ­თი­სა და მისი მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ის სა­ა­ვად­მყო­ფო­ებს უბ­რძა­ნა, პა­ცი­ენ­ტე­ბის მი­სა­ღე­ბად მო­ემ­ზა­დონ. ირა­ნის ლი­დერ­მა აია­თო­ლა ალი ხა­მე­ნე­იმ სა­კუ­თარ სახ­ლში ირა­ნის ეროვ­ნუ­ლი უშიშ­რო­ე­ბის უმაღ­ლე­სი საბ­ჭოს სა­გან­გე­ბო სხდო­მა მო­იწ­ვია.

ბოლო რამ­დე­ნი­მე დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ის­რა­ე­ლი­სა და ჰეზ­ბო­ლას და­პი­რის­პი­რე­ბას ლი­ბან­ში და­ახ­ლო­ე­ბით 700 ადა­მი­ა­ნი შე­ე­წი­რა, 90000-ს კი სახ­ლის და­ტო­ვე­ბა მო­უ­წია.

ავტორი:

ისრაელის მიზანი მიღწეულია, "ჰეზბოლას" ლიდერი ნასრალა ლიკვიდირებულია - მორიგი მასშტაბური დარტყმა, საგანგებო სხდომა ირანში და ბოლო ცნობები ცხელი წერტილიდან

ისრაელის მიზანი მიღწეულია, "ჰეზბოლას" ლიდერი ნასრალა ლიკვიდირებულია - მორიგი მასშტაბური დარტყმა, საგანგებო სხდომა ირანში და ბოლო ცნობები ცხელი წერტილიდან

"ჰეზბოლას“ ლიდერი, ჰასან ნასრალა ლიკვიდირებულია. ამის შესახებ განცხადებას ისრაელის თავდაცვის ძალები ავრცელებს.

  • ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, ჰასან ნასრალა გუშინ, ბეირუთში „ჰეზბოლას“ მთავარი შტაბის დაბომბვის შედეგად დაიღუპა. ასევე, ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, ბეირუთში განხორციელებულ საჰაერო იერიშებს დაჯგუფების უფროსი მეთაური, ალი კარაკიც ემსხვერპლა.

პარასკევს ისრაელის შეიარაღებულმა ძალებმა ჰეზბოლას საკვანძო ობიექტებზე, მათ შორის ლიდერების შტაბ-ბინაზე, საჰაერო იერიში განახორციელეს, სადაც, მათი თქმით, იმალებოდა დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი, ჰასან ნასრალა.

საღამოს 5 საათზე რამდენიმე რაკეტა ჩამოვარდა ჰეზბოლას შტაბ-ბინაზე, რომელიც მდებარეობს ბეირუთში საცხოვრებელი კორპუსების ქვეშ. თავდაპირველად გავრცელდა ვარაუდი იმის შესახებ, რომ ნასრალა და მისი უმაღლესი მეთაურები ცოცხლები იყვნენ ან სასიკვდილოდ დაიჭრნენ.

ნასრალას დაღუპვით დასტურდება, რომ ეს ბოლო ათწლეულების ერთ-ერთი უმძიმესი დარტყმაა, რომელსაც ისრაელი "ჰეზბოლას" აყენებს. ჰასან ნასრალა ჰეზბოლას 1992 წლიდან მართავს, მას შემდეგ, რაც ისრაელმა ორგანიზაციის ყოფილი ლიდერი მოკლა.

ინტენსიური დაბომბვა დაიწყო მას შემდეგ, რაც პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ პარასკევს ნაშუადღევს ნიუ-იორკში სიტყვით გამოვიდა და პირობა დადო, რომ გააგრძელებს ბრძოლას "ტერორისტული ორგანიზაციის" წინააღმდეგ.

თავდასხმის შედეგად დაშავდა 90-ზე მეტი ადამიანი. ლიბანის ჯანდაცვის სამინისტროს მტკიცებით, დაღუპულია ექვსი, თუმცა ვარაუდობენ, რომ მათი რიცხვი საგრძნობლად გაიზრდება.

ლიბანის ჯანდაცვის სამინისტრომ ბეირუთისა და მისი მიმდებარე ტერიტორიის საავადმყოფოებს უბრძანა, პაციენტების მისაღებად მოემზადონ. ირანის ლიდერმა აიათოლა ალი ხამენეიმ საკუთარ სახლში ირანის ეროვნული უშიშროების უმაღლესი საბჭოს საგანგებო სხდომა მოიწვია.

ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ისრაელისა და ჰეზბოლას დაპირისპირებას ლიბანში დაახლოებით 700 ადამიანი შეეწირა, 90000-ს კი სახლის დატოვება მოუწია.

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"