მსოფლიო
მოზაიკა
საზოგადოება

13

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:28-ზე, მთვარე 17:54-ზე გადაბრძანდება მორიელში მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად; შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას; ცხარე და ცხიმიან საკვებს; ცხოველური საკვების მიღებას. ნებადართულია თევზი და სოკო. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
კონფლიქტები
სპორტი
პოლიტიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
Faceამბები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"რუსეთის მიერ 1992 წლის 3 სექტემბერს დადებული შეთანხმების დარღვევამ გაგრის დაცემამდე მიგვიყვანა, 1993 წლის 27 ივლისის სოჭის შეთანხმებების დარღვევამ კი სოხუმის დაცემამდე" - ექსპერტი
"რუსეთის მიერ 1992 წლის 3 სექტემბერს დადებული შეთანხმების დარღვევამ გაგრის დაცემამდე მიგვიყვანა, 1993 წლის 27 ივლისის სოჭის შეთანხმებების დარღვევამ კი სოხუმის დაცემამდე" - ექსპერტი

სა­ერ­თა­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის სპე­ცი­ა­ლის­ტი, ჯიპა-ს პრო­ფე­სო­რი გი­ორ­გი კო­ბე­რი­ძე სო­ხუ­მის და­ცე­მის დღეს­თან და­კავ­ში­რე­ბით სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში პოსტს ქვეყ­ნებს, რო­მელ­შიც ვკი­თხუ­ლობთ:

"ხში­რად და­ვი­წყე­ბას ეძ­ლე­ვა ფაქ­ტი, რომ ადა­მი­ა­ნის ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი იდენ­ტო­ბის გან­მსა­ზღვრე­ლი ქვეყ­ნის წარ­სუ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბის - წარ­მა­ტე­ბე­ბი­სა თუ მარ­ცხის - კო­ლექ­ტი­უ­რი გა­ზი­ა­რე­ბაა. ამას ადა­მი­ა­ნე­ბი ცნო­ბი­ე­რად და არაც­ნო­ბი­ე­რად ერ­თდრო­უ­ლად ახორ­ცი­ე­ლე­ბენ. შე­სა­ბა­მი­სად, რო­დე­საც ვი­ღაც იტყვის "სა­ხე­ლოვ­ნად მო­ვი­გეთ დიდ­გორ­ში" ან "რო­გორ დავ­მარ­ცხდით კრწა­ნის­ში" ან სუ­ლაც "რა მშვე­ნი­ე­რე­ბა ავა­შე­ნებთ გე­ლათ­ში" ეს ფრა­ზე­ბი იშ­ვი­ა­თად თუ ეუც­ნა­უ­რე­ბა ვინ­მეს, რად­გან კო­ლექ­ტი­უ­რი წარ­სუ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბის შე­ნად წარ­მო­ჩე­ნა ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი იდენ­ტო­ბის გა­მო­ხა­ტუ­ლე­ბის ცალ­კე­უ­ლი ნა­წი­ლია ხოლ­მე.ის­ტო­რი­უ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბა არაა უბ­რა­ლო ამ­ბი­სა და ფაქ­ტე­ბის კრე­ბუ­ლი, არა­მედ ცო­ცხა­ლი გაკ­ვე­თი­ლია იმი­სა, თუ რა აღარ უნდა გა­ა­კე­თო, რომ აღარ და­მარ­ცხდე. ამი­ტომ სჭირ­დე­ბა ხოლ­მე ის­ტო­რი­ას კარ­გი ანა­ლი­ზი.

დღეს სო­ხუ­მის და­ცე­მის დღეა - გა­ზი­ა­რე­ბუ­ლი კო­ლექ­ტი­უ­რი ტრა­გე­დია თა­ნა­მედ­რო­ვე სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო­სათ­ვის. მაგ­რამ რა ის ცო­ცხა­ლი ფაქ­ტი, რაც სა­ქარ­თვე­ლომ ამ და­კარ­გვი­დან კი­დევ ერთხელ გა­ი­აზ­რა? უკი­დუ­რე­სი შიდა ფრაქ­ცი­ო­ნიზ­მი და ღა­ლა­ტი ჩვე­უ­ლი ამ­ბა­ვია და სო­ხუ­მის გარ­და სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ის არა­ერთ მძი­მე ლა­ქა­ში გვხდე­ბა ხოლ­მე. მაგ­რამ მთა­ვა­რი რაც დღეს 1993 წლის 27 სექ­ტემ­ბრი­დან ჩანს არის ის, რომ მტერ­თან ენით მო­ჩლე­ქით სა­უ­ბა­რი და ბრიყ­ვუ­ლი ნდო­ბა მხო­ლოდ ისე­ვე მიგ­ვიყ­ვანს უეჭ­ველ და­მარ­ცხე­ბამ­დე, რო­გორც ეს სო­ხუ­მი­სა და გაგ­რის და­ცე­მი­სას მოხ­და.

რუ­სე­თის მიერ 1992 წლის 3 სექ­ტემ­ბერ­ში მოს­კოვ­ში და­დე­ბუ­ლი შე­თან­ხმე­ბის დარ­ღვე­ვამ გაგ­რის და­ცე­მამ­დე მიგ­ვიყ­ვა­ნა, 1993 წლის 27 ივ­ლი­სის სო­ჭის შე­თან­ხმე­ბე­ბის დარ­ღვე­ვამ კი სო­ხუ­მის და­ცე­მამ­დე.

ეს კი კო­ლექ­ტი­ურ მეხ­სი­ე­რე­ბა­ში მხო­ლოდ ერთ ფაქტს უს­ვამს ხაზს: რუ­სეთ­თან და­დე­ბულ ნე­ბის­მი­ერ შე­თან­ხმე­ბას იმ­დე­ნი­ვე ფასი აქვს, რამ­დე­ნიც იმ ქა­ღალდს რა­ზეც ეს შე­თან­ხმე­ბაა გა­ფორ­მე­ბუ­ლი. ანუ, პრაქ­ტი­კუ­ლად, ნუ­ლო­ვა­ნი.და კი­დევ ერთი: რუ­სეთს სა­ხელ­მწი­ფოს სი­სუს­ტე კი­დევ უფრო არ­წმუ­ნებს, რომ ად­ვი­ლი საკბი­ლო გახ­დე­ბი და კი­დევ უფრო მე­ტად აგ­რე­სი­უ­ლი და მომ­თხოვ­ნი ხდე­ბა ხოლ­მე შენ­თან მი­მარ­თებთ. თუმ­ცა ეს აგ­რე­სი­ის ერ­თგვა­რად ბუ­ნებ­რი­ვი კა­ნო­ნი­ცაა - რაც უფრო სუს­ტი და მხდა­ლია სა­ხელ­მწი­ფო და მისი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა მით უფრო თა­მა­მია აგ­რე­სო­რი - იცის გა­უ­ვა და იმი­ტომ. და ის სუს­ტი სა­ხელ­მწი­ფო­ე­ბი, რომ­ლე­ბიც მხო­ლოდ ფსევ­დო-მშვი­დო­ბა­ზე ლა­პა­რა­კო­ბენ - იღე­ბენ ომს".

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტორი:

"რუსეთის მიერ 1992 წლის 3 სექტემბერს დადებული შეთანხმების დარღვევამ გაგრის დაცემამდე მიგვიყვანა, 1993 წლის 27 ივლისის სოჭის შეთანხმებების დარღვევამ კი სოხუმის დაცემამდე" - ექსპერტი

"რუსეთის მიერ 1992 წლის 3 სექტემბერს დადებული შეთანხმების დარღვევამ გაგრის დაცემამდე მიგვიყვანა, 1993 წლის 27 ივლისის სოჭის შეთანხმებების დარღვევამ კი სოხუმის დაცემამდე" - ექსპერტი

საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი, ჯიპა-ს პროფესორი გიორგი კობერიძე სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში პოსტს ქვეყნებს, რომელშიც ვკითხულობთ:

"ხშირად დავიწყებას ეძლევა ფაქტი, რომ ადამიანის ნაციონალური იდენტობის განმსაზღვრელი ქვეყნის წარსული გამოცდილების - წარმატებებისა თუ მარცხის - კოლექტიური გაზიარებაა. ამას ადამიანები ცნობიერად და არაცნობიერად ერთდროულად ახორციელებენ. შესაბამისად, როდესაც ვიღაც იტყვის "სახელოვნად მოვიგეთ დიდგორში" ან "როგორ დავმარცხდით კრწანისში" ან სულაც "რა მშვენიერება ავაშენებთ გელათში" ეს ფრაზები იშვიათად თუ ეუცნაურება ვინმეს, რადგან კოლექტიური წარსული გამოცდილების შენად წარმოჩენა ნაციონალური იდენტობის გამოხატულების ცალკეული ნაწილია ხოლმე.ისტორიული გამოცდილება არაა უბრალო ამბისა და ფაქტების კრებული, არამედ ცოცხალი გაკვეთილია იმისა, თუ რა აღარ უნდა გააკეთო, რომ აღარ დამარცხდე. ამიტომ სჭირდება ხოლმე ისტორიას კარგი ანალიზი.

დღეს სოხუმის დაცემის დღეა - გაზიარებული კოლექტიური ტრაგედია თანამედროვე საქართველოს სახელმწიფოსათვის. მაგრამ რა ის ცოცხალი ფაქტი, რაც საქართველომ ამ დაკარგვიდან კიდევ ერთხელ გაიაზრა? უკიდურესი შიდა ფრაქციონიზმი და ღალატი ჩვეული ამბავია და სოხუმის გარდა საქართველოს ისტორიის არაერთ მძიმე ლაქაში გვხდება ხოლმე. მაგრამ მთავარი რაც დღეს 1993 წლის 27 სექტემბრიდან ჩანს არის ის, რომ მტერთან ენით მოჩლექით საუბარი და ბრიყვული ნდობა მხოლოდ ისევე მიგვიყვანს უეჭველ დამარცხებამდე, როგორც ეს სოხუმისა და გაგრის დაცემისას მოხდა.

რუსეთის მიერ 1992 წლის 3 სექტემბერში მოსკოვში დადებული შეთანხმების დარღვევამ გაგრის დაცემამდე მიგვიყვანა, 1993 წლის 27 ივლისის სოჭის შეთანხმებების დარღვევამ კი სოხუმის დაცემამდე.

ეს კი კოლექტიურ მეხსიერებაში მხოლოდ ერთ ფაქტს უსვამს ხაზს: რუსეთთან დადებულ ნებისმიერ შეთანხმებას იმდენივე ფასი აქვს, რამდენიც იმ ქაღალდს რაზეც ეს შეთანხმებაა გაფორმებული. ანუ, პრაქტიკულად, ნულოვანი.და კიდევ ერთი: რუსეთს სახელმწიფოს სისუსტე კიდევ უფრო არწმუნებს, რომ ადვილი საკბილო გახდები და კიდევ უფრო მეტად აგრესიული და მომთხოვნი ხდება ხოლმე შენთან მიმართებთ. თუმცა ეს აგრესიის ერთგვარად ბუნებრივი კანონიცაა - რაც უფრო სუსტი და მხდალია სახელმწიფო და მისი ხელისუფლება მით უფრო თამამია აგრესორი - იცის გაუვა და იმიტომ. და ის სუსტი სახელმწიფოები, რომლებიც მხოლოდ ფსევდო-მშვიდობაზე ლაპარაკობენ - იღებენ ომს".