სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

23

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 04:59-ზე, მთვარე 09:03-ზე გადავა თევზების ზოდიაქოში ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. ამ დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე.
სპორტი
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
“უცხო სხეულად“ იქცა, მისი გამოსვლა დაემსგავსა ოდიოზური მოღვაწეების გამოსვლას“ - გია ხუხაშვილი გაერო-ში პრემიერის სიტყვაზე
“უცხო სხეულად“ იქცა, მისი გამოსვლა დაემსგავსა ოდიოზური მოღვაწეების გამოსვლას“ - გია ხუხაშვილი გაერო-ში პრემიერის სიტყვაზე

“არ მგო­ნია, რომ ვინ­მე ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძეს სე­რი­ო­ზუ­ლად უს­მენ­და - სა­ერ­თა­შო­რი­სო გა­გე­ბით “უცხო სხე­უ­ლად“ იქცა. მისი გა­მოს­ვლა და­ემ­სგავ­სა ოდი­ო­ზუ­რი მოღ­ვა­წე­ე­ბის გა­მოს­ვლას“,- ასე აფა­სებს პო­ლი­ტო­ლო­გი გია ხუ­ხაშ­ვი­ლი სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის, ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძის გა­ე­როს გე­ნე­რა­ლუ­რი ასამ­ბლე­ის სე­სი­ა­ზე სი­ტყვით გა­მოს­ვლას.

რო­გორც ხუ­ხაშ­ვილ­მა “ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან“ გან­მარ­ტა, შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის მი­წა­ზე ად­გი­ლობ­რი­ვი პო­ლი­ტი­კუ­რი ელი­ტა ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძის იგ­ნო­რი­რე­ბას ახ­დენს.

“ვფიქ­რობ, შე­ფა­სე­ბას აზრი და­კარ­გუ­ლი აქვს. რა მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს? მხო­ლოდ სი­ტყვე­ბია, რა­საც გა­ე­როს ტრი­ბუ­ნი­დან სა­უბ­რობ­და, არ მგო­ნია, რომ ვინ­მე მას იქ სე­რი­ო­ზუ­ლად უს­მენ­და. მისი გა­მოს­ვლა იყო ქარ­თულ სა­ზო­გა­დო­ე­ბის­კენ მი­მარ­თუ­ლი, გარ­კვე­უ­ლი შე­ლა­მა­ზე­ბე­ბით, აგ­რე­სია არ იგ­რძნო­ბო­და, რა­საც აქ ვის­მენთ ხოლ­მე ტრი­ბუ­ნი­დან.

  • ფაქ­ტია, რომ სა­ერ­თა­შო­რი­სო გა­გე­ბით “უცხო სხე­უ­ლად“ იქცა. მისი გა­მოს­ვლა და­ემ­სგავ­სა ოდი­ო­ზუ­რი მოღ­ვა­წე­ე­ბის გა­მოს­ვლას, რო­გო­რე­ბიც არი­ან ყვე­ლა­ზე ცუდ პე­რი­ოდ­ში სხვა­დას­ხვა დიქ­ტა­ტო­რე­ბი, ავ­ტო­რი­ტა­რე­ბი. ჯერ კი­დევ ხრუშ­ჩო­ვი­დან და­წყე­ბუ­ლი.

შო­კის­მომ­გვრე­ლია, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუ­ფა­ლი ასე­თი სტა­ტუ­სით მოგ­ვევ­ლი­ნა შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის მი­წა­ზე, სა­დაც ად­გი­ლობ­რი­ვი პო­ლი­ტი­კუ­რი ელი­ტა იგ­ნო­რი­რე­ბას ახ­დენს. თავს შე­ვი­კა­ვებ­დი შე­ფა­სე­ბე­ბის­გან, არ მგო­ნია, აზრი ჰქონ­დეს“,-აღ­ნიშ­ნა ხუ­ხაშ­ვილ­მა.

სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ გა­ე­რო-ს გე­ნე­რა­ლუ­რი ასამ­ბლე­ის 79-ე სე­სი­ა­ზე სი­ტყვით გა­მოს­ვლი­სას გა­ნა­ცხა­და, რომ მას სჯე­რა, სა­ქარ­თვე­ლოს სურ­ვი­ლი, გახ­დეს ევ­რო­კავ­ში­რის სრულ­ფა­სო­ვა­ნი წევ­რი, 2030 წლის­თვის ას­რულ­დე­ბა. ამას­თან, გან­მარ­ტა, რომ სა­ქარ­თვე­ლო იმ­სა­ხუ­რებს, იყოს მშვი­დო­ბი­ა­ნი, სტა­ბი­ლუ­რი და გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი ქვე­ყა­ნა. რო­გორც მთავ­რო­ბის მე­თა­ურ­მა აღ­ნიშ­ნა, ბოლო ათწლე­უ­ლის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბამ მი­ი­ღო რიგი რთუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი და არ შე­უ­შინ­და გა­მოწ­ვე­ვებს.

ავტორი:

“უცხო სხეულად“ იქცა, მისი გამოსვლა დაემსგავსა ოდიოზური მოღვაწეების გამოსვლას“ - გია ხუხაშვილი გაერო-ში პრემიერის სიტყვაზე

“უცხო სხეულად“ იქცა, მისი გამოსვლა დაემსგავსა ოდიოზური მოღვაწეების გამოსვლას“ - გია ხუხაშვილი გაერო-ში პრემიერის სიტყვაზე

“არ მგონია, რომ ვინმე ირაკლი კობახიძეს სერიოზულად უსმენდა - საერთაშორისო გაგებით “უცხო სხეულად“ იქცა. მისი გამოსვლა დაემსგავსა ოდიოზური მოღვაწეების გამოსვლას“,- ასე აფასებს პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის გაეროს გენერალური ასამბლეის სესიაზე სიტყვით გამოსვლას.

როგორც ხუხაშვილმა “ინტერპრესნიუსთან“ განმარტა, შეერთებული შტატების მიწაზე ადგილობრივი პოლიტიკური ელიტა ირაკლი კობახიძის იგნორირებას ახდენს.

“ვფიქრობ, შეფასებას აზრი დაკარგული აქვს. რა მნიშვნელობა აქვს? მხოლოდ სიტყვებია, რასაც გაეროს ტრიბუნიდან საუბრობდა, არ მგონია, რომ ვინმე მას იქ სერიოზულად უსმენდა. მისი გამოსვლა იყო ქართულ საზოგადოებისკენ მიმართული, გარკვეული შელამაზებებით, აგრესია არ იგრძნობოდა, რასაც აქ ვისმენთ ხოლმე ტრიბუნიდან.

  • ფაქტია, რომ საერთაშორისო გაგებით “უცხო სხეულად“ იქცა. მისი გამოსვლა დაემსგავსა ოდიოზური მოღვაწეების გამოსვლას, როგორებიც არიან ყველაზე ცუდ პერიოდში სხვადასხვა დიქტატორები, ავტორიტარები. ჯერ კიდევ ხრუშჩოვიდან დაწყებული.

შოკისმომგვრელია, რომ საქართველოს ხელისუფალი ასეთი სტატუსით მოგვევლინა შეერთებული შტატების მიწაზე, სადაც ადგილობრივი პოლიტიკური ელიტა იგნორირებას ახდენს. თავს შევიკავებდი შეფასებებისგან, არ მგონია, აზრი ჰქონდეს“,-აღნიშნა ხუხაშვილმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გაერო-ს გენერალური ასამბლეის 79-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ მას სჯერა, საქართველოს სურვილი, გახდეს ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი, 2030 წლისთვის ასრულდება. ამასთან, განმარტა, რომ საქართველო იმსახურებს, იყოს მშვიდობიანი, სტაბილური და განვითარებული ქვეყანა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ბოლო ათწლეულის განმავლობაში საქართველოს მთავრობამ მიიღო რიგი რთული გადაწყვეტილებები და არ შეუშინდა გამოწვევებს.