სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

24

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 05:06-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
სპორტი
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ გაანადგურა "ქართველმა" პალესტინელი "ინჟინერი" - "შინ ბეთის“ წლების წინანდელი უნიკალური სპეცოპერაცია, რომლის მთავარი იარაღი ტელეფონი იყო
როგორ გაანადგურა "ქართველმა" პალესტინელი "ინჟინერი" - "შინ ბეთის“ წლების წინანდელი უნიკალური სპეცოპერაცია, რომლის მთავარი იარაღი ტელეფონი იყო
  • სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბი - ბე­სიკ ალა­დაშ­ვი­ლის ბლო­გი

უკა­ნას­კნელ დღე­ებ­ში ლი­ბან­ში მომ­ხდარ­მა აფეთ­ქე­ბებ­მა კი­დევ ერთხელ და­ა­დას­ტუ­რა, თუ რამ­დე­ნად მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი შე­იძ­ლე­ბა იყოს სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბის მუ­შა­ო­ბის სპე­ცი­ფი­კა. კი­დევ ერთხელ გა­ვი­მე­ო­რებ: ნე­ბის­მი­ე­რი ქვეყ­ნის სპეც­სამ­სა­ხუ­რი ფი­ზი­კუ­რი (ადა­მი­ა­ნის ლიკ­ვი­და­ცია) და გო­ნებ­რი­ვი (ადა­მი­ა­ნით მა­ნი­პუ­ლი­რე­ბა) ძა­ლა­დო­ბის პრინ­ციპ­ზეა აგე­ბუ­ლი და მო­რა­ლუ­რი სენ­ტე­ცი­ე­ბის­გან ძა­ლი­ან, ძა­ლი­ან შორს დგას. ეს რე­ა­ლო­ბაა: მოგ­ვწონს თუ არ მოგ­ვწონს.

და­სა­ხუ­ლი მიზ­ნის მი­საღ­წე­ვად სპეც­სამ­სა­ხუ­რი მრა­ვალსვლი­ან ოპე­რა­ტი­ულ კომ­ბი­ნა­ცი­ებს გეგ­მავს და მათ გან­სა­ხორ­ცი­ე­ლებ­ლად ორი­გი­ნა­ლურ (ხში­რად სრუ­ლი­ად მო­უ­ლოდ­ნელ) მე­თო­დებ­სა და ხერ­ხებს იყე­ნებს. თე­ო­რი­უ­ლად ყვე­ლამ იცის, რომ ნე­ბის­მი­ერ სა­გან­ში შე­იძ­ლე­ბა ასა­ფეთ­ქე­ბე­ლი მო­წყო­ბი­ლო­ბის ჩა­მონ­ტა­ჟე­ბა და მო­წი­ნა­აღ­მდე­გის დრო­ე­ბით მწყობ­რი­დან გა­მოყ­ვა­ნა ან ლიკ­ვი­და­ცია, თუმ­ცა ის, რაც უკა­ნას­კნე­ლი ორი-სამი დღეა, ლი­ბან­ში მა­სობ­რი­ვად ხდე­ბა, აქამ­დე ძნე­ლად წარ­მო­სად­გე­ნი იყო. ამ მოვ­ლე­ნე­ბის უკან სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბი რომ დგა­ნან, სა­კა­მა­თო არაა და არც ისაა ძნე­ლი მი­სახ­ვედ­რი, თუ რო­მე­ლი ქვეყ­ნის.

აქ უფრო გა­სა­ო­ცა­რია ამ ოპე­რა­ტი­ულ-აგენ­ტუ­რუ­ლი ოპე­რა­ცი­ის და­გეგ­მვი­სა და გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის მას­შტა­ბე­ბი და შეს­რუ­ლე­ბის ტექ­ნი­კუ­რი მხა­რე.

ავ­თან­დილ წი­წუ­აშ­ვი­ლი, მეტ­სა­ხე­ლად, "ქარ­თვე­ლი"

არ შევ­ცდე­ბი, თუ ვი­ტყვი, რომ ის­რა­ე­ლის (აბა, უცხოპ­ლა­ნე­ტე­ლე­ბი ჯერ არ ერ­ჩი­ან "ჰეს­ბო­ლას“) სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბის (ჩემი აზ­რით, ეს "მო­სა­დი­სა“ და "შინ ბე­თის“ ერ­თობ­ლი­ვი "შე­მოქ­მე­დე­ბა“ იყო) ოპე­რა­ცია რამ­დე­ნი­მე წლის მან­ძილ­ზე იგეგ­მე­ბო­და და ხუთი ეტა­პის­გან შედ­გე­ბო­და. ჯერ "ჰეს­ბო­ლას“ ბე­ლა­დე­ბი უნდა და­ერ­წმუ­ნე­ბი­ნათ იმ საფრ­თხის რე­ა­ლო­ბა­ში, რომ მათი მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნე­ბი ის­მი­ნე­ბა და აუ­ცი­ლე­ბე­ლია ერთი სა­უ­კუ­ნის წი­ნან­დე­ლი გა­ჯე­ტის - პე­ი­ჯე­რის გა­მო­ყე­ნე­ბა ში­და­კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის­თვის; შემ­დეგ ლე­გენ­და­რუ­ლი ფირ­მე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით (მა­გა­ლი­თად, ისე­თის, რო­გო­რი­ცაა უნ­გრეთ­ში რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი BAC Consulting), პე­ი­ჯე­რე­ბის შეკ­ვე­თა ხელ­ში უნდა ჩა­ეგ­დოთ; ამის შემ­დეგ იყო, ალ­ბათ, ყვე­ლა­ზე რთუ­ლი ეტა­პი: ასე­უ­ლო­ბით პე­ი­ჯე­რის (შე­საძ­ლოა, ასე­ვე, სხვა ელექტრო და სა­კო­მუ­ნი­კა­ციო აპა­რა­ტუ­რის) "ტექ­ნი­კუ­რი და­მუ­შა­ვე­ბა“ - ასა­ფეთ­ქე­ბე­ლი მო­წყო­ბი­ლო­ბის ისე ჩა­მონ­ტა­ჟე­ბა, რომ აპა­რა­ტუ­რის პა­რა­მეტ­რე­ბი არ დარ­ღვე­უ­ლი­ყო და აფეთ­ქე­ბაც მძლავ­რი ყო­ფი­ლი­ყო; შემ­დეგ ეს პე­ი­ჯე­რე­ბი ისე უნდა შე­ე­ცუ­რე­ბი­ნათ "ჰეს­ბო­ლას­თვის“, რომ მათ ეჭ­ვის ნა­ტა­მა­ლიც არ გას­ჩე­ნო­დათ; ბოლო ეტაპ­ზე კი სპეც­სამ­სა­ხურს ერ­თდრო­უ­ლად უნდა აე­მოქ­მე­დე­ბი­ნა ეს "სი­ურპრი­ზე­ბი“. რო­მე­ლი­მე ეტაპ­ზე ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­ჟონ­ვა ოპე­რა­ცი­ის კრახს და ის­რა­ე­ლის მხი­ლე­ბას გა­მო­იწ­ვევ­და. ლი­ბან­ში მომ­ხდარ­მა მო­უ­ლოდ­ნელ­მა აფეთ­ქე­ბებ­მა "შინ ბე­თის“ (ის­რა­ე­ლის კონ­ტრდაზ­ვერ­ვა) თით­ქმის ოც­და­ა­თი წლის­წი­ნან­დე­ლი სპე­ცო­პე­რა­ცია გა­მახ­სე­ნა, რო­დე­საც ერ­თმა­ნე­თის პი­რის­პირ “ქარ­თვე­ლი“ და "ინ­ჟი­ნე­რი“ იდ­გნენ. "შინ ბეთ­მა“ მა­ში­ნაც ზე­მო­ჩა­მოთ­ვლი­ლი ხუთი ეტა­პი გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა და ოპე­რა­ცია "ინ­ჟინ­რის“ ლიკ­ვი­და­ცი­ით დას­რულ­და. ვინ იყო "ინ­ჟი­ნე­რი“? გა­აგ­რძლეთ კი­თხვა

იხი­ლეთ ასე­ვე:

რუბრიკის სხვა სიახლეები
ავტორი:

როგორ გაანადგურა "ქართველმა" პალესტინელი "ინჟინერი" - "შინ ბეთის“ წლების წინანდელი უნიკალური სპეცოპერაცია, რომლის მთავარი იარაღი ტელეფონი იყო

როგორ გაანადგურა "ქართველმა" პალესტინელი "ინჟინერი" - "შინ ბეთის“ წლების წინანდელი უნიკალური სპეცოპერაცია, რომლის მთავარი იარაღი ტელეფონი იყო
  • სპეცსამსახურები - ბესიკ ალადაშვილის ბლოგი

უკანასკნელ დღეებში ლიბანში მომხდარმა აფეთქებებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, თუ რამდენად მრავალფეროვანი შეიძლება იყოს სპეცსამსახურების მუშაობის სპეციფიკა. კიდევ ერთხელ გავიმეორებ: ნებისმიერი ქვეყნის სპეცსამსახური ფიზიკური (ადამიანის ლიკვიდაცია) და გონებრივი (ადამიანით მანიპულირება) ძალადობის პრინციპზეა აგებული და მორალური სენტეციებისგან ძალიან, ძალიან შორს დგას. ეს რეალობაა: მოგვწონს თუ არ მოგვწონს.

დასახული მიზნის მისაღწევად სპეცსამსახური მრავალსვლიან ოპერატიულ კომბინაციებს გეგმავს და მათ განსახორციელებლად ორიგინალურ (ხშირად სრულიად მოულოდნელ) მეთოდებსა და ხერხებს იყენებს. თეორიულად ყველამ იცის, რომ ნებისმიერ საგანში შეიძლება ასაფეთქებელი მოწყობილობის ჩამონტაჟება და მოწინააღმდეგის დროებით მწყობრიდან გამოყვანა ან ლიკვიდაცია, თუმცა ის, რაც უკანასკნელი ორი-სამი დღეა, ლიბანში მასობრივად ხდება, აქამდე ძნელად წარმოსადგენი იყო. ამ მოვლენების უკან სპეცსამსახურები რომ დგანან, საკამათო არაა და არც ისაა ძნელი მისახვედრი, თუ რომელი ქვეყნის.

აქ უფრო გასაოცარია ამ ოპერატიულ-აგენტურული ოპერაციის დაგეგმვისა და განხორციელების მასშტაბები და შესრულების ტექნიკური მხარე.

ავთანდილ წიწუაშვილი, მეტსახელად, "ქართველი"

არ შევცდები, თუ ვიტყვი, რომ ისრაელის (აბა, უცხოპლანეტელები ჯერ არ ერჩიან "ჰესბოლას“) სპეცსამსახურების (ჩემი აზრით, ეს "მოსადისა“ და "შინ ბეთის“ ერთობლივი "შემოქმედება“ იყო) ოპერაცია რამდენიმე წლის მანძილზე იგეგმებოდა და ხუთი ეტაპისგან შედგებოდა. ჯერ "ჰესბოლას“ ბელადები უნდა დაერწმუნებინათ იმ საფრთხის რეალობაში, რომ მათი მობილური ტელეფონები ისმინება და აუცილებელია ერთი საუკუნის წინანდელი გაჯეტის - პეიჯერის გამოყენება შიდაკომუნიკაციებისთვის; შემდეგ ლეგენდარული ფირმების საშუალებით (მაგალითად, ისეთის, როგორიცაა უნგრეთში რეგისტრირებული BAC Consulting), პეიჯერების შეკვეთა ხელში უნდა ჩაეგდოთ; ამის შემდეგ იყო, ალბათ, ყველაზე რთული ეტაპი: ასეულობით პეიჯერის (შესაძლოა, ასევე, სხვა ელექტრო და საკომუნიკაციო აპარატურის) "ტექნიკური დამუშავება“ - ასაფეთქებელი მოწყობილობის ისე ჩამონტაჟება, რომ აპარატურის პარამეტრები არ დარღვეულიყო და აფეთქებაც მძლავრი ყოფილიყო; შემდეგ ეს პეიჯერები ისე უნდა შეეცურებინათ "ჰესბოლასთვის“, რომ მათ ეჭვის ნატამალიც არ გასჩენოდათ; ბოლო ეტაპზე კი სპეცსამსახურს ერთდროულად უნდა აემოქმედებინა ეს "სიურპრიზები“. რომელიმე ეტაპზე ინფორმაციის გაჟონვა ოპერაციის კრახს და ისრაელის მხილებას გამოიწვევდა. ლიბანში მომხდარმა მოულოდნელმა აფეთქებებმა "შინ ბეთის“ (ისრაელის კონტრდაზვერვა) თითქმის ოცდაათი წლისწინანდელი სპეცოპერაცია გამახსენა, როდესაც ერთმანეთის პირისპირ “ქართველი“ და "ინჟინერი“ იდგნენ. "შინ ბეთმა“ მაშინაც ზემოჩამოთვლილი ხუთი ეტაპი განახორციელა და ოპერაცია "ინჟინრის“ ლიკვიდაციით დასრულდა. ვინ იყო "ინჟინერი“? გააგრძლეთ კითხვა

იხილეთ ასევე: