სპორტი
სამართალი
პოლიტიკა

21

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 03:43-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხიმიან საკვებს.
მსოფლიო
სამხედრო
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ჯასტინ ბიბერი ბავშვობაში ძალადობის მსხვერპლი იყო? - რეპერ P Diddy-ს სკანდალური საქმე: სექს ტრეფიკინგი, ნარკოტიკები და ძალადობა: რა კადრები ვრცელდება მედიაში
ჯასტინ ბიბერი ბავშვობაში ძალადობის მსხვერპლი იყო? - რეპერ P Diddy-ს სკანდალური საქმე: სექს ტრეფიკინგი, ნარკოტიკები და ძალადობა:  რა კადრები ვრცელდება მედიაში

რამ­დე­ნი­მე დღის წინ ცნო­ბი­ლი რე­პე­რი P Diddy სექს ტრე­ფი­კინ­გის ბრალ­დე­ბით და­ა­კა­ვეს. სკან­და­ლურ საქ­მეს არა­ერ­თი ადა­მი­ა­ნი, მათ შო­რის ცნო­ბი­ლი სა­ვა­რა­უ­დო მსხვერ­პლი ჰყავს. ნიუ იორ­კის სა­სა­მარ­თლოს დო­კუ­მენ­ტე­ბის მი­ხედ­ვით, რე­პერს ბრა­ლად ედე­ბა წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ადა­მი­ა­ნებ­ზე ძა­ლა­დო­ბა, შან­ტა­ჟი და ძა­ლა­დო­ბის გზით მსხვერ­პლთა შან­ტა­ჟი.

მას ასე­ვე ბრა­ლად ედე­ბა რო­გორც ქალი, ასე­ვე მა­მა­კა­ცი სექს-მუ­შა­კე­ბის ჩაბ­მა სექ­სუ­ა­ლურ წარ­მოდ­გე­ნებ­ში, სა­დაც უხ­ვად იყო ნარ­კო­ტი­კე­ბი.

  • მე­დია წერს, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი საქ­მის გახ­მა­უ­რე­ბის შემ­დეგ, გან­სა­კუთ­რე­ბით რთუ­ლია ჯას­ტინ ბი­ბე­რის ფსი­ქი­კუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა. ის სა­კუ­თარ თავ­ში "ჩა­ი­კე­ტა".

ვრცელ­დე­ბა ინ­ფორ­მა­ცია, რომ წარ­სულ­ში, როცა ჯას­ტი­ნი ჯერ კი­დევ ბავ­შვი იყო, რე­პე­რის ერთ-ერთი მსხვერ­პლი გახ­და (ეს ინ­ფორ­მა­ცია და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი არ არის) თუმ­ცა ამავდრო­უ­ლად, ისიც აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ P Diddy-მ და ჯას­ტინ­მა და­ახ­ლო­ე­ბით წე­ლი­წად­ნა­ხევ­რის წინ ითა­ნამ­შრომ­ლეს.

  • რო­გორც წყა­რო "დე­ი­ლი მე­ილ­თან" ამ­ბობს, ჯას­ტი­ნი ძა­ლი­ან ნა­ნობს ამ თა­ნამ­შრომ­ლო­ბას და რომ სცოდ­ნო­და, რა საქ­მე­ებ­ში იყო გახ­ვე­უ­ლი P Diddy, მას­თან საქ­მეს არ და­ი­ჭერ­და.

"ჯას­ტინს დი­დის­თან ურ­თი­ერ­თო­ბა­ში ხან­გრძლი­ვი პა­უ­ზა ჰქონ­და. სა­ვა­რა­უ­დოდ, სწო­რედ ამ პე­რი­ოდ­ში იყო და­კა­ვე­ბუ­ლი დიდი იმ საქ­მე­ე­ბით, რის გა­მოც ახლა და­ა­კა­ვეს. მან რე­პე­თან დის­ტან­ცია და­ი­ჭი­რა. მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი P Diddy-ის უახ­ლე­სი ალ­ბო­მის­თვის ითა­ნამ­შრომ­ლეს, რამე რომ სცოდ­ნო­და, ამას არ გა­ა­კე­თებ­და", - ამ­ბობს წყა­რო.

რო­დე­საც ბი­ბე­რი­სა და P Diddy-ს ურ­თი­ერ­თო­ბა და­ი­წყო, ჯას­ტი­ნი ბავ­შვი იყო. გა­სუ­ლი წლის ოქ­ტომ­ბერ­ში, მან რე­პერ­თან პირ­ვე­ლი შეხ­ვედ­რა გა­იხ­სე­ნა:

"მახ­სოვს, რო­გორ მი­ვე­დი ჩემი ძმის, დი­დის ოფის­ში, რომ მემ­ღე­რა სიმ­ღე­რა. და­ახ­ლო­ე­ბით 14 წლის ვი­ყა­ვი. სამ­წუ­ხა­როდ, სიმ­ღე­რა ნა­გა­ვი იყო და მის­გან მკაც­რი უარი იქ­ნე­ბო­და. რამ­დე­ნი­მე წლის შემ­დეგ მთხო­ვა, თუ შევ­ძლებ­დი რა­ი­მე freestyle-ის გა­კე­თე­ბას მისი მო­მა­ვა­ლი ალ­ბო­მის­თვის. გა­სა­ოც­რად შე­იკ­რა წრე, მიყ­ვარ­ხარ დიდი", - წერ­და ბი­ბე­რი "ინ­სტაგ­რამ­ზე".

ეჭ­ვე­ბი იმის შე­სა­ხებ, რომ ბი­ბე­რიც P Diddy-სგან ძა­ლა­დო­ბის მსხვერ­პლია, მას შემ­დეგ გაჩ­ნდა, რაც წლე­ბის წინ გა­და­ღე­ბუ­ლი ვი­დეო გავ­რცელ­და. ვი­დე­ო­ში ჩანს რე­პე­რი 15 წლის ჯას­ტი­ნის გვერ­დით და კა­მე­რა­ში ამ­ბობს: "ის დი­დის­თან 48 სა­ათს გა­ა­ტა­რებს, რას ვა­კე­თებთ, ამას ვერ გა­ვამ­ჟღავ­ნებთ. მაგ­რამ ეს ყვე­ლა­ფე­რი ნამ­დვი­ლად 15 წლის ბი­ჭის ოც­ნე­ბაა."

ჰიპ-ჰო­პის ვარ­სკვლავ­მა და­ა­მა­ტა: "მომ­დევ­ნო 48 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში ის ჩემ­თა­ნაა და თა­ვი­დან ბო­ლომ­დე გა­ვი­გი­ჟებთ თავს."

ბი­ბე­რი იღი­მის და თან მცი­რე კო­მენ­ტა­რებს აკე­თებს, რო­გო­რი­ცაა "კი" და "ბო­ლომ­დე ვი­გი­ჟებთ".

  • ვი­დეო სო­ცი­ა­ლურ მე­დი­ა­ში გა­მოქ­ვეყ­ნდა და კრი­ტი­კი­სა და შეშ­ფო­თე­ბის ტალ­ღა მოჰ­ყვა:

კი­დევ ერთ კადრში ჩანს რე­პე­რი, რო­მე­ლიც 16 წლის ბი­ბერს ეკი­თხე­ბა, თუ რა­ტომ აღარ ელა­პა­რა­კე­ბო­და მას ჯას­ტი­ნი ისე ხში­რად.

"რა ხდე­ბა, ხომ კარ­გად ხარ? გან­სხვა­ვე­ბუ­ლად მოქ­ცე­ვა და­ი­წყე, ხომ? აღარ მი­რე­კავ და ჩემ­თან ერ­თად დროს აღარ ატა­რებ ისე, რო­გორც ადრე ვა­ტა­რებ­დით", - მი­მარ­თავს რე­პე­რი ბი­ბერს, ეს უკა­ნას­კნე­ლი კი პა­სუ­ხის გა­ცე­მის დროს აღელ­ვე­ბუ­ლი და შეშ­ფო­თე­ბუ­ლი ჩანს.

P Diddy ბრალს არ აღი­ა­რებს, პრო­კუ­რო­რებ­მა გა­ნა­ცხა­დეს, რომ მათ გა­მო­კი­თხეს 50-ზე მეტი სა­ვა­რა­უ­დო მსხვერ­პლი და მოწ­მე და ელო­დე­ბი­ან, რომ ეს რი­ცხვი გა­იზ­რდე­ბა.

  • რაც შე­ე­ხე­ბა ჯას­ტინ ბი­ბერს, აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში აქ­ტი­უ­რად აზი­ა­რე­ბენ ჯას­ტი­ნის ძველ ფო­ტო­ებ­სა და ვი­დე­ო­ებს, სა­დაც მა­შინ არას­რულ­წლო­ვან ვარ­სკვლავს რო­გორც ასა­კით უფ­რო­სი ქა­ლე­ბი, ასე­ვე - მა­მა­კა­ცე­ბი გა­და­მე­ტე­ბუ­ლად ეხე­ბი­ან ფი­ზი­კუ­რად - მათ შო­რი­საა კოც­ნა, ჩქმე­ტა, უკა­ნალ­ზე ხე­ლის მო­კი­დე­ბა და ა.შ.

სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლის მომ­ხმა­რებ­ლე­ბი წე­რენ, რომ სამ­ყა­რო მხო­ლოდ ახლა იაზ­რებს, რისი გა­და­ტა­ნა მო­უ­წია კა­ნა­დელ მომ­ღე­რალს, რო­მე­ლიც 15 წლის ასაკ­ში აღ­მო­ა­ჩი­ნა შოუ ბიზ­ნე­სის სამ­ყა­რომ. ის ახლა 30 წლი­საა, და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლია ჰე­ი­ლი ბალდვინ­ზე და სულ ცოტა ხნის წინ ბი­ჭის, ჯეკ ბლუ­ზის მა­მაც გახ­და.

რაც შე­ე­ხე­ბა მე­დი­ა­ში გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ებს, ის ამ თე­მა­ზე ოფი­ცი­ა­ლურ კო­მენ­ტარს არ აკე­თებს და რო­გორც წყა­რო ამ­ბობს - "ძა­ლი­ან გა­ნიც­დის და არა­ვის­თან არ სურს კო­მუ­ნი­კა­ცია".

წყა­რო

ავტორი:

ჯასტინ ბიბერი ბავშვობაში ძალადობის მსხვერპლი იყო? - რეპერ P Diddy-ს სკანდალური საქმე: სექს ტრეფიკინგი, ნარკოტიკები და ძალადობა: რა კადრები ვრცელდება მედიაში

ჯასტინ ბიბერი ბავშვობაში ძალადობის მსხვერპლი იყო? - რეპერ P Diddy-ს სკანდალური საქმე: სექს ტრეფიკინგი, ნარკოტიკები და ძალადობა:  რა კადრები ვრცელდება მედიაში

რამდენიმე დღის წინ ცნობილი რეპერი P Diddy სექს ტრეფიკინგის ბრალდებით დააკავეს. სკანდალურ საქმეს არაერთი ადამიანი, მათ შორის ცნობილი სავარაუდო მსხვერპლი ჰყავს. ნიუ იორკის სასამართლოს დოკუმენტების მიხედვით, რეპერს ბრალად ედება წლების განმავლობაში ადამიანებზე ძალადობა, შანტაჟი და ძალადობის გზით მსხვერპლთა შანტაჟი.

მას ასევე ბრალად ედება როგორც ქალი, ასევე მამაკაცი სექს-მუშაკების ჩაბმა სექსუალურ წარმოდგენებში, სადაც უხვად იყო ნარკოტიკები.

  • მედია წერს, რომ აღნიშნული საქმის გახმაურების შემდეგ, განსაკუთრებით რთულია ჯასტინ ბიბერის ფსიქიკური მდგომარეობა. ის საკუთარ თავში "ჩაიკეტა".

ვრცელდება ინფორმაცია, რომ წარსულში, როცა ჯასტინი ჯერ კიდევ ბავშვი იყო, რეპერის ერთ-ერთი მსხვერპლი გახდა (ეს ინფორმაცია დადასტურებული არ არის) თუმცა ამავდროულად, ისიც აღსანიშნავია, რომ P Diddy-მ და ჯასტინმა დაახლოებით წელიწადნახევრის წინ ითანამშრომლეს.

  • როგორც წყარო "დეილი მეილთან" ამბობს, ჯასტინი ძალიან ნანობს ამ თანამშრომლობას და რომ სცოდნოდა, რა საქმეებში იყო გახვეული P Diddy, მასთან საქმეს არ დაიჭერდა.

"ჯასტინს დიდისთან ურთიერთობაში ხანგრძლივი პაუზა ჰქონდა. სავარაუდოდ, სწორედ ამ პერიოდში იყო დაკავებული დიდი იმ საქმეებით, რის გამოც ახლა დააკავეს. მან რეპეთან დისტანცია დაიჭირა. მოგვიანებით კი P Diddy-ის უახლესი ალბომისთვის ითანამშრომლეს, რამე რომ სცოდნოდა, ამას არ გააკეთებდა", - ამბობს წყარო.

როდესაც ბიბერისა და P Diddy-ს ურთიერთობა დაიწყო, ჯასტინი ბავშვი იყო. გასული წლის ოქტომბერში, მან რეპერთან პირველი შეხვედრა გაიხსენა:

"მახსოვს, როგორ მივედი ჩემი ძმის, დიდის ოფისში, რომ მემღერა სიმღერა. დაახლოებით 14 წლის ვიყავი. სამწუხაროდ, სიმღერა ნაგავი იყო და მისგან მკაცრი უარი იქნებოდა. რამდენიმე წლის შემდეგ მთხოვა, თუ შევძლებდი რაიმე freestyle-ის გაკეთებას მისი მომავალი ალბომისთვის. გასაოცრად შეიკრა წრე, მიყვარხარ დიდი", - წერდა ბიბერი "ინსტაგრამზე".

ეჭვები იმის შესახებ, რომ ბიბერიც P Diddy-სგან ძალადობის მსხვერპლია, მას შემდეგ გაჩნდა, რაც წლების წინ გადაღებული ვიდეო გავრცელდა. ვიდეოში ჩანს რეპერი 15 წლის ჯასტინის გვერდით და კამერაში ამბობს: "ის დიდისთან 48 საათს გაატარებს, რას ვაკეთებთ, ამას ვერ გავამჟღავნებთ. მაგრამ ეს ყველაფერი ნამდვილად 15 წლის ბიჭის ოცნებაა."

ჰიპ-ჰოპის ვარსკვლავმა დაამატა: "მომდევნო 48 საათის განმავლობაში ის ჩემთანაა და თავიდან ბოლომდე გავიგიჟებთ თავს."

ბიბერი იღიმის და თან მცირე კომენტარებს აკეთებს, როგორიცაა "კი" და "ბოლომდე ვიგიჟებთ".

  • ვიდეო სოციალურ მედიაში გამოქვეყნდა და კრიტიკისა და შეშფოთების ტალღა მოჰყვა:

კიდევ ერთ კადრში ჩანს რეპერი, რომელიც 16 წლის ბიბერს ეკითხება, თუ რატომ აღარ ელაპარაკებოდა მას ჯასტინი ისე ხშირად.

"რა ხდება, ხომ კარგად ხარ? განსხვავებულად მოქცევა დაიწყე, ხომ? აღარ მირეკავ და ჩემთან ერთად დროს აღარ ატარებ ისე, როგორც ადრე ვატარებდით", - მიმართავს რეპერი ბიბერს, ეს უკანასკნელი კი პასუხის გაცემის დროს აღელვებული და შეშფოთებული ჩანს.

P Diddy ბრალს არ აღიარებს, პროკურორებმა განაცხადეს, რომ მათ გამოკითხეს 50-ზე მეტი სავარაუდო მსხვერპლი და მოწმე და ელოდებიან, რომ ეს რიცხვი გაიზრდება.

  • რაც შეეხება ჯასტინ ბიბერს, აღსანიშნავია, რომ სოციალურ ქსელში აქტიურად აზიარებენ ჯასტინის ძველ ფოტოებსა და ვიდეოებს, სადაც მაშინ არასრულწლოვან ვარსკვლავს როგორც ასაკით უფროსი ქალები, ასევე - მამაკაცები გადამეტებულად ეხებიან ფიზიკურად - მათ შორისაა კოცნა, ჩქმეტა, უკანალზე ხელის მოკიდება და ა.შ.

სოციალური ქსელის მომხმარებლები წერენ, რომ სამყარო მხოლოდ ახლა იაზრებს, რისი გადატანა მოუწია კანადელ მომღერალს, რომელიც 15 წლის ასაკში აღმოაჩინა შოუ ბიზნესის სამყარომ. ის ახლა 30 წლისაა, დაქორწინებულია ჰეილი ბალდვინზე და სულ ცოტა ხნის წინ ბიჭის, ჯეკ ბლუზის მამაც გახდა.

რაც შეეხება მედიაში გამოქვეყნებულ ინფორმაციებს, ის ამ თემაზე ოფიციალურ კომენტარს არ აკეთებს და როგორც წყარო ამბობს - "ძალიან განიცდის და არავისთან არ სურს კომუნიკაცია".

წყარო