პოლიტიკა
მსოფლიო
მოზაიკა

24

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 05:06-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
სამართალი
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ქართულ ოცნებას" რამდენი მსუყე წინასაარჩევნო განზრახვა და პროექტი გაუწყალდა" - იაგო კაჭკაჭიშვილი
"ქართულ ოცნებას" რამდენი მსუყე წინასაარჩევნო განზრახვა და პროექტი გაუწყალდა" - იაგო კაჭკაჭიშვილი

სო­ცი­ო­ლოგ იაგო კა­ჭ­კა­ჭიშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით „ქარ­თულ ოც­ნე­ბას“ რამ­დე­ნი­მე წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო პრო­ექ­ტი „გა­უ­წყალ­და“. „გა­წყა­ლე­ბულ“ პრო­ექ­ტებს შო­რის, ექ­სპერ­ტი ლგბტ პრო­პა­გან­დი­სა და „უცხო­უ­რი გავ­ლე­ნე­ბის გამჭვირ­ვა­ლო­ბის შე­სა­ხებ“ კა­ნონპ­რო­ექ­ტის პა­რა­ლე­ლუ­რად, მარ­თლმა­დი­დებ­ლო­ბის სა­ხელ­მწი­ფო რე­ლი­გი­ად ქცე­ვის ინი­ცი­ა­ტი­ვას ასა­ხე­ლებს.

რო­გორც კა­ჭ­კა­ჭიშ­ვი­ლი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს, მმარ­თველ ძა­ლას აღ­ნიშ­ნუ­ლი ინი­ცი­ა­ტი­ვის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­ზე უარი თა­ვად მარ­თლმა­დი­დებ­ლურ­მა ეკ­ლე­სი­ამ უთხრა.

"რამ­დე­ნი მსუ­ყე წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო გან­ზრახ­ვა და პრო­ექ­ტი გა­უ­წყალ­და ქარ­თულ ოც­ნე­ბას:

მარ­თლმა­დი­დებ­ლო­ბა გვინ­და ვაქ­ცი­ოთ სა­ხელ­მწი­ფო რე­ლი­გი­ა­დო და თა­ვად ეკ­ლე­სი­ამ უთხრა - ეგ უა­რე­სია, რაც გვაქვს (ანუ, კონ­კორ­და­ტი) გა­ცი­ლე­ბით უკე­თე­სი­აო. არა­და, დიდ სი­ურპრი­ზად ინა­ხავ­დნენ, ბო­ნუ­სად.

ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბა უნდა აღ­ვად­გი­ნოთ და ეს პრო­ცე­სი ოსე­ბის მი­მართ ბო­დი­შის მოხ­დით უნდა და­ვი­წყო­თო. ეს ცა­რი­ე­ლი „ბო­დი­ში“ მთლად კა­რი­კა­ტუ­რუ­ლად გა­მოჩ­ნდე­ბო­და, ეროვ­ნულ ტრავ­მებ­თან რომ არ ყო­ფი­ლი­ყო და­კავ­ში­რე­ბუ­ლი, რა­მაც სი­ცი­ლი არა, მაგ­რამ ამომ­რჩე­ველ­თა სა­ყო­ველ­თაო აღ­შფო­თე­ბა გა­მო­იწ­ვია. „აპ­რა­ვეს“ მერე ბა­ტო­ნი ბი­ძი­ნას ეს სა­ბე­დის­წე­რო „ბო­დი­ში“ მის­მა ხელ­ქვე­ი­თებ­მა, ხან მარ­ჯვნი­დან, ხან მარ­ცხნი­დან, მაგ­რამ არა­ფე­რი გა­მო­ვი­და. მე­ტიც, კო­კო­ით­მა აგერ თრუ­სოს ხე­ო­ბაც ჩვე­ნი­აო.

ლგბტ პრო­პა­გან­დის და ოჯა­ხის სიწ­მინ­დის კა­ნო­ნი მი­ი­ღეს ზარ-ზე­ი­მით და ტრანსგენ­დე­რი ქა­ლის მკვლე­ლო­ბის სა­პა­სუ­ხოდ, ერ­თმა „არა­ენ­ჯე­ოშ­ნიკ­მა“ და შე­სა­ნიშ­ნავ­მა მო­ქა­ლა­ქემ მი­ა­ხა­ლა პირ­ში ხე­ლი­სუფ­ლე­ბას: „გა­ი­გონ დედა-დე­დაა და მამა-მა­მა­ას პრო­პა­გან­დის­ტებ­მა, რომ ცხოვ­რე­ბა სწორ­ხა­ზო­ვა­ნი არ არის და არც არა­სო­დეს ყო­ფი­ლა”. ამ ვი­დე­ომ და­ი­პყრო სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლე­ბი ამ დღე­ებ­ში.

აგენ­ტე­ბის შე­სა­ხებ კა­ნო­ნის გა­თეთ­რე­ბა უნ­დო­დათ, გამჭვირ­ვა­ლო­ბა­ზე და მის სი­კე­თე­ებ­ზე აქ­ცენ­ტი­რე­ბით, მაგ­რამ არა­ფე­რი გა­მო­ვი­და - ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის მხო­ლოდ 2 თუ 3 პრო­ცენ­ტი და­ა­ჯე­რეს.

მი­ნი­მუმ 60%-იან რე­ი­ტინგზე აპე­ლი­რე­ბენ და თვე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, მხო­ლოდ ერთი კვლე­ვი­თი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის მო­ნა­ცემს ატ­რი­ა­ლე­ბენ. არ აღ­მოჩ­ნდა არც ერთი მეტ-ნაკ­ლე­ბად თავ­მოყ­ვა­რე პრო­ფე­სი­უ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცია, რო­მე­ლიც ამ 60%-ს ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლად და­ა­დას­ტუ­რებ­და.

ევ­რო­კავ­შირ­ში “ჩვე­ნე­ბი” მო­დი­ან და ლი­ბე­რა­ლუ­რი ძა­ლე­ბი და­სა­მარ­დე­ბი­ა­ნო და ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტის არ­ჩევ­ნებ­მა აჩ­ვე­ნა, რომ ევ­რო­პა­ში პო­ლი­ტი­კურ ძალ­თა გა­და­ნა­წი­ლე­ბა არ შეც­ვლი­ლა. 26 ოქ­ტომ­ბრამ­დე ტრამ­პის მარ­ცხი საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ში არ ეს­წრე­ბა, მაგ­რამ კა­მა­ლას წარ­მა­ტე­ბა ჰა­ერ­ში ტრი­ა­ლებს და „ქარ­თულ ოც­ნე­ბას“ ხა­სი­ათს უფუ­ჭებს.

თქვენ გა­აგ­რძე­ლეთ!

ჰოდა, „არა შეჯ­და მწყე­რი ხესა, არა იყო გვა­რი მისი“, - წერს კა­ჭ­კა­ჭიშ­ვი­ლი.

ავტორი:

"ქართულ ოცნებას" რამდენი მსუყე წინასაარჩევნო განზრახვა და პროექტი გაუწყალდა" - იაგო კაჭკაჭიშვილი

"ქართულ ოცნებას" რამდენი მსუყე წინასაარჩევნო განზრახვა და პროექტი გაუწყალდა" - იაგო კაჭკაჭიშვილი

სოციოლოგ იაგო კაჭკაჭიშვილის განცხადებით „ქართულ ოცნებას“ რამდენიმე წინასაარჩევნო პროექტი „გაუწყალდა“. „გაწყალებულ“ პროექტებს შორის, ექსპერტი ლგბტ პროპაგანდისა და „უცხოური გავლენების გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის პარალელურად, მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად ქცევის ინიციატივას ასახელებს.

როგორც კაჭკაჭიშვილი სოციალურ ქსელში წერს, მმართველ ძალას აღნიშნული ინიციატივის განხორციელებაზე უარი თავად მართლმადიდებლურმა ეკლესიამ უთხრა.

"რამდენი მსუყე წინასაარჩევნო განზრახვა და პროექტი გაუწყალდა ქართულ ოცნებას:

მართლმადიდებლობა გვინდა ვაქციოთ სახელმწიფო რელიგიადო და თავად ეკლესიამ უთხრა - ეგ უარესია, რაც გვაქვს (ანუ, კონკორდატი) გაცილებით უკეთესიაო. არადა, დიდ სიურპრიზად ინახავდნენ, ბონუსად.

ტერიტორიული მთლიანობა უნდა აღვადგინოთ და ეს პროცესი ოსების მიმართ ბოდიშის მოხდით უნდა დავიწყოთო. ეს ცარიელი „ბოდიში“ მთლად კარიკატურულად გამოჩნდებოდა, ეროვნულ ტრავმებთან რომ არ ყოფილიყო დაკავშირებული, რამაც სიცილი არა, მაგრამ ამომრჩეველთა საყოველთაო აღშფოთება გამოიწვია. „აპრავეს“ მერე ბატონი ბიძინას ეს საბედისწერო „ბოდიში“ მისმა ხელქვეითებმა, ხან მარჯვნიდან, ხან მარცხნიდან, მაგრამ არაფერი გამოვიდა. მეტიც, კოკოითმა აგერ თრუსოს ხეობაც ჩვენიაო.

ლგბტ პროპაგანდის და ოჯახის სიწმინდის კანონი მიიღეს ზარ-ზეიმით და ტრანსგენდერი ქალის მკვლელობის საპასუხოდ, ერთმა „არაენჯეოშნიკმა“ და შესანიშნავმა მოქალაქემ მიახალა პირში ხელისუფლებას: „გაიგონ დედა-დედაა და მამა-მამაას პროპაგანდისტებმა, რომ ცხოვრება სწორხაზოვანი არ არის და არც არასოდეს ყოფილა”. ამ ვიდეომ დაიპყრო სოციალური ქსელები ამ დღეებში.

აგენტების შესახებ კანონის გათეთრება უნდოდათ, გამჭვირვალობაზე და მის სიკეთეებზე აქცენტირებით, მაგრამ არაფერი გამოვიდა - ორგანიზაციების მხოლოდ 2 თუ 3 პროცენტი დააჯერეს.

მინიმუმ 60%-იან რეიტინგზე აპელირებენ და თვეების განმავლობაში, მხოლოდ ერთი კვლევითი ორგანიზაციის მონაცემს ატრიალებენ. არ აღმოჩნდა არც ერთი მეტ-ნაკლებად თავმოყვარე პროფესიული ორგანიზაცია, რომელიც ამ 60%-ს ალტერნატიულად დაადასტურებდა.

ევროკავშირში “ჩვენები” მოდიან და ლიბერალური ძალები დასამარდებიანო და ევროპარლამენტის არჩევნებმა აჩვენა, რომ ევროპაში პოლიტიკურ ძალთა გადანაწილება არ შეცვლილა. 26 ოქტომბრამდე ტრამპის მარცხი საპრეზიდენტო არჩევნებში არ ესწრება, მაგრამ კამალას წარმატება ჰაერში ტრიალებს და „ქართულ ოცნებას“ ხასიათს უფუჭებს.

თქვენ გააგრძელეთ!

ჰოდა, „არა შეჯდა მწყერი ხესა, არა იყო გვარი მისი“, - წერს კაჭკაჭიშვილი.