პოლიტიკა
კონფლიქტები
სამხედრო

24

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 05:06-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
სამართალი
მსოფლიო
სპორტი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა არის კოქსართროზი და როგორ უნდა ვუმკურნალოთ მას? - ინტერვიუ ორთოპედ - ტრავმატოლოგ გიორგი ჯგუშიასთან
რა არის კოქსართროზი და როგორ უნდა ვუმკურნალოთ მას? - ინტერვიუ ორთოპედ - ტრავმატოლოგ გიორგი ჯგუშიასთან

კოქ­სართრო­ზი მენჯ-ბარ­ძა­ყის სახ­სრის ქრო­ნი­კუ­ლი და­ა­ვა­დე­ბაა, რო­მე­ლიც ასა­კის მა­ტე­ბას­თან ერ­თად პროგ­რე­სი­რებს და სწო­რი დი­აგ­ნოს­ტი­კი­სა და მკურ­ნა­ლო­ბის გა­რე­შე შე­იძ­ლე­ბა გა­და­ად­გი­ლე­ბის სრუ­ლი შე­ზღუდ­ვა გა­მო­იწ­ვი­ოს.

და­ა­ვა­დე­ბის მთა­ვა­რი სიმპტო­მე­ბი არის: ტკი­ვი­ლი მენჯ-ბარ­ძა­ყის არე­ში, მოძ­რა­ო­ბის შე­ზღუდ­ვა სახ­სარ­ში და მწვა­ვე დის­კომ­ფორ­ტი გა­და­ად­გი­ლე­ბი­სას, რის გა­მოც ადა­მი­ა­ნის ცხოვ­რე­ბის ხა­რის­ხი საგ­რძნობ­ლად ქვე­ით­დე­ბა.

არ­სე­ბობს კოქ­სართრო­ზის მკურ­ნა­ლო­ბის თა­ნა­მედ­რო­ვე მე­თო­დე­ბი, რო­მე­ლიც ადა­მი­ანს და­ა­ვა­დე­ბის ეფექ­ტუ­რად მარ­თვა­ში ეხ­მა­რე­ბა. აღ­ნიშ­ნულ პრო­ცეს­ში გა­დამ­წყვე­ტი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს დრო­ულ დი­აგ­ნოს­ტი­კას, რათა სე­რი­ო­ზუ­ლი გარ­თუ­ლე­ბე­ბი ავი­ცი­ლოთ თა­ვი­დან.

უფრო დე­ტა­ლუ­რად, რა არის კოქ­სართრო­ზი, ვინ არის და­ა­ვა­დე­ბის რისკ-ჯგუფ­ში და რო­გორ ვუმ­კურ­ნა­ლოთ მას, ამის შე­სა­ხებ „ნიუ ჰოს­პი­ტალ­სის“ ორ­თო­პედ - ტრავ­მა­ტო­ლო­გი გი­ორ­გი ჯგუ­შია სა­უბ­რობს:

რა არის კოქ­სართრო­ზი და ვინ არის და­ა­ვა­დე­ბის რისკ-ჯგუფ­ში?

კოქ­სართრო­ზი ქრო­ნი­კუ­ლი, პროგ­რე­სი­რე­ბა­დი და­ა­ვა­დე­ბაა, რო­მე­ლიც მო­ი­ცავს სა­სახ­სრე ხრტი­ლის, ძვლის სუბ­ქონ­დრა­ლუ­რი შრის, სი­ნო­ვი­ა­ლუ­რი მემ­ბრა­ნის, პე­რე­არ­ტი­კუ­ლა­რუ­ლი მყე­სე­ბი­სა და ქსო­ვი­ლე­ბის და­ზი­ა­ნე­ბებს. და­ა­ვა­დე­ბა შე­იძ­ლე­ბა იყოს პირ­ვე­ლა­დი იდი­ო­პა­თი­უ­რი და მე­ო­რა­დი. რო­გორც წესი, პირ­ვე­ლა­დი მო­ი­ცავს და­ზი­ა­ნე­ბის და­ახ­ლო­ე­ბით 25%-ს, ხოლო მე­ო­რა­დი - და­ახ­ლო­ე­ბით 75%-ს.

რაც შე­ე­ხე­ბა რისკ-ჯგუფს, და­ა­ვა­დე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა შე­იძ­ლე­ბა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი იყოს, ასაკ­თან, გე­ნე­ტი­კურ ფაქ­ტო­რებ­თან, წარ­სულ­ში გა­და­ტა­ნილ სახ­სარ­ში­და და­ა­ვა­დე­ბებ­თან და მო­ტე­ხი­ლო­ბებ­თან, პერ­თე­სის და­ა­ვა­დე­ბას­თან და დისპლა­ზი­ებ­თან, დისპლა­ზი­ე­ბი მე­ო­რა­დი კოქ­სართრო­ზის 30%-ს გა­ნა­პი­რო­ბებს. ასა­კის მა­ტე­ბას­თან ერ­თად იც­ვლე­ბა სახ­სრის ბი­ო­მე­ქა­ნი­კა, დატ­ვირ­თვა, ასე­ვე ხდე­ბა ქონ­დრო­ცი­ტე­ბი­სა და ხრტი­ლო­ვა­ნი ქსო­ვი­ლის დე­გე­ნე­რა­ცია, ხრტი­ლო­ვა­ნი ქსო­ვი­ლის აშ­რე­ვე­ბა, სკლე­რო­ზი, ოს­ტე­ო­ფი­ტე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა. სამ­წუ­ხა­როდ რაც უფრო დიდი მა­სის არის პა­ცი­ენ­ტი, ხრტი­ლო­ვა­ნი მატ­რიქ­სის დე­გე­ნე­რა­ცია უფრო სწრა­ფი ტემ­პით მიმ­დი­ნა­რე­ობს.

სა­ინ­ტე­რე­სოა, რა არის და­ა­ვა­დე­ბის ად­რე­უ­ლი სიმპტო­მე­ბი?

სამ­წუ­ხა­როდ, ჩვე­ნი ძი­რი­თა­დი პრობ­ლე­მა არის ის, რომ მო­მარ­თვი­ა­ნო­ბა უკვე ბოლო სტა­დი­ი­სას ხდე­ბა ხოლ­მე, რო­დე­საც სახ­სა­რი ჩა­კე­ტი­ლია და მოძ­რა­ო­ბა თით­ქმის სრუ­ლად არის შე­ზღუ­დუ­ლი. ამ შემ­თხვე­ვა­ში, პა­ცი­ენ­ტი სა­ჭი­რო­ებს ოპე­რა­ცი­ულ ჩა­რე­ვას მენჯ-ბარ­ძა­ყის სახ­სრის ტო­ტა­ლურ ენ­დოპ­რო­თე­ზი­რე­ბას. და­ა­ვა­დე­ბის ად­რე­ულ ეტაპ­ზე და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლია ტი­პუ­რი, სპე­ცი­ფი­კუ­რი ტკი­ვი­ლი სა­ზარ­დუ­ლი­სა და დუნ­დუ­ლა კუნ­თე­ბის მი­და­მო­ში, ირა­დი­ა­ცი­ით მტკივ­ნე­უ­ლი ქვე­და კი­დუ­რის­კენ.

კოქ­სართრო­ზის რამ­დე­ნი სტა­დია არ­სე­ბობს და დი­აგ­ნოს­ტი­კი­სა და მკურ­ნა­ლო­ბის რა მე­თო­დე­ბი გა­მო­ი­ყე­ნე­ბა „ნიუ ჰოს­პი­ტალსში?“

კელგრენ - ლო­უ­რენ­სის კლა­სი­ფი­კა­ცი­ის მი­ხედ­ვით (კლა­სი­ფი­კა­ცია რენტგე­ნო­ლო­გი­უ­რი კრი­ტე­რი­უ­მე­ბის მი­ხედ­ვით) კოქ­სართრო­ზის 4 სტა­დია არ­სე­ბობს. პირ­ვე­ლი და მე­ო­რე სტა­დი­ის დროს ტკი­ვი­ლი იმ­დე­ნად უმ­ნიშ­ვნე­ლოა, რომ პა­ცი­ენ­ტი ყუ­რა­დღე­ბას არ აქ­ცევს, რის გა­მოც შე­იძ­ლე­ბა და­ა­ვა­დე­ბა გარ­თულ­დეს და მოძ­რა­ო­ბის სე­რი­ო­ზულ შე­ზღუდ­ვამ­დე მი­ვი­დეთ. სა­წყის პე­რი­ოდ­ში დის­კომ­ფორ­ტი ძი­რი­თა­დად გა­მო­ხა­ტუ­ლია მენჯ-ბარ­ძა­ყის არე­ში, პა­ცი­ენ­ტი უჩი­ვის ტკი­ვილს სა­ზარ­დუ­ლი­სა და დუნ­დუ­ლა კუნ­თე­ბის მი­და­მო­ში, ირა­დი­ა­ცი­ით ბარ­ძაყ­ში, მუხ­ლის მი­მარ­თუ­ლე­ბით, ძნელ­დე­ბა და მტკივ­ნე­უ­ლია წინ­დი­სა და ფეხ­საც­მლის ჩაც­მაც კი, სხვა­დას­ხვა სა­ხის მოძ­რა­ო­ბა იწ­ვევს ძლი­ერ დის­კომ­ფორ­ტს და ცხოვ­რე­ბის ხა­რის­ხი საგ­რძნობ­ლად ქვე­ით­დე­ბა.

„ნიუ ჰოსტპი­ტალსში“ ხელ­მი­საწ­ვდო­მია თა­ნა­მედ­რო­ვე მე­დი­ცი­ნა­ში არ­სე­ბუ­ლი ყვე­ლა დი­აგ­ნოს­ტი­კუ­რი და სამ­კურ­ნა­ლო სა­შუ­ა­ლე­ბა, რაც სა­სურ­ვე­ლი შე­დე­გის სწრა­ფად მი­ღე­ბა­ში გვეხ­მა­რე­ბა მკურ­ნა­ლო­ბის მე­თო­დი თი­თო­ე­უ­ლი სტა­დი­ის შემ­თხვე­ვა­ში გან­სხვა­ვე­ბუ­ლია.

რო­გორ იმარ­თე­ბა კოქ­სართრო­ზის პირ­ვე­ლი და მე­ო­რე სტა­დია?

აღ­ნიშ­ნულ სტა­დი­ებ­ზე პა­ცი­ენ­ტე­ბის მო­მარ­თვი­ა­ნო­ბა ფაქ­ტობ­რი­ვად ნუ­ლის ტო­ლია, მა­შინ როცა ამ დროს დას­მუ­ლი დი­აგ­ნო­ზი და მკურ­ნა­ლო­ბა პა­ცი­ენტს სე­რი­ო­ზუ­ლი გარ­თუ­ლე­ბის თა­ვი­დან აცი­ლე­ბა­ში ეხ­მა­რე­ბა.

პირ­ველ და მე­ო­რე სტა­დი­ა­ზე სახ­სრის ბი­ო­მე­ქა­ნი­კა მნიშ­ვნე­ლოვ­ნად არ არის და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი, ამი­ტომ კონ­სერ­ვა­ტულ თე­რა­პი­ას მივ­მარ­თავთ ხოლ­მე. მთა­ვა­რი პრინ­ცი­პია, დავ­ტვირ­თოთ სახ­სა­რი, ვი­მოძ­რა­ოთ, თუმ­ცა მე­ქა­ნი­კუ­რი ღერ­ძუ­ლი დატ­ვირ­თვა სახ­სარ­ში იყოს ნაკ­ლე­ბი, რის­თვი­საც სა­ჭი­როა სამ­კურ­ნა­ლო ფი­ზკულ­ტუ­რა, ცურ­ვა, ვე­ლოტ­რე­ნა­ჟო­რი და მა­ნუ­ა­ლუ­რი თე­რა­პია. ამის პა­რა­ლე­ლუ­რად ვნიშ­ნავთ მე­დი­კა­მენ­ტო­ზურ მკურ­ნა­ლო­ბა­საც. რიგ შემ­თხვე­ვებ­ში, სა­წყის ეტაპ­ზე სა­ჭი­რო ხდე­ბა ოპე­რა­ცი­უ­ლი მე­თო­დით მკურ­ნა­ლო­ბა სახ­სრის სე­ნარ­ჩუ­ნე­ბით. ამ დროს ვი­ყე­ნებთ რო­გორც ართროს­კო­პი­ულ ასე­ვე ღია წე­სით ოპე­რა­ცი­ულ ტექ­ნი­კას. აქვე უნდა აღ­ვნიშ­ნო, რომ სამ­წუ­ხა­როდ, კოქ­სართრო­ზი პროგ­რე­სი­რე­ბა­დი და­ა­ვა­დე­ბაა და მისი სწო­რად მარ­თვა ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია.

შე­და­რე­ბით რთუ­ლი - მე­სა­მე და მე­ო­თხე სტა­დი­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში კონ­კრე­ტუ­ლად, რა სა­ხის ქი­რურ­გი­უ­ლი ჩა­რე­ვა ხდე­ბა სა­ჭი­რო?

კოქ­სართრო­ზის ოპე­რა­ცი­უ­ლი მკურ­ნა­ლო­ბა მო­ი­ცავს სახ­სრის ტო­ტა­ლურ ჩა­ნაც­ვლე­ბას ენ­დოპ­რო­თე­ზით. იც­ვლე­ბა სახ­სრის პრო­ქ­სი­მა­ლუ­რი და დის­ტრა­ლუ­რი ნა­წი­ლე­ბი, სპე­ცი­ფი­კუ­რი ოს­ტე­ოპრო­ფი­ლე­ბით მუ­შავ­დე­ბა ბარ­ძა­ყის და ტა­ბე­ხის ფო­სოს კომ­პო­ნენ­ტე­ბი. ოპე­რა­ცი­ის ხან­გრძლი­ვო­ბა და­ახ­ლო­ე­ბით 40-60 წუ­თია, გა­აჩ­ნია სახ­სრის და­ზი­ა­ნე­ბის ხა­რისხს და შე­სა­ბა­მი­სად ოპე­რა­ცი­ის მაშ­ტაბს.

ოპე­რა­ცი­ის შემ­დგომ პა­ცი­ენ­ტი უკვე ანეს­თე­ზი­ო­ლო­გი­სა და რე­ა­ნი­მა­ტო­ლო­გის მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბის ქვე­შაა.

გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლია, რომ მკურ­ნა­ლო­ბის პრო­ცე­სი ოპე­რა­ცი­ით არ სრულ­დე­ბა. პა­ცი­ენ­ტი კლი­ნი­კი­დან ეწე­რე­ბა რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბით. კერ­ძოდ, თრომ­ბო­ემ­ბო­ლი­ის პრე­ვენ­ცი­ის­თვის და­ახ­ლო­ე­ბით 30-35 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში უნდა ჩა­ი­ტა­როს მე­დი­კა­მენ­ტო­ზუ­რი თე­რა­პია, ასე­ვე ვნიშ­ნავთ ტკი­ვილ­გა­მა­ყუ­ჩებ­ლებს, ან­თე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო პრე­პა­რა­ტებს. აუ­ცი­ლე­ბე­ლია პოს­ტო­პე­რა­ცი­უ­ლი რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია რე­ა­ბი­ლი­ტო­ლო­გის მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბის ქვეშ.

თუ ექი­მის ყვე­ლა რე­კო­მენ­და­ცია არ შეს­რულ­და, სა­სურ­ვე­ლი შე­დე­გის მიღ­წე­ვა ძა­ლი­ან რთუ­ლი, ფაქ­ტობ­რი­ვად, შე­უძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბა.

და­ბო­ლოს, რა ზო­გად რე­კო­მენ­და­ცი­ებს მის­ცემ­დით მათ, ვი­საც კოქ­სართროზ­თან და­კავ­ში­რე­ბით აქვს ეჭვი?

თუკი სა­ზარ­დუ­ლი­სა და დუნ­დუ­ლა კუნ­თის მი­და­მო­ში ამ­ჩნევთ ტკი­ვილს, გიძ­ნელ­დე­ბათ ფეხ­საც­მლის ჩაც­მა, გა­და­ად­გი­ლე­ბა, ზო­გა­დად დახ­რა, რაც ადრე პრობ­ლე­მას არ წარ­მო­ად­გენ­და, აუ­ცი­ლებ­ლად მი­მარ­თეთ ორ­თო­პედ-ტრავ­მა­ტო­ლოგს, რათა დრო­უ­ლად მი­აკ­ვლი­ოთ პრობ­ლე­მის სა­წყისს, იმ­კურ­ნა­ლოთ და და­უბ­რუნ­დეთ ცხოვ­რე­ბის ჩვე­ულ რიტმს.

R

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
სოფო
0

მაინტერესებს რა შეიძლება მივიღო ტკივილის დროს და რომელი წამალი მივიღო ანთების საწინააღმდეგო,მაწუხებს ტკივილი ჩადის მუხლამდე,მარცხენა მხარეს ვერ ვწვები ისე მტკივა

ტტტ
3

ექიმთან მისვლა არ არის მთავარი, რაჯდება მკურნალობა? სასწაული....

ავტორი:

რა არის კოქსართროზი და როგორ უნდა ვუმკურნალოთ მას? - ინტერვიუ ორთოპედ - ტრავმატოლოგ გიორგი ჯგუშიასთან

რა არის კოქსართროზი და როგორ უნდა ვუმკურნალოთ მას? - ინტერვიუ ორთოპედ - ტრავმატოლოგ გიორგი ჯგუშიასთან

კოქსართროზი მენჯ-ბარძაყის სახსრის ქრონიკული დაავადებაა, რომელიც ასაკის მატებასთან ერთად პროგრესირებს და სწორი დიაგნოსტიკისა და მკურნალობის გარეშე შეიძლება გადაადგილების სრული შეზღუდვა გამოიწვიოს.

დაავადების მთავარი სიმპტომები არის: ტკივილი მენჯ-ბარძაყის არეში, მოძრაობის შეზღუდვა სახსარში და მწვავე დისკომფორტი გადაადგილებისას, რის გამოც ადამიანის ცხოვრების ხარისხი საგრძნობლად ქვეითდება.

არსებობს კოქსართროზის მკურნალობის თანამედროვე მეთოდები, რომელიც ადამიანს დაავადების ეფექტურად მართვაში ეხმარება. აღნიშნულ პროცესში გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს დროულ დიაგნოსტიკას, რათა სერიოზული გართულებები ავიცილოთ თავიდან.

უფრო დეტალურად, რა არის კოქსართროზი, ვინ არის დაავადების რისკ-ჯგუფში და როგორ ვუმკურნალოთ მას, ამის შესახებ „ნიუ ჰოსპიტალსის“ ორთოპედ - ტრავმატოლოგი გიორგი ჯგუშია საუბრობს:

რა არის კოქსართროზი და ვინ არის დაავადების რისკ-ჯგუფში?

კოქსართროზი ქრონიკული, პროგრესირებადი დაავადებაა, რომელიც მოიცავს სასახსრე ხრტილის, ძვლის სუბქონდრალური შრის, სინოვიალური მემბრანის, პერეარტიკულარული მყესებისა და ქსოვილების დაზიანებებს. დაავადება შეიძლება იყოს პირველადი იდიოპათიური და მეორადი. როგორც წესი, პირველადი მოიცავს დაზიანების დაახლოებით 25%-ს, ხოლო მეორადი - დაახლოებით 75%-ს.

რაც შეეხება რისკ-ჯგუფს, დაავადების განვითარება შეიძლება დაკავშირებული იყოს, ასაკთან, გენეტიკურ ფაქტორებთან, წარსულში გადატანილ სახსარშიდა დაავადებებთან და მოტეხილობებთან, პერთესის დაავადებასთან და დისპლაზიებთან, დისპლაზიები მეორადი კოქსართროზის 30%-ს განაპირობებს. ასაკის მატებასთან ერთად იცვლება სახსრის ბიომექანიკა, დატვირთვა, ასევე ხდება ქონდროციტებისა და ხრტილოვანი ქსოვილის დეგენერაცია, ხრტილოვანი ქსოვილის აშრევება, სკლეროზი, ოსტეოფიტების განვითარება. სამწუხაროდ რაც უფრო დიდი მასის არის პაციენტი, ხრტილოვანი მატრიქსის დეგენერაცია უფრო სწრაფი ტემპით მიმდინარეობს.

საინტერესოა, რა არის დაავადების ადრეული სიმპტომები?

სამწუხაროდ, ჩვენი ძირითადი პრობლემა არის ის, რომ მომართვიანობა უკვე ბოლო სტადიისას ხდება ხოლმე, როდესაც სახსარი ჩაკეტილია და მოძრაობა თითქმის სრულად არის შეზღუდული. ამ შემთხვევაში, პაციენტი საჭიროებს ოპერაციულ ჩარევას მენჯ-ბარძაყის სახსრის ტოტალურ ენდოპროთეზირებას. დაავადების ადრეულ ეტაპზე დამახასიათებელია ტიპური, სპეციფიკური ტკივილი საზარდულისა და დუნდულა კუნთების მიდამოში, ირადიაციით მტკივნეული ქვედა კიდურისკენ.

კოქსართროზის რამდენი სტადია არსებობს და დიაგნოსტიკისა და მკურნალობის რა მეთოდები გამოიყენება „ნიუ ჰოსპიტალსში?“

კელგრენ - ლოურენსის კლასიფიკაციის მიხედვით (კლასიფიკაცია რენტგენოლოგიური კრიტერიუმების მიხედვით) კოქსართროზის 4 სტადია არსებობს. პირველი და მეორე სტადიის დროს ტკივილი იმდენად უმნიშვნელოა, რომ პაციენტი ყურადღებას არ აქცევს, რის გამოც შეიძლება დაავადება გართულდეს და მოძრაობის სერიოზულ შეზღუდვამდე მივიდეთ. საწყის პერიოდში დისკომფორტი ძირითადად გამოხატულია მენჯ-ბარძაყის არეში, პაციენტი უჩივის ტკივილს საზარდულისა და დუნდულა კუნთების მიდამოში, ირადიაციით ბარძაყში, მუხლის მიმართულებით, ძნელდება და მტკივნეულია წინდისა და ფეხსაცმლის ჩაცმაც კი, სხვადასხვა სახის მოძრაობა იწვევს ძლიერ დისკომფორტს და ცხოვრების ხარისხი საგრძნობლად ქვეითდება.

„ნიუ ჰოსტპიტალსში“ ხელმისაწვდომია თანამედროვე მედიცინაში არსებული ყველა დიაგნოსტიკური და სამკურნალო საშუალება, რაც სასურველი შედეგის სწრაფად მიღებაში გვეხმარება მკურნალობის მეთოდი თითოეული სტადიის შემთხვევაში განსხვავებულია.

როგორ იმართება კოქსართროზის პირველი და მეორე სტადია?

აღნიშნულ სტადიებზე პაციენტების მომართვიანობა ფაქტობრივად ნულის ტოლია, მაშინ როცა ამ დროს დასმული დიაგნოზი და მკურნალობა პაციენტს სერიოზული გართულების თავიდან აცილებაში ეხმარება.

პირველ და მეორე სტადიაზე სახსრის ბიომექანიკა მნიშვნელოვნად არ არის დაზიანებული, ამიტომ კონსერვატულ თერაპიას მივმართავთ ხოლმე. მთავარი პრინციპია, დავტვირთოთ სახსარი, ვიმოძრაოთ, თუმცა მექანიკური ღერძული დატვირთვა სახსარში იყოს ნაკლები, რისთვისაც საჭიროა სამკურნალო ფიზკულტურა, ცურვა, ველოტრენაჟორი და მანუალური თერაპია. ამის პარალელურად ვნიშნავთ მედიკამენტოზურ მკურნალობასაც. რიგ შემთხვევებში, საწყის ეტაპზე საჭირო ხდება ოპერაციული მეთოდით მკურნალობა სახსრის სენარჩუნებით. ამ დროს ვიყენებთ როგორც ართროსკოპიულ ასევე ღია წესით ოპერაციულ ტექნიკას. აქვე უნდა აღვნიშნო, რომ სამწუხაროდ, კოქსართროზი პროგრესირებადი დაავადებაა და მისი სწორად მართვა ძალიან მნიშვნელოვანია.

შედარებით რთული - მესამე და მეოთხე სტადიების შემთხვევაში კონკრეტულად, რა სახის ქირურგიული ჩარევა ხდება საჭირო?

კოქსართროზის ოპერაციული მკურნალობა მოიცავს სახსრის ტოტალურ ჩანაცვლებას ენდოპროთეზით. იცვლება სახსრის პროქსიმალური და დისტრალური ნაწილები, სპეციფიკური ოსტეოპროფილებით მუშავდება ბარძაყის და ტაბეხის ფოსოს კომპონენტები. ოპერაციის ხანგრძლივობა დაახლოებით 40-60 წუთია, გააჩნია სახსრის დაზიანების ხარისხს და შესაბამისად ოპერაციის მაშტაბს.

ოპერაციის შემდგომ პაციენტი უკვე ანესთეზიოლოგისა და რეანიმატოლოგის მეთვალყურეობის ქვეშაა.

გასათვალისწინებელია, რომ მკურნალობის პროცესი ოპერაციით არ სრულდება. პაციენტი კლინიკიდან ეწერება რეკომენდაციებით. კერძოდ, თრომბოემბოლიის პრევენციისთვის დაახლოებით 30-35 დღის განმავლობაში უნდა ჩაიტაროს მედიკამენტოზური თერაპია, ასევე ვნიშნავთ ტკივილგამაყუჩებლებს, ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებს. აუცილებელია პოსტოპერაციული რეაბილიტაცია რეაბილიტოლოგის მეთვალყურეობის ქვეშ.

თუ ექიმის ყველა რეკომენდაცია არ შესრულდა, სასურველი შედეგის მიღწევა ძალიან რთული, ფაქტობრივად, შეუძლებელი იქნება.

დაბოლოს, რა ზოგად რეკომენდაციებს მისცემდით მათ, ვისაც კოქსართროზთან დაკავშირებით აქვს ეჭვი?

თუკი საზარდულისა და დუნდულა კუნთის მიდამოში ამჩნევთ ტკივილს, გიძნელდებათ ფეხსაცმლის ჩაცმა, გადაადგილება, ზოგადად დახრა, რაც ადრე პრობლემას არ წარმოადგენდა, აუცილებლად მიმართეთ ორთოპედ-ტრავმატოლოგს, რათა დროულად მიაკვლიოთ პრობლემის საწყისს, იმკურნალოთ და დაუბრუნდეთ ცხოვრების ჩვეულ რიტმს.

R