პოლიტიკა
კონფლიქტები
სამხედრო

24

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 05:06-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
სამართალი
მსოფლიო
სპორტი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ამ ტიპის ღონისძიებები გამოცდილებისა და ცოდნის გაზიარების ერთ-ერთი საუკეთესო გზაა“ – აგრონომიის ფაკულტეტის სტუდენტი "ბაიარენაზე"
"ამ ტიპის ღონისძიებები გამოცდილებისა და ცოდნის გაზიარების ერთ-ერთი საუკეთესო გზაა“ – აგრონომიის ფაკულტეტის სტუდენტი "ბაიარენაზე"

2 სექ­ტემ­ბერს, ლა­გო­დე­ხის რა­ი­ო­ნის სო­ფელ ჭი­ა­ურ­ში „აგ­როს­ფე­როს“ ორ­გა­ნი­ზე­ბით Dekalb-ს სი­მინ­დის მინ­დვ­რის დღე, „ბა­ი­ა­რე­ნა“ გა­ი­მარ­თა. ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე სა­ქარ­თვე­ლოს სხვა­დას­ხვა რე­გი­ო­ნი­დან მოწ­ვე­უ­ლი ფერ­მე­რე­ბი და სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბით და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი პი­რე­ბი დე­ტა­ლუ­რად გა­ეც­ნენ Dekalb-ის ახალ ჰიბ­რი­დებს, მათ მა­ხა­სი­ა­თებ­ლებ­სა და უპი­რა­ტე­სო­ბებს. ამას­თა­ნა­ვე, სი­მინ­დის მოყ­ვა­ნის­თვის სა­ჭი­რო აგ­რო­ტექ­ნი­კურ სა­მუ­შა­ო­ებ­სა და ინო­ვა­ცი­ურ პრე­პა­რა­ტებს. „ბა­ი­ა­რე­ნას“ და­ეს­წრნენ „აგ­როს­ფე­როს“ სტა­ჟი­ო­რი სტუ­დენ­ტე­ბიც, რომ­ლე­ბიც აგ­რა­რუ­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტის აგ­რო­ნო­მი­ის ფა­კულ­ტე­ტის მე-3 კურ­სზე სწავ­ლო­ბენ.

რით იყო სა­ინ­ტე­რე­სო „ბა­ი­ა­რე­ნა“ მათ­თვის და რა­ტომ არის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მსგავ­სი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი მათი გან­ვი­თა­რე­ბის­თვის? – ამ და სხვა სა­კი­თხებ­ზე სტუ­დენ­ტებს ვე­სა­უბ­რეთ.

რამ­დე­ნად სა­ინ­ტე­რე­სო აღ­მოჩ­ნდა ეს შეხ­ვედ­რა თქვენ­თვის?

ნიკა ბე­რი­აშ­ვი­ლი: ეს შეხ­ვედ­რა ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო აღ­მოჩ­ნდა ჩემ­თვის, რად­გან ბევ­რი სა­ინ­ტე­რე­სო და სა­ჭი­რო ინ­ფორ­მა­ცია მი­ვი­ღე. ასე­ვე, გა­ვე­ცა­ნი კომ­პა­ნია „აგ­როს­ფე­როს“ და­სა­ხულ მიზ­ნებ­სა და მათ მიღ­წე­ვებს რე­გი­ონ­ში, რა­მაც დიდი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა მო­ახ­დი­ნა ჩემ­ზე.

შეხ­ვედ­რის გან­მავ­ლო­ბა­ში ორ­გა­ნი­ზა­ტო­რებ­მა გა­ნი­ხი­ლეს ჰიბ­რი­დუ­ლი ჯი­შის სი­მინ­დი, გაგ­ვაც­ნეს ისიც, თუ რა აგ­რო­ტექ­ნი­კუ­რი სა­მუ­შა­ო­ე­ბი ჩა­ტარ­და მცე­ნა­რის ვე­გე­ტა­ცი­ის პე­რი­ოდ­ში. ყვე­ლა­ზე შთამ­ბეჭ­და­ვი იყო ის ფაქ­ტი, რომ სი­მინ­დის ნა­წი­ლი და­თე­სი­ლი იყო ურ­წყავ ზო­ნა­ში, მაგ­რამ, მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, ძა­ლი­ან მა­ღა­ლი იყო მო­სავ­ლი­ა­ნო­ბა. ეს კი იმ კონ­კრე­ტუ­ლი ჰიბ­რი­დის უპი­რა­ტე­სო­ბა­ზე მე­ტყვე­ლებს.

მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იყო მოწ­ვე­ულ ფერ­მე­რებ­თან კო­მუ­ნი­კა­ცი­აც, რაც ქარ­თველ ფერ­მე­რებ­ზე შე­ხე­დუ­ლე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა­ში და­მეხ­მა­რა. კერ­ძოდ, შე­ვი­ტყვე ის, თუ რას ანი­ჭე­ბენ უპი­რა­ტე­სო­ბას და რო­გორ უდ­გე­ბი­ან სა­მე­ურ­ნეო საქ­მი­ა­ნო­ბას.

ლუკა პავ­ლი­აშ­ვი­ლი: პი­რა­დად ჩემ­თვის ეს ღო­ნის­ძი­ე­ბა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იყო იმით, რომ ბევ­რი რამ შე­ვი­ტყვე Dekalb-ის ჰიბ­რი­დე­ბის შე­სა­ხებ, ასე­ვე, ზო­გა­დად, სი­მინ­დის კულ­ტუ­რის მოყ­ვა­ნა­ზე. შე­მექ­მნა წარ­მოდ­გე­ნა აგ­რო­ტექ­ნი­კურ სა­მუ­შა­ო­ებ­ზე, ხარ­ჯებ­ზე, რე­ა­ლი­ზა­ცი­ის გზებ­ზე და იმ გა­მოწ­ვე­ვებ­სა და სირ­თუ­ლე­ებ­ზე, რაც შე­იძ­ლე­ბა ამ პრო­ცესს ახ­ლდეს.

ნა­ნი­კო სა­ბე­ლაშ­ვი­ლი: ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე მქონ­და შე­საძ­ლებ­ლო­ბა, გავ­ცნო­ბო­დი სი­მინ­დის სხვა­დას­ხვა ტი­პის ახალ სა­თეს­ლე მა­სა­ლას, გა­მე­გო მათი უპი­რა­ტე­სო­ბე­ბის შე­სა­ხებ და, რაც მთა­ვა­რია, უშუ­ა­ლოდ დავკვირ­ვე­ბო­დი ამ ჰიბ­რი­დე­ბის­გან მი­ღე­ბულ მო­სა­ვალს.

რო­გორ შე­ი­ტყვეთ „ბა­ი­ა­რე­ნა­ზე“ და რამ­დე­ნად ხში­რად ეს­წრე­ბით მსგავს ღო­ნის­ძი­ე­ბებს?

ალექ­სან­დრე კო­შა­ძე: „ბა­ი­ა­რე­ნას“ შე­სა­ხებ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში „აგ­როს­ფე­როს“ წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის­გან გა­ვი­გე, და­მა­ინ­ტე­რე­სა და გა­დავ­წყვი­ტე მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­მე­ღო. შეხ­ვედ­რა ძა­ლი­ან ინ­ფორ­მა­ტი­უ­ლი იყო და ბევ­რი ახა­ლი რამ შე­ვი­ტყვე სი­მინ­დის კულ­ტუ­რა­ზე, რაც ჩემს პრო­ფე­სი­ულ გან­ვი­თა­რე­ბას მნიშ­ვნე­ლოვ­ნად შე­უ­წყობს ხელს. შე­სა­ბა­მი­სად, ვფიქ­რობ, სა­მო­მავ­ლოდ უფრო ხში­რად და­ვეს­წრე­ბი ამ ტი­პის ღო­ნის­ძი­ე­ბებს.

ლუკა პავ­ლი­აშ­ვი­ლი: „ბა­ი­ა­რე­ნა­ზე“ მეც „აგ­როს­ფე­როს“ დახ­მა­რე­ბით გა­ვი­გე და პირ­ვე­ლად მოვ­ხვდი მსგავს ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე. შეხ­ვედ­რა­ზე დავ­რწმუნ­დი, რამ­დე­ნად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ასე­თი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის ხში­რად ჩა­ტა­რე­ბა და სტუ­დენ­ტე­ბის­თვის მათ­ზე დას­წრე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბის მი­ცე­მა.

მა­ინც რა­ტომ არის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ამ ტი­პის ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი სტუ­დენ­ტე­ბის­თვის?

ნა­ნი­კო სა­ბე­ლაშ­ვი­ლი: ვფიქ­რობ, რომ ამ ტი­პის ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი გა­მოც­დი­ლე­ბი­სა და ცოდ­ნის გა­ზი­ა­რე­ბის ერთ-ერთი სა­უ­კე­თე­სო გზაა. ეს გან­სა­კუთ­რე­ბით მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ჩემ­თვის, რო­გორც დამ­წყე­ბი აგ­რო­ნო­მის­თვის, რო­მე­ლიც ახლა იწყებს ამ სფე­რო­ში გზის გაკ­ვალ­ვას.

ნიკა ბე­რი­აშ­ვი­ლი: ისი­ნი პრო­ფე­სი­ულ სფე­როს­თან და­ახ­ლო­ე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბას გვაძ­ლევს და გვიქ­მნის წარ­მოდ­გე­ნას, თუ რო­გორ მუ­შა­ობს სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში, რა ინო­ვა­ცი­ე­ბი ინერ­გე­ბა დარ­გში და ა.შ. ასე­ვე, უშუ­ა­ლოდ ვხდე­ბით პრო­ფე­სი­ო­ნა­ლებ­სა და ფერ­მე­რებს, რაც დამ­წყებ აგ­რო­ნო­მებს მეტ მო­ტი­ვა­ცი­ას გვაძ­ლევს.

NS

ავტორი:

"ამ ტიპის ღონისძიებები გამოცდილებისა და ცოდნის გაზიარების ერთ-ერთი საუკეთესო გზაა“ – აგრონომიის ფაკულტეტის სტუდენტი "ბაიარენაზე"

"ამ ტიპის ღონისძიებები გამოცდილებისა და ცოდნის გაზიარების ერთ-ერთი საუკეთესო გზაა“ – აგრონომიის ფაკულტეტის სტუდენტი "ბაიარენაზე"

2 სექტემბერს, ლაგოდეხის რაიონის სოფელ ჭიაურში „აგროსფეროს“ ორგანიზებით Dekalb-ს სიმინდის მინდვრის დღე, „ბაიარენა“ გაიმართა. ღონისძიებაზე საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან მოწვეული ფერმერები და სოფლის მეურნეობით დაინტერესებული პირები დეტალურად გაეცნენ Dekalb-ის ახალ ჰიბრიდებს, მათ მახასიათებლებსა და უპირატესობებს. ამასთანავე, სიმინდის მოყვანისთვის საჭირო აგროტექნიკურ სამუშაოებსა და ინოვაციურ პრეპარატებს. „ბაიარენას“ დაესწრნენ „აგროსფეროს“ სტაჟიორი სტუდენტებიც, რომლებიც აგრარული უნივერსიტეტის აგრონომიის ფაკულტეტის მე-3 კურსზე სწავლობენ.

რით იყო საინტერესო „ბაიარენა“ მათთვის და რატომ არის მნიშვნელოვანი მსგავსი ღონისძიებები მათი განვითარებისთვის? – ამ და სხვა საკითხებზე სტუდენტებს ვესაუბრეთ.

რამდენად საინტერესო აღმოჩნდა ეს შეხვედრა თქვენთვის?

ნიკა ბერიაშვილი: ეს შეხვედრა ძალიან საინტერესო აღმოჩნდა ჩემთვის, რადგან ბევრი საინტერესო და საჭირო ინფორმაცია მივიღე. ასევე, გავეცანი კომპანია „აგროსფეროს“ დასახულ მიზნებსა და მათ მიღწევებს რეგიონში, რამაც დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე.

შეხვედრის განმავლობაში ორგანიზატორებმა განიხილეს ჰიბრიდული ჯიშის სიმინდი, გაგვაცნეს ისიც, თუ რა აგროტექნიკური სამუშაოები ჩატარდა მცენარის ვეგეტაციის პერიოდში. ყველაზე შთამბეჭდავი იყო ის ფაქტი, რომ სიმინდის ნაწილი დათესილი იყო ურწყავ ზონაში, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ძალიან მაღალი იყო მოსავლიანობა. ეს კი იმ კონკრეტული ჰიბრიდის უპირატესობაზე მეტყველებს.

მნიშვნელოვანი იყო მოწვეულ ფერმერებთან კომუნიკაციაც, რაც ქართველ ფერმერებზე შეხედულების ჩამოყალიბებაში დამეხმარა. კერძოდ, შევიტყვე ის, თუ რას ანიჭებენ უპირატესობას და როგორ უდგებიან სამეურნეო საქმიანობას.

ლუკა პავლიაშვილი: პირადად ჩემთვის ეს ღონისძიება მნიშვნელოვანი იყო იმით, რომ ბევრი რამ შევიტყვე Dekalb-ის ჰიბრიდების შესახებ, ასევე, ზოგადად, სიმინდის კულტურის მოყვანაზე. შემექმნა წარმოდგენა აგროტექნიკურ სამუშაოებზე, ხარჯებზე, რეალიზაციის გზებზე და იმ გამოწვევებსა და სირთულეებზე, რაც შეიძლება ამ პროცესს ახლდეს.

ნანიკო საბელაშვილი: ღონისძიებაზე მქონდა შესაძლებლობა, გავცნობოდი სიმინდის სხვადასხვა ტიპის ახალ სათესლე მასალას, გამეგო მათი უპირატესობების შესახებ და, რაც მთავარია, უშუალოდ დავკვირვებოდი ამ ჰიბრიდებისგან მიღებულ მოსავალს.

როგორ შეიტყვეთ „ბაიარენაზე“ და რამდენად ხშირად ესწრებით მსგავს ღონისძიებებს?

ალექსანდრე კოშაძე: „ბაიარენას“ შესახებ უნივერსიტეტში „აგროსფეროს“ წარმომადგენლებისგან გავიგე, დამაინტერესა და გადავწყვიტე მონაწილეობა მიმეღო. შეხვედრა ძალიან ინფორმატიული იყო და ბევრი ახალი რამ შევიტყვე სიმინდის კულტურაზე, რაც ჩემს პროფესიულ განვითარებას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს. შესაბამისად, ვფიქრობ, სამომავლოდ უფრო ხშირად დავესწრები ამ ტიპის ღონისძიებებს.

ლუკა პავლიაშვილი: „ბაიარენაზე“ მეც „აგროსფეროს“ დახმარებით გავიგე და პირველად მოვხვდი მსგავს ღონისძიებაზე. შეხვედრაზე დავრწმუნდი, რამდენად მნიშვნელოვანია ასეთი ღონისძიებების ხშირად ჩატარება და სტუდენტებისთვის მათზე დასწრების შესაძლებლობის მიცემა.

მაინც რატომ არის მნიშვნელოვანი ამ ტიპის ღონისძიებები სტუდენტებისთვის?

ნანიკო საბელაშვილი: ვფიქრობ, რომ ამ ტიპის ღონისძიებები გამოცდილებისა და ცოდნის გაზიარების ერთ-ერთი საუკეთესო გზაა. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩემთვის, როგორც დამწყები აგრონომისთვის, რომელიც ახლა იწყებს ამ სფეროში გზის გაკვალვას.

ნიკა ბერიაშვილი: ისინი პროფესიულ სფეროსთან დაახლოების შესაძლებლობას გვაძლევს და გვიქმნის წარმოდგენას, თუ როგორ მუშაობს სოფლის მეურნეობა საქართველოში, რა ინოვაციები ინერგება დარგში და ა.შ. ასევე, უშუალოდ ვხდებით პროფესიონალებსა და ფერმერებს, რაც დამწყებ აგრონომებს მეტ მოტივაციას გვაძლევს.

NS