Faceამბები
პოლიტიკა
სამხედრო

22

იანვარი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 02:59-ზე, მთვარე მორიელშია კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ ხორციან კერძებს. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე.
მსოფლიო
საზოგადოება
სამართალი
მოზაიკა
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ყველაფერი გიორგი ვაშაძის დაკვეთით გავაკეთე... მითხრა, ისროლე და თუ რამეა, მე გაგიყვან ციხიდანო" - რუსული კანონის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე დაკავებული ახალგაზრდა
"ყველაფერი გიორგი ვაშაძის დაკვეთით გავაკეთე... მითხრა, ისროლე და თუ რამეა, მე გაგიყვან ციხიდანო" - რუსული კანონის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე დაკავებული ახალგაზრდა

ფრი­დონ ბუ­ბუ­ტე­იშ­ვილ­მა, რო­მე­ლიც რუ­სუ­ლი კა­ნო­ნის წი­ნა­აღ­მდეგ აქ­ცი­ა­ზე და­ა­კა­ვეს, 17 სექ­ტემ­ბერს გა­მარ­თულ სხდო­მა­ზე გან­ცხა­დე­ბა გა­ა­კე­თა და აღ­ნიშ­ნა, რომ "დაკ­ვე­თით მოქ­მე­დებ­და”. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას "პუბ­ლი­კა" ავ­რცე­ლებს.

  • "ეს ყვე­ლა­ფე­რი გა­ვა­კე­თე გი­ორ­გი ვა­შა­ძის დაკ­ვე­თით. მან მი­თხრა, ის­რო­ლე და თუ რა­მეა, მე აქ ვარ და გა­გიყ­ვა­ნო. ფაქ­ტი სა­ხე­ზეა, არც გავ­ყა­ვარ და…“, - ცი­ტი­რებს ბუ­ბუ­ტე­იშ­ვილს “პუბ­ლი­კა“.

ამას­თან, გა­მო­ცე­მა ავ­რცე­ლებს ად­ვო­კატ, ლაშა ტყე­შე­ლა­ძის პო­ზი­ცი­ა­საც, სა­დაც ის ამ­ბობს, რომ მისი დაც­ვის ქვეშ მყოფს ეს დე­ტა­ლი აქამ­დე მას­თან სა­უ­ბარ­ში არ გა­ნუ­ცხა­დე­ბია.

ამას­თან, გა­მო­ცე­მა წერს, რომ გი­ორ­გი ვა­შა­ძეს­თან და­კავ­ში­რე­ბას ცდი­ლობს. ის სა­ქარ­თვე­ლო­ში არ იმ­ყო­ფე­ბა. მისი პირ­ვე­ლა­დი პო­ზი­ცი­ის მი­ღე­ბა გა­მო­ცე­მამ პარ­ტი­ის პრეს­სამ­სა­ხუ­რის სა­შუ­ა­ლე­ბით შეძ­ლო. მათი ცნო­ბით, გი­ორ­გი ვა­შა­ძე არ იც­ნობს ბრალ­დე­ბულს და მას­თან არა­ნა­ი­რი შემ­ხებ­ლო­ბა წინა პე­რი­ოდ­ში არ ჰქო­ნია.

"პუბ­ლი­კას“ ინ­ფორ­მა­ცი­ით, პრო­ცეს­ზე­ვე ად­ვო­კატ­მა აცი­ლე­ბა მო­ი­თხო­ვა, მო­სა­მარ­თლის მი­მარ­თვის სა­ფუძ­ველ­ზე ბუ­ბუ­ტე­იშ­ვილს სა­ხა­ზი­ნო ად­ვო­კა­ტი და­ე­ნიშ­ნე­ბა.

გა­მო­ცე­მა აღ­ნიშ­ნავს, რომ რო­გორც ბუ­ბუ­ტე­იშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით აღიქ­მე­ბო­და, მას მო­ლო­დი­ნი ჰქონ­და გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის. ხოლო იმის გამო, რომ ამ ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში მას ცი­ხე­ში უწევს ყოფ­ნა, ად­ვო­კა­ტის მი­მართ უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა ამ კუ­თხი­თაც გა­მოთ­ქვა.

"ორი თვეა, სამი თვეა მე­უბ­ნე­ბი, არ აღი­ა­რო, ჩვენ ვეც­დე­ბით ყვე­ლა­ნა­ი­რად, გა­გიყ­ვა­ნოთ… ფაქ­ტი სა­ხე­ზეა, 5 თვეა უკვე ვიმ­ყო­ფე­ბი [ცი­ხე­ში]… არც ვა­შა­ძეა [გვერ­დით], ყუ­რა­დღე­ბა­საც არ მაქ­ცევს და არც არა­ვინ და რა ვიცი… დაკ­ვე­თით გა­ვა­კე­თე ეს ყვე­ლა­ფე­რი, გე­უბ­ნე­ბით და „დალ­შე” თქვენ იცით”, - მი­მარ­თა მან ჯერ ად­ვო­კატს, ბო­ლოს კი მო­სა­მარ­თლეს.

„მო­სა­მარ­თლემ მას გა­ნუ­მარ­ტა უფ­ლე­ბე­ბი, მო­უ­წო­და, რომ ად­ვო­კატ­თან ერ­თად შემ­დეგ სხდო­მამ­დე ჩა­მო­ა­ყა­ლი­ბოს სტრა­ტე­გია და პო­ზი­ცია, მათ შო­რის ბრა­ლის აღი­ა­რე­ბა­ზე, საპ­რო­ცე­სო შე­თან­ხმე­ბის­თვის მი­მარ­თვა­ზე და ა.შ”, - წერს პუბ­ლი­კა.

„პუბ­ლი­კას“ ინ­ფორ­მა­ცი­ით, პრო­კუ­რა­ტუ­რა ბუ­ბუ­ტე­იშ­ვილს პარ­ლა­მენ­ტის ჭიშ­კრის და­ზი­ა­ნე­ბას ედა­ვე­ბა, რა­მაც 500 ლა­რის ზი­ა­ნი გა­მო­იწ­ვია. ასე­ვე, მე­ხან­ძრე-მაშ­ვე­ლის­თვის ქვის სრო­ლას, რო­მე­ლიც მას მარ­ცხე­ნა მხარ­ში მოხ­ვდა. ბუ­ბუ­ტე­იშ­ვი­ლის­თვის წარ­დგე­ნი­ლი ეს მუხ­ლი 4-დან 7 წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ცვლილებების წინაშე დადგა აშშ-ი და რა გამოხმაურება მოჰყვა დონალდ ტრამპის ინაუგურაციას
ავტორი:

"ყველაფერი გიორგი ვაშაძის დაკვეთით გავაკეთე... მითხრა, ისროლე და თუ რამეა, მე გაგიყვან ციხიდანო" - რუსული კანონის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე დაკავებული ახალგაზრდა

"ყველაფერი გიორგი ვაშაძის დაკვეთით გავაკეთე... მითხრა, ისროლე და თუ რამეა, მე გაგიყვან ციხიდანო" - რუსული კანონის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე დაკავებული ახალგაზრდა

ფრიდონ ბუბუტეიშვილმა, რომელიც რუსული კანონის წინააღმდეგ აქციაზე დააკავეს, 17 სექტემბერს გამართულ სხდომაზე განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ "დაკვეთით მოქმედებდა”. ამის შესახებ ინფორმაციას "პუბლიკა" ავრცელებს.

  • "ეს ყველაფერი გავაკეთე გიორგი ვაშაძის დაკვეთით. მან მითხრა, ისროლე და თუ რამეა, მე აქ ვარ და გაგიყვანო. ფაქტი სახეზეა, არც გავყავარ და…“, - ციტირებს ბუბუტეიშვილს “პუბლიკა“.

ამასთან, გამოცემა ავრცელებს ადვოკატ, ლაშა ტყეშელაძის პოზიციასაც, სადაც ის ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს ეს დეტალი აქამდე მასთან საუბარში არ განუცხადებია.

ამასთან, გამოცემა წერს, რომ გიორგი ვაშაძესთან დაკავშირებას ცდილობს. ის საქართველოში არ იმყოფება. მისი პირველადი პოზიციის მიღება გამოცემამ პარტიის პრესსამსახურის საშუალებით შეძლო. მათი ცნობით, გიორგი ვაშაძე არ იცნობს ბრალდებულს და მასთან არანაირი შემხებლობა წინა პერიოდში არ ჰქონია.

"პუბლიკას“ ინფორმაციით, პროცესზევე ადვოკატმა აცილება მოითხოვა, მოსამართლის მიმართვის საფუძველზე ბუბუტეიშვილს სახაზინო ადვოკატი დაენიშნება.

გამოცემა აღნიშნავს, რომ როგორც ბუბუტეიშვილის განცხადებით აღიქმებოდა, მას მოლოდინი ჰქონდა გათავისუფლების. ხოლო იმის გამო, რომ ამ ხნის განმავლობაში მას ციხეში უწევს ყოფნა, ადვოკატის მიმართ უკმაყოფილება ამ კუთხითაც გამოთქვა.

"ორი თვეა, სამი თვეა მეუბნები, არ აღიარო, ჩვენ ვეცდებით ყველანაირად, გაგიყვანოთ… ფაქტი სახეზეა, 5 თვეა უკვე ვიმყოფები [ციხეში]… არც ვაშაძეა [გვერდით], ყურადღებასაც არ მაქცევს და არც არავინ და რა ვიცი… დაკვეთით გავაკეთე ეს ყველაფერი, გეუბნებით და „დალშე” თქვენ იცით”, - მიმართა მან ჯერ ადვოკატს, ბოლოს კი მოსამართლეს.

„მოსამართლემ მას განუმარტა უფლებები, მოუწოდა, რომ ადვოკატთან ერთად შემდეგ სხდომამდე ჩამოაყალიბოს სტრატეგია და პოზიცია, მათ შორის ბრალის აღიარებაზე, საპროცესო შეთანხმებისთვის მიმართვაზე და ა.შ”, - წერს პუბლიკა.

„პუბლიკას“ ინფორმაციით, პროკურატურა ბუბუტეიშვილს პარლამენტის ჭიშკრის დაზიანებას ედავება, რამაც 500 ლარის ზიანი გამოიწვია. ასევე, მეხანძრე-მაშველისთვის ქვის სროლას, რომელიც მას მარცხენა მხარში მოხვდა. ბუბუტეიშვილისთვის წარდგენილი ეს მუხლი 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.