სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

24

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 05:06-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
სპორტი
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ელიავას ფაგოთერაპიის ცენტრი - ბაქტერიოფაგის კლინიკის ექიმები ოქსფორდში, ფაგების საერთაშორისო კონფერენციაზე მოხსენებით წარდგნენ
ელიავას ფაგოთერაპიის ცენტრი - ბაქტერიოფაგის კლინიკის ექიმები ოქსფორდში, ფაგების საერთაშორისო კონფერენციაზე მოხსენებით წარდგნენ

ელი­ა­ვას ფა­გო­თე­რა­პი­ის ცენ­ტრის მთა­ვარ­მა ექიმ­მა დეა ნი­ჟა­რა­ძემ, თე­რა­პევ­ტებ­მა ლია ნა­და­რე­იშ­ვილ­მა და მა­რი­ამ და­დი­ან­მა 2-3 სექ­ტემ­ბერს ოქსფორდში გა­მარ­თულ სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­ფე­რენ­ცი­ა­ში Phages 2024 – 14th International Conference მი­ი­ღეს მო­ნა­წი­ლე­ო­ბა. ეს გახ­ლავთ მსოფ­ლი­ოს რან­გის კონ­ფე­რენ­ცია, რომ­ლის მო­ნა­წი­ლე­ე­ბიც ფა­გე­ბის, მისი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის, უახ­ლე­სი კვლე­ვე­ბის და კონ­კრე­ტუ­ლი წარ­მა­ტე­ბუ­ლი სა­მე­დი­ცი­ნო შემ­თხვე­ვე­ბის შე­სა­ხებ მსჯე­ლო­ბენ და ერ­თმა­ნეთს გა­მოც­დი­ლე­ბას უზი­ა­რე­ბენ. სა­ქარ­თვე­ლო აღ­ნიშ­ნულ ღო­ნის­ძი­ე­ბა­ში უკვე მე­ო­რე წე­ლია მო­ნა­წი­ლე­ობს. 2023 წელს ექი­მებ­მა წა­რად­გი­ნებს ელი­ა­ვას ფა­გო­თე­რა­პი­ის ცენ­ტრის საქ­მი­ა­ნო­ბის ზო­გა­დი მი­მო­ხილ­ვა. მიმ­დი­ნა­რე წელს კი მა­ღა­ლი და­ინ­ტე­რე­სე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე ქარ­თველ­მა ექი­მებ­მა უცხო­ელ კო­ლე­გებს მსოფ­ლი­ოს უამ­რა­ვი ქვეყ­ნი­დან კონ­კრე­ტუ­ლი სა­მე­დი­ცი­ნო შემ­თხვე­ვე­ბი და მათი წარ­მა­ტე­ბუ­ლი მარ­თვის შე­დე­გე­ბი გა­აც­ნეს.

"ან­ტი­მიკ­რო­ბუ­ლი რე­ზის­ტენ­ტო­ბის პრობ­ლე­მა­ტი­კამ (რო­მე­ლიც ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ამ 21-ე სა­უ­კუ­ნის ერთ-ერთ უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნეს საფრ­თხედ გა­მო­ა­ცხა­და), ფა­გე­ბის პო­პუ­ლა­რო­ბა უფრო და უფრო გა­ზარ­და, შე­სა­ბა­მი­სად, ფა­გო­თე­რა­პია ძა­ლი­ან აქ­ტუ­ა­ლუ­რი გახ­და და მთე­ლი სამ­ყა­რო ამ დარ­გის გან­ვი­თა­რე­ბას დიდი ინ­ტე­რე­სით უყუ­რებს. სწო­რედ ამ ფონ­ზე ჩვე­ნი ქვეყ­ნი­სა და ინ­სტი­ტუ­ტის მი­მართ და­ინ­ტე­რე­სე­ბა კი­დევ უფრო გა­ი­ზარ­და.

ელი­ა­ვას ფა­გო­თე­რა­პი­ის ცენ­ტრი - უკვე 15 წე­ლია ელი­ა­ვას კონ­სორ­ცი­უ­მის ფარ­გლებ­ში არ­სე­ბობს, ამ წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში კლი­ნი­კამ უდი­დე­სი გა­მოც­დი­ლე­ბა და­ვაგ­რო­ვეთ და ამი­ტო­მაც, მა­ღა­ლი დო­ნის ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ზე მომხსე­ნებ­ლე­ბად ხში­რად გვიწ­ვე­ვენ. ასე მოხ­და ამ­ჯე­რა­დაც. ოქსფორდში გა­მარ­თულ კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე ორი მი­მარ­თუ­ლე­ბით გა­ვუ­ზი­ა­რეთ კო­ლე­გებს ჩვე­ნი გა­მოც­დი­ლე­ბა. ეს გახ­ლავთ ფა­გე­ბის ეფექ­ტუ­რო­ბა სა­შარ­დე გზე­ბის ინ­ფექ­ცი­ე­ბის და სა­სუნ­თქი სის­ტე­მის და­ა­ვა­დე­ბე­ბის დროს. ღო­ნის­ძი­ე­ბას ეს­წრე­ბოდ­ნენ ასე­ვე მსოფ­ლიო ჯან­დაც­ვის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი (WHO), რომ­ლებ­მაც აღ­ნიშ­ნეს, რომ ჩვენ, სხვა ქვეყ­ნებ­თან შე­და­რე­ბით ძა­ლი­ან წინ ვართ. დიდი იყო გა­მოხ­მა­უ­რე­ბა სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნის სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის მხრი­და­ნაც“, - გა­ნა­ცხა­და დეა ნი­ჟა­რა­ძემ.

მა­რი­ამ და­დი­ან­მა სა­უ­ბარ­ში ასე­ვე აღ­ნიშ­ნა, რომ გა­სულ წელ­თან შე­და­რე­ბით, წელს ელი­ა­ვას ფა­გო­თე­რა­პი­ის ცენ­ტრის მი­მართ ინ­ტე­რე­სი კი­დევ უფრო გა­ი­ზარ­და. კლი­ნი­კას პა­ცი­ენ­ტე­ბი 84 -ზე მეტი ქვეყ­ნი­დან ჰყავს. მათ შო­რი­საა: გერ­მა­ნია, ნი­დერ­ლან­დე­ბი, აშშ, ია­პო­ნია, საფ­რან­გე­თი და სხვა.

„ოქსფორ­დის კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე დარ­გის წამ­ყვა­ნი სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი ყო­ველ­წლი­უ­რად იკ­რი­ბე­ბი­ან და გა­ნი­ხი­ლა­ვენ სფე­რო­ში მიმ­დი­ნა­რე სი­ახ­ლე­ებს, მიღ­წე­ვებს, კვლე­ვებს, სტა­ტი­ებს. შარ­შან ჩვე­ნი ზო­გა­დი წარ­დგე­ნა, სტა­ტის­ტი­კუ­რი მი­მო­ხილ­ვა და ტენ­დენ­ცი­ე­ბის გა­ზი­ა­რე­ბა მოხ­და. წელს კი­დევ უფრო გა­ი­ზარ­და ინ­ტე­რე­სი სა­მე­დი­ცი­ნო შემ­თხვე­ვე­ბის მარ­თვას­თან და­კავ­ში­რე­ბით, ამის გამო, ჩვენ პრე­ზენ­ტა­ცი­ა­ში წარ­მო­ვად­გი­ნეთ სა­შარ­დე და სა­სუნ­ქი სის­ტე­მის ხან­გრძლი­ვად მიმ­დი­ნა­რე ინ­ფექ­ცი­უ­რი და­ა­ვა­დე­ბე­ბის მარ­თვა ფა­გო­თე­რა­პი­ის სა­შუ­ა­ლე­ბით. სა­შარ­დე სის­ტე­მის და­ა­ვა­დე­ბის გან­ხილ­ვი­სას წარ­მო­ა­ვად­გი­ნეთ ორი შემ­თხვე­ვა, პა­ცი­ენ­ტე­ბი 10 და 1 წლი­ა­ნი ანამ­ნე­ზით, სა­დაც ფა­გო­თე­რა­პია თა­ნაბ­რად ეფექ­ტუ­რი აღ­მოჩ­ნდა. ეს მა­გა­ლი­თე­ბი ნათ­ლად მე­ტყვე­ლებს იმა­ზეც, რომ ფა­გე­ბის ეფექ­ტუ­რო­ბა არ არის და­მო­კი­დე­ბუ­ლი და­ა­ვა­დე­ბის ხან­გრძლი­ვო­ბა­ზე.

სა­სუნ­თქი გზე­ბის ინ­ფექ­ცი­ე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით კი კო­ლე­გებს გა­ვა­ცა­ნით ფრან­გი პა­ცი­ენ­ტის ქე­ი­სი, რო­მელ­საც აქვს ერთ-ერთი იშ­ვი­ა­თი და­ა­ვა­დე­ბა - მუ­კო­ვის­ცი­დო­ზი (ცის­ტუ­რი ფიბ­რო­ზი). ამ პა­ცი­ენ­ტმა ჩვენს კლი­ნი­კას პირ­ვე­ლად 10 წლის წინ, 43 წლის ასაკ­ში მო­მარ­თა და­სახ­მა­რებ­ლად. მის მდგო­მა­რე­ო­ბას არ­თუ­ლებ­და ის ფაქ­ტიც, რომ მის სეკ­რეტ­ში აღ­მო­ჩე­ნი­ლი ინ­ფექ­ცია ყვე­ლა ჯგუ­ფის ან­ტი­ბი­ო­ტი­კის მი­მართ რე­ზის­ტენ­ტუ­ლი იყო, რის გა­მოც ერ­თა­დერ­თი გა­მო­სა­ვა­ლი, მის­თვის ფილ­ტვის გა­და­ნერგვა იყო. ფა­გო­თე­რა­პი­ის კურ­სის გავ­ლის შემ­დეგ მისი მდგო­მა­რე­ო­ბა იმ­დე­ნად გა­უმ­ჯო­ბეს­და, რომ ფრან­გმა ექი­მებ­მა ის ტრან­სპლან­ტა­ცი­ის მომ­ლო­დი­ნე­თა სი­ი­დან ამო­ი­ღეს. წლე­ბია მას ან­ტი­ბი­ო­ტი­კი აღარ დას­ჭირ­ვე­ბია, ის პე­რი­ო­დუ­ლად იტა­რებს ფა­გო­თე­რა­პი­ის კურსს. მისი ცხოვ­რე­ბის ხა­რის­ხი საგ­რძნობ­ლად გა­უმ­ჯო­ბეს­და.

რო­გორც უკვე აღ­ვნიშ­ნეთ, ჩვენს მიერ წარ­მად­გე­ნილ­მა შემ­თხვე­ვებ­მა უდი­დე­სი ინ­ტე­რე­სი გა­მო­იწ­ვია, გა­მოხ­მა­უ­რე­ბა ძა­ლი­ან დიდი იყო. მსოფ­ლიო მი­ვი­და დას­კვნამ­დე, რომ ფა­გო­თე­რა­პია მო­მავ­ლის მე­დი­ცი­ნაა. აუ­ცი­ლე­ბე­ლია ინ­ტენ­სი­უ­რად ვი­მუ­შა­ოთ მის გან­ვი­თა­რე­ბა­ზე, რად­გან ან­ტი­მიკ­რო­ბუ­ლი რე­ზის­ტენ­ტო­ბით გა­მოწ­ვე­უ­ლი ლე­ტა­ლუ­რი მაჩ­ვე­ნებ­ლე­ბი წლი­დან წლამ­დე იზ­რდე­ბა,“ - გან­მარ­ტავს მა­რი­ა­მი.

„ფაგი არის ვირუ­სი, რო­მე­ლიც ბუ­ნე­ბა­ში თა­ვი­სუ­ფა­ლი სა­ხით არ­სე­ბობს და ან­ტი­ბი­ო­ტი­კე­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბით კლავს მხო­ლოდ ცუდ ბაქ­ტე­რი­ებს, მას უკუჩ­ვე­ნე­ბა არ გა­აჩ­ნია. თუკი ბაქ­ტე­რია გა­მო­ი­მუ­შა­ვებს რე­ზის­ტენ­ტო­ბას გარ­კვე­ულ ფაგ­ზე, ყო­ველ­თვის არ­სე­ბობს ახა­ლი ფა­გის მო­ძი­ე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა. მე­ო­რეს მხრივ, ან­ტი­ბი­ო­ტი­კი არ არ­ჩევს კარგ და ცუდ ბაქ­ტე­რი­ას, ის ორი­ვე მათ­განს ანად­გუ­რებს. შე­დე­გად ირ­ღვე­ვა მიკ­რო­ბი­ო­მი, რა­საც გარ­თუ­ლე­ბე­ბი მოჰ­ყვე­ბა ხოლ­მე. ფაგს ეს გვერ­დი­თი ეფექ­ტი არ ახა­სი­ა­თებს. უფრო მე­ტიც, იგი აღა­დენს მიკ­რო­ბი­ომს და ამა­ვე დროს ავ­ლენს იმუ­ნო­მო­დუ­ლა­ტო­რის ფუნ­ცქებს. სწო­რედ ამი­ტომ არის ფა­გე­ბი მო­მავ­ლის მე­დი­ცი­ნა, რომ­ლის მი­მარ­თაც გლო­ბა­ლუ­რი და­ინ­ტე­რე­სე­ბა სა­ო­ცა­რი ტემ­პით იზ­რდე­ბა,“ - და­ა­მა­ტა დეა ნი­ჟა­რა­ძემ.

ელი­ა­ვას ფა­გო­თე­რა­პი­ის ცენ­ტრი თბი­ლის­ში 2009 წლი­დან არ­სე­ბობს. თა­ვი­სი შე­დე­გე­ბით ის ლი­დე­რია მსოფ­ლი­ო­ში. მას ზურგს უმაგ­რებს სა­უ­კუ­ნო­ვა­ნი გა­მოც­დი­ლე­ბის მქო­ნე "გ. ელი­ა­ვას სა­ხე­ლო­ბის ბაქ­ტე­რი­ო­ფა­გი­ის, მიკ­რო­ბი­ო­ლო­გი­ი­სა და ვირუ­სო­ლო­გი­ის ინ­სტი­ტუ­ტი".რო­მე­ლიც და­არ­სდა 1923 წელს ქარ­თვე­ლი მეც­ნი­ე­რის გი­ორ­გი ელი­ა­ვას მიერ. მის გან­ვი­თა­რე­ბა­ში ძა­ლი­ან დიდი წვლი­ლი შე­ი­ტა­ნა ფე­ლიქს დე­რელ­მა. ამ 100 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ბაქ­ტე­რი­ო­ფა­გი­ის ინ­სტი­ტუტს არ შე­უ­წყვე­ტია ფა­გე­ბის კვლე­ვი­სა და გა­მო­ყე­ნე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით სა­მეც­ნი­ე­რო საქ­მი­ა­ნო­ბა.

R

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მაია
0

ძალიან კარგ საქმეს აკეთებთ

მადლიერი პაციენტი ...
0

მადლიერი პაციენტი

ოჯახში მყავს კრონით დაავადებული წევრი, წლებია გავწვალდით მკურნალობით, რა მედიკამენტები,რა მკურნალობა, მაგრამ უშედეგოდ, 2 კვირაა რაც ფაგებს მოვიხმართ, ძლივს ცოტა ამოვისუნთქეთ დიდი მადლობა თქვენ და თქვენს გუნდს. 

ავტორი:

ელიავას ფაგოთერაპიის ცენტრი - ბაქტერიოფაგის კლინიკის ექიმები ოქსფორდში, ფაგების საერთაშორისო კონფერენციაზე მოხსენებით წარდგნენ

ელიავას ფაგოთერაპიის ცენტრი - ბაქტერიოფაგის კლინიკის ექიმები ოქსფორდში, ფაგების საერთაშორისო კონფერენციაზე მოხსენებით წარდგნენ

ელიავას ფაგოთერაპიის ცენტრის მთავარმა ექიმმა დეა ნიჟარაძემ, თერაპევტებმა ლია ნადარეიშვილმა და მარიამ დადიანმა 2-3 სექტემბერს ოქსფორდში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაში Phages 2024 – 14th International Conference მიიღეს მონაწილეობა. ეს გახლავთ მსოფლიოს რანგის კონფერენცია, რომლის მონაწილეებიც ფაგების, მისი შესაძლებლობების, უახლესი კვლევების და კონკრეტული წარმატებული სამედიცინო შემთხვევების შესახებ მსჯელობენ და ერთმანეთს გამოცდილებას უზიარებენ. საქართველო აღნიშნულ ღონისძიებაში უკვე მეორე წელია მონაწილეობს. 2023 წელს ექიმებმა წარადგინებს ელიავას ფაგოთერაპიის ცენტრის საქმიანობის ზოგადი მიმოხილვა. მიმდინარე წელს კი მაღალი დაინტერესებიდან გამომდინარე ქართველმა ექიმებმა უცხოელ კოლეგებს მსოფლიოს უამრავი ქვეყნიდან კონკრეტული სამედიცინო შემთხვევები და მათი წარმატებული მართვის შედეგები გააცნეს.

,,ანტიმიკრობული რეზისტენტობის პრობლემატიკამ (რომელიც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 21-ე საუკუნის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს საფრთხედ გამოაცხადა), ფაგების პოპულარობა უფრო და უფრო გაზარდა, შესაბამისად, ფაგოთერაპია ძალიან აქტუალური გახდა და მთელი სამყარო ამ დარგის განვითარებას დიდი ინტერესით უყურებს. სწორედ ამ ფონზე ჩვენი ქვეყნისა და ინსტიტუტის მიმართ დაინტერესება კიდევ უფრო გაიზარდა.

ელიავას ფაგოთერაპიის ცენტრი - უკვე 15 წელია ელიავას კონსორციუმის ფარგლებში არსებობს, ამ წლების განმავლობაში კლინიკამ უდიდესი გამოცდილება დავაგროვეთ და ამიტომაც, მაღალი დონის ღონისძიებებზე მომხსენებლებად ხშირად გვიწვევენ. ასე მოხდა ამჯერადაც. ოქსფორდში გამართულ კონფერენციაზე ორი მიმართულებით გავუზიარეთ კოლეგებს ჩვენი გამოცდილება. ეს გახლავთ ფაგების ეფექტურობა საშარდე გზების ინფექციების და სასუნთქი სისტემის დაავადებების დროს. ღონისძიებას ესწრებოდნენ ასევე მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის წარმომადგენლები (WHO), რომლებმაც აღნიშნეს, რომ ჩვენ, სხვა ქვეყნებთან შედარებით ძალიან წინ ვართ. დიდი იყო გამოხმაურება სხვადასხვა ქვეყნის სპეციალისტების მხრიდანაც“, - განაცხადა დეა ნიჟარაძემ.

მარიამ დადიანმა საუბარში ასევე აღნიშნა, რომ გასულ წელთან შედარებით, წელს ელიავას ფაგოთერაპიის ცენტრის მიმართ ინტერესი კიდევ უფრო გაიზარდა. კლინიკას პაციენტები 84 -ზე მეტი ქვეყნიდან ჰყავს. მათ შორისაა: გერმანია, ნიდერლანდები, აშშ, იაპონია, საფრანგეთი და სხვა.

„ოქსფორდის კონფერენციაზე დარგის წამყვანი სპეციალისტები ყოველწლიურად იკრიბებიან და განიხილავენ სფეროში მიმდინარე სიახლეებს, მიღწევებს, კვლევებს, სტატიებს. შარშან ჩვენი ზოგადი წარდგენა, სტატისტიკური მიმოხილვა და ტენდენციების გაზიარება მოხდა. წელს კიდევ უფრო გაიზარდა ინტერესი სამედიცინო შემთხვევების მართვასთან დაკავშირებით, ამის გამო, ჩვენ პრეზენტაციაში წარმოვადგინეთ საშარდე და სასუნქი სისტემის ხანგრძლივად მიმდინარე ინფექციური დაავადებების მართვა ფაგოთერაპიის საშუალებით. საშარდე სისტემის დაავადების განხილვისას წარმოავადგინეთ ორი შემთხვევა, პაციენტები 10 და 1 წლიანი ანამნეზით, სადაც ფაგოთერაპია თანაბრად ეფექტური აღმოჩნდა. ეს მაგალითები ნათლად მეტყველებს იმაზეც, რომ ფაგების ეფექტურობა არ არის დამოკიდებული დაავადების ხანგრძლივობაზე.

სასუნთქი გზების ინფექციების მიმართულებით კი კოლეგებს გავაცანით ფრანგი პაციენტის ქეისი, რომელსაც აქვს ერთ-ერთი იშვიათი დაავადება - მუკოვისციდოზი (ცისტური ფიბროზი). ამ პაციენტმა ჩვენს კლინიკას პირველად 10 წლის წინ, 43 წლის ასაკში მომართა დასახმარებლად. მის მდგომარეობას ართულებდა ის ფაქტიც, რომ მის სეკრეტში აღმოჩენილი ინფექცია ყველა ჯგუფის ანტიბიოტიკის მიმართ რეზისტენტული იყო, რის გამოც ერთადერთი გამოსავალი, მისთვის ფილტვის გადანერგვა იყო. ფაგოთერაპიის კურსის გავლის შემდეგ მისი მდგომარეობა იმდენად გაუმჯობესდა, რომ ფრანგმა ექიმებმა ის ტრანსპლანტაციის მომლოდინეთა სიიდან ამოიღეს. წლებია მას ანტიბიოტიკი აღარ დასჭირვებია, ის პერიოდულად იტარებს ფაგოთერაპიის კურსს. მისი ცხოვრების ხარისხი საგრძნობლად გაუმჯობესდა.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ჩვენს მიერ წარმადგენილმა შემთხვევებმა უდიდესი ინტერესი გამოიწვია, გამოხმაურება ძალიან დიდი იყო. მსოფლიო მივიდა დასკვნამდე, რომ ფაგოთერაპია მომავლის მედიცინაა. აუცილებელია ინტენსიურად ვიმუშაოთ მის განვითარებაზე, რადგან ანტიმიკრობული რეზისტენტობით გამოწვეული ლეტალური მაჩვენებლები წლიდან წლამდე იზრდება,“ - განმარტავს მარიამი.

„ფაგი არის ვირუსი, რომელიც ბუნებაში თავისუფალი სახით არსებობს და ანტიბიოტიკებისგან განსხვავებით კლავს მხოლოდ ცუდ ბაქტერიებს, მას უკუჩვენება არ გააჩნია. თუკი ბაქტერია გამოიმუშავებს რეზისტენტობას გარკვეულ ფაგზე, ყოველთვის არსებობს ახალი ფაგის მოძიების შესაძლებლობა. მეორეს მხრივ, ანტიბიოტიკი არ არჩევს კარგ და ცუდ ბაქტერიას, ის ორივე მათგანს ანადგურებს. შედეგად ირღვევა მიკრობიომი, რასაც გართულებები მოჰყვება ხოლმე. ფაგს ეს გვერდითი ეფექტი არ ახასიათებს. უფრო მეტიც, იგი აღადენს მიკრობიომს და ამავე დროს ავლენს იმუნომოდულატორის ფუნცქებს. სწორედ ამიტომ არის ფაგები მომავლის მედიცინა, რომლის მიმართაც გლობალური დაინტერესება საოცარი ტემპით იზრდება,“ - დაამატა დეა ნიჟარაძემ.

ელიავას ფაგოთერაპიის ცენტრი თბილისში 2009 წლიდან არსებობს. თავისი შედეგებით ის ლიდერია მსოფლიოში. მას ზურგს უმაგრებს საუკუნოვანი გამოცდილების მქონე "გ. ელიავას სახელობის ბაქტერიოფაგიის, მიკრობიოლოგიისა და ვირუსოლოგიის ინსტიტუტი".რომელიც დაარსდა 1923 წელს ქართველი მეცნიერის გიორგი ელიავას მიერ. მის განვითარებაში ძალიან დიდი წვლილი შეიტანა ფელიქს დერელმა. ამ 100 წლის განმავლობაში ბაქტერიოფაგიის ინსტიტუტს არ შეუწყვეტია ფაგების კვლევისა და გამოყენების მიმართულებით სამეცნიერო საქმიანობა.

R