სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

24

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 05:06-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
სპორტი
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
KIU კვლავ წარმატებული უნივერსიტეტების სათავეშია
KIU კვლავ წარმატებული უნივერსიტეტების სათავეშია

ქუ­თა­ი­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო უნი­ვერ­სი­ტე­ტი (KIU) 2024-2025 სას­წავ­ლო წელს სტუ­დენ­ტე­ბის ახა­ლი, მე­ხუ­თე ნა­კა­დით ხვდე­ბა. მა­თე­მა­ტი­კის, მე­ნე­ჯმენ­ტი­სა და კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი მეც­ნი­ე­რე­ბის ინ­გლი­სუ­რე­ნო­ვან სა­ბა­კა­ლავ­რო პროგ­რა­მებ­ზე სწავ­ლის სურ­ვი­ლი კვლა­ვინ­დე­ბუ­რად სა­უ­კე­თე­სო აკა­დე­მი­უ­რი შე­დე­გე­ბის მქო­ნე აბი­ტუ­რი­ენ­ტებ­მა გა­მო­ხა­ტეს. უნი­ვერ­სი­ტე­ტის მიერ და­წე­სე­ბუ­ლი ქუ­ლა­თა მა­ღა­ლი ბა­რი­ე­რი 300-მდე ახალ­გაზ­რდამ გა­და­ლა­ხა და ამ­ჟა­მად KIU-ში 1400-მდე სტუ­დენ­ტი სწავ­ლობს. KIU ტრა­დი­ცი­უ­ლად აგ­რძე­ლებს უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბის რე­ი­ტინ­გის სა­თა­ვე­ში ყოფ­ნას, ერ­თი­ა­ნი ეროვ­ნუ­ლი გა­მოც­დე­ბის სა­შუ­ა­ლო სა­კონ­კურ­სო ქუ­ლის მი­ხედ­ვით და 19 სა­ხელ­მწი­ფო უმაღ­ლეს სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბას შო­რის, კვლავ პირ­ველ ად­გილს იკა­ვებს.

ქუ­თა­ი­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო უნი­ვერ­სი­ტე­ტის პირ­ველ­კურ­სე­ლებს შო­რის არი­ან ოქ­რო­სა და ვერ­ცხლის მე­და­ლოს­ნე­ბი, სა­ერ­თა­შო­რი­სო სას­წავ­ლო ოლიმ­პი­ა­დე­ბის სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბი­სა და ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო ოლიმ­პი­ა­დე­ბის წევ­რე­ბი, ინო­ვა­ცი­ე­ბის კონ­კურ­სე­ბის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლე­ბი და პრი­ზი­ო­რე­ბი. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ KIU-ში ჩა­რი­ცხუ­ლი სტუ­დენ­ტე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბამ (98.3%-მა) ერ­თი­ან ეროვ­ნულ გა­მოც­დებ­ზე რე­გის­ტრა­ცი­ი­სას პირ­ველ ან მე­ო­რე ნომ­რად ქუ­თა­ი­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო უნი­ვერ­სი­ტე­ტი მი­უ­თი­თა.

უნი­ვერ­სი­ტე­ტი უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბის ხელ­მი­საწ­ვდო­მო­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის მიზ­ნით სტუ­დენ­ტებს სხვა­დას­ხვა სა­ხის და­ფი­ნან­სე­ბას და სტი­პენ­დი­ას სთა­ვა­ზობს. KIU-ში მოქ­მე­დებს სტუ­დენ­ტუ­რი გრან­ტე­ბის ფონ­დი. სტუ­დენ­ტე­ბი დატ­ვირ­თუ­ლი სას­წავ­ლო პრო­ცე­სის პა­რა­ლე­ლუ­რად, აქ­ტი­უ­რად იღე­ბენ მო­ნა­წი­ლე­ო­ბას რო­გორც გაც­ვლით, ისე სტა­ჟი­რე­ბის პროგ­რა­მებ­ში, ჩარ­თულ­ნი არი­ან სხვა­დას­ხვა პრო­ფე­სი­ულ კლუბ­ში, სტუ­დენ­ტუ­რი სტარ­ტა­პე­ბი­სა და ინო­ვა­ცი­ე­ბის ხელ­შემ­წყობ სა­ზა­ფხუ­ლო სკო­ლებ­ში, კონ­კურ­სებ­სა და ოლიმ­პი­ა­დებ­ში.

KIU ქარ­თველ და უცხო­ელ სტუ­დენ­ტებს უნი­კა­ლურ ინფრას­ტრუქ­ტუ­რას და სას­წავ­ლო პროგ­რა­მებს სთა­ვა­ზობს. სტუ­დენ­ტებს სა­შუ­ა­ლე­ბა აქვთ, იცხოვ­რონ და ის­წავ­ლონ კე­თილ­მო­წყო­ბილ სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო ქა­ლაქ­ში, მი­ი­ღონ ხა­რის­ხი­ა­ნი უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბა და ქარ­თველ და უცხო­ელ პრო­ფე­სო­რებ­თან ერ­თად ჩა­ერ­თონ ად­გი­ლობ­რივ და სა­ერ­თა­შო­რი­სო პროგ­რა­მებ­სა და პრო­ექ­ტებ­ში. KIU არის „green field university“, რო­მე­ლიც წარ­მო­ად­გენს მი­უნ­ხე­ნის ტექ­ნი­კუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტის (TUM) ანა­ლოგს და შექ­მნი­ლია TUM International GmbH-თან პარტნი­ო­რო­ბით.

KIU-ში სა­ბა­კა­ლავ­რო პროგ­რა­მე­ბის გარ­და ასე­ვე ხორ­ცი­ელ­დე­ბა „ფი­ნან­სე­ბი­სა და ინ­ფორ­მა­ცი­ის მე­ნე­ჯმენ­ტის“ (FIM) სა­მა­გის­ტრო პროგ­რა­მა და სა­დოქ­ტო­რო სკო­ლა. უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში უნი­ვერ­სი­ტე­ტი მიზ­ნად ისა­ხავს ახა­ლი აკა­დე­მი­უ­რი პროგ­რა­მე­ბის და­მა­ტე­ბას.

ქუ­თა­ი­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო უნი­ვერ­სი­ტე­ტი (KIU) ყვე­ლა­ზე მას­შტა­ბუ­რი საქ­ველ­მოქ­მე­დო მეგა-პრო­ექ­ტია, რო­მე­ლიც და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ა­ში და­არ­სე­ბულ ერ­თა­დერთ სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ხელ­მწი­ფო უმაღ­ლეს სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბას წარ­მო­ად­გენს. უნი­ვერ­სი­ტე­ტის იდეა ბა­ტონ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­სა და მის ოჯახს ეკუთ­ვნის – სა­ერ­თა­შო­რი­სო-საქ­ველ­მოქ­მე­დო ფონ­დი „ქარ­თუ“ უნი­ვერ­სი­ტე­ტის გან­ვი­თა­რე­ბის მიზ­ნით ერთი მი­ლი­არ­დი ევ­როს ღი­რე­ბუ­ლე­ბის ინ­ვეს­ტი­ცი­ას ახორ­ცი­ე­ლებს.

NS

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
რუსუდანი
4

ეს არის საუკეᲗესო უნივერსიტეტი რეგიონᲨი, როგორც სასწᲐვლო პროგრამის, ასევე როგორც საუნივერსიტეტო ქალაქი პ/ს ახალი კორპუსი, რომელიც ერᲗი კვირის წინ გაიხსნა, არის სუპერ Თანამედროვე და ულამაზესი , წარმატებები სტუდენტებს და მადლობა ბიᲫინა ივანიᲨვილის ოჯახს ასეᲗი ქველმოქმედებისᲗვის!!!

ნათია
11

ეუფ, გადარეულია დუნია, ეს რა უნივერსიტეტიაო)))) ნეტა ამ ზღაპრებს არ იგონებდეთ. 

ავტორი:

KIU კვლავ წარმატებული უნივერსიტეტების სათავეშია

KIU კვლავ წარმატებული უნივერსიტეტების სათავეშია

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი (KIU) 2024-2025 სასწავლო წელს სტუდენტების ახალი, მეხუთე ნაკადით ხვდება. მათემატიკის, მენეჯმენტისა და კომპიუტერული მეცნიერების ინგლისურენოვან საბაკალავრო პროგრამებზე სწავლის სურვილი კვლავინდებურად საუკეთესო აკადემიური შედეგების მქონე აბიტურიენტებმა გამოხატეს. უნივერსიტეტის მიერ დაწესებული ქულათა მაღალი ბარიერი 300-მდე ახალგაზრდამ გადალახა და ამჟამად KIU-ში 1400-მდე სტუდენტი სწავლობს. KIU ტრადიციულად აგრძელებს უნივერსიტეტების რეიტინგის სათავეში ყოფნას, ერთიანი ეროვნული გამოცდების საშუალო საკონკურსო ქულის მიხედვით და 19 სახელმწიფო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას შორის, კვლავ პირველ ადგილს იკავებს.

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის პირველკურსელებს შორის არიან ოქროსა და ვერცხლის მედალოსნები, საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადების საქართველოს ნაკრებისა და ეროვნული სასწავლო ოლიმპიადების წევრები, ინოვაციების კონკურსების გამარჯვებულები და პრიზიორები. აღსანიშნავია, რომ KIU-ში ჩარიცხული სტუდენტების უმრავლესობამ (98.3%-მა) ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაციისას პირველ ან მეორე ნომრად ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი მიუთითა.

უნივერსიტეტი უმაღლესი განათლების მიღების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით სტუდენტებს სხვადასხვა სახის დაფინანსებას და სტიპენდიას სთავაზობს. KIU-ში მოქმედებს სტუდენტური გრანტების ფონდი. სტუდენტები დატვირთული სასწავლო პროცესის პარალელურად, აქტიურად იღებენ მონაწილეობას როგორც გაცვლით, ისე სტაჟირების პროგრამებში, ჩართულნი არიან სხვადასხვა პროფესიულ კლუბში, სტუდენტური სტარტაპებისა და ინოვაციების ხელშემწყობ საზაფხულო სკოლებში, კონკურსებსა და ოლიმპიადებში.

KIU ქართველ და უცხოელ სტუდენტებს უნიკალურ ინფრასტრუქტურას და სასწავლო პროგრამებს სთავაზობს. სტუდენტებს საშუალება აქვთ, იცხოვრონ და ისწავლონ კეთილმოწყობილ საუნივერსიტეტო ქალაქში, მიიღონ ხარისხიანი უმაღლესი განათლება და ქართველ და უცხოელ პროფესორებთან ერთად ჩაერთონ ადგილობრივ და საერთაშორისო პროგრამებსა და პროექტებში. KIU არის „green field university“, რომელიც წარმოადგენს მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის (TUM) ანალოგს და შექმნილია TUM International GmbH-თან პარტნიორობით.

KIU-ში საბაკალავრო პროგრამების გარდა ასევე ხორციელდება „ფინანსებისა და ინფორმაციის მენეჯმენტის“ (FIM) სამაგისტრო პროგრამა და სადოქტორო სკოლა. უახლოეს მომავალში უნივერსიტეტი მიზნად ისახავს ახალი აკადემიური პროგრამების დამატებას.

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი (KIU) ყველაზე მასშტაბური საქველმოქმედო მეგა-პროექტია, რომელიც დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში დაარსებულ ერთადერთ საერთაშორისო სახელმწიფო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას წარმოადგენს. უნივერსიტეტის იდეა ბატონ ბიძინა ივანიშვილსა და მის ოჯახს ეკუთვნის – საერთაშორისო-საქველმოქმედო ფონდი „ქართუ“ უნივერსიტეტის განვითარების მიზნით ერთი მილიარდი ევროს ღირებულების ინვესტიციას ახორციელებს.

NS