მსოფლიო
მოზაიკა
საზოგადოება

14

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 22:48-ზე, მთვარე მორიელშია კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
კონფლიქტები
სპორტი
პოლიტიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
Faceამბები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
შესაძლებელი იქნება თუ არა ოქტომბერში ნაკრების თამაშის გამართვა "დინამოს" სტადიონზე? - რას აცხადებს რომან ფიფია
შესაძლებელი იქნება თუ არა ოქტომბერში ნაკრების თამაშის გამართვა "დინამოს" სტადიონზე? - რას აცხადებს რომან ფიფია

"ჩვენ შეგ­ვიძ­ლია ვუ­მას­პინ­ძლოთ [დი­ნა­მო არე­ნა­ზე] ოქ­ტომ­ბრის თა­მაშს, მაგ­რამ უფრო დე­ტა­ლუ­რად ამა­ზე პა­სუ­ხი გვე­ცო­დი­ნე­ბა შემ­დეგ კვი­რას", - აღ­ნიშ­ნუ­ლის შე­სა­ხებ "თბი­ლი­სის დი­ნა­მოს" პრე­ზი­დენ­ტმა, რო­მან ფი­ფი­ამ "კვი­რის პა­ლიტ­რას“ გა­ნუ­ცხა­და.

  • რო­გორც რო­მან ფი­ფი­ამ გან­მარ­ტა, დი­ნა­მო არე­ნას­თან და­კავ­ში­რე­ბით ექ­სპერ­ტი­ზის პა­სუხს მომ­დევ­ნო კვი­რის­თვის ელო­დე­ბი­ან.

"დი­ნა­მო არე­ნა ორი და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი შე­ნო­ბის­გან შედ­გე­ბა. პირ­ვე­ლი ია­რუ­სი უფრო ძვე­ლია, გა­სუ­ლი სა­უ­კუ­ნის 30-იან წლებ­შია აშე­ნე­ბუ­ლი, მე­ო­რე კი შე­და­რე­ბით ახა­ლია. მისი მშე­ნებ­ლო­ბა 1978 წელს დას­რულ­და. მხო­ლოდ მე­ო­რე ია­რუ­სი იტევს 41 ათას­ზე მეტ მა­ყუ­რე­ბელს. 2015 წელს, უე­ფას სუ­პერ­თა­სი რომ ჩა­ტარ­და, სა­ხელ­მწი­ფომ, ზუს­ტად არ მახ­სოვს, მაგ­რამ და­ახ­ლო­ე­ბით 15 მი­ლი­ო­ნი ლარი და­ხარ­ჯა. სა­კი­თხი მდგრა­დო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით არ არ­სე­ბობ­და. იყო პრობ­ლე­მა მე-7 და მე-8 "სტი­ლო­ბატ­თან" და­კავ­ში­რე­ბით. წარ­მო­იდ­გი­ნეთ, სა­უ­ბა­რი არის სულ 8 მეტ­რის სი­მაღ­ლის შე­ნო­ბა­ზე - 2X4, 8 მეტრზეა სა­უ­ბა­რი, რო­მელ­საც უზარ­მა­ზა­რი ბო­ძე­ბი აქვს ირ­გვლივ.

წლე­ბის წინ გვქონ­და რე­კო­მენ­და­ცია, რომ გაგ­ვე­კე­თე­ბი­ნა - ეს გა­კეთ­და მა­ში­ნაც და ამას ვა­კე­თებ­დით შემ­დე­გაც. ახლა მდგო­მა­რე­ო­ბა ასე­თია - მომ­დევ­ნო კვი­რა­ში მი­ვი­ღებთ ექ­სპერ­ტი­ზის მო­ნა­ცე­მებს, რო­მელ­მაც უნდა გვი­თხრას, რა არის აუ­ცი­ლებ­ლად გა­სა­კე­თე­ბე­ლი იმის­თვის, რომ ეს სა­კი­თხი მო­იხ­სნას დღის წეს­რი­გი­დან. სტი­ლო­ბა­ტე­ბია მხო­ლოდ შე­სა­კე­თე­ბე­ლი თუ კი­დევ რამე პრობ­ლე­მა აქვს პირ­ველ ია­რუსს. ექ­სპერ­ტი­ზის პა­სუხს რომ მი­ვი­ღებთ, შემ­დეგ გა­დავ­წყვეტთ, შევწვდე­ბით თუ არა ჩვე­ნი სა­შუ­ა­ლე­ბით მის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ას. თუ ჩვენ თვი­თონ შეგ­ვეძ­ლე­ბა ამის შე­კე­თე­ბა, ძა­ლი­ან მალე შე­ვა­კე­თებთ, თუ უფრო დიდ და­ნა­ხარ­ჯებ­თან იქ­ნე­ბა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი, მა­შინ მივ­მარ­თავთ მე­რი­ას დახ­მა­რე­ბის­თვის.

მე ვფიქ­რობ, რომ ჩვენ შეგ­ვიძ­ლია ვუ­მას­პინ­ძლოთ ოქ­ტომ­ბრის თა­მაშს, მაგ­რამ უფრო დე­ტა­ლუ­რად ამა­ზე პა­სუ­ხი გვე­ცო­დი­ნე­ბა შემ­დეგ კვი­რას“, - გა­ნა­ცხა­და რო­მან ფი­ფი­ამ.

  • მან უპა­სუ­ხა ასე­ვე კი­თხვას, შე­იძ­ლე­ბო­და თუ არა პირ­ველ ია­რუს­თან არ­სე­ბუ­ლი პრობ­ლე­მა და ყვე­ლა­ფე­რი სექ­ტემ­ბრის მატ­ჩამ­დე მოგ­ვა­რე­ბუ­ლი­ყო.

"ფე­დე­რა­ცი­ას აქვს თა­ვი­სი უსაფრ­თხო­ე­ბის სტან­დარ­ტე­ბი. მათ თუ ჩათ­ვა­ლეს, რომ იყო პრობ­ლე­მა, მე ამას ვე­რა­ფერს ვუ­ზამ. ჩვე­ნი მო­ნა­ცე­მე­ბით, ის პრობ­ლე­მე­ბი, რა­ზეც არის სა­უ­ბა­რი, პირ­ველ ია­რუსს აქვს თან­და­ყო­ლი­ლი, წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში. ჩვენ მას ყო­ველ­თვის ვუვ­ლი­დით და ამის პა­რა­ლე­ლუ­რად, სტა­დი­ონ­ზე თა­მა­შე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობ­და. მე დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ ახ­ლაც იმა­ში, რომ ეს ექ­სპერ­ტი­ზა ყუ­რა­დღე­ბას გა­ა­მახ­ვი­ლებს მე-7 და მე-8 სტი­ლო­ბატ­ზე. მე ვფიქ­რობ ამა­ზე მეტი პირ­ველ ია­რუსს არა­ფე­რი უნდა სჭირ­დეს, თუმ­ცა ფე­დე­რა­ცია წყვეტს, ეს საკ­მა­რი­სია თუ არა იმის­თვის, რომ ჩა­ტარ­დეს თა­მა­ში. ეს არ არის ჩემი გა­და­სა­წყვე­ტი. ჩემი გა­სა­კე­თე­ბე­ლია ის, რომ მინ­დო­რი იყოს უმაღ­ლეს დო­ნე­ზე და ყვე­ლა­ფე­რი იყოს წეს­რიგ­ში. მე ფე­დე­რა­ცი­ას უნდა ვუ­თხრა, რომ ის სა­კი­თხი, რა­ზეც ექ­სპერ­ტი­ზა ამახ­ვი­ლებს ყუ­რა­დღე­ბას და არ­სე­ბობს გარ­კვე­უ­ლი კი­თხვე­ბი - მოგ­ვა­რე­ბუ­ლი იყოს. ამი­ტომ და­ვე­ლო­დოთ შემ­დეგ კვი­რას, და­ნარ­ჩე­ნი ფე­დე­რა­ცი­ის გა­და­სა­წყვე­ტია.

მე ვფიქ­რობ, რომ რაც იყო მარ­ტში, ის მდგო­მა­რე­ო­ბა არის დღე­საც, თუმ­ცა უსაფრ­თხო­ე­ბა პირ­ვე­ლი ამო­ცა­ნაა და ჩვენ ეს უნდა გა­და­ვა­ზღვი­ოთ. ეს არის ფე­დე­რა­ცი­ის უფ­ლე­ბა, მეც რომ ვიყო იქ, იგი­ვეს მო­ვი­თხოვ­დი. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ახლა გა­ვი­გებთ, რას იტყვის ექ­სპერ­ტი­ზა. წე­სით ყუ­რა­დღე­ბა გა­მახ­ვი­ლე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა 2/3 სტი­ლო­ბატ­ზე, და­ნარ­ჩენ­ზე, ჩემი აზ­რით, პრობ­ლე­მა არ უნდა იყოს. პირ­ვე­ლი ია­რუ­სი ძვე­ლი აშე­ნე­ბუ­ლი კი არის, მაგ­რამ ძა­ლი­ან მყა­რია.

“დი­ნა­მოს” სტა­დი­ო­ნი არის უნი­კა­ლუ­რი. მე ვფიქ­რობ, რომ დი­ნა­მო არე­ნა კი­დევ მრა­ვა­ლი წელი ემ­სა­ხუ­რე­ბა ამ ქვე­ყა­ნას. იქ სხვა სული და აურა ტრი­ა­ლებს. ამას ამ­ბო­ბენ თვი­თონ ფეხ­ბურ­თე­ლე­ბი, სხვა გა­რე­მოა და სხვა მო­ცე­მუ­ლო­ბა - მა­გი­უ­რია. ამი­ტომ მაქ­სი­მა­ლუ­რად უნდა ვე­ცა­დოთ, რომ შე­ვი­ნარ­ჩუ­ნოთ, შე­საძ­ლე­ბე­ლია, რომ გა­და­ვა­კე­თოთ და ამა­ზე ყვე­ლა უნდა იყოს თა­ნახ­მა, რად­გან არ სჭირ­დე­ბა დიდი თან­ხე­ბი“, - გა­ნა­ცხა­და რო­მან ფი­ფი­ამ.

ინ­ტერ­ვი­უს სრუ­ლი ვერ­სია წა­ი­კი­თხეთ გა­ზეთ "კვი­რის პა­ლიტ­რის" 16 სექ­ტემ­ბრის ნო­მერ­ში

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მიშა
4

რა უბედურება გვჭირს ძლივს ბიჭებმა ფეხბურთის თამაში დაიწყეს გამოგვაფხიზლეს ერი და ბერი და ამდროს რა ხდება სტადიონი არ გვქონია :)) ჩვენი საშველი არ იქნება არააა როცა საზოგადოების ამხელა ინტერესი შემართება და მითუმეტეს ალბანეთი ჩამოდის ოქტომბერში ვისაც უნდა დავუმტკიცოთ ნამდვილი ქომაგობა რას ნიშნავს რას ქვია იქითა კვირაში გამოაგზავნიან დასკვნას შაბათ კვირას არ მუშაობენ ხო? სახელმწიფოს დონეზე გაიცეს განკარგულება დასკვნა ერთ დღეში დაიდოს და ყველას ჩართულობით აღმოიფხვრას პრობლემა რა იყო 7 სამუშაო დღე ჭირდებათ დასკვნისთვის თუ დედამიწის ბირთვის მდგრადობას იკვლევენ 

status quo
3

1978 წელს კი არ დასრულდა დინამოს მშენებლობა,არამედ 1976 წელს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტორი:

შესაძლებელი იქნება თუ არა ოქტომბერში ნაკრების თამაშის გამართვა "დინამოს" სტადიონზე? - რას აცხადებს რომან ფიფია

შესაძლებელი იქნება თუ არა ოქტომბერში ნაკრების თამაშის გამართვა "დინამოს" სტადიონზე? - რას აცხადებს რომან ფიფია

"ჩვენ შეგვიძლია ვუმასპინძლოთ [დინამო არენაზე] ოქტომბრის თამაშს, მაგრამ უფრო დეტალურად ამაზე პასუხი გვეცოდინება შემდეგ კვირას", - აღნიშნულის შესახებ "თბილისის დინამოს" პრეზიდენტმა, რომან ფიფიამ "კვირის პალიტრას“ განუცხადა.

  • როგორც რომან ფიფიამ განმარტა, დინამო არენასთან დაკავშირებით ექსპერტიზის პასუხს მომდევნო კვირისთვის ელოდებიან.

"დინამო არენა ორი დამოუკიდებელი შენობისგან შედგება. პირველი იარუსი უფრო ძველია, გასული საუკუნის 30-იან წლებშია აშენებული, მეორე კი შედარებით ახალია. მისი მშენებლობა 1978 წელს დასრულდა. მხოლოდ მეორე იარუსი იტევს 41 ათასზე მეტ მაყურებელს. 2015 წელს, უეფას სუპერთასი რომ ჩატარდა, სახელმწიფომ, ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ დაახლოებით 15 მილიონი ლარი დახარჯა. საკითხი მდგრადობასთან დაკავშირებით არ არსებობდა. იყო პრობლემა მე-7 და მე-8 "სტილობატთან" დაკავშირებით. წარმოიდგინეთ, საუბარი არის სულ 8 მეტრის სიმაღლის შენობაზე - 2X4, 8 მეტრზეა საუბარი, რომელსაც უზარმაზარი ბოძები აქვს ირგვლივ.

წლების წინ გვქონდა რეკომენდაცია, რომ გაგვეკეთებინა - ეს გაკეთდა მაშინაც და ამას ვაკეთებდით შემდეგაც. ახლა მდგომარეობა ასეთია - მომდევნო კვირაში მივიღებთ ექსპერტიზის მონაცემებს, რომელმაც უნდა გვითხრას, რა არის აუცილებლად გასაკეთებელი იმისთვის, რომ ეს საკითხი მოიხსნას დღის წესრიგიდან. სტილობატებია მხოლოდ შესაკეთებელი თუ კიდევ რამე პრობლემა აქვს პირველ იარუსს. ექსპერტიზის პასუხს რომ მივიღებთ, შემდეგ გადავწყვეტთ, შევწვდებით თუ არა ჩვენი საშუალებით მის რეაბილიტაციას. თუ ჩვენ თვითონ შეგვეძლება ამის შეკეთება, ძალიან მალე შევაკეთებთ, თუ უფრო დიდ დანახარჯებთან იქნება დაკავშირებული, მაშინ მივმართავთ მერიას დახმარებისთვის.

მე ვფიქრობ, რომ ჩვენ შეგვიძლია ვუმასპინძლოთ ოქტომბრის თამაშს, მაგრამ უფრო დეტალურად ამაზე პასუხი გვეცოდინება შემდეგ კვირას“, - განაცხადა რომან ფიფიამ.

  • მან უპასუხა ასევე კითხვას, შეიძლებოდა თუ არა პირველ იარუსთან არსებული პრობლემა და ყველაფერი სექტემბრის მატჩამდე მოგვარებულიყო.

"ფედერაციას აქვს თავისი უსაფრთხოების სტანდარტები. მათ თუ ჩათვალეს, რომ იყო პრობლემა, მე ამას ვერაფერს ვუზამ. ჩვენი მონაცემებით, ის პრობლემები, რაზეც არის საუბარი, პირველ იარუსს აქვს თანდაყოლილი, წლების განმავლობაში. ჩვენ მას ყოველთვის ვუვლიდით და ამის პარალელურად, სტადიონზე თამაშები მიმდინარეობდა. მე დარწმუნებული ვარ ახლაც იმაში, რომ ეს ექსპერტიზა ყურადღებას გაამახვილებს მე-7 და მე-8 სტილობატზე. მე ვფიქრობ ამაზე მეტი პირველ იარუსს არაფერი უნდა სჭირდეს, თუმცა ფედერაცია წყვეტს, ეს საკმარისია თუ არა იმისთვის, რომ ჩატარდეს თამაში. ეს არ არის ჩემი გადასაწყვეტი. ჩემი გასაკეთებელია ის, რომ მინდორი იყოს უმაღლეს დონეზე და ყველაფერი იყოს წესრიგში. მე ფედერაციას უნდა ვუთხრა, რომ ის საკითხი, რაზეც ექსპერტიზა ამახვილებს ყურადღებას და არსებობს გარკვეული კითხვები - მოგვარებული იყოს. ამიტომ დაველოდოთ შემდეგ კვირას, დანარჩენი ფედერაციის გადასაწყვეტია.

მე ვფიქრობ, რომ რაც იყო მარტში, ის მდგომარეობა არის დღესაც, თუმცა უსაფრთხოება პირველი ამოცანაა და ჩვენ ეს უნდა გადავაზღვიოთ. ეს არის ფედერაციის უფლება, მეც რომ ვიყო იქ, იგივეს მოვითხოვდი. აქედან გამომდინარე, ახლა გავიგებთ, რას იტყვის ექსპერტიზა. წესით ყურადღება გამახვილებული იქნება 2/3 სტილობატზე, დანარჩენზე, ჩემი აზრით, პრობლემა არ უნდა იყოს. პირველი იარუსი ძველი აშენებული კი არის, მაგრამ ძალიან მყარია.

“დინამოს” სტადიონი არის უნიკალური. მე ვფიქრობ, რომ დინამო არენა კიდევ მრავალი წელი ემსახურება ამ ქვეყანას. იქ სხვა სული და აურა ტრიალებს. ამას ამბობენ თვითონ ფეხბურთელები, სხვა გარემოა და სხვა მოცემულობა - მაგიურია. ამიტომ მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ შევინარჩუნოთ, შესაძლებელია, რომ გადავაკეთოთ და ამაზე ყველა უნდა იყოს თანახმა, რადგან არ სჭირდება დიდი თანხები“, - განაცხადა რომან ფიფიამ.

ინტერვიუს სრული ვერსია წაიკითხეთ გაზეთ "კვირის პალიტრის" 16 სექტემბრის ნომერში