სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

24

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 05:06-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
სპორტი
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"აგროსფეროს" ორგანიზებით სიმინდის მინდვრის დღე "ბაიარენა" ჩატარდა
"აგროსფეროს" ორგანიზებით სიმინდის მინდვრის დღე "ბაიარენა" ჩატარდა

2 სექ­ტემ­ბერს, ლა­გო­დე­ხის რა­ი­ო­ნის სო­ფელ ჭი­ა­ურ­ში, ფერ­მერ მუხ­რან მეტ­რე­ვე­ლის ნაკ­ვეთ­ზე „აგ­როს­ფე­როს“ ორ­გა­ნი­ზე­ბით Dekalb-ს სი­მინ­დის მინ­დვ­რის დღე, „ბა­ი­ა­რე­ნა“ გა­ი­მარ­თა. ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე სა­ქარ­თვე­ლოს სხვა­დას­ხვა რე­გი­ო­ნი­დან მოწ­ვე­უ­ლი ფერ­მე­რე­ბი და სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბით და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი პი­რე­ბი დე­ტა­ლუ­რად გა­ეცვნენ Dekalb-ის ახალ ჰიბ­რი­დებს, მათ მა­ხა­სი­ა­თებ­ლებ­სა და უპი­რა­ტე­სო­ბებს. ამას­თა­ნა­ვე, სი­მინ­დის­თვის სა­ჭი­რო აგ­რო­ტექ­ნი­კურ სა­მუ­შა­ო­ებ­სა და ინო­ვა­ცი­ურ პრე­პა­რა­ტებს.

„ეს შეხ­ვედ­რა ფერ­მერ­თა გა­ნათ­ლე­ბა­სა და გან­ვი­თა­რე­ბას ემ­სა­ხუ­რე­ბა, რაც ჩვენ­თვის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. მე პი­რა­დად, „აგ­როს­ფე­როს­თან“ და­ახ­ლო­ე­ბით 20 წე­ლია, ვთა­ნამ­შრომ­ლობ და აქ­ტი­უ­რად ვი­ყე­ნებ მათ პრო­დუქ­ტებს, მათ შო­რის, Dekalb-ის სა­თეს­ლე მა­სა­ლებს, Bayer-ის შხამ-ქი­მი­კა­ტებ­სა და Claas-ის კომ­ბა­ი­ნებს.

შეხ­ვედ­რა­ზე თან მო­ვი­ტა­ნე სი­მინ­დის რამ­დე­ნი­მე ტარო ჩემი მე­ურ­ნე­ო­ბი­დან, რომ­ლებ­ზეც ვერც ერთ გა­ფუ­ჭე­ბულ მარ­ცვლას ვერ ნა­ხავთ. ეს კი „აგ­როს­ფე­როს“ პრო­დუქ­ცი­ის დამ­სა­ხუ­რე­ბაა“, – ამ­ბობს ფერ­მე­რი ამ­ბრო­სი მა­ჭა­რაშ­ვი­ლი.

Dekalb სი­მინ­დის ჰიბ­რი­დე­ბის უმ­სხვი­ლე­სი მწარ­მო­ე­ბე­ლია მსოფ­ლი­ო­ში, რო­მე­ლიც სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნის სა­ჭი­რო­ე­ბე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, უმაღ­ლე­სი ხა­რის­ხის ჯი­შებს აწარ­მო­ებს. მის ასორ­ტი­მენ­ტშია სა­ქარ­თვე­ლოს ნი­ა­და­გურ-კლი­მა­ტურ პი­რო­ბებ­ზე მორ­გე­ბუ­ლი სი­მინ­დის ჰიბ­რი­დე­ბიც, რომ­ლებ­საც კომ­პა­ნია „აგ­როს­ფე­როს­თან“ თა­ნამ­შრომ­ლო­ბით უკვე წლე­ბია ქმნის.

„სა­ქარ­თვე­ლოს­თვის ჯი­შე­ბის შერ­ჩე­ვა საკ­მა­ოდ რთუ­ლი პრო­ცე­სია, რად­გან ყვე­ლა რე­გი­ო­ნი, მე­ტიც, სო­ფე­ლი რა­დი­კა­ლუ­რად გან­სხვა­ვე­ბუ­ლია. სწო­რედ ამი­ტომ ჩვენ მუდ­მივ რე­ჟიმ­ში ვცდით Dekalb-ის ჰიბ­რი­დებს სა­ქარ­თვე­ლოს სხვა­დას­ხვა რე­გი­ონ­ში და ვარ­ჩევთ ისე­თებს, რომ­ლე­ბიც ყვე­ლა­ზე უკეთ ერ­გე­ბა ად­გი­ლობ­რივ პი­რო­ბებს. დღეს ფერ­მე­რებს Dekalb-ის კი­დევ 13 ახა­ლი ჰიბ­რი­დი წარ­ვუდ­გი­ნეთ და გა­ვა­ცა­ნით მათი შე­დე­გე­ბი.

„აგ­როს­ფე­რო“ ცდი­ლობს უპა­სუ­ხოს ფერ­მერ­თა მო­თხოვ­ნებს და ბა­ზარ­ზე მუდ­მი­ვად და­ნერ­გოს სი­ახ­ლე­ე­ბი. ამ მხრივ „ბა­ი­ა­რე­ნა“ ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ღო­ნის­ძი­ე­ბაა, რად­გან ის ფერ­მე­რე­ბის­თვის სწო­რედ ამ­გვა­რი სი­ახ­ლე­ე­ბის გაც­ნო­ბას ემ­სა­ხუ­რე­ბა“, – ამ­ბობს „აგ­როს­ფე­როს“ მე­თეს­ლე­ო­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბის პრო­დუქ­ტის მე­ნე­ჯე­რი, მი­რან­და შენ­გე­ლია.

NS

ავტორი:

"აგროსფეროს" ორგანიზებით სიმინდის მინდვრის დღე "ბაიარენა" ჩატარდა

"აგროსფეროს" ორგანიზებით სიმინდის მინდვრის დღე "ბაიარენა" ჩატარდა

2 სექტემბერს, ლაგოდეხის რაიონის სოფელ ჭიაურში, ფერმერ მუხრან მეტრეველის ნაკვეთზე „აგროსფეროს“ ორგანიზებით Dekalb-ს სიმინდის მინდვრის დღე, „ბაიარენა“ გაიმართა. ღონისძიებაზე საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან მოწვეული ფერმერები და სოფლის მეურნეობით დაინტერესებული პირები დეტალურად გაეცვნენ Dekalb-ის ახალ ჰიბრიდებს, მათ მახასიათებლებსა და უპირატესობებს. ამასთანავე, სიმინდისთვის საჭირო აგროტექნიკურ სამუშაოებსა და ინოვაციურ პრეპარატებს.

„ეს შეხვედრა ფერმერთა განათლებასა და განვითარებას ემსახურება, რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მე პირადად, „აგროსფეროსთან“ დაახლოებით 20 წელია, ვთანამშრომლობ და აქტიურად ვიყენებ მათ პროდუქტებს, მათ შორის, Dekalb-ის სათესლე მასალებს, Bayer-ის შხამ-ქიმიკატებსა და Claas-ის კომბაინებს.

შეხვედრაზე თან მოვიტანე სიმინდის რამდენიმე ტარო ჩემი მეურნეობიდან, რომლებზეც ვერც ერთ გაფუჭებულ მარცვლას ვერ ნახავთ. ეს კი „აგროსფეროს“ პროდუქციის დამსახურებაა“, – ამბობს ფერმერი ამბროსი მაჭარაშვილი.

Dekalb სიმინდის ჰიბრიდების უმსხვილესი მწარმოებელია მსოფლიოში, რომელიც სხვადასხვა ქვეყნის საჭიროებების გათვალისწინებით, უმაღლესი ხარისხის ჯიშებს აწარმოებს. მის ასორტიმენტშია საქართველოს ნიადაგურ-კლიმატურ პირობებზე მორგებული სიმინდის ჰიბრიდებიც, რომლებსაც კომპანია „აგროსფეროსთან“ თანამშრომლობით უკვე წლებია ქმნის.

„საქართველოსთვის ჯიშების შერჩევა საკმაოდ რთული პროცესია, რადგან ყველა რეგიონი, მეტიც, სოფელი რადიკალურად განსხვავებულია. სწორედ ამიტომ ჩვენ მუდმივ რეჟიმში ვცდით Dekalb-ის ჰიბრიდებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში და ვარჩევთ ისეთებს, რომლებიც ყველაზე უკეთ ერგება ადგილობრივ პირობებს. დღეს ფერმერებს Dekalb-ის კიდევ 13 ახალი ჰიბრიდი წარვუდგინეთ და გავაცანით მათი შედეგები.

„აგროსფერო“ ცდილობს უპასუხოს ფერმერთა მოთხოვნებს და ბაზარზე მუდმივად დანერგოს სიახლეები. ამ მხრივ „ბაიარენა“ ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიებაა, რადგან ის ფერმერებისთვის სწორედ ამგვარი სიახლეების გაცნობას ემსახურება“, – ამბობს „აგროსფეროს“ მეთესლეობის მიმართულების პროდუქტის მენეჯერი, მირანდა შენგელია.

NS