სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

24

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 05:06-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
სპორტი
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"კარგი ამბავი გვაქვს... ევროპაში გადატვირთულ ტურისტულ ადგილებს შორის არის ადგილი, სადაც მეტი ვიზიტორი სჭირდებათ" - რას წერს BBC საქართველოზე?
"კარგი ამბავი გვაქვს... ევროპაში გადატვირთულ ტურისტულ ადგილებს შორის არის ადგილი, სადაც მეტი ვიზიტორი სჭირდებათ" - რას წერს BBC საქართველოზე?

სა­ქარ­თვე­ლო BBC-ის იმ ქვეყ­ნე­ბის ოთხე­ულ­ში შე­ვი­და, რომ­ლე­ბიც ტუ­რის­ტებს აქ­ტი­უ­რად ელი­ან. სტა­ტი­ას ბრი­ტა­ნუ­ლი გა­მო­ცე­მა შემ­დე­გი სა­თა­უ­რით აქ­ვეყ­ნებს: "ტუ­რის­ტე­ბის ძი­ე­ბა­ში: ოთხი ქვე­ყა­ნა, რო­მე­ლიც მოგ­ზა­უ­რებს ფარ­თოდ უღებს კარს".

  • ჩა­მოთ­ვლილ ოთხ ქვე­ყა­ნას შო­რის შე­დის: გრენ­ლან­დია, მა­რო­კო, სერ­ბე­თი და სა­ქარ­თვე­ლო. სტა­ტი­ის მთა­ვარ ფო­ტო­დაც თბი­ლი­სის ხე­დია გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი.

შე­სა­ვალ­ში ვკი­თხუ­ლობთ:

"ამ ზა­ფხუ­ლის პრო­ტეს­ტე­ბის შემ­დეგ, რო­მე­ლიც გა­და­ჭარ­ბე­ბულ ტუ­რიზმს ეხე­ბო­და, კარ­გი ამ­ბა­ვი გვაქვს. ევ­რო­პა­ში გა­დატ­ვირ­თულ ტუ­რის­ტულ ად­გი­ლებს შო­რის უამ­რა­ვი ად­გი­ლია მსოფ­ლი­ოს გარ­შე­მო, სა­დაც მეტი ვი­ზი­ტო­რი სჭირ­დე­ბათ.

ვე­ნე­ცი­ა­ში წმინ­და მარ­კო­ზის მო­ე­დან­ზე შე­საძ­ლოა ტუ­რის­ტე­ბი უფრო მეტი იყ­ვნენ, ვიდ­რე მტრე­დე­ბი, ბარ­სე­ლო­ნა­ში მათ მი­მართ აგ­რე­სია გამ­ძაფ­რე­ბუ­ლია, ხოლო იტა­ლი­ის Cinque Terre-ის კლდო­ვან ბი­ლი­კებ­ზე შე­იძ­ლე­ბა, სუ­პერ­მარ­კე­ტის რი­გის შეგ­რძნე­ბა გა­გიჩ­ნდეთ. თუმ­ცა, ამ (და სხვა) ცხე­ლი წერ­ტი­ლე­ბის მიღ­მა არ­სე­ბობს ად­გი­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც კულ­ტუ­რუ­ლი სიმ­დიდ­რით არ ჩა­მორ­ჩე­ბი­ან, მაგ­რამ არც ხალ­ხით არი­ან გა­დატ­ვირ­თულ­ნი. მსოფ­ლი­ოს გარ­შე­მო არის ქა­ლა­ქე­ბი, რომ­ლე­ბიც ტუ­რის­ტებს ელი­ან და მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბი, სა­დაც მთე­ლი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ერთ ადა­მი­ან­საც კი ვერ შეხ­ვდე­ბით.

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ხში­რად ვის­მენთ, რო­გორ აზი­ა­ნებს ტუ­რიზ­მი დიდ კულ­ტუ­რულ მი­მარ­თუ­ლე­ბებს, ნაკ­ლე­ბად გან­ვი­თა­რე­ბულ ქვეყ­ნებს ტუ­რიზ­მის მო­ტა­ნი­ლი ფული სა­ჭი­რო ინფრას­ტრუქ­ტუ­რი­სა და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი სივ­რცე­ე­ბის აშე­ნე­ბა­ში ეხ­მა­რე­ბა. ეს სა­მუ­შაო ად­გი­ლებ­სა და ტრე­ნინ­გე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბებს ქმნის, აძ­ლევს ად­გი­ლობ­რი­ვებს შე­საძ­ლებ­ლო­ბას, თა­ვი­ან­თი ქვეყ­ნის კულ­ტუ­რა და ტრა­დი­ცი­ე­ბი სი­ა­მა­ყით გა­უ­ზი­ა­რონ სტუმ­რებს. სწო­რად მარ­თვის შემ­თხვე­ვა­ში, ტუ­რიზ­მი შე­იძ­ლე­ბა გა­მამ­დიდ­რე­ბე­ლი ეკო­ნო­მი­კუ­რი ნა­კა­დი გახ­დეს, რო­მე­ლიც ადა­მი­ა­ნებს სა­ერ­თო ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი­სა და გა­მოც­დი­ლე­ბე­ბის გარ­შე­მო გა­ა­ერ­თი­ა­ნებს. ამის­თვის არ არის აუ­ცი­ლე­ბე­ლი იმ პრობ­ლე­მე­ბის გა­მე­ო­რე­ბა, რაც ამ ზა­ფხულს ვნა­ხეთ.

ეს ოთხი მი­მარ­თუ­ლე­ბა მხო­ლოდ მცი­რე ნა­წი­ლია იმ ქვეყ­ნე­ბი­სა, რომ­ლე­ბიც ტუ­რიზმს ეკო­ნო­მი­კის გან­ვი­თა­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბად იყე­ნე­ბენ და სტუმ­რებს გაშ­ლი­ლი ხე­ლე­ბით ხვდე­ბი­ან", - აღ­ნიშ­ნუ­ლია სტა­ტი­ის და­სა­წყის­ში.

რაც შე­ე­ხე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს, მო­ნაკ­ვეთ­ში აღ­წე­რი­ლია ქვეყ­ნის მდე­ბა­რე­ო­ბა და რამ­დე­ნი­მე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ობი­ექ­ტი.

"სა­ქარ­თვე­ლოს, რო­მე­ლიც თურ­ქეთს, რუ­სეთ­სა და აზერ­ბა­ი­ჯანს სა­ზღვრავს და შავი ზღვის პი­რას იმ­ყო­ფე­ბა, დიდი გეგ­მე­ბი აქვს, რომ ვი­ზი­ტის­კენ ყვე­ლას უბიძ­გოს, და­წყე­ბუ­ლი შე­ზღუ­დუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის მქო­ნე ვი­ზი­ტო­რე­ბი­დან, და­მო­უ­კი­დე­ბელ მოგ­ზა­უ­რე­ბამ­დე და კრუ­ი­ზის ტუ­რის­ტე­ბამ­დე, - ამ უკა­ნას­კნელ­თათ­ვის ბა­თუ­მის, ქვეყ­ნის მე­ო­რე ქა­ლა­ქის პორ­ტით. ქვეყ­ნის ახა­ლი 10-წლი­ა­ნი გან­ვი­თა­რე­ბის გეგ­მა მო­ი­ცავს ყვე­ლა­ფერს, სა­ერ­თა­შო­რი­სო გან­ვი­თა­რე­ბი­დან, რათა ტუ­რის­ტებ­მა და­მო­უ­კი­დებ­ლად შეძ­ლონ გა­და­ად­გი­ლე­ბა იმის მი­უ­ხე­და­ვად, იმ­ყო­ფე­ბი­ან თუ არა ქა­ლა­ქებ­ში, სა­ჯა­რო ტრან­სპორ­ტი­სა და კრუ­ი­ზის ნავ­მი­სად­გო­მე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბამ­დე.

"ტუ­რიზ­მი სა­ქარ­თვე­ლო­ში შე­და­რე­ბით ახა­ლია,“ - ამ­ბობს ნა­ტა­ლი ფორდჰა­მი, Wild Frontiers-ის ტუ­რის­ტუ­ლი კომ­პა­ნი­ის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი, რო­მე­ლიც უც­ნობ და ასე ვთქვათ, სა­თავ­გა­და­სავ­ლო მი­მარ­თუ­ლე­ბებ­ზე სპე­ცი­ა­ლიზ­დე­ბა, - „ეს ახა­ლი კა­რი­ე­რუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბაა და ამის შე­დე­გად მარ­თლაც შე­სა­ნიშ­ნავ გი­დებს ვხე­დავთ. ისი­ნი ძა­ლი­ან მონ­დო­მე­ბუ­ლი არი­ან, ამ საქ­მის ნა­წი­ლი იყ­ვნენ, კარ­გად ლა­პა­რა­კო­ბენ ინ­გლი­სუ­რად და შე­ის­წავ­ლი­ან, რო­გორ მო­ერ­გონ სხვა­დას­ხვა ხალ­ხს. ბევ­რი ჩვე­ნი ვი­ზი­ტო­რი მათ უმე­გობ­რრ­დე­ბა და დაბ­რუ­ნე­ბის სურ­ვი­ლი აქვთ.“

რო­გორც ტუ­რიზ­მის გან­ვი­თა­რე­ბად ქვე­ყა­ნა­ში, შე­იძ­ლე­ბა ზო­გი­ერ­თი რამ, რაც და­სავ­ლეთ ევ­რო­პა­ში გაქვთ – მა­გა­ლი­თად, გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი გზე­ბის ქსე­ლი – ჯერ კი­დევ არ იყოს მზად. თუმ­ცა, იმე­დია, რომ ტუ­რიზ­მის შე­მო­სავ­ლე­ბი ამ ტი­პის ინფრას­ტრუქ­ტუ­რულ ინი­ცი­ა­ტი­ვებს წა­ა­ხა­ლი­სებს.

"თბი­ლი­სი ჩემი საყ­ვა­რე­ლი დე­და­ქა­ლა­ქია მსოფ­ლი­ო­ში,“ - ამ­ბობს ფორდჰა­მი, - „მისი მომ­ხიბ­ლა­ვი ქუ­ჩე­ბით, ნამ­დვი­ლი ეს­თე­ტი­კით, ძვე­ლი ცი­ხე­სი­მაგ­რის კედ­ლე­ბით, მუ­ზე­უ­მე­ბით და სხვა ყვე­ლაფ­რით. კი­დევ არის მღვი­მის ქა­ლა­ქე­ბი, საბ­ჭო­თა არ­ქი­ტექ­ტუ­რა და ის­ტო­რია — სტა­ლი­ნი აქ და­ი­ბა­და — და ჩრდი­ლო­ეთ და სამ­ხრე­თის მთე­ბი, იუ­ნეს­კოს ეკ­ლე­სი­ე­ბი და მო­ნას­ტრე­ბი, სა­ო­ცა­რი ღვი­ნი­სა და სამ­ზა­რე­უ­ლოს სცე­ნა. აქ იმ­დე­ნია სა­ნა­ხა­ვი, რომ ერ­თკვი­რი­ა­ნი მოგ­ზა­უ­რო­ბა მა­ინც გჭირ­დე­ბათ".

წყა­რო

ავტორი:

"კარგი ამბავი გვაქვს... ევროპაში გადატვირთულ ტურისტულ ადგილებს შორის არის ადგილი, სადაც მეტი ვიზიტორი სჭირდებათ" - რას წერს BBC საქართველოზე?

"კარგი ამბავი გვაქვს... ევროპაში გადატვირთულ ტურისტულ ადგილებს შორის არის ადგილი, სადაც მეტი ვიზიტორი სჭირდებათ" - რას წერს BBC საქართველოზე?

საქართველო BBC-ის იმ ქვეყნების ოთხეულში შევიდა, რომლებიც ტურისტებს აქტიურად ელიან. სტატიას ბრიტანული გამოცემა შემდეგი სათაურით აქვეყნებს: "ტურისტების ძიებაში: ოთხი ქვეყანა, რომელიც მოგზაურებს ფართოდ უღებს კარს".

  • ჩამოთვლილ ოთხ ქვეყანას შორის შედის: გრენლანდია, მაროკო, სერბეთი და საქართველო. სტატიის მთავარ ფოტოდაც თბილისის ხედია გამოყენებული.

შესავალში ვკითხულობთ:

"ამ ზაფხულის პროტესტების შემდეგ, რომელიც გადაჭარბებულ ტურიზმს ეხებოდა, კარგი ამბავი გვაქვს. ევროპაში გადატვირთულ ტურისტულ ადგილებს შორის უამრავი ადგილია მსოფლიოს გარშემო, სადაც მეტი ვიზიტორი სჭირდებათ.

ვენეციაში წმინდა მარკოზის მოედანზე შესაძლოა ტურისტები უფრო მეტი იყვნენ, ვიდრე მტრედები, ბარსელონაში მათ მიმართ აგრესია გამძაფრებულია, ხოლო იტალიის Cinque Terre-ის კლდოვან ბილიკებზე შეიძლება, სუპერმარკეტის რიგის შეგრძნება გაგიჩნდეთ. თუმცა, ამ (და სხვა) ცხელი წერტილების მიღმა არსებობს ადგილები, რომლებიც კულტურული სიმდიდრით არ ჩამორჩებიან, მაგრამ არც ხალხით არიან გადატვირთულნი. მსოფლიოს გარშემო არის ქალაქები, რომლებიც ტურისტებს ელიან და მიმართულებები, სადაც მთელი დღის განმავლობაში ერთ ადამიანსაც კი ვერ შეხვდებით.

მიუხედავად იმისა, რომ ხშირად ვისმენთ, როგორ აზიანებს ტურიზმი დიდ კულტურულ მიმართულებებს, ნაკლებად განვითარებულ ქვეყნებს ტურიზმის მოტანილი ფული საჭირო ინფრასტრუქტურისა და საზოგადოებრივი სივრცეების აშენებაში ეხმარება. ეს სამუშაო ადგილებსა და ტრენინგების შესაძლებლობებს ქმნის, აძლევს ადგილობრივებს შესაძლებლობას, თავიანთი ქვეყნის კულტურა და ტრადიციები სიამაყით გაუზიარონ სტუმრებს. სწორად მართვის შემთხვევაში, ტურიზმი შეიძლება გამამდიდრებელი ეკონომიკური ნაკადი გახდეს, რომელიც ადამიანებს საერთო ღირებულებებისა და გამოცდილებების გარშემო გააერთიანებს. ამისთვის არ არის აუცილებელი იმ პრობლემების გამეორება, რაც ამ ზაფხულს ვნახეთ.

ეს ოთხი მიმართულება მხოლოდ მცირე ნაწილია იმ ქვეყნებისა, რომლებიც ტურიზმს ეკონომიკის განვითარების საშუალებად იყენებენ და სტუმრებს გაშლილი ხელებით ხვდებიან", - აღნიშნულია სტატიის დასაწყისში.

რაც შეეხება საქართველოს, მონაკვეთში აღწერილია ქვეყნის მდებარეობა და რამდენიმე მნიშვნელოვანი ობიექტი.

"საქართველოს, რომელიც თურქეთს, რუსეთსა და აზერბაიჯანს საზღვრავს და შავი ზღვის პირას იმყოფება, დიდი გეგმები აქვს, რომ ვიზიტისკენ ყველას უბიძგოს, დაწყებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ვიზიტორებიდან, დამოუკიდებელ მოგზაურებამდე და კრუიზის ტურისტებამდე, - ამ უკანასკნელთათვის ბათუმის, ქვეყნის მეორე ქალაქის პორტით. ქვეყნის ახალი 10-წლიანი განვითარების გეგმა მოიცავს ყველაფერს, საერთაშორისო განვითარებიდან, რათა ტურისტებმა დამოუკიდებლად შეძლონ გადაადგილება იმის მიუხედავად, იმყოფებიან თუ არა ქალაქებში, საჯარო ტრანსპორტისა და კრუიზის ნავმისადგომების გაუმჯობესებამდე.

"ტურიზმი საქართველოში შედარებით ახალია,“ - ამბობს ნატალი ფორდჰამი, Wild Frontiers-ის ტურისტული კომპანიის წარმომადგენელი, რომელიც უცნობ და ასე ვთქვათ, სათავგადასავლო მიმართულებებზე სპეციალიზდება, - „ეს ახალი კარიერული შესაძლებლობაა და ამის შედეგად მართლაც შესანიშნავ გიდებს ვხედავთ. ისინი ძალიან მონდომებული არიან, ამ საქმის ნაწილი იყვნენ, კარგად ლაპარაკობენ ინგლისურად და შეისწავლიან, როგორ მოერგონ სხვადასხვა ხალხს. ბევრი ჩვენი ვიზიტორი მათ უმეგობრრდება და დაბრუნების სურვილი აქვთ.“

როგორც ტურიზმის განვითარებად ქვეყანაში, შეიძლება ზოგიერთი რამ, რაც დასავლეთ ევროპაში გაქვთ – მაგალითად, განვითარებული გზების ქსელი – ჯერ კიდევ არ იყოს მზად. თუმცა, იმედია, რომ ტურიზმის შემოსავლები ამ ტიპის ინფრასტრუქტურულ ინიციატივებს წაახალისებს.

"თბილისი ჩემი საყვარელი დედაქალაქია მსოფლიოში,“ - ამბობს ფორდჰამი, - „მისი მომხიბლავი ქუჩებით, ნამდვილი ესთეტიკით, ძველი ციხესიმაგრის კედლებით, მუზეუმებით და სხვა ყველაფრით. კიდევ არის მღვიმის ქალაქები, საბჭოთა არქიტექტურა და ისტორია — სტალინი აქ დაიბადა — და ჩრდილოეთ და სამხრეთის მთები, იუნესკოს ეკლესიები და მონასტრები, საოცარი ღვინისა და სამზარეულოს სცენა. აქ იმდენია სანახავი, რომ ერთკვირიანი მოგზაურობა მაინც გჭირდებათ".

წყარო