სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

27

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქეთა თოფურიამ დაბადების დღე საქართველოში, ქმართან და მეგობრებთან ერთად, აღნიშნა - ფოტოები წვეულებიდან
ქეთა თოფურიამ დაბადების დღე საქართველოში, ქმართან და მეგობრებთან ერთად, აღნიშნა - ფოტოები წვეულებიდან

ქეთა თო­ფუ­რია მე­სა­მე შვი­ლის გა­ჩე­ნის შემ­დეგ, სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ამ ცოტა ხნის წინ პირ­ვე­ლად გა­მოჩ­ნდა. მომ­ღე­რალ­მა სწავ­ლის და­წყე­ბის პირ­ველ დღეს, 2 სექ­ტემ­ბერს პირ­ვე­ლი შვი­ლი ოლი­ვია სკო­ლა­ში გა­ა­ცი­ლა. ეს მოს­კოვ­ში მოხ­და, თუმ­ცა, რო­გორც ჩანს, რამ­დე­ნი­მე დღე­ში რუ­სე­თი და­ტო­ვა და 9 სექ­ტემ­ბერს, და­ბა­დე­ბის დღის აღ­ნიშ­ვნა სამ­შობ­ლო­ში გა­და­წყვი­ტა.

მოკ­ლედ, გუ­შინ თო­ფუ­რი­ამ 38 წლის იუ­ბი­ლე სა­ქარ­თვე­ლო­ში იზე­ი­მა. ფო­ტო­ებ­ზე, რომ­ლე­ბიც სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლის სა­შუ­ა­ლე­ბით მო­ვი­პო­ვეთ, ჩანს, რომ სა­ღა­მოს თიკა ბა­ლან­ჩი­ნის ცო­ცხა­ლი ბენ­დი აფორ­მებ­და.

და­ბა­დე­ბის დღე­ზე ცნო­ბი­ლი ქარ­თვე­ლი ვარ­კვლა­ვე­ბი­დან თით­ქმის არა­ვინ ჩან­და. კად­რებ­ში ჩანს მხო­ლოდ კომ­პო­ზი­ტო­რი გიგა კუ­ხი­ა­ნი­ძე. თო­ფუ­რია და­ბა­დე­ბის დღის ასაღ­ნიშ­ნად რუ­სე­თი­დან მარ­ტო არ ჩა­მო­სუ­ლა, მას თან ახ­ლდა მე­უღ­ლე ლევ ძენ­გო­ვი.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მას ოკუ­პა­ცი­ის შე­სა­ხებ კა­ნო­ნი დარ­ღვე­უ­ლი აქვს (აფხა­ზეთ­ში იყო რამ­დენ­ჯერ­მე) სა­ქარ­თვე­ლო­ში სტუმ­რო­ბი­სას პრობ­ლე­მა არა­სო­დეს შექ­მნია.

ძენ­გო­ვი და თო­ფუ­რია

"ყო­ველ დღე მად­ლო­ბას ვუხ­დი ბედს შენ­თვის! ყო­ველ­თვის ბედ­ნი­ე­რი იყა­ვი, ჩემო სულო... გი­ლო­ცავ და­ბა­დე­ბის დღეს...“ - წერს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში თო­ფუ­რი­ას ქმა­რი და მე­უღ­ლეს­თან ერ­თად გა­და­ღე­ბულ ფო­ტოს აქ­ვეყ­ნებს.

ქეთა თო­ფუ­რი­ამ ჯერ კი­დევ რამ­დე­ნი­მე წლის წინ აი­შე­ნა წყნეთ­ში აგა­რა­კი, სა­დაც პე­რი­ო­დუ­ლად, შვი­ლებ­თან ერ­თად, ის­ვე­ნებს. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ცოტა ხნის წინ ვწერ­დით, რომ წყვილ­მა დუ­ბა­ი­ში ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი ბინა შე­ი­ძი­ნა, რო­გორც ჩანს, მომ­ღე­რა­ლი და­ბა­დე­ბის დღის აღ­ნიშ­ვნას აქ ამ­ჯო­ბი­ნებს. ეს პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვა არ არის, რო­დე­საც და­ბა­დე­ბის დღის ასაღ­ნიშ­ნად თო­ფუ­რი­ამ სა­ქარ­თვე­ლო შე­არ­ჩია.

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

ქეთა თოფურიამ დაბადების დღე საქართველოში, ქმართან და მეგობრებთან ერთად, აღნიშნა - ფოტოები წვეულებიდან

ქეთა თოფურიამ დაბადების დღე საქართველოში, ქმართან და მეგობრებთან ერთად, აღნიშნა - ფოტოები წვეულებიდან

ქეთა თოფურია მესამე შვილის გაჩენის შემდეგ, საზოგადოებაში ამ ცოტა ხნის წინ პირველად გამოჩნდა. მომღერალმა სწავლის დაწყების პირველ დღეს, 2 სექტემბერს პირველი შვილი ოლივია სკოლაში გააცილა. ეს მოსკოვში მოხდა, თუმცა, როგორც ჩანს, რამდენიმე დღეში რუსეთი დატოვა და 9 სექტემბერს, დაბადების დღის აღნიშვნა სამშობლოში გადაწყვიტა.

მოკლედ, გუშინ თოფურიამ 38 წლის იუბილე საქართველოში იზეიმა. ფოტოებზე, რომლებიც სოციალური ქსელის საშუალებით მოვიპოვეთ, ჩანს, რომ საღამოს თიკა ბალანჩინის ცოცხალი ბენდი აფორმებდა.

დაბადების დღეზე ცნობილი ქართველი ვარკვლავებიდან თითქმის არავინ ჩანდა. კადრებში ჩანს მხოლოდ კომპოზიტორი გიგა კუხიანიძე. თოფურია დაბადების დღის ასაღნიშნად რუსეთიდან მარტო არ ჩამოსულა, მას თან ახლდა მეუღლე ლევ ძენგოვი.

შეგახსენებთ, რომ მიუხედავად იმისა, რომ მას ოკუპაციის შესახებ კანონი დარღვეული აქვს (აფხაზეთში იყო რამდენჯერმე) საქართველოში სტუმრობისას პრობლემა არასოდეს შექმნია.

ძენგოვი და თოფურია

"ყოველ დღე მადლობას ვუხდი ბედს შენთვის! ყოველთვის ბედნიერი იყავი, ჩემო სულო... გილოცავ დაბადების დღეს...“ - წერს სოციალურ ქსელში თოფურიას ქმარი და მეუღლესთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს.

ქეთა თოფურიამ ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ აიშენა წყნეთში აგარაკი, სადაც პერიოდულად, შვილებთან ერთად, ისვენებს. მიუხედავად იმისა, რომ ცოტა ხნის წინ ვწერდით, რომ წყვილმა დუბაიში ძვირადღირებული ბინა შეიძინა, როგორც ჩანს, მომღერალი დაბადების დღის აღნიშვნას აქ ამჯობინებს. ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც დაბადების დღის ასაღნიშნად თოფურიამ საქართველო შეარჩია.

წაიკითხეთ ასევე: