სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

23

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 04:59-ზე, მთვარე 09:03-ზე გადავა თევზების ზოდიაქოში ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. ამ დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე.
სპორტი
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"უდიდესია და ის ჩვენია" - რას წერენ გიორგი მამარდაშვილით აღფრთოვანებული "ლივერპულის" ფანები? - ფოტო ქომაგებთან და ფაბრიციო რომანოს მორიგი კულუარული ინფორმაცია "მამარდაზე"
"უდიდესია და ის ჩვენია" - რას წერენ გიორგი მამარდაშვილით აღფრთოვანებული "ლივერპულის" ფანები? - ფოტო ქომაგებთან და ფაბრიციო რომანოს მორიგი კულუარული ინფორმაცია "მამარდაზე"

სა­ქარ­ვე­ლოს ეროვ­ნულ­მა სა­ფეხ­ბურ­თო ნაკ­რებ­მა ერთა ლი­გის გა­თა­მა­შე­ბა წარ­მა­ტე­ბუ­ლად და­ი­წყო. პირ­ვე­ლი მატ­ჩი მი­ხე­ილ მეს­ხის სა­ხე­ლო­ბის სტა­დი­ონ­ზე გა­ი­მარ­თა და ჩვენ­მა გუნ­დმა ჩე­ხე­თის ეროვ­ნულ ნაკ­რებს უმას­პინ­ძლა.

  • მატ­ჩი ქარ­თვე­ლე­ბის სრუ­ლი დო­მი­ნა­ცი­ით წა­რი­მარ­თა, გვქონ­და არა­ერ­თი სა­გო­ლე მო­მენ­ტი. სა­ბო­ლო­ოდ კი თა­მა­ში ან­გა­რი­შით 4-1 დას­რულ­და. გო­ლე­ბი კვა­რა­ცხე­ლი­ამ, ჩაკ­ვე­ტა­ძემ, მი­ქა­უ­ტა­ძემ და ქო­ჩო­რაშ­ვილ­მა გა­ი­ტა­ნეს.

მატ­ჩის სა­წყის წუ­თებ­ში გა­მო­ირ­ჩა ჩვე­ნი გუნ­დის მე­კა­რე, გი­ორ­გი მა­მარ­დაშ­ვი­ლი, რო­მელ­მაც სა­ხი­ფა­თო დარ­ტყმა ბრწყინ­ვა­ლედ მო­ი­გე­რია.

  • ქარ­თვე­ლე­ბის თა­მა­ში ლაღი და ლა­მა­ზი იყო, რაც ფეხ­ბურ­თის უცხო­ე­ლი ქო­მა­გე­ბის­თვი­საც თვალ­ში­სა­ცე­მი აღ­მოჩ­ნდა და სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში არა­ერ­თი და­დე­ბი­თი შე­ფა­სე­ბა იწე­რე­ბა. ზო­გი­ერ­თი იმა­საც კი წერს, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბის ფა­ნე­ბი გახ­დნენ.

მატ­ჩის შემ­დეგ გი­ორ­გი მა­მარ­დაშ­ვი­ლი ფა­ნებ­თან მი­ვი­და და მათ­თა ერ­თად იზე­ი­მა გა­მარ­ჯვე­ბა. აღ­ნიშ­ნუ­ლის ამ­სახ­ვე­ლი ფოტო ცნო­ბილ­მა იტა­ლი­ელ­მა სპორ­ტულ­მა ჟურ­ნა­ლის­ტმა, ფაბ­რი­ციო რო­მა­ნომ გა­მო­აქ­ვეყ­ნა და და­წე­რა, რომ ერთ-ერთი ფაქ­ტო­რი, რის გა­მოც "ლი­ვერ­პულ­მა" მა­მარ­დაშ­ვილ­თან კონ­ტრაქ­ტი გა­ა­ფორ­მა, მე­კა­რის ლი­დე­რო­ბის უნა­რია.

  • "გი­ორ­გი მა­მარ­დაშ­ვი­ლი ლი­დე­რობს ქარ­თველ ულტრა­სებს ჩე­ხეთ­თან გა­მარ­ჯვე­ბის აღ­სა­ნიშ­ნა­ვად. მისი ლი­დე­რო­ბის უნა­რი იყო ერთ-ერთი და­მა­ტე­ბი­თი საკ­ვან­ძო ფაქ­ტო­რი, რო­მელ­მაც ლი­ვერ­პუ­ლი მას­თან კონ­ტრაქ­ტის გა­ფორ­მე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბამ­დე მი­იყ­ვა­ნა", - წერს ფაბ­რი­ციო რო­მა­ნო.

ფაბ­რი­ციო რო­მა­ნოს პოსტს არა­ერ­თი კო­მენ­ტა­რი მოჰ­ყვა და გან­სა­კუთ­რე­ბით აქ­ტი­უ­რო­ბენ "ლი­ვერ­პუ­ლის" ქო­მა­გე­ბი, რომ­ლე­ბიც წე­რენ, რომ ერთი სული აქვთ, რო­დის ნა­ხა­ვენ "მა­მარ­დას" ენ­ფილ­დზე.

ერთ-ერთ გა­მორ­ჩე­უ­ლი მე­კა­რე, კე­თი­ლი იყოს შენი მობ­რძა­ნე­ბა ენ­ფილ­დზე,

ის სა­უ­კე­თე­სოა, ერთი სული მაქვს, რო­დის ვნა­ხავ ენ­ფილ­დზე

ის პა­ტი­ვის­ცე­მას იმ­სა­ხუ­რებს

სა­ო­ცა­რი მე­კა­რეა და მთლი­ა­ნად სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბი სა­ო­ცარ ფორ­მა­შია, მათ­მა თა­მაშ­მა შოკ­ში ჩა­მაგ­დო

სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბის თა­მა­შის ყუ­რე­ბა უდი­დე­სი სი­ა­მოვ­ნე­ბაა

ის უდი­დე­სია და ის ჩვე­ნია, - წე­რენ ფა­ნე­ბი.

ნა­ხეთ ასე­ვე:

გი­ჟუ­რი თა­მა­ში, გო­ლე­ბის ცვე­ნა და უსაქ­მოდ დარ­ჩე­ნი­ლი "მა­მარ­და" - ქარ­თვე­ლებ­მა "მეს­ხზე" ჩე­ხე­ბი გა­ა­ნად­გუ­რეს

გიო
0

გეხუტუნე გიო ქართულ გულში!.. წარმატებები შენ, საქართველოს ნაკრებს და ჩვენს ქვეყანას!..

ავტორი:

"უდიდესია და ის ჩვენია" - რას წერენ გიორგი მამარდაშვილით აღფრთოვანებული "ლივერპულის" ფანები? - ფოტო ქომაგებთან და ფაბრიციო რომანოს მორიგი კულუარული ინფორმაცია "მამარდაზე"

"უდიდესია და ის ჩვენია" - რას წერენ გიორგი მამარდაშვილით აღფრთოვანებული "ლივერპულის" ფანები? - ფოტო ქომაგებთან და ფაბრიციო რომანოს მორიგი კულუარული ინფორმაცია "მამარდაზე"

საქარველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა ერთა ლიგის გათამაშება წარმატებულად დაიწყო. პირველი მატჩი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართა და ჩვენმა გუნდმა ჩეხეთის ეროვნულ ნაკრებს უმასპინძლა.

  • მატჩი ქართველების სრული დომინაციით წარიმართა, გვქონდა არაერთი საგოლე მომენტი. საბოლოოდ კი თამაში ანგარიშით 4-1 დასრულდა. გოლები კვარაცხელიამ, ჩაკვეტაძემ, მიქაუტაძემ და ქოჩორაშვილმა გაიტანეს.

მატჩის საწყის წუთებში გამოირჩა ჩვენი გუნდის მეკარე, გიორგი მამარდაშვილი, რომელმაც სახიფათო დარტყმა ბრწყინვალედ მოიგერია.

  • ქართველების თამაში ლაღი და ლამაზი იყო, რაც ფეხბურთის უცხოელი ქომაგებისთვისაც თვალშისაცემი აღმოჩნდა და სოციალურ ქსელში არაერთი დადებითი შეფასება იწერება. ზოგიერთი იმასაც კი წერს, რომ საქართველოს ნაკრების ფანები გახდნენ.

მატჩის შემდეგ გიორგი მამარდაშვილი ფანებთან მივიდა და მათთა ერთად იზეიმა გამარჯვება. აღნიშნულის ამსახველი ფოტო ცნობილმა იტალიელმა სპორტულმა ჟურნალისტმა, ფაბრიციო რომანომ გამოაქვეყნა და დაწერა, რომ ერთ-ერთი ფაქტორი, რის გამოც "ლივერპულმა" მამარდაშვილთან კონტრაქტი გააფორმა, მეკარის ლიდერობის უნარია.

  • "გიორგი მამარდაშვილი ლიდერობს ქართველ ულტრასებს ჩეხეთთან გამარჯვების აღსანიშნავად. მისი ლიდერობის უნარი იყო ერთ-ერთი დამატებითი საკვანძო ფაქტორი, რომელმაც ლივერპული მასთან კონტრაქტის გაფორმების გადაწყვეტილებამდე მიიყვანა", - წერს ფაბრიციო რომანო.

ფაბრიციო რომანოს პოსტს არაერთი კომენტარი მოჰყვა და განსაკუთრებით აქტიურობენ "ლივერპულის" ქომაგები, რომლებიც წერენ, რომ ერთი სული აქვთ, როდის ნახავენ "მამარდას" ენფილდზე.

ერთ-ერთ გამორჩეული მეკარე, კეთილი იყოს შენი მობრძანება ენფილდზე,

ის საუკეთესოა, ერთი სული მაქვს, როდის ვნახავ ენფილდზე

ის პატივისცემას იმსახურებს

საოცარი მეკარეა და მთლიანად საქართველოს ნაკრები საოცარ ფორმაშია, მათმა თამაშმა შოკში ჩამაგდო

საქართველოს ნაკრების თამაშის ყურება უდიდესი სიამოვნებაა

ის უდიდესია და ის ჩვენია, - წერენ ფანები.

ნახეთ ასევე:

გიჟური თამაში, გოლების ცვენა და უსაქმოდ დარჩენილი "მამარდა" - ქართველებმა "მესხზე" ჩეხები გაანადგურეს