პოლიტიკა
მოზაიკა

24

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 05:13-ზე, მთვარე 11:20-ზე ესტუმრება ვერძს კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
თვის კითხვადი სტატიები
“ბრალი წარედგინა საქმიანობაში ჩართულ 4, დაუსწრებლად 2 ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს“ - საქართველოს პროკურატურამ ქოლ-ცენტრების საქმეზე, ტრანსნაციონალური დანაშაული გახსნა: დეტალები
“ბრალი წარედგინა საქმიანობაში ჩართულ 4, დაუსწრებლად 2 ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს“ - საქართველოს პროკურატურამ ქოლ-ცენტრების საქმეზე, ტრანსნაციონალური დანაშაული გახსნა: დეტალები

სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რამ გერ­მა­ნი­ის ფე­დე­რა­ცი­უ­ლი რეს­პუბ­ლი­კის სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბით, ქოლ-ცენ­ტრე­ბის საქ­მე­ზე, მო­რი­გი ტრან­სნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი და­ნა­შა­უ­ლი გახ­სნა.

ამის შე­სა­ხებ ბრი­ფინგზე პრო­კუ­რორ­მა ბექა კვი­ცი­ან­მა გა­ნა­ცხა­და.

"სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რამ გერ­მა­ნი­ის ფე­დე­რა­ცი­უ­ლი რეს­პუბ­ლი­კის სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბით, სა­გა­მო­ძი­ე­ბო ჯგუ­ფის ფარ­გლებ­ში, რო­მელ­შიც ასე­ვე ჩარ­თუ­ლი არი­ან სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რი და ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტროს სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხუ­რი, მო­რი­გი ტრან­სნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი და­ნა­შა­უ­ლი გახ­სნა.

  • ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი ჯგუ­ფის მიერ გან­სა­კუთ­რე­ბით დიდი ოდე­ნო­ბით თაღ­ლი­თო­ბი­სა და უკა­ნო­ნო შე­მო­სავ­ლის ლე­გა­ლი­ზა­ცი­ის ფაქ­ტზე და­კა­ვე­ბუ­ლია და ბრა­ლი წა­რედ­გი­ნა ქოლ-ცენ­ტრე­ბის საქ­მი­ა­ნო­ბა­ში ჩარ­თულ 4 პირს, ასე­ვე და­უს­წრებ­ლად წა­რედ­გი­ნა ბრა­ლი ორ ფი­ზი­კურ პირს და ერთ იუ­რი­დი­ულ პირს.

ჩა­ტა­რე­ბუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბით დად­გე­ნი­ლია, რომ უკ­რა­ი­ნის მო­ქა­ლა­ქის მიერ სა­ქარ­თვე­ლო­ში და­ფუძ­ნე­ბუ­ლი კომ­პა­ნი­ის - შპს “მორ­გან ლი­მი­ტე­დი“-ს ბა­ზა­ზე, სა­ქარ­თვე­ლოს და უცხო ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის მიერ, ჩა­მო­ყა­ლიბ­და და 2019-2021 წლებ­ში ფუნ­ქცი­ო­ნი­რებ­და შე­თან­ხმე­ბუ­ლად მოქ­მე­დი სტრუქ­ტუ­რუ­ლი ფორ­მის მქო­ნე და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი ჯგუ­ფი, რომ­ლის მი­ზანს მა­ტე­რი­ა­ლუ­რი სარ­გებ­ლის უკა­ნო­ნოდ მი­ღე­ბა და შემ­დგომ­ში ფუ­ლის გა­თეთ­რე­ბა წარ­მო­ად­გენ­და. შპს “მორ­გან ლი­მი­ტე­დი“-ს სა­ხე­ლით იჯა­რით აღე­ბულ ფარ­თში მო­წყო­ბი­ლი ქოლ-ცენ­ტრის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი, სხვა­დას­ხვა სა­კო­მუ­ნი­კა­ციო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით, უკავ­შირ­დე­ბოდ­ნენ ევ­რო­პუ­ლი ქვეყ­ნე­ბის მო­ქა­ლა­ქე­ებს და მო­ტყუ­ე­ბით იყო­ლი­ებ­დნენ, წი­ნას­წარ შექ­მნილ ყალბ სა­ვაჭ­რო პლატ­ფორ­მებ­ზე გა­ნე­ხორ­ცი­ე­ლე­ბი­ნათ თით­ქოს­და მომ­გე­ბი­ა­ნი ინ­ვეს­ტი­ცია.

თაღ­ლი­თუ­რი ქოლ-ცენ­ტრის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი დის­ტან­ცი­უ­რად უკავ­შირ­დე­ბოდ­ნენ და­ზა­რა­ლე­ბუ­ლებს ელექტრო­ნულ მო­წყო­ბი­ლო­ბებ­ზე, არე­გის­ტრი­რებ­დნენ მათ სა­ვაჭ­რო პლატ­ფორ­მებ­ზე, კრიპ­ტო ბირ­ჟებ­ზე და და­ზა­რა­ლე­ბუ­ლე­ბის თან­ხით შე­ძე­ნილ ვირ­ტუ­ა­ლურ აქ­ტი­ვებს რი­ცხავ­დნენ კრი­მი­ნა­ლუ­რი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის კონ­ტრო­ლი­რე­ბად ელექტრო­ნულ სა­ფუ­ლე­ებ­ზე. აღ­ნიშ­ნუ­ლის პა­რა­ლე­ლუ­რად, ყალბ პლატ­ფორ­მებ­ზე სი­მუ­ლა­ცი­უ­რი ქმე­დე­ბე­ბით და­ზა­რა­ლე­ბუ­ლებს აჩ­ვე­ნებ­დნენ ინ­ვეს­ტი­რე­ბუ­ლი თან­ხე­ბის ზრდას, ხოლო და­ბან­დე­ბუ­ლი თან­ხი­სა და მო­გე­ბის უკან დაბ­რუ­ნე­ბის მო­თხოვ­ნის შემ­თხვე­ვა­ში, წყვეტ­დნენ ყო­ველ­გვარ კო­მუ­ნი­კა­ცი­ას.

  • აღ­ნიშ­ნუ­ლი გზით, ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი ჯგუ­ფის წევ­რე­ბი თაღ­ლი­თუ­რად და­ე­უფლნენ გერ­მა­ნი­ის ფე­დე­რა­ცი­უ­ლი რეს­პუბ­ლი­კის, სლო­ვე­ნი­ი­სა და სლო­ვა­კე­თის რეს­პუბ­ლი­კე­ბის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის კუთ­ვნილ და­ახ­ლო­ე­ბით 3 170 000 ევ­როს.

თაღ­ლი­თუ­რად და­უფ­ლე­ბუ­ლი აქ­ტი­ვე­ბის­თვის კა­ნო­ნი­ე­რი სა­ხის მი­სა­ცე­მად ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი ჯგუ­ფის წევ­რებ­მა მო­ახ­დი­ნეს ხსე­ნე­ბუ­ლი თან­ხე­ბის მათ მიერ კონ­ტრო­ლი­რე­ბად სა­ბან­კო ან­გა­რი­შებ­ზე გან­თავ­სე­ბა და ჩარ­თვა ეკო­ნო­მი­კურ ბრუნ­ვა­ში, მათ შო­რის უძ­რავ-მოძ­რა­ვი ქო­ნე­ბე­ბის შე­ძე­ნის გზით. გა­მო­ძი­ე­ბის მიერ სა­ბან­კო სექ­ტო­რი­დან ამო­ღე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის ანა­ლი­ზით დგინ­დე­ბა, რომ შპს “მორ­გან ლი­მი­ტე­დის“ სა­ხე­ლით მოქ­მე­დი თაღ­ლი­თუ­რი ქოლ-ცენ­ტრის ერთ-ერ­თმა ხელ­მძღვა­ნელ­მა პირ­მა, რო­მე­ლიც გა­ტა­რე­ბუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბის ფარ­გლებ­ში მო­სა­მარ­თლის გან­ჩი­ნე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე და­კა­ვე­ბუ­ლია, ევ­რო­პე­ლი მო­სახ­ლე­ო­ბის­გან თან­ხე­ბის თაღ­ლი­თუ­რად და­უფ­ლე­ბის პე­რი­ოდ­ში ჯამ­ში მი­ლი­ონ დო­ლარ­ზე მეტი თან­ხა ჩა­რი­ცხა და­ვით კე­ზე­რაშ­ვი­ლის, კე­ზე­რაშ­ვი­ლის დის და კე­ზე­რაშ­ვი­ლის დის შვი­ლის სა­ბან­კო ან­გა­რი­შებ­ზე. ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით აქ­ტი­უ­რად გრძელ­დე­ბა გა­მო­ძი­ე­ბა, მათ შო­რის უცხო­ე­ლი კო­ლე­გე­ბის ჩარ­თუ­ლო­ბით და შე­მა­ჯა­მე­ბე­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბის­თა­ნა­ვე, სა­ზო­გა­დო­ე­ბას ეც­ნო­ბე­ბა და­მა­ტე­ბით.

მიმ­დი­ნა­რე გა­მო­ძი­ე­ბის ფარ­გლებ­ში ასე­ვე დად­გე­ნი­ლია, რომ ერთ-ერთი და­კა­ვე­ბუ­ლის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით ქ. თბი­ლის­ში დღე­ის მდგო­მა­რე­ო­ბი­თაც მოქ­მე­დებ­და მსხვი­ლი თაღ­ლი­თუ­რი ქოლ-ცენ­ტრი, რო­მელ­შიც მიმ­დი­ნა­რე წლის 5 სექ­ტემ­ბერს ჩა­ტა­რე­ბუ­ლი სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად, ამო­ღე­ბუ­ლია ასე­უ­ლო­ბით კომ­პი­უ­ტე­რი და მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნი, შავი ჩა­ნა­წე­რე­ბი და და­ნა­შა­ულ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სხვა ინ­ფორ­მა­ცია. იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი არი­ან თაღ­ლი­თუ­რი ქოლ-ცენ­ტრის საქ­მი­ა­ნო­ბა­ში ჩარ­თუ­ლი სხვა პი­რე­ბიც.

ბრალ­დე­ბულ­თა კუთ­ვნი­ლი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ბი­ნე­ბის ჩხრე­კის შე­დე­გად, ამო­ღე­ბუ­ლია ჯამ­ში 800 000 აშშ დო­ლარ­ზე მეტი ფუ­ლა­დი თან­ხა, ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი ნივ­თე­ბი და სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი. სა­სა­მარ­თლო გან­ჩი­ნე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, ყა­და­ღა და­ე­დო ბრალ­დე­ბუ­ლე­ბის და მათ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი პი­რე­ბის კუთ­ვნილ რამ­დე­ნი­მე მი­ლი­ო­ნი ლა­რის ღი­რე­ბუ­ლე­ბის აქ­ტი­ვებს - ბრალ­დე­ბუ­ლე­ბის სა­ბან­კო ან­გა­რი­შებს და მათ სა­კუთ­რე­ბა­ში არ­სე­ბულ უძ­რავ და მოძ­რავ ქო­ნე­ბას, რი­თაც არ მი­ე­ცათ მათი შემ­დგო­მი გან­კარ­გვი­სა და გა­და­მალ­ვის შე­საძ­ლებ­ლო­ბა.

და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი წარ­მო­მავ­ლო­ბის ქო­ნე­ბე­ბის სა­ხელ­მწი­ფოს სა­სარ­გებ­ლოდ ჩა­მორ­თმე­ვის უზ­რუნ­ველ­სა­ყო­ფად, პრო­კუ­რა­ტუ­რა შე­სა­ბა­მის სა­მარ­თლებ­რივ პრო­ცე­დუ­რებს გა­ა­ტა­რებს. პრო­კუ­რა­ტუ­რა ბრალ­დე­ბუ­ლე­ბის მი­მართ აღ­კვე­თი ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბის შე­ფარ­დე­ბის მო­თხოვ­ნით სა­სა­მარ­თლოს კა­ნო­ნით დად­გე­ნილ ვა­და­ში მი­მარ­თავს. წარ­დგე­ნი­ლი ბრალ­დე­ბა სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად 9 დან 12 წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

აქვე სა­ზო­გა­დო­ე­ბას შე­ვახ­სე­ნებთ, რომ 2021-2024 წლებ­ში, პრო­კუ­რა­ტუ­რამ, ე.წ თაღ­ლი­თუ­რი ქოლ-ცენ­ტრე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე რამ­დე­ნი­მე ფარ­თო­მას­შტა­ბი­ა­ნი ღო­ნის­ძი­ე­ბა ჩა­ა­ტა­რა. ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის ფარ­გლებ­ში, პრო­კუ­რა­ტუ­რის, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს, ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტროს სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხუ­რი­სა და სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის ჩარ­თუ­ლო­ბით, რამ­დე­ნი­მე ლო­კა­ცი­ა­ზე გან­ხორ­ცი­ელ­და ე.წ. თაღ­ლი­თუ­რი ქოლ-ცენ­ტრე­ბის, ათე­უ­ლო­ბით ფი­ზი­კუ­რი პი­რის, მათი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ბი­ნე­ბის, ავ­ტო­მან­ქა­ნე­ბის და სა­მუ­შაო ად­გი­ლე­ბის ჩხრე­კა. ამო­ღე­ბუ­ლია ასე­უ­ლო­ბით ელექტრო­ნუ­ლი მა­ტა­რე­ბე­ლი, დო­კუ­მენ­ტა­ცია და დიდი ოდე­ნო­ბით ფუ­ლა­დი თან­ხა.

ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის შე­დე­გად, სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რამ ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი ჯგუ­ფის მიერ ჩა­დე­ნი­ლი თაღ­ლი­თო­ბის და ფუ­ლის გა­თეთ­რე­ბის ბრალ­დე­ბით სის­ხლის­სა­მარ­თლებ­რი­ვი დევ­ნა ე.წ. ქოლ-ცენ­ტრე­ბის საქ­მი­ა­ნო­ბა­ში ჩარ­თუ­ლი ჯამ­ში 89 ფი­ზი­კუ­რი და 7 იუ­რი­დი­უ­ლი პი­რის მი­მართ და­ი­წყო. და­ზა­რა­ლე­ბუ­ლად ცნო­ბი­ლია ევ­რო­პის სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნის ასე­უ­ლო­ბით მო­ქა­ლა­ქე, რო­მელ­თა ზი­ა­ნის სა­ერ­თო ოდე­ნო­ბა აღე­მა­ტე­ბა - 30 მი­ლი­ონ ლარს. ასე­ვე, ყა­და­ღა და­ე­დო სა­ვა­რა­უ­დოდ და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი გზით მო­პო­ვე­ბულ აქ­ტი­ვებს, რო­მელ­თა ღი­რე­ბუ­ლე­ბა 90 მი­ლი­ონ ლარს აღე­მა­ტე­ბა.

ტრან­სნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი და­ნა­შა­უ­ლის წი­ნა­აღ­მდეგ ეფექ­ტი­ა­ნი ბრძო­ლა სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რის ერთ-ერთ მთა­ვარ პრი­ო­რი­ტეტს წარ­მო­ად­გენს. ამ ეტა­პი­სათ­ვის, სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რა მო­ნა­წი­ლე­ობს ორ სა­ერ­თა­შო­რი­სო ერ­თობ­ლივ სა­გა­მო­ძი­ე­ბო ჯგუფ­ში და ევ­რო­ჯას­ტის კო­ორ­დი­ნა­ცი­ით ინ­ტენ­სი­ურ რე­ჟიმ­ში აგ­რძე­ლებს გა­მო­ძი­ე­ბას ე.წ. თაღ­ლი­თუ­რი ქოლ-ცენ­ტრე­ბის საქ­მი­ა­ნო­ბით და­კა­ვე­ბუ­ლი სხვა ფი­ზი­კუ­რი თუ იუ­რი­დი­უ­ლი პი­რე­ბის გა­მოვ­ლე­ნი­სა და მხი­ლე­ბის მიზ­ნით,"- აღ­ნიშ­ნუ­ლია პრო­კუ­რა­ტუ­რის გან­ცხა­დე­ბა­ში.

00:00 / 00:00
ავტორი:

“ბრალი წარედგინა საქმიანობაში ჩართულ 4, დაუსწრებლად 2 ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს“ - საქართველოს პროკურატურამ ქოლ-ცენტრების საქმეზე, ტრანსნაციონალური დანაშაული გახსნა: დეტალები

“ბრალი წარედგინა საქმიანობაში ჩართულ 4, დაუსწრებლად 2 ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს“ - საქართველოს პროკურატურამ ქოლ-ცენტრების საქმეზე, ტრანსნაციონალური დანაშაული გახსნა: დეტალები

საქართველოს პროკურატურამ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის სამართალდამცავებთან თანამშრომლობით, ქოლ-ცენტრების საქმეზე, მორიგი ტრანსნაციონალური დანაშაული გახსნა.

ამის შესახებ ბრიფინგზე პროკურორმა ბექა კვიციანმა განაცხადა.

"საქართველოს პროკურატურამ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის სამართალდამცავებთან თანამშრომლობით, საგამოძიებო ჯგუფის ფარგლებში, რომელშიც ასევე ჩართული არიან საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური, მორიგი ტრანსნაციონალური დანაშაული გახსნა.

  • ორგანიზებული ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით თაღლითობისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე დაკავებულია და ბრალი წარედგინა ქოლ-ცენტრების საქმიანობაში ჩართულ 4 პირს, ასევე დაუსწრებლად წარედგინა ბრალი ორ ფიზიკურ პირს და ერთ იურიდიულ პირს.

ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ უკრაინის მოქალაქის მიერ საქართველოში დაფუძნებული კომპანიის - შპს “მორგან ლიმიტედი“-ს ბაზაზე, საქართველოს და უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიერ, ჩამოყალიბდა და 2019-2021 წლებში ფუნქციონირებდა შეთანხმებულად მოქმედი სტრუქტურული ფორმის მქონე დანაშაულებრივი ჯგუფი, რომლის მიზანს მატერიალური სარგებლის უკანონოდ მიღება და შემდგომში ფულის გათეთრება წარმოადგენდა. შპს “მორგან ლიმიტედი“-ს სახელით იჯარით აღებულ ფართში მოწყობილი ქოლ-ცენტრის თანამშრომლები, სხვადასხვა საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენებით, უკავშირდებოდნენ ევროპული ქვეყნების მოქალაქეებს და მოტყუებით იყოლიებდნენ, წინასწარ შექმნილ ყალბ სავაჭრო პლატფორმებზე განეხორციელებინათ თითქოსდა მომგებიანი ინვესტიცია.

თაღლითური ქოლ-ცენტრის თანამშრომლები დისტანციურად უკავშირდებოდნენ დაზარალებულებს ელექტრონულ მოწყობილობებზე, არეგისტრირებდნენ მათ სავაჭრო პლატფორმებზე, კრიპტო ბირჟებზე და დაზარალებულების თანხით შეძენილ ვირტუალურ აქტივებს რიცხავდნენ კრიმინალური ორგანიზაციის კონტროლირებად ელექტრონულ საფულეებზე. აღნიშნულის პარალელურად, ყალბ პლატფორმებზე სიმულაციური ქმედებებით დაზარალებულებს აჩვენებდნენ ინვესტირებული თანხების ზრდას, ხოლო დაბანდებული თანხისა და მოგების უკან დაბრუნების მოთხოვნის შემთხვევაში, წყვეტდნენ ყოველგვარ კომუნიკაციას.

  • აღნიშნული გზით, ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები თაღლითურად დაეუფლნენ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის, სლოვენიისა და სლოვაკეთის რესპუბლიკების მოქალაქეების კუთვნილ დაახლოებით 3 170 000 ევროს.

თაღლითურად დაუფლებული აქტივებისთვის კანონიერი სახის მისაცემად ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა მოახდინეს ხსენებული თანხების მათ მიერ კონტროლირებად საბანკო ანგარიშებზე განთავსება და ჩართვა ეკონომიკურ ბრუნვაში, მათ შორის უძრავ-მოძრავი ქონებების შეძენის გზით. გამოძიების მიერ საბანკო სექტორიდან ამოღებული ინფორმაციის ანალიზით დგინდება, რომ შპს “მორგან ლიმიტედის“ სახელით მოქმედი თაღლითური ქოლ-ცენტრის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა პირმა, რომელიც გატარებული ღონისძიების ფარგლებში მოსამართლის განჩინების საფუძველზე დაკავებულია, ევროპელი მოსახლეობისგან თანხების თაღლითურად დაუფლების პერიოდში ჯამში მილიონ დოლარზე მეტი თანხა ჩარიცხა დავით კეზერაშვილის, კეზერაშვილის დის და კეზერაშვილის დის შვილის საბანკო ანგარიშებზე. ამ მიმართულებით აქტიურად გრძელდება გამოძიება, მათ შორის უცხოელი კოლეგების ჩართულობით და შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღებისთანავე, საზოგადოებას ეცნობება დამატებით.

მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ასევე დადგენილია, რომ ერთ-ერთი დაკავებულის ხელმძღვანელობით ქ. თბილისში დღეის მდგომარეობითაც მოქმედებდა მსხვილი თაღლითური ქოლ-ცენტრი, რომელშიც მიმდინარე წლის 5 სექტემბერს ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ამოღებულია ასეულობით კომპიუტერი და მობილური ტელეფონი, შავი ჩანაწერები და დანაშაულთან დაკავშირებული სხვა ინფორმაცია. იდენტიფიცირებული არიან თაღლითური ქოლ-ცენტრის საქმიანობაში ჩართული სხვა პირებიც.

ბრალდებულთა კუთვნილი საცხოვრებელი ბინების ჩხრეკის შედეგად, ამოღებულია ჯამში 800 000 აშშ დოლარზე მეტი ფულადი თანხა, ძვირადღირებული ნივთები და სატრანსპორტო საშუალებები. სასამართლო განჩინების საფუძველზე, ყადაღა დაედო ბრალდებულების და მათთან დაკავშირებული პირების კუთვნილ რამდენიმე მილიონი ლარის ღირებულების აქტივებს - ბრალდებულების საბანკო ანგარიშებს და მათ საკუთრებაში არსებულ უძრავ და მოძრავ ქონებას, რითაც არ მიეცათ მათი შემდგომი განკარგვისა და გადამალვის შესაძლებლობა.

დანაშაულებრივი წარმომავლობის ქონებების სახელმწიფოს სასარგებლოდ ჩამორთმევის უზრუნველსაყოფად, პროკურატურა შესაბამის სამართლებრივ პროცედურებს გაატარებს. პროკურატურა ბრალდებულების მიმართ აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების მოთხოვნით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს. წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად 9 დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

აქვე საზოგადოებას შევახსენებთ, რომ 2021-2024 წლებში, პროკურატურამ, ე.წ თაღლითური ქოლ-ცენტრების წინააღმდეგ საქართველოს ტერიტორიაზე რამდენიმე ფართომასშტაბიანი ღონისძიება ჩაატარა. ჩატარებული ღონისძიებების ფარგლებში, პროკურატურის, შინაგან საქმეთა სამინისტროს, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურისა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ჩართულობით, რამდენიმე ლოკაციაზე განხორციელდა ე.წ. თაღლითური ქოლ-ცენტრების, ათეულობით ფიზიკური პირის, მათი საცხოვრებელი ბინების, ავტომანქანების და სამუშაო ადგილების ჩხრეკა. ამოღებულია ასეულობით ელექტრონული მატარებელი, დოკუმენტაცია და დიდი ოდენობით ფულადი თანხა.

ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, საქართველოს პროკურატურამ ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი თაღლითობის და ფულის გათეთრების ბრალდებით სისხლისსამართლებრივი დევნა ე.წ. ქოლ-ცენტრების საქმიანობაში ჩართული ჯამში 89 ფიზიკური და 7 იურიდიული პირის მიმართ დაიწყო. დაზარალებულად ცნობილია ევროპის სხვადასხვა ქვეყნის ასეულობით მოქალაქე, რომელთა ზიანის საერთო ოდენობა აღემატება - 30 მილიონ ლარს. ასევე, ყადაღა დაედო სავარაუდოდ დანაშაულებრივი გზით მოპოვებულ აქტივებს, რომელთა ღირებულება 90 მილიონ ლარს აღემატება.

ტრანსნაციონალური დანაშაულის წინააღმდეგ ეფექტიანი ბრძოლა საქართველოს პროკურატურის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. ამ ეტაპისათვის, საქართველოს პროკურატურა მონაწილეობს ორ საერთაშორისო ერთობლივ საგამოძიებო ჯგუფში და ევროჯასტის კოორდინაციით ინტენსიურ რეჟიმში აგრძელებს გამოძიებას ე.წ. თაღლითური ქოლ-ცენტრების საქმიანობით დაკავებული სხვა ფიზიკური თუ იურიდიული პირების გამოვლენისა და მხილების მიზნით,"- აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.