მსოფლიო
პოლიტიკა

20

იანვარი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება, მთვარე სასწორშია კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; გუნდური მუშაობისთვის; ვაჭრობისთვის. ამ დღეს შეიძლება “მეგობრობის დღე“ ვუწოდოთ. კარგია საერთო მიზნისთვის გაერთიანება, მომავლის დასახვა. კარგია მგზავრობა, მივლინება; საქმიანობის შეცვლა. მოაგვარეთ საოჯახო საქმეები; დაისვენეთ. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ერთგულების ფიცის დასადებად; მავნე ჩვევებისგან გასათავისუფლებლად. ნუ გადატვირთავთ ღვიძლს. გაისეირნეთ სუფთა ჰაერზე. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
სპორტი
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
“მაპატიეთ, ქართველებო, მაგრამ უნდა ვთქვა: ბიძინა ივანიშვილი და ევროკავშირში გაწევრება შეუთავსებელია“ - რასა იუკნევიჩიანე
“მაპატიეთ, ქართველებო, მაგრამ უნდა ვთქვა: ბიძინა ივანიშვილი და ევროკავშირში გაწევრება შეუთავსებელია“ - რასა იუკნევიჩიანე

“ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი და ევ­რო­კავ­შირ­ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბა შე­უ­თასე­ბე­ლია ერ­თმა­ნეთ­თან. ამ ქვეყ­ნის დე­ბი­ძი­ნი­ზა­ცი­ის გა­რე­შე ვერ ვხე­დავ ვე­რა­ნა­ირ შე­საძ­ლებ­ლო­ბას ამ ქვეყ­ნის­თვის, იყოს ჩვენ­თან“, - ამის შე­სა­ხებ ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტარ­მა რასა იუკ­ნე­ვი­ჩი­ა­ნემ თბი­ლის­ში მიმ­დი­ნა­რე ორ­დღი­ა­ნი კონ­ფე­რენ­ცი­ის “გარ­დამ­ტე­ხი წელი“ ფარ­გლებ­ში გა­მარ­თულ პა­ნელ­ზე გა­ნა­ცხა­და.

მისი თქმით, სა­ქარ­თვე­ლოს­თვის კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სის მი­ნი­ჭე­ბა არ იყო ევ­რო­კავ­ში­რის მხრი­დან დამ­სა­ხუ­რე­ბა­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, არა­მედ უფრო ქარ­თვე­ლი ხალ­ხის წა­ხა­ლი­სე­ბა.

“მა­პა­ტი­ეთ ქარ­თვე­ლე­ბო, მაგ­რამ უნდა ვთქვა ეს: ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი და ევ­რო­კავ­შირ­ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბა შე­უ­თავ­სე­ბე­ლია. ამ ქვეყ­ნის დე­ბი­ძი­ნი­ზა­ცი­ის გა­რე­შე, ვერ ვხე­დავ ვე­რა­ნა­ირ შე­საძ­ლებ­ლო­ბას ამ ქვეყ­ნის­თვის, იყოს ჩვენ­თან, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მხიბ­ლავს, მომ­წონს ის, თუ რას ფიქ­რობს ქარ­თვე­ლი ხალ­ხი ევ­რო­კავ­შირ­ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბის შე­სა­ხებ. სა­ქარ­თვე­ლოს­თვის კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სის მი­ნი­ჭე­ბა არ იყო ევ­რო­კავ­ში­რის მხრი­დან დამ­სა­ხუ­რე­ბა­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა. ეს უფრო მე­ტად იყო ქარ­თვე­ლი ხალ­ხის წა­ხა­ლი­სე­ბა, არ და­ნებ­დნენ. იმის თქმა, რომ ჩვენ ერ­თად ვართ“, - აღ­ნიშ­ნა ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტარ­მა.

მისი თქმით, თუ ქვე­ყა­ნა­ში სი­ტუ­ა­ცია კი­დევ უფრო გა­უ­ა­რეს­დე­ბა, არ არის გა­მო­რი­ცხუ­ლი, გა­და­ი­ხე­დოს სა­ქარ­თვე­ლოს­თან უვი­ზო მი­მოს­ვლის სა­კი­თხი.

“არ ვიცი, მო­ვა­ხერ­ხებთ თუ არა შე­ვი­კა­ვოთ თავი იმის­გან, რომ არ გავ­მარ­თოთ დე­ბა­ტე­ბი, მა­გა­ლი­თად, უვი­ზო მი­მოს­ვლის სა­კი­თხზე თუკი აქ ყვე­ლა­ფე­რი კი­დევ უფრო გა­უ­ა­რეს­დე­ბა. ეს რთუ­ლი იქ­ნე­ბა, მაგ­რამ პი­რა­დად მე და­ვი­წყე ამა­ზე ფიქ­რი“, - აღ­ნიშ­ნა ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტარ­მა.

მისი თქმით, სა­ქარ­თვე­ლო იყო მო­წი­ნა­ვე ქვე­ყა­ნა რე­ფორ­მე­ბის და სხვა სა­კი­თხე­ბის კუ­თხით და ნამ­დვი­ლად საკ­ვირ­ვე­ლია, რომ ახლა ამ რე­გი­ონ­ში სომ­ხე­თი უფრო წინ დგას, ვიდ­რე სა­ქარ­თვე­ლო.

“ეს ასეა, იმის მი­ხედ­ვით, რო­გორც ჩვენ გა­რე­დან ვა­ფა­სებთ სამ­ხრეთ კავ­კა­სი­ა­ში არ­სე­ბულ ვი­თა­რე­ბას“, - აღ­ნიშ­ნა ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტარ­მა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ამერიკის შეერთებული შტატების 47-ე პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ინაუგურაცია დღეს გაიმართება
ავტორი:

“მაპატიეთ, ქართველებო, მაგრამ უნდა ვთქვა: ბიძინა ივანიშვილი და ევროკავშირში გაწევრება შეუთავსებელია“ - რასა იუკნევიჩიანე

“მაპატიეთ, ქართველებო, მაგრამ უნდა ვთქვა: ბიძინა ივანიშვილი და ევროკავშირში გაწევრება შეუთავსებელია“ - რასა იუკნევიჩიანე

“ბიძინა ივანიშვილი და ევროკავშირში გაწევრიანება შეუთასებელია ერთმანეთთან. ამ ქვეყნის დებიძინიზაციის გარეშე ვერ ვხედავ ვერანაირ შესაძლებლობას ამ ქვეყნისთვის, იყოს ჩვენთან“, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა რასა იუკნევიჩიანემ თბილისში მიმდინარე ორდღიანი კონფერენციის “გარდამტეხი წელი“ ფარგლებში გამართულ პანელზე განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება არ იყო ევროკავშირის მხრიდან დამსახურებაზე დაფუძნებული გადაწყვეტილება, არამედ უფრო ქართველი ხალხის წახალისება.

“მაპატიეთ ქართველებო, მაგრამ უნდა ვთქვა ეს: ბიძინა ივანიშვილი და ევროკავშირში გაწევრიანება შეუთავსებელია. ამ ქვეყნის დებიძინიზაციის გარეშე, ვერ ვხედავ ვერანაირ შესაძლებლობას ამ ქვეყნისთვის, იყოს ჩვენთან, მიუხედავად იმისა, რომ მხიბლავს, მომწონს ის, თუ რას ფიქრობს ქართველი ხალხი ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ. საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება არ იყო ევროკავშირის მხრიდან დამსახურებაზე დაფუძნებული გადაწყვეტილება. ეს უფრო მეტად იყო ქართველი ხალხის წახალისება, არ დანებდნენ. იმის თქმა, რომ ჩვენ ერთად ვართ“, - აღნიშნა ევროპარლამენტარმა.

მისი თქმით, თუ ქვეყანაში სიტუაცია კიდევ უფრო გაუარესდება, არ არის გამორიცხული, გადაიხედოს საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის საკითხი.

“არ ვიცი, მოვახერხებთ თუ არა შევიკავოთ თავი იმისგან, რომ არ გავმართოთ დებატები, მაგალითად, უვიზო მიმოსვლის საკითხზე თუკი აქ ყველაფერი კიდევ უფრო გაუარესდება. ეს რთული იქნება, მაგრამ პირადად მე დავიწყე ამაზე ფიქრი“, - აღნიშნა ევროპარლამენტარმა.

მისი თქმით, საქართველო იყო მოწინავე ქვეყანა რეფორმების და სხვა საკითხების კუთხით და ნამდვილად საკვირველია, რომ ახლა ამ რეგიონში სომხეთი უფრო წინ დგას, ვიდრე საქართველო.

“ეს ასეა, იმის მიხედვით, როგორც ჩვენ გარედან ვაფასებთ სამხრეთ კავკასიაში არსებულ ვითარებას“, - აღნიშნა ევროპარლამენტარმა.