მსოფლიო
საზოგადოება
კონფლიქტები

13

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:28-ზე, მთვარე 17:54-ზე გადაბრძანდება მორიელში მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად; შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას; ცხარე და ცხიმიან საკვებს; ცხოველური საკვების მიღებას. ნებადართულია თევზი და სოკო. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
სპორტი
პოლიტიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
“არ მეგონა, რომ ორჯერ მოგვიწევდა ჩემი გამარჯვების ზეიმი... შეჯიბრის წინა პერიოდში, შეუძლოდ ვგრძნობდი თავს“ - ოჩხიკიძის პირველი კომენტარი წართმეული და დაბრუნებული ოქროს შესახებ
“არ მეგონა, რომ ორჯერ მოგვიწევდა ჩემი გამარჯვების ზეიმი... შეჯიბრის წინა პერიოდში, შეუძლოდ ვგრძნობდი თავს“ - ოჩხიკიძის პირველი კომენტარი წართმეული და დაბრუნებული ოქროს შესახებ

პა­რა­ლიმ­პი­ურ­მა ჩემ­პი­ონ­მა გიგა ოჩხი­კი­ძემ, პა­რიზ­ში, გულ­შე­მატ­კივ­რე­ბის­თვის ვი­დეო ჩა­წე­რა და დღეს მომ­ხდარ სკან­და­ლურ ფაქ­ტებ­ზე ისა­უბ­რა. მისი თქმით, არ ეგო­ნა, რომ გა­მარ­ჯვე­ბას ორ­ჯერ იზე­ი­მებ­და.

"დღეს არ მე­გო­ნა, რომ ორ­ჯერ მოგ­ვი­წევ­და ჩემი გა­მარ­ჯვე­ბის ზე­ი­მი და დიდი ემო­ცი­ე­ბი იყო. მთე­ლი გუნ­დის დახ­მა­რე­ბით, ბა­ტო­ნი რა­ტის დახ­მა­რე­ბით, მთე­ლი დე­ლე­გა­ცი­ის შე­მად­გენ­ლო­ბით, და­ვიბ­რუ­ნეთ ჩვე­ნი რე­კორ­დი და მე­და­ლი მოგ­ვაქვს სა­ქარ­თვე­ლო­ში.

მად­ლო­ბა მწვრთნე­ლებს, მინ­და მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დო ბა­ტონ ზუ­რაბ კა­ხაბ­რიშ­ვილს, ამ შე­ჯიბ­რის წინა პე­რი­ოდ­ში, შე­უძ­ლოდ ვგრძნობ­დი თავს, ან­თე­ბაც გა­და­ვი­ტა­ნე და მან დიდი წვლი­ლი შე­ი­ტა­ნა ჩემს გა­მარ­ჯვე­ბა­ში. მე­და­ლი მოგ­ვაქვს სა­ქარ­თვე­ლო­ში", - აცხა­დებს პა­რა­ლიმ­პი­უ­რი ჩემ­პი­ო­ნი გიგა ოჩხი­კი­ძე.

პა­რა­ლიმ­პი­ელ­მა დღეს ბირ­თვის კვრა­ში სა­უ­კე­თე­სო შე­დე­გი აჩ­ვე­ნა და მსოფ­ლიო რე­კორ­დიც და­ამ­ყა­რა, თუმ­ცა მის­მა მე­ტო­ქე­ებ­მა აღ­ნიშ­ნუ­ლი შე­დე­გი გა­ა­სა­ჩივ­რეს და გი­გას მე­და­ლი ჩა­მო­არ­თვეს, ქარ­თულ­მა დე­ლე­გა­ცი­ის აპე­ლა­ცი­ის შემ­დეგ სა­ერ­თა­შო­რი­სო პა­რა­ლიმ­პი­ურ­მა კო­მი­ტეტ­მა ქარ­თვე­ლი ბირ­თვისმკვრე­ლის ნაჩ­ვე­ნე­ბი შე­დე­გი აღად­გი­ნა.

გი­გამ ბირ­თვის კვრა­ში 9,66 მეტ­რი და­ა­ფიქ­სი­რა, რი­თაც მსოფ­ლიო რე­კორ­დი და­ამ­ყა­რა.

ტურ­ნირ­ზე მე­ო­რე ად­გი­ლი მა­რო­კო­ელ­მა აბ­დე­ლი­ლაჰ გან­მა და­ი­კა­ვა, ბრინ­ჯა­ოს მე­და­ლი კი ირა­ნელ­მა სპორ­ტსმენ­მა მო­ი­პო­ვა.

გიგა ოჩხი­კი­ძე ქარ­თუ­ლი პა­რას­პორ­ტის ის­ტო­რი­ა­ში მე­ო­რე პა­რას­პორ­ტსმე­ნი გახ­და, ვინც ზა­ფხუ­ლის პა­რა­ლიმ­პი­ურ თა­მა­შებ­ზე ოქ­როს მე­და­ლი მო­ი­პო­ვა, პირ­ვე­ლად პა­რა­ლიმ­პი­ა­დის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი 2016 წელს, რიოს თა­მა­შებ­ზე პა­რა­ძი­უ­დოს­ტი ზვი­ად გო­გო­ჭუ­რი გახ­და

სა­ქარ­თვე­ლო პა­რა­ლიმ­პი­ურ თა­მა­შებ­ზე სპორ­ტის ექვს სა­ხე­ო­ბა­ში 14 პა­რა­ათ­ლე­ტით ას­პა­რე­ზობს.

პა­რი­ზის 2024 წლის პა­რა­ლიმ­პი­უ­რი თა­მა­შე­ბი 28 აგ­ვის­ტოს სა­ზე­ი­მოდ გა­იხ­სნა – ტურ­ნი­რი 8 სექ­ტემ­ბერს დას­რულ­დე­ბა.

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ანა
0

გაიხარე ჩვენი და ჩვენი ქვეყნის გახარებისთვის.ლომის წვლილია თქვენი გამარჯვებები.

ირა
0

გილოცავ და ყველას ვულოცავ ამ გამარჯვებას

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტორი:

“არ მეგონა, რომ ორჯერ მოგვიწევდა ჩემი გამარჯვების ზეიმი... შეჯიბრის წინა პერიოდში, შეუძლოდ ვგრძნობდი თავს“ - ოჩხიკიძის პირველი კომენტარი წართმეული და დაბრუნებული ოქროს შესახებ

“არ მეგონა, რომ ორჯერ მოგვიწევდა ჩემი გამარჯვების ზეიმი... შეჯიბრის წინა პერიოდში, შეუძლოდ ვგრძნობდი თავს“ - ოჩხიკიძის პირველი კომენტარი წართმეული და დაბრუნებული ოქროს შესახებ

პარალიმპიურმა ჩემპიონმა გიგა ოჩხიკიძემ, პარიზში, გულშემატკივრებისთვის ვიდეო ჩაწერა და დღეს მომხდარ სკანდალურ ფაქტებზე ისაუბრა. მისი თქმით, არ ეგონა, რომ გამარჯვებას ორჯერ იზეიმებდა.

"დღეს არ მეგონა, რომ ორჯერ მოგვიწევდა ჩემი გამარჯვების ზეიმი და დიდი ემოციები იყო. მთელი გუნდის დახმარებით, ბატონი რატის დახმარებით, მთელი დელეგაციის შემადგენლობით, დავიბრუნეთ ჩვენი რეკორდი და მედალი მოგვაქვს საქართველოში.

მადლობა მწვრთნელებს, მინდა მადლობა გადავუხადო ბატონ ზურაბ კახაბრიშვილს, ამ შეჯიბრის წინა პერიოდში, შეუძლოდ ვგრძნობდი თავს, ანთებაც გადავიტანე და მან დიდი წვლილი შეიტანა ჩემს გამარჯვებაში. მედალი მოგვაქვს საქართველოში", - აცხადებს პარალიმპიური ჩემპიონი გიგა ოჩხიკიძე.

პარალიმპიელმა დღეს ბირთვის კვრაში საუკეთესო შედეგი აჩვენა და მსოფლიო რეკორდიც დაამყარა, თუმცა მისმა მეტოქეებმა აღნიშნული შედეგი გაასაჩივრეს და გიგას მედალი ჩამოართვეს, ქართულმა დელეგაციის აპელაციის შემდეგ საერთაშორისო პარალიმპიურმა კომიტეტმა ქართველი ბირთვისმკვრელის ნაჩვენები შედეგი აღადგინა.

გიგამ ბირთვის კვრაში 9,66 მეტრი დააფიქსირა, რითაც მსოფლიო რეკორდი დაამყარა.

ტურნირზე მეორე ადგილი მაროკოელმა აბდელილაჰ განმა დაიკავა, ბრინჯაოს მედალი კი ირანელმა სპორტსმენმა მოიპოვა.

გიგა ოჩხიკიძე ქართული პარასპორტის ისტორიაში მეორე პარასპორტსმენი გახდა, ვინც ზაფხულის პარალიმპიურ თამაშებზე ოქროს მედალი მოიპოვა, პირველად პარალიმპიადის გამარჯვებული 2016 წელს, რიოს თამაშებზე პარაძიუდოსტი ზვიად გოგოჭური გახდა

საქართველო პარალიმპიურ თამაშებზე სპორტის ექვს სახეობაში 14 პარაათლეტით ასპარეზობს.

პარიზის 2024 წლის პარალიმპიური თამაშები 28 აგვისტოს საზეიმოდ გაიხსნა – ტურნირი 8 სექტემბერს დასრულდება.