მსოფლიო
საზოგადოება
კონფლიქტები

13

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:28-ზე, მთვარე 17:54-ზე გადაბრძანდება მორიელში მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად; შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას; ცხარე და ცხიმიან საკვებს; ცხოველური საკვების მიღებას. ნებადართულია თევზი და სოკო. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
სპორტი
პოლიტიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"არ მეგონა, იუმორით ჩაწერილი ვიდეო ასეთ განხილვას თუ გამოიწვევდა" - ულამაზესი ქართველი ქალი მონაკოდან, რომლის ვიდეოსაც ჩვენში დიდი რეზონანსი მოჰყვა: ვინ არის სოფია კოზმანაშვილი?
"არ მეგონა, იუმორით ჩაწერილი ვიდეო ასეთ განხილვას თუ გამოიწვევდა" - ულამაზესი ქართველი ქალი მონაკოდან, რომლის ვიდეოსაც ჩვენში დიდი რეზონანსი მოჰყვა: ვინ არის სოფია კოზმანაშვილი?

რამ­დე­ნი­მე დღის წინ, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გავ­რცელ­და ვი­დეო, რო­მე­ლიც თა­ვის გვერ­დზე ერთ-ერ­თმა ცნო­ბილ­მა რუს­მა ბლო­გერ­მა ქალ­მა ატ­ვირ­თა. ვი­დე­ო­ში ვხე­დავთ, რო­გორ აჩე­რებს ბლო­გე­რი ქუ­ჩა­ში მი­მა­ვალ სა­სი­ა­მოვ­ნოდ ჩაც­მულ ქალს და კი­თხვებს უს­ვამს, თუ რო­მე­ლი ბრენ­დის სა­მო­სი აც­ვია, რა ღირს სამ­კა­უ­ლი, რო­მელ­საც ატა­რებს.

რეს­პონ­დენ­ტი ამ­ბობს, რომ დიპ­ლო­მა­ტია სა­ქარ­თვე­ლო­დან. ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი ბრენ­დე­ბით შე­მო­სი­ლი ქარ­თვე­ლი ქა­ლის ვი­დე­ოს გან­სხვა­ვე­ბუ­ლი კო­მენ­ტა­რე­ბი მოჰ­ყვა. ქალი კი, რო­მე­ლიც მო­ნა­კოს ქუ­ჩა­ში გა­ა­ჩე­რეს, სო­ფია კოზ­მა­ნაშ­ვი­ლი აღ­მოჩ­ნდა.

სა­კუ­თარ თავ­ზე ბევ­რს არ სა­უბ­რობს, ასე­ვე არ სურს პი­რად ცხოვ­რე­ბა­ზე ლა­პა­რა­კი, თუმ­ცა იმ გა­მოხ­მა­უ­რე­ბა­ზე, რაც მის ვი­დე­ოს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში მოჰ­ყვა, ambebi.ge-სთან გუ­ლახ­დი­ლად ისა­უბ­რა.

- სო­ფია, თქვენ­ზე მოგ­ვი­ყე­ვით...

- მე ვარ სოფო კოზ­მა­ნაშ­ვი­ლი, პრო­ფე­სი­ით სა­ერ­თა­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის სპე­ცი­ა­ლის­ტი (დიპ­ლო­მა­ტი), და­ვამ­თავ­რე ივ. ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტი სა­ერ­თა­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის ფა­კულ­ტე­ტი. ცოტა ხანს ვმუ­შა­ობ­დი სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში. სა­მოყ­ვა­რუ­ლო დო­ნე­ზე ასე­ვე და­კა­ვე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი სა­მო­დე­ლო საქ­მი­ა­ნო­ბით. მოგ­ზა­უ­რო­ბა ყო­ველ­თვის იყო ჩემი ჰობი და აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რამ­დე­ნი­მე წელი ტუ­რიზ­მის სფე­რო­შიც ვმოღ­ვა­წე­ობ­დი, მქონ­და ჩემი ტუ­რის­ტუ­ლი სა­ა­გენ­ტო.

- რა რე­აქ­ცია გქონ­დათ, რო­დე­საც სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გავ­რცელ­და ვი­დეო, თა­ვი­დან ადა­მი­ა­ნე­ბის დიდი ნა­წი­ლი ვერც მიხ­ვდა, რომ ქარ­თვე­ლი იყა­ვით.

- ჩემ­თვის სრუ­ლი­ად მო­უ­ლოდ­ნე­ლი იყო ის, რომ ჩემ­მა ვი­დე­ომ ამ­ხე­ლა ყუ­რა­დღე­ბა მი­იქ­ცია ქარ­თუ­ლი აუ­დი­ტო­რი­ის და გან­ხილ­ვის საგ­ნად იქცა. ამ ზა­ფხულს ვის­ვე­ნებ­დი მო­ნა­კო­ში, სა­დაც ერთ-ერ­თმა ბლო­გერ­მა ქუ­ჩა­ში სე­ირ­ნო­ბი­სას მო­უ­ლოდ­ნე­ლად მთხო­ვა პა­სუ­ხი რამ­დე­ნი­მე კი­თხვა­ზე. მე ამ ბლო­გე­რის მიმ­დე­ვა­რი არ ვარ, თუმ­ცა იმ­დე­ნად სა­ხა­ლი­სო კი­თხვე­ბი იყო, რომ მეც ასე­ვე იუ­მო­რით მი­ვუ­დე­ქი მის თხოვ­ნას და ვუ­პა­სუ­ხე მის კი­თხვებს. ასე­ვე, მინ­და აღ­ვნიშ­ნო, რომ მი­თი­თე­ბუ­ლი ნივ­თე­ბი ჩემი ოჯა­ხის მიერ არის შე­ძე­ნი­ლი. მე მყავ­და ძა­ლი­ან წარ­მა­ტე­ბუ­ლი მამა. იგი წარ­მა­ტე­ბუ­ლი იყო რო­გორც პრო­ფე­სი­ულ, ასე­ვე ბიზ­ნეს­საქ­მი­ა­ნო­ბა­ში.

- იყო გან­სხვა­ვე­ბუ­ლი მო­საზ­რე­ბე­ბი, სა­ზო­გა­დო­ე­ბის დიდ­მა ნა­წილ­მა თქვე­ნი გე­მოვ­ნე­ბა და­დე­ბი­თად შე­ა­ფა­სა, თუმ­ცა იყო უარ­ყო­ფი­თი კო­მენ­ტა­რე­ბიც

- სი­მარ­თლე გი­თხრათ, მე არა­სო­დეს ვა­ფა­სებ ნე­გა­ტი­უ­რად იმ ადა­მი­ა­ნებს, ვი­საც არ ვიც­ნობ, მი­თუ­მე­ტეს სა­ჯა­როდ. ამი­ტომ, ცოტა გა­მიკ­ვირ­და ამ­ხე­ლა ნე­გა­ტი­ვი ჩემს მი­მართ.

- რო­დე­საც თქვენს სო­ცი­ა­ლურ ქსელს გა­დავ­ხე­დე, ძა­ლი­ან გე­მოვ­ნე­ბი­ა­ნად იც­ვამთ, კარ­გად გა­მო­ი­ყუ­რე­ბით, რო­გორც ჩანს, გე­ნე­ტი­კაც ხელს გი­წყობთ

- ჯან­სა­ღი ცხოვ­რე­ბის წე­სით ვცხოვ­რობ, რე­გუ­ლა­რუ­ლად ვვარ­ჯი­შობ, ვცუ­რავ, არ ვე­წე­ვი, არ ვსვამ, ალ­ბათ ეს არის რე­ცეპ­ტი იმის, რომ კარ­გად გა­მო­ი­ყუ­რე­ბო­დე.

- რამ­დე­ნად ხში­რად მოგ­ზა­უ­რობთ, რო­მე­ლია თქვენ­თვის ისე­თი ქვე­ყა­ნა, სა­დაც თავს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად გრძნობთ?

- მოგ­ზა­უ­რო­ბა ძა­ლი­ან მიყ­ვარს და ხში­რად ვსტუმ­რობ სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნებს. რო­გორც გი­თხა­რით, ჩემი ტუ­რის­ტუ­ლი კომ­პა­ნი­აც მქონ­და წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში. მსოფ­ლი­ოს ბევრ ქვე­ყა­ნა­ში ვარ ნამ­ყო­ფი, ასე­ვე მი­ცხოვ­რია ქვეყ­ნის გა­რეთ, ავ­სტრა­ლი­ა­ში გა­ვა­ტა­რე ბავ­შვო­ბა, ვცხოვ­რობ­დი გერ­მა­ნი­ა­ში, ავ­სტრი­ა­ში, დიდ ბრი­ტა­ნეთ­ში, თუმ­ცა ვფიქ­რობ, რომ ჩემი ქვე­ყა­ნა ყვე­ლა­ზე ლა­მა­ზია. სა­ქარ­თვე­ლოს გარ­და ვერ­სად ვერ ვი­ცხოვ­რებ­დი ხან­გრძლი­ვად, ეს არის ჩემი სამ­შობ­ლო, სა­დაც და­ვი­ბა­დე და გა­ვი­ზარ­დე.

- პო­ლი­ტი­კურ გე­მოვ­ნე­ბა­ზე გკი­თხავთ, ზოგი გაბ­რა­ლებთ, რომ "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას­თან" ხართ და­ახ­ლო­ე­ბუ­ლი, ზო­გიც - "ოც­ნე­ბის" მომ­ხრე­ო­ბას გაბ­რა­ლებთ...

- ჩემი ვი­დე­ოს პო­ლი­ტი­კურ ჭრილ­ში გან­ხილ­ვა ძა­ლი­ან და­მაბ­ნე­ვე­ლი იყო ჩემ­თვის, რად­გან ძა­ლი­ან აპო­ლი­ტი­კუ­რი ადა­მი­ა­ნი ვარ. ჩემ­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ ჩემი ქვე­ყა­ნა იყოს და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი, გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი და ევ­რო­პუ­ლი ოჯა­ხის გა­ნუ­ყო­ფე­ლი ნა­წი­ლი.

- სო­ფია, და­სას­რულ გკი­თხავთ, რო­გორ შეხ­ვდით თუნ­დაც კრი­ტი­კას, რო­მე­ლიც თქვე­ნი მი­სა­მარ­თით წა­მო­ვი­და. ფო­ტო­ებ­ზე რომ გი­ყუ­რებთ, ძლი­ე­რი ქალი ხართ...

- რომ გი­თხრათ, რომ კრი­ტი­კა ძა­ლი­ან გა­მი­ხარ­და, მო­გა­ტყუ­ებთ. თუმ­ცა, ისიც ვი­ცით, რომ ქარ­თულ სო­ცი­ა­ლურ სივ­რცე­ში ადა­მი­ა­ნებს მარ­ტი­ვად შე­უძ­ლი­ათ სხვი­სი გან­სჯა. ნამ­დვი­ლად არ მე­გო­ნა, ხუმ­რო­ბით და იუ­მო­რით ჩა­წე­რი­ლი ვი­დეო ასეთ გან­ხილ­ვას თუ გა­მო­იწ­ვევ­და. ამას­თა­ნა­ვე, დიდი მად­ლო­ბა მინ­და გა­და­ვუ­ხა­დო იმ ადა­მი­ა­ნებს, ვინც პი­რა­დად ან სა­ჯა­როდ გვერ­დში და­მიდ­გა, და­დე­ბი­თად და სწო­რად შე­ა­ფა­სა სი­ტუ­ა­ცია.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტორი:

"არ მეგონა, იუმორით ჩაწერილი ვიდეო ასეთ განხილვას თუ გამოიწვევდა" - ულამაზესი ქართველი ქალი მონაკოდან, რომლის ვიდეოსაც ჩვენში დიდი რეზონანსი მოჰყვა: ვინ არის სოფია კოზმანაშვილი?

"არ მეგონა, იუმორით ჩაწერილი ვიდეო ასეთ განხილვას თუ გამოიწვევდა" - ულამაზესი ქართველი ქალი მონაკოდან, რომლის ვიდეოსაც ჩვენში დიდი რეზონანსი მოჰყვა: ვინ არის სოფია კოზმანაშვილი?

რამდენიმე დღის წინ, სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, რომელიც თავის გვერდზე ერთ-ერთმა ცნობილმა რუსმა ბლოგერმა ქალმა ატვირთა. ვიდეოში ვხედავთ, როგორ აჩერებს ბლოგერი ქუჩაში მიმავალ სასიამოვნოდ ჩაცმულ ქალს და კითხვებს უსვამს, თუ რომელი ბრენდის სამოსი აცვია, რა ღირს სამკაული, რომელსაც ატარებს.

რესპონდენტი ამბობს, რომ დიპლომატია საქართველოდან. ძვირადღირებული ბრენდებით შემოსილი ქართველი ქალის ვიდეოს განსხვავებული კომენტარები მოჰყვა. ქალი კი, რომელიც მონაკოს ქუჩაში გააჩერეს, სოფია კოზმანაშვილი აღმოჩნდა.

საკუთარ თავზე ბევრს არ საუბრობს, ასევე არ სურს პირად ცხოვრებაზე ლაპარაკი, თუმცა იმ გამოხმაურებაზე, რაც მის ვიდეოს სოციალურ ქსელში მოჰყვა, ambebi.ge-სთან გულახდილად ისაუბრა.

- სოფია, თქვენზე მოგვიყევით...

- მე ვარ სოფო კოზმანაშვილი, პროფესიით საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი (დიპლომატი), დავამთავრე ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი. ცოტა ხანს ვმუშაობდი საგარეო საქმეთა სამინისტროში. სამოყვარულო დონეზე ასევე დაკავებული ვიყავი სამოდელო საქმიანობით. მოგზაურობა ყოველთვის იყო ჩემი ჰობი და აქედან გამომდინარე, რამდენიმე წელი ტურიზმის სფეროშიც ვმოღვაწეობდი, მქონდა ჩემი ტურისტული სააგენტო.

- რა რეაქცია გქონდათ, როდესაც სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, თავიდან ადამიანების დიდი ნაწილი ვერც მიხვდა, რომ ქართველი იყავით.

- ჩემთვის სრულიად მოულოდნელი იყო ის, რომ ჩემმა ვიდეომ ამხელა ყურადღება მიიქცია ქართული აუდიტორიის და განხილვის საგნად იქცა. ამ ზაფხულს ვისვენებდი მონაკოში, სადაც ერთ-ერთმა ბლოგერმა ქუჩაში სეირნობისას მოულოდნელად მთხოვა პასუხი რამდენიმე კითხვაზე. მე ამ ბლოგერის მიმდევარი არ ვარ, თუმცა იმდენად სახალისო კითხვები იყო, რომ მეც ასევე იუმორით მივუდექი მის თხოვნას და ვუპასუხე მის კითხვებს. ასევე, მინდა აღვნიშნო, რომ მითითებული ნივთები ჩემი ოჯახის მიერ არის შეძენილი. მე მყავდა ძალიან წარმატებული მამა. იგი წარმატებული იყო როგორც პროფესიულ, ასევე ბიზნესსაქმიანობაში.

- იყო განსხვავებული მოსაზრებები, საზოგადოების დიდმა ნაწილმა თქვენი გემოვნება დადებითად შეაფასა, თუმცა იყო უარყოფითი კომენტარებიც

- სიმართლე გითხრათ, მე არასოდეს ვაფასებ ნეგატიურად იმ ადამიანებს, ვისაც არ ვიცნობ, მითუმეტეს საჯაროდ. ამიტომ, ცოტა გამიკვირდა ამხელა ნეგატივი ჩემს მიმართ.

- როდესაც თქვენს სოციალურ ქსელს გადავხედე, ძალიან გემოვნებიანად იცვამთ, კარგად გამოიყურებით, როგორც ჩანს, გენეტიკაც ხელს გიწყობთ

- ჯანსაღი ცხოვრების წესით ვცხოვრობ, რეგულარულად ვვარჯიშობ, ვცურავ, არ ვეწევი, არ ვსვამ, ალბათ ეს არის რეცეპტი იმის, რომ კარგად გამოიყურებოდე.

- რამდენად ხშირად მოგზაურობთ, რომელია თქვენთვის ისეთი ქვეყანა, სადაც თავს განსაკუთრებულად გრძნობთ?

- მოგზაურობა ძალიან მიყვარს და ხშირად ვსტუმრობ სხვადასხვა ქვეყნებს. როგორც გითხარით, ჩემი ტურისტული კომპანიაც მქონდა წლების განმავლობაში. მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში ვარ ნამყოფი, ასევე მიცხოვრია ქვეყნის გარეთ, ავსტრალიაში გავატარე ბავშვობა, ვცხოვრობდი გერმანიაში, ავსტრიაში, დიდ ბრიტანეთში, თუმცა ვფიქრობ, რომ ჩემი ქვეყანა ყველაზე ლამაზია. საქართველოს გარდა ვერსად ვერ ვიცხოვრებდი ხანგრძლივად, ეს არის ჩემი სამშობლო, სადაც დავიბადე და გავიზარდე.

- პოლიტიკურ გემოვნებაზე გკითხავთ, ზოგი გაბრალებთ, რომ "ნაციონალურ მოძრაობასთან" ხართ დაახლოებული, ზოგიც - "ოცნების" მომხრეობას გაბრალებთ...

- ჩემი ვიდეოს პოლიტიკურ ჭრილში განხილვა ძალიან დამაბნეველი იყო ჩემთვის, რადგან ძალიან აპოლიტიკური ადამიანი ვარ. ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ ჩემი ქვეყანა იყოს დამოუკიდებელი, განვითარებული და ევროპული ოჯახის განუყოფელი ნაწილი.

- სოფია, დასასრულ გკითხავთ, როგორ შეხვდით თუნდაც კრიტიკას, რომელიც თქვენი მისამართით წამოვიდა. ფოტოებზე რომ გიყურებთ, ძლიერი ქალი ხართ...

- რომ გითხრათ, რომ კრიტიკა ძალიან გამიხარდა, მოგატყუებთ. თუმცა, ისიც ვიცით, რომ ქართულ სოციალურ სივრცეში ადამიანებს მარტივად შეუძლიათ სხვისი განსჯა. ნამდვილად არ მეგონა, ხუმრობით და იუმორით ჩაწერილი ვიდეო ასეთ განხილვას თუ გამოიწვევდა. ამასთანავე, დიდი მადლობა მინდა გადავუხადო იმ ადამიანებს, ვინც პირადად ან საჯაროდ გვერდში დამიდგა, დადებითად და სწორად შეაფასა სიტუაცია.