მსოფლიო
მოზაიკა
საზოგადოება

13

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:28-ზე, მთვარე 17:54-ზე გადაბრძანდება მორიელში მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად; შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას; ცხარე და ცხიმიან საკვებს; ცხოველური საკვების მიღებას. ნებადართულია თევზი და სოკო. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
კონფლიქტები
სპორტი
პოლიტიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
Faceამბები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
“უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის შეჩერებასა და გაუქმებასთან დაკავშირებული სარჩელების განხილვა განახლდა - სასამართლო იუსტიციის სამინისტროს და ენათმეცნიერს მოუსმენს
“უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის შეჩერებასა და გაუქმებასთან დაკავშირებული სარჩელების განხილვა განახლდა - სასამართლო იუსტიციის სამინისტროს და ენათმეცნიერს მოუსმენს

სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლო­ში “უცხო­უ­რი გავ­ლე­ნის გამჭვირ­ვა­ლო­ბის შე­სა­ხებ“ კა­ნო­ნის შე­ჩე­რე­ბა­სა და გა­უქ­მე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სარ­ჩე­ლე­ბის გან­ხილ­ვა გა­ნახ­ლდა.

სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლო დღეს იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტროს მო­უს­მენს. რო­გორც მო­სა­მარ­თლე მე­რაბ ტუ­რა­ვამ გა­ნა­ცხა­და, სა­სა­მარ­თლოს იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტროს­თან აქვს კი­თხვე­ბი პერ­სო­ნა­ლურ ინ­ფორ­მა­ცი­ას­თან, სტა­ტის­ტი­კას­თან, მო­ნი­ტო­რინგთან და ყვე­ლა იმ სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით, რო­მე­ლიც კა­ნო­ნი­დან გა­მომ­დი­ნა­რე იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტროს ეხე­ბა.

სა­სა­მარ­ლოს სხდო­მა­ზე მო­სარ­ჩე­ლე მხა­რის - არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის მო­თხოვ­ნით მოწ­ვე­უ­ლია ენათ­მეც­ნი­ე­რი, რო­მე­ლიც “უცხო­უ­რი გავ­ლე­ნის გამჭვირ­ვა­ლო­ბის შე­სა­ხებ“ კა­ნონ­ში გა­მო­ყე­ნე­ბულ ტერ­მი­ნო­ლო­გი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით ისა­უბ­რებს.

სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლო­ში "უცხო­უ­რი გავ­ლე­ნის გამჭვირ­ვა­ლო­ბის შე­სა­ხებ“ კა­ნო­ნის შე­ჩე­რე­ბა­სა და გა­უქ­მე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სარ­ჩე­ლის გან­ხილ­ვა 29 აგ­ვის­ტოს და­ი­წყო. საქ­მეს გა­ნი­ხი­ლავს სა­ქარ­თვე­ლოს სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლოს პლე­ნუ­მი, ანუ სა­სა­მარ­თლოს სრუ­ლი შე­მად­გენ­ლო­ბა.

  • სა­სა­მარ­თლო დღე­ი­დან გა­ნი­ხი­ლავს ოთხ სარ­ჩელს:

პრე­ზი­დენ­ტი მი­იჩ­ნევს, რომ კა­ნო­ნის სხვა­დას­ხვა მუხ­ლი არ­ღვევს პი­როვ­ნე­ბის თა­ვი­სუ­ფა­ლი გან­ვი­თა­რე­ბის უფ­ლე­ბას; პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის ხელ­შე­უ­ხებ­ლო­ბის უფ­ლე­ბას; ინ­ფორ­მა­ცი­ის, მა­სობ­რი­ვი ინ­ფორ­მა­ცი­ის სა­შუ­ა­ლე­ბა­თა თა­ვი­სუფ­ლე­ბის უფ­ლე­ბას; მთლი­ა­ნი კა­ნო­ნი კი ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა ევ­რო­პულ და ევ­რო­ატ­ლან­ტი­კურ სტრუქ­ტუ­რებ­ში ინ­ტეგ­რა­ცი­ა­ზე ჩა­ნა­წერს.

122 მო­სარ­ჩე­ლე, რო­მელ­თა შო­რი­საც არი­ან არა­სამ­თავ­რო­ბო და მე­დი­ა­ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი, აცხა­დებს, რომ კა­ნო­ნის სხვა­დას­ხვა მუხ­ლი არ­ღვევს ინ­ფორ­მა­ცი­ის, მა­სობ­რი­ვი ინ­ფორ­მა­ცი­ის სა­შუ­ა­ლე­ბა­თა თა­ვი­სუფ­ლე­ბის უფ­ლე­ბას და ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა გა­ერ­თი­ა­ნე­ბე­ბის შექ­მნის შე­სა­ხებ კონ­სტი­ტუ­ცი­ურ ჩა­ნა­წერს.

38 ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რი დე­პუ­ტა­ტი ასა­ჩივ­რებს კა­ნო­ნის რამ­დე­ნი­მე მუხლს, რად­გან მი­აჩ­ნია, რომ ირ­ღვე­ვა გა­ერ­თი­ა­ნე­ბის შექ­მნის უფ­ლე­ბა. მათ ასე­ვე მი­აჩ­ნი­ათ, რომ მთლი­ა­ნად კა­ნო­ნი ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა ევ­რო­პულ და ევ­რო­ატ­ლან­ტი­კურ სტრუქ­ტუ­რებ­ში ინ­ტეგ­რა­ცი­ა­ზე სა­კონ­სტი­ტუ­ციო ჩა­ნა­წერს.

ორი მე­დი­ა­ორ­გა­ნი­ზა­ცია: "სტუ­დია მო­ნი­ტო­რი“ და "სა­ინ­ფორ­მა­ციო ცენ­ტრე­ბის ქსე­ლი“ ("მთის ამ­ბე­ბი“, "რეგ ინფო“, "სა­ქარ­თვე­ლოს ამ­ბე­ბი“) მი­იჩ­ნევს, რომ კა­ნო­ნის სხვა­დას­ხვა მუხ­ლი არ­ღვევს თა­ნას­წო­რო­ბის უფ­ლე­ბას; ინ­ფორ­მა­ცი­ის, მა­სობ­რი­ვი ინ­ფორ­მა­ცი­ის სა­შუ­ა­ლე­ბა­თა თა­ვი­სუფ­ლე­ბის უფ­ლე­ბა­სა და გა­ერ­თი­ა­ნე­ბის შექ­მნის უფ­ლე­ბას.

წარ­მოდ­გე­ნი­ლი კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი სარ­ჩე­ლე­ბით სა­და­ვოდ არის გამ­ხდა­რი "უცხო­უ­რი გავ­ლე­ნის გამჭვირ­ვა­ლო­ბის შე­სა­ხებ“ სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნო­ნი, რო­მე­ლიც ად­გენს სუ­ბი­ექ­ტის უცხო­უ­რი ძა­ლის ინ­ტე­რე­სე­ბის გამ­ტა­რე­ბელ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ად რე­გის­ტრა­ცი­ის წეს­სა და აწეს­რი­გებს უცხო­უ­რი ძა­ლის ინ­ტე­რე­სე­ბის გამ­ტა­რე­ბე­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის საქ­მი­ა­ნო­ბის გამჭვირ­ვა­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბულ სხვა სა­კი­თხებს.

მო­სარ­ჩე­ლე­თა არ­გუ­მენ­ტა­ცი­ით, სა­და­ვოდ გამ­ხდა­რი კა­ნო­ნი, მას­ში გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი ტერ­მი­ნო­ლო­გი­ი­თა თუ სხვა­დას­ხვა რეპ­რე­სი­უ­ლი მე­ქა­ნიზ­მის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, იწ­ვევს სა­მო­ქა­ლა­ქო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი­სა და მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის სტიგ­მა­ტი­ზა­ცი­ას, მათი საქ­მი­ა­ნო­ბის­თვის ხელ­შეშ­ლას, და­სა­ხუ­ლი მიზ­ნე­ბის მიღ­წე­ვის შე­უძ­ლებ­ლო­ბას და, სა­ბო­ლოო ჯამ­ში, მათი ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბის შე­ფერ­ხე­ბას ან სუ­ლაც შე­წყვე­ტას.

გუ­შინ, სხდო­მა­ზე, “უცხო­უ­რი გავ­ლე­ნის გამჭვირ­ვა­ლო­ბის შე­სა­ხებ“ კა­ნონ­ზე მო­პა­სუ­ხე მხა­რის, პარ­ლა­მენ­ტის წარ­მო­მად­გე­ნელ­მა ქრის­ტი­ნე კუპ­რა­ვას გა­მოს­ვლას ეკა ბე­სე­ლია გა­მო­ეხ­მა­უ­რა.

“პარ­ლა­მენ­ტმა ეს კა­ნო­ნი [უცხო­უ­რი გავ­ლე­ნე­ბის გამჭვირ­ვა­ლო­ბის შე­სა­ხებ] სა­უ­ცხოო სამ­კა­ულს და ვარ­ცხნი­ლო­ბას შე­ა­და­რა. ამ დო­ნე­ზე იხი­ლავ­და გუ­შინ ამ კა­ნონს“, - გა­ნა­ცხა­და სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლო­ში სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის, სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის წარ­მო­მად­გე­ნელ­მა, ეკა ბე­სე­ლი­ამ.

  • “სა­უ­ცხოო სამ­კა­უ­ლის და სა­უ­ცხოო ვარ­ცხნი­ლო­ბის ტოლ­ფა­სი აღ­ქმა, სა­სა­ცი­ლოც აღარ არის. ინ­სტი­ტუ­ცი­უ­რად ეს პარ­ლა­მენტს რო­გორ ამ­ცი­რებს და აკ­ნი­ნებს, არ ვიცი. ვი­სურ­ვებ­დი, რა­ღაც სე­რი­ო­ზუ­ლი, წო­ნა­დი არ­გუ­მენ­ტი მო­ვის­მი­ნო. გუ­შინ, რაც გეს­მო­დათ იყო ის, რომ პარ­ლა­მენ­ტმა ეს კა­ნო­ნი სა­უ­ცხოო სამ­კა­ულს და ვარ­ცხნი­ლო­ბას შე­ა­და­რა, ამ დო­ნე­ზე იხი­ლავ­და ამ კა­ნონს. თქვენ წარ­მო­გიდ­გე­ნი­ათ, კა­ნონ­მა, რო­მელ­მაც ქვეყ­ნის ინ­ტეგ­რა­ცი­ის პრო­ცე­სი შე­ა­ჩე­რა და უდი­დე­სი ზი­ა­ნი მი­ა­ყე­ნა, ასეთ დო­ნე­ზე იყოს წარ­მოდ­გე­ნი­ლი, რომ არ გეს­მო­დეს, სად ხარ მო­სუ­ლი? ამ თა­ნამ­შრომ­ლე­ბის გამო ძა­ლი­ან ვწუხ­ვარ და ამ ახალ­გაზ­რდებ­თან პო­ლე­მი­კა­ში ვერ შე­ვალ“, - გა­ნა­ცხა­და ბე­სე­ლი­ამ.

"ჩვენ ხში­რად გა­ვი­გო­ნებთ: - რა უცხო სამ­კა­უ­ლია ან რა უცხო ვარ­ცხნი­ლო­ბაა... როცა ვამ­ბობთ: - უცხო სამ­კა­უ­ლი, უცხო ვარ­ცხნი­ლო­ბა, უცხო­უ­რი გა­ნათ­ლე­ბა ან უცხო გა­რეგ­ნო­ბა, ეს აპ­რი­ო­რი იმას არ ნიშ­ნავს, რომ ან და­დე­ბი­თის­კენ გა­და­ვი­ხა­რეთ ან - უარ­ყო­ფი­თის­კენ", - ასე­თი გან­მარ­ტე­ბა “უცხო­უ­რი გავ­ლე­ნის გამჭვირ­ვა­ლო­ბის შე­სა­ხებ“ კა­ნონ­ზე მო­პა­სუ­ხე მხა­რის, პარ­ლა­მენ­ტის წარ­მო­მად­გე­ნელ­მა ქრის­ტი­ნე კუპ­რა­ვამ კა­ნონ­ში გა­მო­ყე­ნე­ბულ ტერ­მინ­თან “უცხო­უ­რი ძა­ლის ინ­ტე­რე­სე­ბის გამ­ტა­რე­ბე­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცია“ და­კავ­ში­რე­ბით გა­ა­კე­თა.

იხი­ლეთ ასე­ვე:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტორი:

“უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის შეჩერებასა და გაუქმებასთან დაკავშირებული სარჩელების განხილვა განახლდა - სასამართლო იუსტიციის სამინისტროს და ენათმეცნიერს მოუსმენს

“უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის შეჩერებასა და გაუქმებასთან დაკავშირებული სარჩელების განხილვა განახლდა - სასამართლო იუსტიციის სამინისტროს და ენათმეცნიერს მოუსმენს

საკონსტიტუციო სასამართლოში “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის შეჩერებასა და გაუქმებასთან დაკავშირებული სარჩელების განხილვა განახლდა.

საკონსტიტუციო სასამართლო დღეს იუსტიციის სამინისტროს მოუსმენს. როგორც მოსამართლე მერაბ ტურავამ განაცხადა, სასამართლოს იუსტიციის სამინისტროსთან აქვს კითხვები პერსონალურ ინფორმაციასთან, სტატისტიკასთან, მონიტორინგთან და ყველა იმ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც კანონიდან გამომდინარე იუსტიციის სამინისტროს ეხება.

სასამარლოს სხდომაზე მოსარჩელე მხარის - არასამთავრობო ორგანიზაციების მოთხოვნით მოწვეულია ენათმეცნიერი, რომელიც “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონში გამოყენებულ ტერმინოლოგიასთან დაკავშირებით ისაუბრებს.

საკონსტიტუციო სასამართლოში "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის შეჩერებასა და გაუქმებასთან დაკავშირებული სარჩელის განხილვა 29 აგვისტოს დაიწყო. საქმეს განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი, ანუ სასამართლოს სრული შემადგენლობა.

  • სასამართლო დღეიდან განიხილავს ოთხ სარჩელს:

პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ კანონის სხვადასხვა მუხლი არღვევს პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლებას; პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებას; ინფორმაციის, მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა თავისუფლების უფლებას; მთლიანი კანონი კი ეწინააღმდეგება ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციაზე ჩანაწერს.

122 მოსარჩელე, რომელთა შორისაც არიან არასამთავრობო და მედიაორგანიზაციები, აცხადებს, რომ კანონის სხვადასხვა მუხლი არღვევს ინფორმაციის, მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა თავისუფლების უფლებას და ეწინააღმდეგება გაერთიანებების შექმნის შესახებ კონსტიტუციურ ჩანაწერს.

38 ოპოზიციონერი დეპუტატი ასაჩივრებს კანონის რამდენიმე მუხლს, რადგან მიაჩნია, რომ ირღვევა გაერთიანების შექმნის უფლება. მათ ასევე მიაჩნიათ, რომ მთლიანად კანონი ეწინააღმდეგება ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციაზე საკონსტიტუციო ჩანაწერს.

ორი მედიაორგანიზაცია: "სტუდია მონიტორი“ და "საინფორმაციო ცენტრების ქსელი“ ("მთის ამბები“, "რეგ ინფო“, "საქართველოს ამბები“) მიიჩნევს, რომ კანონის სხვადასხვა მუხლი არღვევს თანასწორობის უფლებას; ინფორმაციის, მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა თავისუფლების უფლებასა და გაერთიანების შექმნის უფლებას.

წარმოდგენილი კონსტიტუციური სარჩელებით სადავოდ არის გამხდარი "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს კანონი, რომელიც ადგენს სუბიექტის უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად რეგისტრაციის წესსა და აწესრიგებს უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციის საქმიანობის გამჭვირვალობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს.

მოსარჩელეთა არგუმენტაციით, სადავოდ გამხდარი კანონი, მასში გამოყენებული ტერმინოლოგიითა თუ სხვადასხვა რეპრესიული მექანიზმის გათვალისწინებით, იწვევს სამოქალაქო ორგანიზაციებისა და მედიასაშუალებების სტიგმატიზაციას, მათი საქმიანობისთვის ხელშეშლას, დასახული მიზნების მიღწევის შეუძლებლობას და, საბოლოო ჯამში, მათი ფუნქციონირების შეფერხებას ან სულაც შეწყვეტას.

გუშინ, სხდომაზე, “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე მოპასუხე მხარის, პარლამენტის წარმომადგენელმა ქრისტინე კუპრავას გამოსვლას ეკა ბესელია გამოეხმაურა.

“პარლამენტმა ეს კანონი [უცხოური გავლენების გამჭვირვალობის შესახებ] საუცხოო სამკაულს და ვარცხნილობას შეადარა. ამ დონეზე იხილავდა გუშინ ამ კანონს“, - განაცხადა საკონსტიტუციო სასამართლოში საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის წარმომადგენელმა, ეკა ბესელიამ.

  • “საუცხოო სამკაულის და საუცხოო ვარცხნილობის ტოლფასი აღქმა, სასაცილოც აღარ არის. ინსტიტუციურად ეს პარლამენტს როგორ ამცირებს და აკნინებს, არ ვიცი. ვისურვებდი, რაღაც სერიოზული, წონადი არგუმენტი მოვისმინო. გუშინ, რაც გესმოდათ იყო ის, რომ პარლამენტმა ეს კანონი საუცხოო სამკაულს და ვარცხნილობას შეადარა, ამ დონეზე იხილავდა ამ კანონს. თქვენ წარმოგიდგენიათ, კანონმა, რომელმაც ქვეყნის ინტეგრაციის პროცესი შეაჩერა და უდიდესი ზიანი მიაყენა, ასეთ დონეზე იყოს წარმოდგენილი, რომ არ გესმოდეს, სად ხარ მოსული? ამ თანამშრომლების გამო ძალიან ვწუხვარ და ამ ახალგაზრდებთან პოლემიკაში ვერ შევალ“, - განაცხადა ბესელიამ.

"ჩვენ ხშირად გავიგონებთ: - რა უცხო სამკაულია ან რა უცხო ვარცხნილობაა... როცა ვამბობთ: - უცხო სამკაული, უცხო ვარცხნილობა, უცხოური განათლება ან უცხო გარეგნობა, ეს აპრიორი იმას არ ნიშნავს, რომ ან დადებითისკენ გადავიხარეთ ან - უარყოფითისკენ", - ასეთი განმარტება “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე მოპასუხე მხარის, პარლამენტის წარმომადგენელმა ქრისტინე კუპრავამ კანონში გამოყენებულ ტერმინთან “უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“ დაკავშირებით გააკეთა.

იხილეთ ასევე: