მსოფლიო
სამართალი

23

იანვარი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 04:20-ზე, მთვარე მორიელშია დღეს კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება. ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს, ცხარე და ცხიმიან საკვებს. რეკომენდებულია: ცურვა, შხაპის მიღება.
პოლიტიკა
კონფლიქტები
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
“სიმულაციებია, რომ ვინმე მართლმადიდებლური რელიგიის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებას აპირებს - ეს ასე არ მოხდება“ - ბექა ოდიშარია
“სიმულაციებია, რომ ვინმე მართლმადიდებლური რელიგიის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებას აპირებს - ეს ასე არ მოხდება“ - ბექა ოდიშარია

“მე ვერ და­გი­დას­ტუ­რებთ [მარ­თლმა­დი­დებ­ლო­ბის] სა­ხელ­მწი­ფო რე­ლი­გი­ად გა­მო­ცხა­დე­ბას გეგ­მავს თუ არა “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა” - ეს საკ­მა­ოდ სენ­სი­ტი­უ­რი სა­კი­თხია“, - ამის შე­სა­ხებ “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის” დე­პუ­ტატ­მა, ბექა ოდი­შა­რი­ამ ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან გა­ნა­ცხა­და, რი­თაც გა­მო­ეხ­მა­უ­რა გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას, რომ მმარ­თველ­მა გუნ­დმა სა­პატ­რი­არ­ქოს მარ­თლმა­დი­დებ­ლო­ბის სა­ხელ­მწი­ფო რე­ლი­გი­ად გა­მო­ცხა­დე­ბა შეს­თა­ვა­ზა.

მი­სი­ვე თქმით, ჯერ შუ­ა­მავ­ლო­ბა­ზე და რა­ი­მე ტი­პის კონ­ცეფ­ცი­ის კონ­კრე­ტულ წარ­მოდ­გე­ნა­ზე სა­უ­ბა­რი არ ყო­ფი­ლა.

“ჩვე­ნი პარ­ტი­ის, ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ლი­დე­რებ­მა მკა­ფი­ოდ მოგ­ვახ­სე­ნეს, რომ ამის შე­სა­ხებ მსჯე­ლო­ბა მომ­დი­ნა­რე­ობს. ჯერ შუ­ა­მავ­ლო­ბა­ზე, რა­ი­მე ტი­პის კონ­ცეფ­ცი­ის კონ­კრე­ტულ წარ­მოდ­გე­ნა­ზე სა­უ­ბა­რი არ ყო­ფი­ლა.

მე ვერ და­გი­დას­ტუ­რებთ სა­ხელ­მწი­ფო რე­ლი­გი­ად გა­მო­ცხა­დე­ბას გეგ­მავს თუ არა “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ - ეს საკ­მა­ოდ სენ­სი­ტი­უ­რი სა­კი­თხია. ბუ­ნებ­რი­ვია, რომ ნე­ბის­მი­ერ ცვლი­ლე­ბა, რო­მე­ლიც კონ­კორ­და­ტის მიღ­მა მოხ­დე­ბა, რაც ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ჩა­ნა­წე­რი და დო­კუ­მენ­ტია ქარ­თულ კონ­სტი­ტუ­ცი­ა­ში, ამის მიღ­მა თუ რა­ი­მე და­ი­ცავს სა­ქარ­თვე­ლო­ში წმინ­და სა­მო­ცი­ქუ­ლო ეკ­ლე­სი­ა­სა და მის მრევლს, ბუ­ნებ­რი­ვია, მოხ­დე­ბა უკი­დუ­რე­სად მჭიდ­რო კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბით წმინ­და სი­ნოდ­თან, სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს პატ­რი­არ­ქთან და ყვე­ლა იმ სა­სუ­ლი­ე­რო პირ­თან, ვი­საც შე­უძ­ლია ამის ირ­გვლივ გა­უ­წი­ოს კონ­სულ­ტა­ცია ამ თე­მა­ზე მო­მუ­შა­ვე ჯგუფს.

სა­ხელ­მწი­ფო რე­ლი­გია ყო­ველ­თვის სე­კუ­ლა­რუ­ლი სა­ხელ­მწი­ფო­დან თე­ოკ­რა­ტი­ა­ზე გა­დას­ვლას არ ნიშ­ნავს. მაგ­რამ ბუ­ნებ­რი­ვია, ყვე­ლა ასე­თი სა­კი­თხი, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლოს 90%-ს შე­ე­ხე­ბა, იმ უდი­დეს მრევლს, რო­მე­ლიც ქარ­თულ სა­მო­ცი­ქუ­ლო ეკ­ლე­სი­ას გა­აჩ­ნია, ბუ­ნებ­რი­ვია, საფრ­თხი­ლო და ძა­ლი­ან მგრძნო­ბი­ა­რეა. სწო­რედ ამი­ტომ გა­ნა­ცხა­და რო­გორც ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა, ისე ქვეყ­ნის პრე­მი­ერ­მა, რომ ამ თე­მას­თან და­კავ­ში­რე­ბით მი­დის ძა­ლი­ან დიდი მსჯე­ლო­ბა, ფიქ­რი. რაც შე­ე­ხე­ბა კონ­სულ­ტა­ცი­ებს - ვინ არის და ვინ არ არის, ამის შე­სა­ხებ თქვენ გა­ი­გებთ, მა­შინ რო­დე­საც სა­ჭი­რო გახ­დე­ბა რა­ი­მე ტი­პის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის გა­მო­ცხა­დე­ბა”, - გა­ნა­ცხა­და ბექა ოდი­შა­რი­ამ.

ოდი­შა­რი­ას გან­მარ­ტე­ბით, თუ რა­ი­მე კონ­კრე­ტულ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას მი­ი­ღე­ბენ, ეს იქ­ნე­ბა აბ­სო­ლუ­ტუ­რი კონ­სენ­სუ­სით მი­ღე­ბუ­ლი.

“ეს არის საკ­მა­ოდ მგრძნო­ბი­ა­რე სა­კი­თხია. ეს სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში არა­ერ­თგვა­როვ­ნად აღიქ­მე­ბა. სწო­რედ ამი­ტომ არ ყო­ფი­ლა მკვეთ­რი სა­უ­ბა­რი იმა­ზე, თუ რო­გორ ვა­პი­რებთ ჩვენ უფრო მეტი თავ­დაც­ვი­თი, დამ­ზღვე­ვი მე­ქა­ნიზ­მე­ბის შე­მო­ღე­ბას სა­ქარ­თვე­ლოს კონ­სტი­ტუ­ცი­ა­ში, რომ­ლე­ბიც და­ა­ზღვე­ვენ მუდ­მივ თავ­დას­ხმებს ქარ­თულ ეკ­ლე­სი­ა­ზე, მარ­თლმა­დი­დებ­ლო­ბა­სა და ამ ქვეყ­ნის უმ­რავ­ლე­სო­ბის რწმე­ნა­ზე. თუ რა­ი­მე კონ­კრე­ტუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა იქნა მი­ღე­ბუ­ლი, ეს იქ­ნე­ბა აბ­სო­ლუ­ტუ­რი კონ­სენ­სუ­სით მი­ღე­ბუ­ლი. ეს იქ­ნე­ბა მჭიდ­რო კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბით, რო­გორც ერ­თან, ისე­ვე ყვე­ლა იმ ადა­მი­ან­თან, რო­მელ­საც მარ­თლა აღელ­ვებს ხვა­ლინ­დე­ლი ქრის­ტი­ა­ნუ­ლი მო­მა­ვა­ლი”, - აღ­ნიშ­ნა ოდი­შა­რი­ამ.

გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მმარ­თველ­მა გუნ­დმა სა­პატ­რი­არ­ქოს მარ­თლმა­დი­დებ­ლო­ბის სა­ხელ­მწი­ფო რე­ლი­გი­ად გა­მო­ცხა­დე­ბა შეს­თა­ვა­ზა. ხოლო დღეს, ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ამ ინი­ცი­ა­ტი­ვა­ზე მსჯე­ლო­ბის მიზ­ნით, სა­პატ­რი­არ­ქო­ში მღვდელმთავ­რე­ბი შე­იკ­რიბ­ნენ.

რო­გორც დე­კა­ნოზ­მა, ან­დრია ჯღა­მა­ი­ძემ ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან გა­ნა­ცხა­და, დღეს, სა­პატ­რი­არ­ქო­ში მღვდელმთავ­რებ­თან ჩა­ნიშ­ნულ შეხ­ვედ­რა­ზე ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მხრი­დან არა­ვინ იქ­ნე­ბა წარ­მოდ­გე­ნი­ლი. მისი თქმით, შეხ­ვედ­რას დღეს იუ­რის­ტე­ბიც და­ეს­წრე­ბი­ან.

ამა­ვე თე­მა­ზე სა­უბ­რი­სას ოდი­შა­რი­ამ გან­მარ­ტა, რომ “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა” ცდი­ლობს, და­იც­ვას ამ ქვეყ­ნის მო­სახ­ლე­ო­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბის ინ­ტე­რე­სი და ამა­ში გა­საკ­ვი­რი არა­ფე­რია.

“არა­ნა­ი­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ეკ­ლე­სი­ას­თან და მი­თუ­მე­ტეს ჩვენს მარ­თლმა­დი­დე­ბელ ეკ­ლე­სი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით მი­ღე­ბუ­ლი არ იქ­ნე­ბა, ბუ­ნებ­რი­ვია, არც წმინ­და სი­ნო­დის, არც კა­თა­ლი­კოს პატ­რი­არ­ქის, არც ერის და მრევ­ლის გა­რე­შე. ეს იქ­ნე­ბა სა­ყო­ველ­თაო კონ­სენ­სუს­ზე დაყ­რდნო­ბი­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რო­მე­ლიც უზ­რუნ­ველ­ყოფს კი­დევ უფრო მეტ თავ­დაც­ვით მე­ქა­ნიზ­მებს და და­ას­ტა­ბი­ლუ­რებს ქარ­თუ­ლი ეკ­ლე­სი­ის მდგო­მა­რე­ო­ბას კი­დევ უფრო მე­ტად და აღ­კვეთს იმ თავ­დას­ხმებს, რო­მე­ლიც პერ­მა­ნენ­ტუ­ლად ხორ­ცი­ელ­დე­ბა და რისი მომსწრე­ნიც ვართ ყვე­ლა­ნი. აღარ დარ­ჩა შე­უ­გი­ნე­ბე­ლი მარ­თლმა­დი­დებ­ლურ რე­ლი­გი­ა­ში რო­გორც მისი მსა­ხურ­ნი, ტა­ძა­რი თუ მრევ­ლი. შე­სა­ბა­მი­სად, ბუ­ნებ­რი­ვია, რომ “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა” ცდი­ლობს, და­იც­ვას ამ ქვეყ­ნის მო­სახ­ლე­ო­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბის ინ­ტე­რე­სი და ამა­ში გა­საკ­ვი­რი არა­ფე­რია. სი­მუ­ლა­ცი­ე­ბი იმის თა­ო­ბა­ზე, თით­ქოს “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა” აპი­რებს სა­ხელ­მწი­ფო რე­ლი­გი­ად გა­მო­ცხა­დე­ბას მი­თუ­მე­ტეს იმ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში, რო­დე­საც არ არის ნა­თე­ლი ეკ­ლე­სი­ის წევ­რე­ბის­თვი­საც, ეს ასე არ მოხ­დე­ბა. არ­ცერ­თი ოფი­ცი­ა­ლუ­რი წყა­რო­დან ამის შე­სა­ხებ არ გსმე­ნი­ათ, რომ ვინ­მე მარ­თლმა­დი­დებ­ლუ­რი რე­ლი­გი­ის სა­ხელ­მწი­ფო რე­ლი­გი­ად გა­მო­ცხა­დე­ბას აპი­რებს”, - გა­ნა­ცხა­და ოდი­შა­რი­ამ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
MMA | მერაბ დვალიშვილი UFC-ის განახლებულ საერთო რეიტინგში მე-5 ადგილზე დაწინაურდა - ტოპ 5-ში უკვე ორი ქართველია
ავტორი:

“სიმულაციებია, რომ ვინმე მართლმადიდებლური რელიგიის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებას აპირებს - ეს ასე არ მოხდება“ - ბექა ოდიშარია

“სიმულაციებია, რომ ვინმე მართლმადიდებლური რელიგიის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებას აპირებს - ეს ასე არ მოხდება“ - ბექა ოდიშარია

“მე ვერ დაგიდასტურებთ [მართლმადიდებლობის] სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებას გეგმავს თუ არა “ქართული ოცნება” - ეს საკმაოდ სენსიტიური საკითხია“, - ამის შესახებ “ქართული ოცნების” დეპუტატმა, ბექა ოდიშარიამ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც გამოეხმაურა გავრცელებულ ინფორმაციას, რომ მმართველმა გუნდმა საპატრიარქოს მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადება შესთავაზა.

მისივე თქმით, ჯერ შუამავლობაზე და რაიმე ტიპის კონცეფციის კონკრეტულ წარმოდგენაზე საუბარი არ ყოფილა.

“ჩვენი პარტიის, ხელისუფლების ლიდერებმა მკაფიოდ მოგვახსენეს, რომ ამის შესახებ მსჯელობა მომდინარეობს. ჯერ შუამავლობაზე, რაიმე ტიპის კონცეფციის კონკრეტულ წარმოდგენაზე საუბარი არ ყოფილა.

მე ვერ დაგიდასტურებთ სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებას გეგმავს თუ არა “ქართული ოცნება“ - ეს საკმაოდ სენსიტიური საკითხია. ბუნებრივია, რომ ნებისმიერ ცვლილება, რომელიც კონკორდატის მიღმა მოხდება, რაც ძალიან მნიშვნელოვანი ჩანაწერი და დოკუმენტია ქართულ კონსტიტუციაში, ამის მიღმა თუ რაიმე დაიცავს საქართველოში წმინდა სამოციქულო ეკლესიასა და მის მრევლს, ბუნებრივია, მოხდება უკიდურესად მჭიდრო კონსულტაციებით წმინდა სინოდთან, საქართველოს კათოლიკოს პატრიარქთან და ყველა იმ სასულიერო პირთან, ვისაც შეუძლია ამის ირგვლივ გაუწიოს კონსულტაცია ამ თემაზე მომუშავე ჯგუფს.

სახელმწიფო რელიგია ყოველთვის სეკულარული სახელმწიფოდან თეოკრატიაზე გადასვლას არ ნიშნავს. მაგრამ ბუნებრივია, ყველა ასეთი საკითხი, რომელიც საქართველოს 90%-ს შეეხება, იმ უდიდეს მრევლს, რომელიც ქართულ სამოციქულო ეკლესიას გააჩნია, ბუნებრივია, საფრთხილო და ძალიან მგრძნობიარეა. სწორედ ამიტომ განაცხადა როგორც ბიძინა ივანიშვილმა, ისე ქვეყნის პრემიერმა, რომ ამ თემასთან დაკავშირებით მიდის ძალიან დიდი მსჯელობა, ფიქრი. რაც შეეხება კონსულტაციებს - ვინ არის და ვინ არ არის, ამის შესახებ თქვენ გაიგებთ, მაშინ როდესაც საჭირო გახდება რაიმე ტიპის გადაწყვეტილების გამოცხადება”, - განაცხადა ბექა ოდიშარიამ.

ოდიშარიას განმარტებით, თუ რაიმე კონკრეტულ გადაწყვეტილებას მიიღებენ, ეს იქნება აბსოლუტური კონსენსუსით მიღებული.

“ეს არის საკმაოდ მგრძნობიარე საკითხია. ეს საზოგადოებაში არაერთგვაროვნად აღიქმება. სწორედ ამიტომ არ ყოფილა მკვეთრი საუბარი იმაზე, თუ როგორ ვაპირებთ ჩვენ უფრო მეტი თავდაცვითი, დამზღვევი მექანიზმების შემოღებას საქართველოს კონსტიტუციაში, რომლებიც დააზღვევენ მუდმივ თავდასხმებს ქართულ ეკლესიაზე, მართლმადიდებლობასა და ამ ქვეყნის უმრავლესობის რწმენაზე. თუ რაიმე კონკრეტული გადაწყვეტილება იქნა მიღებული, ეს იქნება აბსოლუტური კონსენსუსით მიღებული. ეს იქნება მჭიდრო კონსულტაციებით, როგორც ერთან, ისევე ყველა იმ ადამიანთან, რომელსაც მართლა აღელვებს ხვალინდელი ქრისტიანული მომავალი”, - აღნიშნა ოდიშარიამ.

გავრცელებული ინფორმაციით, მმართველმა გუნდმა საპატრიარქოს მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადება შესთავაზა. ხოლო დღეს, ხელისუფლების ამ ინიციატივაზე მსჯელობის მიზნით, საპატრიარქოში მღვდელმთავრები შეიკრიბნენ.

როგორც დეკანოზმა, ანდრია ჯღამაიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, დღეს, საპატრიარქოში მღვდელმთავრებთან ჩანიშნულ შეხვედრაზე ხელისუფლების მხრიდან არავინ იქნება წარმოდგენილი. მისი თქმით, შეხვედრას დღეს იურისტებიც დაესწრებიან.

ამავე თემაზე საუბრისას ოდიშარიამ განმარტა, რომ “ქართული ოცნება” ცდილობს, დაიცვას ამ ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობის ინტერესი და ამაში გასაკვირი არაფერია.

“არანაირი გადაწყვეტილება ეკლესიასთან და მითუმეტეს ჩვენს მართლმადიდებელ ეკლესიასთან დაკავშირებით მიღებული არ იქნება, ბუნებრივია, არც წმინდა სინოდის, არც კათალიკოს პატრიარქის, არც ერის და მრევლის გარეშე. ეს იქნება საყოველთაო კონსენსუსზე დაყრდნობილი გადაწყვეტილება, რომელიც უზრუნველყოფს კიდევ უფრო მეტ თავდაცვით მექანიზმებს და დაასტაბილურებს ქართული ეკლესიის მდგომარეობას კიდევ უფრო მეტად და აღკვეთს იმ თავდასხმებს, რომელიც პერმანენტულად ხორციელდება და რისი მომსწრენიც ვართ ყველანი. აღარ დარჩა შეუგინებელი მართლმადიდებლურ რელიგიაში როგორც მისი მსახურნი, ტაძარი თუ მრევლი. შესაბამისად, ბუნებრივია, რომ “ქართული ოცნება” ცდილობს, დაიცვას ამ ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობის ინტერესი და ამაში გასაკვირი არაფერია. სიმულაციები იმის თაობაზე, თითქოს “ქართული ოცნება” აპირებს სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებას მითუმეტეს იმ მდგომარეობაში, როდესაც არ არის ნათელი ეკლესიის წევრებისთვისაც, ეს ასე არ მოხდება. არცერთი ოფიციალური წყაროდან ამის შესახებ არ გსმენიათ, რომ ვინმე მართლმადიდებლური რელიგიის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებას აპირებს”, - განაცხადა ოდიშარიამ.