პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

10

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 18:38-ზე, მთვარე ქალწულშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას. მოერიდეთ მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. ნუ იშიმშილებთ, მაგრამ ნურც კუჭს გადატვირთავთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას.
Faceამბები
სამართალი
სპორტი
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თეონა აქუბარდია გიორგი გახარიას გუნდს შეუერთდა
თეონა აქუბარდია გიორგი გახარიას გუნდს შეუერთდა

და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი დე­პუ­ტა­ტი თე­ო­ნა აქუ­ბარ­დია პარ­ტი­ას - "გა­ხა­რია სა­ქარ­თვე­ლოს­თვის“ შე­უ­ერ­თდა.

აქუ­ბარ­დია პარ­ტი­ის თავ­მჯდო­მა­რე გი­ორ­გი გა­ხა­რი­ამ წა­რად­გი­ნა.

"მო­გეხ­სე­ნე­ბათ, რომ სულ რამ­დე­ნი­მე დღის წინ გა­იხ­სნა სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნია და სულ მალე იქ­ნე­ბა სა­შე­მოდ­გო­მო სე­სი­ის პირ­ვე­ლი სხდო­მა პარ­ლა­მენ­ტში. მინ­და გაც­ნო­ბოთ, რომ ქალ­ბა­ტო­ნი თე­ო­ნა აქუ­ბარ­დია შე­მო­უ­ერ­თდე­ბა წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნოდ ჩვენს გუნდს. ჩვენ ეს ძა­ლი­ან გვი­ხა­რია, რად­გან სა­ყო­ველ­თა­ოდ ცნო­ბი­ლია მისი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მი, ის დიდი ხა­ნია მუ­შა­ობს უსაფრ­თხო­ე­ბის სფე­რო­ში და ძალ­ზედ რე­პუ­ტა­ცი­უ­ლი, გა­მოც­დი­ლი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლია, რო­მელ­საც ასე­ვე დიდ­ხანს უმუ­შა­ვია უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭო­ში და სა­ჯა­რო მო­ხე­ლე­ე­ბი მას იც­ნო­ბენ, რო­გორც პრინ­ცი­პულ, გა­მოც­დილ და კე­თილ­სინ­დი­სი­ერ სა­ჯა­რო მო­ხე­ლეს.

გარ­და ამი­სა, რო­გორც ფაქ­ტი, თქვენც იცით, რომ ჩვე­ნი გუნ­დი სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტში და თე­ო­ნა, რო­გორც და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი დე­პუ­ტა­ტი, ძა­ლი­ან ეფექ­ტი­ა­ნად თა­ნამ­შრომ­ლობ­დნენ, მათ აქვთ რამ­დე­ნი­მე ინი­ცი­ა­ტი­ვა ერ­თობ­ლი­ვად წარ­დგე­ნი­ლი და რო­გორც ამ ყვე­ლაფ­რის ლო­გი­კუ­რი გაგ­რძე­ლე­ბა კი, 26 ოქ­ტომ­ბრის არ­ჩევ­ნებ­ში ჩვენ ერ­თად მი­ვი­ღებთ მო­ნა­წი­ლე­ო­ბას.

აქვე გე­ტყვით, რომ ამ არ­ჩევ­ნე­ბის კამ­პა­ნი­ის გა­მო­ცხა­დე­ბას­თან ერ­თად, სამ­წუ­ხა­როდ, ჩვე­ნი რე­გი­ო­ნებ­ში სი­ა­რუ­ლის დროს, ქა­ლაქ სე­ნაკ­სა და ქა­ლაქ ხონ­ში "ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ“ ჩვე­ნი შეხ­ვედ­რის გამო, სულ რამ­დე­ნი­მე დღის წინ, გა­ა­თა­ვი­სუფ­ლა ორი სკო­ლის დი­რექ­ტო­რი. მე ხაზ­გას­მით მინ­და აღ­ვნიშ­ნო, რომ ეს ის მე­თო­დე­ბია, რო­მელ­საც "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა“ იყე­ნებ­და 2012 წელს, ღირ­სე­ბით ქვეყ­ნის სა­დღაც მიყ­ვა­ნა­ზე სა­უბ­რის არა­ნა­ი­რი უფ­ლე­ბა არ აქვს "ოც­ნე­ბას“, რო­გორც იქ­ცე­ვა დღეს "ოც­ნე­ბა“ არის ზუს­ტად იგი­ვე მე­თო­დე­ბი, რა­საც აკე­თებ­და "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა“ 2012 წელს“,- გა­ნა­ცხა­და გა­ხა­რი­ამ.

გარ­და ამი­სა, თე­ო­ნა აქუ­ბარ­დი­ამ ისა­უბ­რა მი­ზე­ზებ­ზე, რის გა­მოც ის გა­ხა­რი­ას გუნდს შე­უ­ერ­თდა და გან­მარ­ტა, რომ ამ პარ­ტი­ის გა­რე­შე, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის და­მარ­ცხე­ბა და სა­ქარ­თვე­ლოს გა­მარ­ჯვე­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლია.

"მო­ხა­რუ­ლი ვარ იმით, რომ დღეს შე­მიძ­ლია უკვე გი­თხრათ, რომ ამ გუნ­დის რი­გე­ბი­დან გან­ვაგ­რძობ ბრძო­ლას ჩვე­ნი სამ­შობ­ლოს სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტის, უსაფრ­თხო­ე­ბის და ევ­რო­პუ­ლი ტი­პის კე­თილ­დღე­ო­ბის­თვის.

ოქ­ტომ­ბრის არ­ჩევ­ნე­ბი არის რე­ა­ლუ­რი რე­ფე­რენ­დუ­მი და გზა­გა­სა­ყა­რი ჩვე­ნი ქვეყ­ნის ბნელ წარ­სულ­სა და ნა­თელ მო­მა­ვალს შო­რის.

ორი მი­ზე­ზი, რის გა­მოც ოქ­ტომ­ბრის არ­ჩევ­ნე­ბის­თვის მე ამ გუნ­დი­დან ვი­წყებ ბრძო­ლას სა­ქარ­თვე­ლოს­თვის ეროვ­ნუ­ლი ინ­ტე­რე­სე­ბის მი­საღ­წე­ვად არის: პირ­ვე­ლი - "გა­ხა­რია სა­ქარ­თვე­ლოს­თვის“ გა­რე­შე, ივა­ნიშ­ვი­ლის და­მარ­ცხე­ბა და სა­ქარ­თვე­ლოს გა­მარ­ჯვე­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლია; მე­ო­რე - ამ პო­ლი­ტი­კუ­რი გუნ­დის ზო­მი­ე­რე­ბა, კე­თილ­სინ­დი­სი­ე­რე­ბა და ჩემი მათ­თან სა­პარ­ლა­მენ­ტო დო­ნე­ზე თა­ნამ­შრომ­ლო­ბის გა­მოც­დი­ლე­ბაა.

მჯე­რა, რომ ჩვენ თქვენ­თან ერ­თად შევ­ძლებთ სა­ქარ­თვე­ლო­ში ნამ­დვი­ლი მშვი­დო­ბის, რე­ა­ლუ­რი სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტის, ევ­რო­პულ და ევ­რო­ატ­ლან­ტი­კურ სტრუქ­ტუ­რებ­ში წევ­რო­ბით ნამ­დვი­ლი კე­თილ­დღე­ო­ბის მიღ­წე­ვას!“, - გა­ნა­ცხა­და აქუ­ბარ­დი­ამ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტორი:

თეონა აქუბარდია გიორგი გახარიას გუნდს შეუერთდა

თეონა აქუბარდია გიორგი გახარიას გუნდს შეუერთდა

დამოუკიდებელი დეპუტატი თეონა აქუბარდია პარტიას - "გახარია საქართველოსთვის“ შეუერთდა.

აქუბარდია პარტიის თავმჯდომარე გიორგი გახარიამ წარადგინა.

"მოგეხსენებათ, რომ სულ რამდენიმე დღის წინ გაიხსნა საარჩევნო კამპანია და სულ მალე იქნება საშემოდგომო სესიის პირველი სხდომა პარლამენტში. მინდა გაცნობოთ, რომ ქალბატონი თეონა აქუბარდია შემოუერთდება წინასაარჩევნოდ ჩვენს გუნდს. ჩვენ ეს ძალიან გვიხარია, რადგან საყოველთაოდ ცნობილია მისი პროფესიონალიზმი, ის დიდი ხანია მუშაობს უსაფრთხოების სფეროში და ძალზედ რეპუტაციული, გამოცდილი პროფესიონალია, რომელსაც ასევე დიდხანს უმუშავია უშიშროების საბჭოში და საჯარო მოხელეები მას იცნობენ, როგორც პრინციპულ, გამოცდილ და კეთილსინდისიერ საჯარო მოხელეს.

გარდა ამისა, როგორც ფაქტი, თქვენც იცით, რომ ჩვენი გუნდი საქართველოს პარლამენტში და თეონა, როგორც დამოუკიდებელი დეპუტატი, ძალიან ეფექტიანად თანამშრომლობდნენ, მათ აქვთ რამდენიმე ინიციატივა ერთობლივად წარდგენილი და როგორც ამ ყველაფრის ლოგიკური გაგრძელება კი, 26 ოქტომბრის არჩევნებში ჩვენ ერთად მივიღებთ მონაწილეობას.

აქვე გეტყვით, რომ ამ არჩევნების კამპანიის გამოცხადებასთან ერთად, სამწუხაროდ, ჩვენი რეგიონებში სიარულის დროს, ქალაქ სენაკსა და ქალაქ ხონში "ქართულმა ოცნებამ“ ჩვენი შეხვედრის გამო, სულ რამდენიმე დღის წინ, გაათავისუფლა ორი სკოლის დირექტორი. მე ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ეს ის მეთოდებია, რომელსაც "ნაციონალური მოძრაობა“ იყენებდა 2012 წელს, ღირსებით ქვეყნის სადღაც მიყვანაზე საუბრის არანაირი უფლება არ აქვს "ოცნებას“, როგორც იქცევა დღეს "ოცნება“ არის ზუსტად იგივე მეთოდები, რასაც აკეთებდა "ნაციონალური მოძრაობა“ 2012 წელს“,- განაცხადა გახარიამ.

გარდა ამისა, თეონა აქუბარდიამ ისაუბრა მიზეზებზე, რის გამოც ის გახარიას გუნდს შეუერთდა და განმარტა, რომ ამ პარტიის გარეშე, ბიძინა ივანიშვილის დამარცხება და საქართველოს გამარჯვება შეუძლებელია.

"მოხარული ვარ იმით, რომ დღეს შემიძლია უკვე გითხრათ, რომ ამ გუნდის რიგებიდან განვაგრძობ ბრძოლას ჩვენი სამშობლოს სუვერენიტეტის, უსაფრთხოების და ევროპული ტიპის კეთილდღეობისთვის.

ოქტომბრის არჩევნები არის რეალური რეფერენდუმი და გზაგასაყარი ჩვენი ქვეყნის ბნელ წარსულსა და ნათელ მომავალს შორის.

ორი მიზეზი, რის გამოც ოქტომბრის არჩევნებისთვის მე ამ გუნდიდან ვიწყებ ბრძოლას საქართველოსთვის ეროვნული ინტერესების მისაღწევად არის: პირველი - "გახარია საქართველოსთვის“ გარეშე, ივანიშვილის დამარცხება და საქართველოს გამარჯვება შეუძლებელია; მეორე - ამ პოლიტიკური გუნდის ზომიერება, კეთილსინდისიერება და ჩემი მათთან საპარლამენტო დონეზე თანამშრომლობის გამოცდილებაა.

მჯერა, რომ ჩვენ თქვენთან ერთად შევძლებთ საქართველოში ნამდვილი მშვიდობის, რეალური სუვერენიტეტის, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში წევრობით ნამდვილი კეთილდღეობის მიღწევას!“, - განაცხადა აქუბარდიამ.